პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება?
 ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება?

საკ­მა­ოდ რთუ­ლი აგ­ვის­ტო გა­ვი­ა­რეთ, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად, ასე­ვე კლი­მა­ტის მხრივ, თუმ­ცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის კუ­თხით და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა მა­ინც მოხ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ კი­დევ შვე­ბუ­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დია და ხალ­ხი ის­ვე­ნებს, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი მა­ინც დუღს და რო­გორც ჩანს, სექ­ტემ­ბერ­ში უფრო სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი გვე­ლის. ას­ტრო­ლოგ და­ვით ბუ­ტი­კაშ­ვილს ვთხო­ვეთ, რო­გორც ძვე­ლი, ისე მო­სა­ლოდ­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი შე­ე­ფა­სე­ბი­ნა.

- 22 ივ­ლი­სი­დან 23 აგ­ვის­ტომ­დე მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში მოძ­რა­ობ­და. ლომი ძა­ლა­უფ­ლე­ბის, ამ­ბი­ცი­ე­ბის ზო­დი­ა­ქოა, მუდ­მი­ვად ის­წრაფ­ვის სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად. რა თქმა უნდა, სხვა­დას­ხვა წელს ეს სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლით ვლინ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ამ კუ­თხით გა­მორ­ჩე­უ­ლია, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნას ლომი მარ­თავს. წელს წარ­მა­ტე­ბე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ შავი მთვა­რეც ლო­მის ზო­დი­ა­ქო­შია და ქვე­ყა­ნა გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდს გა­დის. ამის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო გა­ვი­დეს თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე. ლო­მის ზო­დი­ა­ქოს მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მზე გახ­ლავთ, ამი­ტომ დგას ეს აუ­ტა­ნე­ლი სი­ცხე­ე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზეც მოქ­მე­დებს. ეს არის მძი­მე პე­რი­ო­დი ძა­ლა­უფ­ლე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. თქვენ ყვე­ლა ნა­ხავთ, ნო­ემ­ბრის ბო­ლომ­დე კი­დევ ბევ­რი ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნდში. ის ადა­მი­ა­ნე­ბი კი, რომ­ლებ­მაც ადრე ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, შე­საძ­ლოა ცი­ხე­ში მოხ­ვდნენ, ან სხვა ფორ­მით ზღონ.

- ადრე ინ­ტერ­ვი­უ­ში გვი­თხა­რით, რომ გიგი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბის ამ­ბავს პროგ­ნო­ზი­რებ­დით. რად­გან მის ზო­დი­ა­ქო­ში ნა­ხეთ, რომ ის ცი­ხეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ივ­ლი­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა?

- რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვილ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვა და­ი­წყო, შავი მთვა­რე იყო კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში და სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ მისი და­ბა­დე­ბის პე­რი­ოდ­შიც ასე იყო. უგუ­ლა­ვას ჰო­როს­კო­პი პირ­და­პირ აჩ­ვე­ნებ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ცი­ხეს გა­ივ­ლი­და. რაც შე­ე­ხე­ბა მი­შას ჰო­როს­კოპს, აქ პირ­და­პირ არ ჩანს, მაგ­რამ ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, თუ ძა­ლა­უფ­ლე­ბას მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­უ­მა­ძღრო­ბის­თვის იყე­ნებ­და, მის ცხოვ­რე­ბა­ში დად­გე­ბა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც უკი­დუ­რეს ფი­ნან­სურ გა­ჭირ­ვე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. 29 ნო­ემ­ბრამ­დე სამ­თავ­რო­ბო გუნდში სე­ლექ­ცია მოხ­დე­ბა და ეს არც მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და

არც ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე.

- ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქო­ზე რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ?

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ის კირჩხი­ბია. მიმ­დი­ნა­რე წელი რთუ­ლი ექ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ საქ­მის კე­თე­ბა­ზე მო­ახ­დენს კონ­ცენ­ტრი­რე­ბას, შე­სა­ბა­მის დი­ვი­დენ­დებ­საც მი­ი­ღებს. რე­ა­ლუ­რად, ამ პე­რი­ოდ­ში რო­გორც ახა­ლი, ასე­ვე ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ გა­მოც­დას გა­დის. მათ არა­ფერს შე­არ­ჩენს შავი მთვა­რე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში.

- უკ­რა­ი­ნა­ში დღემ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი არე­უ­ლო­ბაა, სა­ქარ­თვე­ლოს ეს რამ­დე­ნად შე­ე­ხე­ბა?

