მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სამოსს ატარებენ ბედნიერი ადამიანები?
როგორ სამოსს ატარებენ ბედნიერი ადამიანები?

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჰარ­ტფორდში­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ლურ­ჯი ჯინ­სის შარ­ვლის ხში­რი ტა­რე­ბა დეპ­რე­სი­ა­ზე მე­ტყვე­ლებს. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა უგუ­ნე­ბოდ ყოფ­ნის დროს ჯინ­სის შარ­ვალს იც­ვამს. გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ მე­სა­მე­დი ატა­რებს ჯინ­სის შარ­ვალს ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით, - ნათ­ქვა­მია კვლე­ვის შე­დე­გებ­ში, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. კვლე­ვას პრო­ფე­სო­რი კა­რენ პა­ი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"ჯინ­სი ყვე­ლას არ უხ­დე­ბა. ის ხში­რად ცუ­დად არის აჭ­რი­ლი და სხე­უ­ლის ფორ­მებს ხაზს არ უს­ვამს. ჯინ­სი იძ­ლე­ვა მე­სიჯს, რომ ადა­მი­ანს დი­დად არ აღელ­ვებს გა­რეგ­ნო­ბა. დეპ­რე­სი­ა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს არ სურთ, სხვე­ბის­გან გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. ასე რომ, ჯინსსა და დეპ­რე­სი­ას შო­რის კავ­ში­რი არ­სე­ბობს", - ამ­ბობს პა­ი­ნი.

ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზ­რით, სა­მო­სის არ­ჩე­ვა­სა და გან­წყო­ბას შო­რის მჭიდ­რო კავ­ში­რია. მათი ვა­რა­უ­დით, დეპ­რე­სი­ის დროს ისე­თი სა­მო­სი უნდა ატა­როთ, რომ­ლე­ბიც ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

"ტა­ნი­სა­მო­სი არა მხო­ლოდ სხვის გან­წყო­ბა­ზე მოქ­მე­დებს, არა­მედ ჩვენს გან­წყო­ბას ირეკ­ლავს. ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობ­და, რომ მათი გან­წყო­ბა იმის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა, თუ რა აც­ვი­ათ", - აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი პა­ი­ნი.

ბრი­ტა­ნელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ასე­ვე და­ად­გი­ნეს, თუ რო­გორ სა­მოსს ირ­ჩე­ვენ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. კარგ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს ფარ­ფლი­ან ქუდ­სა და კა­ბას გა­მო­კი­თხულ ქალ­თა 62% ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ კაშ­კა­შა და ლა­მა­ზი ნაჭ­რე­ბი ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე მყოფ ადა­მი­ა­ნებს იზი­დავს, ამით მათ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი­სა და გან­წყო­ბის ხაზ­გას­მა სურთ. დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი კი პი­რი­ქით, ფარ­თე და მუქი ფე­რის სა­მოსს ირ­ჩე­ვენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია herts.ac.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

როგორ სამოსს ატარებენ ბედნიერი ადამიანები?

როგორ სამოსს ატარებენ ბედნიერი ადამიანები?

დიდ ბრიტანეთში ჰარტფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლურჯი ჯინსის შარვლის ხშირი ტარება დეპრესიაზე მეტყველებს. კვლევის შედეგების თანახმად, ექსპერიმენტის მონაწილეთა უმრავლესობა უგუნებოდ ყოფნის დროს ჯინსის შარვალს იცვამს. გამოკითხულთა მხოლოდ მესამედი ატარებს ჯინსის შარვალს ამაღლებული განწყობით, - ნათქვამია კვლევის შედეგებში, რომელიც უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნდა. კვლევას პროფესორი კარენ პაინი ხელმძღვანელობდა.

"ჯინსი ყველას არ უხდება. ის ხშირად ცუდად არის აჭრილი და სხეულის ფორმებს ხაზს არ უსვამს. ჯინსი იძლევა მესიჯს, რომ ადამიანს დიდად არ აღელვებს გარეგნობა. დეპრესიაში მყოფ ადამიანებს არ სურთ, სხვებისგან გამოირჩეოდნენ. ასე რომ, ჯინსსა და დეპრესიას შორის კავშირი არსებობს", - ამბობს პაინი.

ფსიქოლოგების აზრით, სამოსის არჩევასა და განწყობას შორის მჭიდრო კავშირია. მათი ვარაუდით, დეპრესიის დროს ისეთი სამოსი უნდა ატაროთ, რომლებიც ბედნიერებასთან ასოცირდება.

"ტანისამოსი არა მხოლოდ სხვის განწყობაზე მოქმედებს, არამედ ჩვენს განწყობას ირეკლავს. ექსპერიმენტის მონაწილე ქალების უმრავლესობა ამბობდა, რომ მათი განწყობა იმის მიხედვით იცვლება, თუ რა აცვიათ", - აცხადებს პროფესორი პაინი.

ბრიტანელმა სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, თუ როგორ სამოსს ირჩევენ ბედნიერი ადამიანები. კარგ განწყობაზე ყოფნის დროს ფარფლიან ქუდსა და კაბას გამოკითხულ ქალთა 62% ანიჭებს უპირატესობას. კვლევამ აჩვენა, რომ კაშკაშა და ლამაზი ნაჭრები ამაღლებულ განწყობაზე მყოფ ადამიანებს იზიდავს, ამით მათ საკუთარი სხეულისა და განწყობის ხაზგასმა სურთ. დეპრესიაში მყოფი ადამიანები კი პირიქით, ფართე და მუქი ფერის სამოსს ირჩევენ.

მომზადებულია herts.ac.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"