პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი ხვალიდან დროებით ამოქმედდება
ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი ხვალიდან დროებით ამოქმედდება

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ხვა­ლი­დან დრო­ე­ბით ამოქ­მედ­დე­ბა. კერ­ძოდ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სრულ იმპლე­მენ­ტა­ცი­ამ­დე, 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის დო­კუ­მენ­ტის 80%, მათ შო­რის, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის სივ­რცის (DCFTA) კომ­პო­ნენ­ტი. DCFTA ით­ვა­ლის­წი­ნებს ქარ­თუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და ინ­დუსტრი­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის თა­ვი­სუ­ფალ გან­თავ­სე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე და ასე­ვე, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე უვ­ნე­ბე­ლი და უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტის მი­წო­დე­ბას. შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის თით­ქმის ყვე­ლა პრო­დუქ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე შეს­ვლი­სას სა­ბა­ჟო ტა­რი­ფის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუმ­ცა გარ­კე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მა­ინც იარ­სე­ბებს. კერ­ძოდ, 28 და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი ევ­რო­კავ­შირ­ში იმ­პორ­ტი­სას უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დას, ამ გა­და­სა­ხა­დის ად­ვა­ლო­რუ­ლი (ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვის გა­დახ­და­ზე, სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დებ­ზე და სხვა გა­და­სა­ხა­დებ­ზე, რო­მე­ლიც ირი­ცხე­ბა არა ტვირ­თის ერ­თე­უ­ლის­თვის, არა­მედ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ცენ­ტებ­ში) კომ­პო­ნენ­ტის გა­რე­შე. ამას­თან, ცალ­კე ჩა­მოთ­ვლი­ლია გა­ყალ­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზმს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც იმ­პორ­ტის ზღვრუ­ლი დო­ნეა და­წე­სე­ბუ­ლი. ასე­ვე, წლი­ურ უბა­ჟო სა­ტა­რი­ფო კვო­ტას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია ნი­ო­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვო­ტა 220 ტო­ნას შე­ად­გენს, რო­მელ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და მო­უ­წევს.

გარ­და DCFTA-სა, ძა­ლა­ში შე­დის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის პირ­ვე­ლი კარი – ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი; მე­ო­რე კა­რის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლოგ­სა და რე­ფორ­მებს, ასე­ვე სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს; მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი; ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა და თაღ­ლი­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სა და კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ დე­ბუ­ლე­ბე­ბი და სხვა.

ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის დრო­ე­ბი­თი გა­მო­ყე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, მოქ­მე­დე­ბას გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის პარტნი­ო­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ 1996 წლის 22 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის ის დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი გა­მო­ყე­ნე­ბის ფარ­გლებ­ში არ ექ­ცე­ვა. პარტნი­ო­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა სრუ­ლად და­კარ­გავს ძა­ლას ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის თა­რი­ღი­დან.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2010 წლის ივ­ლის­ში და­ი­წყო, ხოლო ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის (DCFTA) კომ­პო­ნენტზე - 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში გა­ი­მარ­თა 14 პლე­ნა­რუ­ლი სე­სია შე­თან­ხმე­ბის პო­ლი­ტი­კურ ნა­წილ­ზე, 6 რა­უნ­დი - ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცველ თა­ვი­სუ­ფალ სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ზე და 100-მდე ვი­დეო-კონ­ფე­რენ­ცია დარ­გობ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თა­ვებ­სა და DCFTA-ზე. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 2013 წლის ივ­ლის­ში დას­რულ­და, ხოლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პა­რა­ფი­რე­ბა 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე მოხ­და. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას ხელი მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ივ­ნისს მო­ე­წე­რა. დო­კუ­მენ­ტის სრუ­ლად იმპლე­მენ­ტა­ცი­ამ­დე სა­ჭი­როა მისი რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ყვე­ლა ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­ლა­მენ­ტე­ბის მიერ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი ხვალიდან დროებით ამოქმედდება

ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი ხვალიდან დროებით ამოქმედდება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი ხვალიდან დროებით ამოქმედდება. კერძოდ, ხელშეკრულების სრულ იმპლემენტაციამდე, 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შედის დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი. DCFTA ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, 28 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული (ტვირთების გადაზიდვის გადახდაზე, საბაჟო გადასახადებზე და სხვა გადასახადებზე, რომელიც ირიცხება არა ტვირთის ერთეულისთვის, არამედ მისი ღირებულების პროცენტებში) კომპონენტის გარეშე. ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული. ასევე, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს.

გარდა DCFTA-სა, ძალაში შედის ასოცირების შეთანხმების პირველი კარი – ძირითადი პრინციპები; მეორე კარის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური დიალოგსა და რეფორმებს, ასევე საგარეო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს; მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები; ფინანსური დახმარება და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის შესახებ დებულებები და სხვა.

ასოცირების შეთანხმების დროებითი გამოყენების პერიოდში, მოქმედებას განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენების ფარგლებში არ ექცევა. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება სრულად დაკარგავს ძალას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 2010 წლის ივლისში დაიწყო, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტზე - 2011 წლის დეკემბერში. მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 14 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე და 100-მდე ვიდეო-კონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის თავებსა და DCFTA-ზე. მოლაპარაკებები 2013 წლის ივლისში დასრულდა, ხოლო ხელშეკრულების პარაფირება 2013 წლის ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე მოხდა. ასოცირების შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 27 ივნისს მოეწერა. დოკუმენტის სრულად იმპლემენტაციამდე საჭიროა მისი რატიფიცირება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ეროვნული პარლამენტების მიერ.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