- არა­ნა­ი­რად, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ნორ­მა­ლუ­რად ვპ­როგ­რე­სი­რებთ, რად­გან ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნას სჯობს. შე­ვარ­დნა­ძის შემ­დეგ მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი და გაჩ­ნდა სი­ნათ­ლე, გა­კეთ­და ბევ­რი რამ და ბრმა უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რომ ეს ვერ და­ი­ნა­ხოს, მაგ­რამ რო­გორც კი ცუ­დის კე­თე­ბა და­ი­წყო, მო­ვი­და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ამათ უფრო მეტი დე­მოკ­რა­ტია შე­მო­ი­ტა­ნეს ბიზ­ნე­სის კუ­თხით. ესეც წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. ამო­წუ­რავს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავს და შემ­დეგ სხვა მოვა. რაც მთა­ვა­რია, ად­ვი­ლად წას­ვლა ის­წავ­ლეს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მა იყო. ახლა მოხ­დე­ბა ჩი­ნოვ­ნი­კუ­რი სის­ტე­მის გა­დარ­ჩე­ვა, რად­გან დღეს ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ესაა. სა­ქარ­თვე­ლო ახლა ისეთ ტალ­ღა­ზეა, თუ გავ­ყვე­ბით, სა­უ­კე­თე­სო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რა შე­იძ­ლე­ბა დიდს არა­ფერს ნიშ­ნავს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის დო­ნის სტან­დარ­ტე­ბი ევ­რო­პულს გა­უ­თა­ნას­წორ­დე­ბა. უნდა თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე ხე­დავს, რო­გორ ცხოვ­რობს ხალ­ხი ევ­რო­პა­ში და იმა­ვე მო­თხოვ­ნებს უყე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ის­ტო­რია აი­ძუ­ლებს ქვეყ­ნებ­სა და ერებს, პროგ­რე­სის­კენ ია­რონ.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში?

- მისი ჰო­როს­კო­პი კარ­გად ვიცი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 17 ივ­ლი­სი­დან მის ცხოვ­რე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი და­ი­წყო, რო­გო­რიც და­ახ­ლო­ე­ბით 12 წლის წინ ჰქონ­და. გა­რე­მო­ე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, უფრო მეტი გა­ა­კე­თოს და ის ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­იხ­ვე­ჭოს, რაც სჭირ­დე­ბა. ამ მხრივ მწვა­ნე შუქი აქვს ან­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­გორც კი დიქ­ტა­ტო­რულ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს, მა­შინ­ვე და­კარ­გავს კარ­გის კე­თე­ბის შანსს.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში მის დაბ­რუ­ნე­ბას, თუ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს 22 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, ოღონდ არც ისე დიდი ხნით.

- მას­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ად­ვი­ლად ენ­დო­ბა ადა­მი­ა­ნებს და შემ­დეგ ად­ვი­ლად­ვე კარ­გავს მათ მი­მართ ნდო­ბას.

- ივა­ნიშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქო მერ­წყუ­ლია, რაც ძა­ლი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნი­შა­ნია. ისე შე­უძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის და­ჭე­რა, არა­ვის აგ­რძნო­ბი­ნებს, რომ მას­ზე ფი­ნან­სუ­რად მაღ­ლა დგას. თა­ვის ის­ტო­რი­ას რომ გა­და­ხე­დოს, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ენ­დო­ბა, სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი უმტყუ­ნე­ბენ. ნდო­ბის ხა­რის­ხი მარ­თლაც მა­ღა­ლი აქვს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება?

 ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება?

საკმაოდ რთული აგვისტო გავიარეთ, როგორც პოლიტიკურად, ასევე კლიმატის მხრივ, თუმცა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის კუთხით დადებითი ცვლილება მაინც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შვებულებების პერიოდია და ხალხი ისვენებს, პოლიტიკური პროცესები მაინც დუღს და როგორც ჩანს, სექტემბერში უფრო საინტერესო პროცესები გველის. ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს ვთხოვეთ, როგორც ძველი, ისე მოსალოდნელი პოლიტიკური მოვლენები შეეფასებინა.

- 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე მზე ლომის ზოდიაქოში მოძრაობდა. ლომი ძალაუფლების, ამბიციების ზოდიაქოა, მუდმივად ისწრაფვის საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, სხვადასხვა წელს ეს სხვადასხვა სირთულით ვლინდება, მაგრამ საქართველო ამ კუთხით გამორჩეულია, რადგან ჩვენს ქვეყანას ლომი მართავს. წელს წარმატებების პლანეტა იუპიტერი ლომის ზოდიაქოში იმყოფება, მაგრამ შავი მთვარეც ლომის ზოდიაქოშია და ქვეყანა გამოცდების პერიოდს გადის. ამის შემდეგ მოსალოდნელია საქართველო გავიდეს თავისი განვითარების მაღალ საფეხურზე. ლომის ზოდიაქოს მმართველი პლანეტა მზე გახლავთ, ამიტომ დგას ეს აუტანელი სიცხეები. ეს ადამიანების გადაწყვეტილებებზეც მოქმედებს. ეს არის მძიმე პერიოდი ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანებისთვის. თქვენ ყველა ნახავთ, ნოემბრის ბოლომდე კიდევ ბევრი ცვლილება იქნება სახელისუფლებო გუნდში. ის ადამიანები კი, რომლებმაც ადრე ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება, შესაძლოა ციხეში მოხვდნენ, ან სხვა ფორმით ზღონ.

- ადრე ინტერვიუში გვითხარით, რომ გიგი უგულავას დაკავების ამბავს პროგნოზირებდით. რადგან მის ზოდიაქოში ნახეთ, რომ ის ციხეს აუცილებლად გაივლიდა. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში რა ხდება?

- როდესაც სააკაშვილმა ძალაუფლების დაკარგვა დაიწყო, შავი მთვარე იყო კუროს ზოდიაქოში და საინტერესოა ისიც, რომ მისი დაბადების პერიოდშიც ასე იყო. უგულავას ჰოროსკოპი პირდაპირ აჩვენებდა, რომ ეს ადამიანი ციხეს გაივლიდა. რაც შეეხება მიშას ჰოროსკოპს, აქ პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, თუ ძალაუფლებას მატერიალური გაუმაძღრობისთვის იყენებდა, მის ცხოვრებაში დადგება პერიოდი, როდესაც უკიდურეს ფინანსურ გაჭირვებაში აღმოჩნდება. 29 ნოემბრამდე სამთავრობო გუნდში სელექცია მოხდება და ეს არც მარგველაშვილზეა დამოკიდებული და

არც ღარიბაშვილზე.

- ირაკლი ღარიბაშვილის ზოდიაქოზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- რამდენადაც ვიცი, ის კირჩხიბია. მიმდინარე წელი რთული ექნება, მაგრამ თუ საქმის კეთებაზე მოახდენს კონცენტრირებას, შესაბამის დივიდენდებსაც მიიღებს. რეალურად, ამ პერიოდში როგორც ახალი, ასევე ძველი ხელისუფლება სერიოზულ გამოცდას გადის. მათ არაფერს შეარჩენს შავი მთვარე ლომის ზოდიაქოში.

- უკრაინაში დღემდე სერიოზული არეულობაა, საქართველოს ეს რამდენად შეეხება?

- არანაირად, თანამედროვე სამყაროში ნორმალურად ვპროგრესირებთ, რადგან ყოველი მომდევნო ხელისუფლება წინას სჯობს. შევარდნაძის შემდეგ მოვიდა სააკაშვილი და გაჩნდა სინათლე, გაკეთდა ბევრი რამ და ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს ვერ დაინახოს, მაგრამ როგორც კი ცუდის კეთება დაიწყო, მოვიდა ახალი ხელისუფლება და ამათ უფრო მეტი დემოკრატია შემოიტანეს ბიზნესის კუთხით. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია. ამოწურავს ეს ხელისუფლება თავს და შემდეგ სხვა მოვა. რაც მთავარია, ადვილად წასვლა ისწავლეს, რაც საქართველოში ყოველთვის პრობლემა იყო. ახლა მოხდება ჩინოვნიკური სისტემის გადარჩევა, რადგან დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ესაა. საქართველო ახლა ისეთ ტალღაზეა, თუ გავყვებით, საუკეთესო სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა შეიძლება დიდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ცხოვრების დონის სტანდარტები ევროპულს გაუთანასწორდება. უნდა თუ არა ხელისუფლებას, საზოგადოება უკვე ხედავს, როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში და იმავე მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას. ისტორია აიძულებს ქვეყნებსა და ერებს, პროგრესისკენ იარონ.

- შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში?

- მისი ჰოროსკოპი კარგად ვიცი და შეიძლება ითქვას, რომ 17 ივლისიდან მის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დაიწყო, როგორიც დაახლოებით 12 წლის წინ ჰქონდა. გარემოებები საშუალებას მისცემს, უფრო მეტი გააკეთოს და ის ავტორიტეტი მოიხვეჭოს, რაც სჭირდება. ამ მხრივ მწვანე შუქი აქვს ანთებული, მაგრამ როგორც კი დიქტატორულ ნაბიჯებს გადადგამს, მაშინვე დაკარგავს კარგის კეთების შანსს.

რაც შეეხება პოლიტიკაში მის დაბრუნებას, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს შეიძლება მოხდეს 22 ნოემბრის შემდეგ, ოღონდ არც ისე დიდი ხნით.

- მასზე ამბობენ, რომ ადვილად ენდობა ადამიანებს და შემდეგ ადვილადვე კარგავს მათ მიმართ ნდობას.

- ივანიშვილის ზოდიაქო მერწყულია, რაც ძალიან დემოკრატიული ნიშანია. ისე შეუძლია საზოგადოებაში თავის დაჭერა, არავის აგრძნობინებს, რომ მასზე ფინანსურად მაღლა დგას. თავის ისტორიას რომ გადახედოს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა, სწორედ ის ადამიანები უმტყუნებენ. ნდობის ხარისხი მართლაც მაღალი აქვს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია