პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე საინტერესო შეგრძნებები მჭირდება" - ანუ რატომ იხდიან მამაკაცები სექსში ფულს?
"მე საინტერესო შეგრძნებები მჭირდება" - ანუ რატომ იხდიან მამაკაცები სექსში ფულს?

BBC-მ მა­მა­კა­ცე­ბის ის კა­ტე­გო­რია შე­ის­წავ­ლა, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან სექსში გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­და­ი­ხა­დონ. რო­გორ ხსნი­ან თა­ვი­ანთ საქ­ცი­ელს მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც სექსმუ­შა­კის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. BBC-მ გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ფრე­დი და ლორა ერ­თად და­დი­ან სა­სე­ირ­ნოდ, ზოგ­ჯერ უქ­მე­ებ­ზე ქა­ლა­ქი­დან მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან, ად­გი­ლობ­რივ ბაზ­რებ­საც სტუმ­რო­ბენ და რეს­ტორ­ნებ­შიც სა­დი­ლო­ბენ.

ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ ტე­ლე­ვი­ზი­ით ნა­ნა­ხის შე­სა­ხებ, ერ­თად იცი­ნი­ან, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ჩხუ­ბო­ბენ და ერ­თმა­ნეთს აგი­ნე­ბენ კი­დეც.

სა­ნამ ფრე­დი სა­დილს ამ­ზა­დებს, ლორა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ზის და იღი­მის. ის კმა­ყო­ფი­ლია, რომ საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა მას არ და­ე­ვა­ლა.

რო­გორც ნე­ბის­მი­ერ წყვილს, მა­თაც აქვთ კარ­გი და ცუდი დღე­ე­ბი. მაგ­რამ სხვე­ბის­გან მა­ინც გან­სხვავ­დე­ბი­ან. ფრე­დი ლო­რას ფულს უხ­დის, რომ მას­თან დრო გა­ა­ტა­როს და სექ­სი ჰქონ­დეს. ისი­ნი უკვე ექ­ვსი წე­ლია ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან. კა­მა­თი ფუ­ლით ნა­ყი­დი სექ­სის ეთი­კუ­რო­ბა­ზე და ამ მოვ­ლე­ნის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე არ ცხრე­ბა, თუმ­ცა ასე­თი კა­მა­თის დროს იშ­ვი­ა­თად ის­მე­ვა შე­კი­თხვა - რა აი­ძუ­ლებთ მა­მა­კა­ცებს სექ­სის­თვის ქალს ფული გა­და­უ­ხა­დონ?

ერ­თმა­ნე­თი ფო­რუმ­ზე გა­ვი­ცა­ნით

"ერ­თმა­ნე­თი ონ­ლა­ინ ფო­რუმ­ზე გა­ვი­ცა­ნით, მე ვკი­თხე, ხომ არ გინ­და ღამე სას­ტუმ­რო­ში გა­ვა­ტა­როთ-მეთ­ქი", - ყვე­ბა ფრე­დი. მისი თქმით, მათი შეხ­ვედ­რა პირ­ველ პა­ე­მანს ჰგავ­და.

"ახლა ისე კარ­გად ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, რომ ფრე­დი ფულს შეხ­ვედ­რამ­დე მი­რი­ცხავს და არა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ", - ამ­ბობს ლორა.

ფრე­დი დიდი ხანი უვ­ლი­და ავად­მყოფ დე­დას. ამ­ბობს, რომ არ ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნო­და, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, სექსში ფული გა­და­ე­ხა­და. "რო­დე­საც არ­სად არ და­დი­ხარ და არა­ვის­თან არ გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე მის­ვლა პრობ­ლე­მა ხდე­ბა", - ამ­ბობს ფრე­დი.

სექ­სის­თვის ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა

რო­ბერ­ტი უკვე დიდი ხა­ნია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. "სი­ტუ­ა­ცია ისე აე­წყო, რომ მე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჭარ­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი ენერ­გია მაქვს, აღ­მოვ­ჩნდი ქალ­თან, რო­მე­ლიც სექ­სის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ იღებ­და", - ყვე­ბა რო­ბერ­ტი.

"ის მშვე­ნი­ე­რი პარტნი­ო­რია. და­ნარ­ჩენ­ში ყვე­ლა­ფერ­ში იდე­ა­ლუ­რად ვუ­გებ­დით ერ­თმა­ნეთს". რო­ბერ­ტი სპე­ცი­ა­ლუ­რად აგ­რო­ვებს ფულს, რომ შემ­დეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყი­დოს. "ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მინ­დო­და, მინ­დო­და ცოლ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სწო­რად მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, სექსში ფული გა­და­მე­ხა­და".

წი­თე­ლი ფარ­ნე­ბის შუ­ქის ქვეშ

ადა­მი­ა­ნის ყიდ­ვის იდეა ეთი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მრა­ვალმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სექს-ინ­დუსტრი­ის მუ­შა­კე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სხე­ულს არ ყი­დი­ან, უბ­რა­ლოდ რო­გორც სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­ვის ნი­ჭ­ში იღე­ბენ ანა­ზღა­უ­რე­ბას. რო­ბერტს სჯე­რა, რომ ჩუ­მად სექსში ფუ­ლის გა­დახ­დით ოჯახს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. გრე­მი კი, რო­მელ­მაც 30 წელს გა­და­ა­ბი­ჯა, ფიქ­რობს, რომ ასე­თი ხერ­ხი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ურ­თი­ერ­თო­ბის სირ­თუ­ლე­ებს და­აღ­წიო თავი.

30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრე­მი ფიქ­რობ­და, რომ არას­დროს გა­და­იხ­დი­და სექსში ფულს. მაგ­რამ, ერთხე­ლაც ის ამ­სტერ­დამ­ში, წი­თე­ლი ფარ­ნე­ბის კვარ­ტალ­ში აღ­მოჩ­ნდა ახალ­გაც­ნო­ბილ მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად. ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ ის შე­ი­ტყუა და ამ დროს გრემს არა­ნა­ი­რი წი­ნა­ღო­ბა არ შექ­მნია. "ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი იყო, შე­საძ­ლოა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ჭი­როც არაა, უბ­რა­ლოდ, გა­და­იხ­დი ფულს და გა­მოც­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შეგ­რძნე­ბებს სულ რა­ღაც ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში. მშვე­ნი­ე­რია".

ილუ­ზი­ის გა­რე­შე

მო­რი­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­ხე­ლად სა­ი­მო­ნი ყო­ველ­თვის აწყდე­ბო­და სირ­თუ­ლე­ებს ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მას პირ­ვე­ლად სექ­სი 29 წლის ასაკ­ში ჰქონ­და სექსმუ­შაკ­თან. "ინ­ტერ­ნეტ­ში ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ ეს ქა­ლებ­ზე ემო­ცი­უ­რი კუ­თხით ცუ­დად მოქ­მე­დებს. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი მაქვს. თუ სექ­სით რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვკავ­დე­ბი, ფი­ზი­კუ­რად ვხდე­ბი ცუ­დად", - ამ­ბობს სა­ი­მო­ნი. ის უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მხო­ლოდ ერთ ქალ­თან და­დის იმი­ტომ, რომ მას­თან მო­დუ­ნე­ბა შე­უძ­ლია. თუმ­ცა ილუ­ზი­ებ­ში არ ცხოვ­რობს - "რომ არ ვუხ­დი­დე, ჩემ­თან სექ­სი არა­სო­დეს ექ­ნე­ბო­და". სა­ი­მონს იმე­დი აქვს, რომ ოდეს­მე იპოვ­ნის ქალს, რო­მელ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა ფუ­ლის გა­რე­შე ექ­ნე­ბა.

ფან­ტა­ზი­ის ძი­ე­ბა­ში

რო­ბერტს ინ­ტიმ­ზე მეტი სჭირ­დე­ბა. ის სექსში ფულს სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზი­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის იხ­დის. "მე სა­ინ­ტე­რე­სო შეგ­რძნე­ბე­ბი მჭირ­დე­ბა". ის თავს "ცო­ტა­თი ექ­სჰი­ბი­ცი­ო­ნისტს" და "ვუ­ა­ი­ე­რისტს" უწო­დებს. რამ­დენ­ჯერ­მე ჯგუ­ფუ­რი სექს-წვე­უ­ლე­ბაც აქვს მო­წყო­ბი­ლი.

ბრა­ი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ბედ­ნი­ე­რია ცოლ­თან. თუმ­ცა მან სექსში ფუ­ლის გა­დახ­და ცოლ­თან შეხ­ვედ­რამ­დე დიდი ხნით ადრე და­ი­წყო. "შე­იძ­ლე­ბა ქა­ლებ­ში სი­ა­რულ­მა გა­მა­ფუ­ჭა. რო­დე­საც სექ­სის­გან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ­დი, ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სექ­სი ისე­თი კარ­გი აღარ მეჩ­ვე­ნე­ბო­და", - აღი­ა­რებს ბრა­ი­ა­ნი.

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფრე­დი სა­დი­ლის კე­თე­ბას ას­რუ­ლებს. ამ­ბობს, რომ ლო­რას ხში­რად, რო­გორც მე­გო­ბარს, ისე ნა­ხუ­ლობს. თუ ისი­ნი სად­მე და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ან, ფრე­დი ქალს ფულს უხ­დის. ფრე­დი აღი­ა­რებს, რომ მის­და­მი სიყ­ვა­რულ­ზე მეტს გრძნობს. ადარ­დებს თუ არა, რომ ლორა სხვა კლი­ენ­ტებ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა? "არა, ეს ხომ მისი სა­მუ­შა­ოა".

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავს პა­ტივს სცემს

პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, გრემს გა­მე­ო­რე­ბა მო­უნ­და. მისი სი­ტყვე­ბით, რო­დე­საც სექსში მე­ო­რედ გა­და­ი­ხა­და ფული, იგი­ვე გან­ცდა არ და­უფ­ლე­ბია. ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა მო­სა­წყე­ნი აღ­მოჩ­ნდა. მე­სა­მე ჯერ­მა სა­ერ­თოდ და­უ­კარ­გა ხა­ლი­სი, სექსში ფული გა­და­ე­ხა­და. გო­გო­ნა ცივი და უხე­ში აღ­მოჩ­ნდა, ოთა­ხი კი სა­ო­პე­რა­ციო პა­ლა­ტას ჰგავ­და.

"სექ­სის დროს თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ­დი და კონ­ცენ­ტრი­რე­ბას ვერ ახ­დენ­და. ამ დროს მივ­ხვდი, რომ ნარ­კო­მან­თან მქონ­და სექ­სი. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო". მის­მა ოჯახ­მა და მე­გობ­რებ­მა არ იცი­ან გრე­მის გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ. "არა მგო­ნია უნ­დო­დეთ, რომ ეს იცოდ­ნენ. არა მგო­ნია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს პა­ტივს სცემს, ამით იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი. და ასეა თუ ისე, მე სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნი ვარ".

sponsored by ContentRoom

"მე საინტერესო შეგრძნებები მჭირდება" - ანუ რატომ იხდიან მამაკაცები სექსში ფულს?

"მე საინტერესო შეგრძნებები მჭირდება" - ანუ რატომ იხდიან მამაკაცები სექსში ფულს?

BBC-მ მამაკაცების ის კატეგორია შეისწავლა, რომლებიც მზად არიან სექსში გარკვეული თანხა გადაიხადონ. როგორ ხსნიან თავიანთ საქციელს მამაკაცები, რომლებიც სექსმუშაკის მომსახურებით სარგებლობენ. BBC-მ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა გამოაქვეყნა:

”ფრედი და ლორა ერთად დადიან სასეირნოდ, ზოგჯერ უქმეებზე ქალაქიდან მიემგზავრებიან, ადგილობრივ ბაზრებსაც სტუმრობენ და რესტორნებშიც სადილობენ.

ისინი საუბრობენ ტელევიზიით ნანახის შესახებ, ერთად იცინიან, მაგრამ ზოგჯერ ჩხუბობენ და ერთმანეთს აგინებენ კიდეც.

სანამ ფრედი სადილს ამზადებს, ლორა სამზარეულოში ზის და იღიმის. ის კმაყოფილია, რომ საჭმლის მომზადება მას არ დაევალა.

როგორც ნებისმიერ წყვილს, მათაც აქვთ კარგი და ცუდი დღეები. მაგრამ სხვებისგან მაინც განსხვავდებიან. ფრედი ლორას ფულს უხდის, რომ მასთან დრო გაატაროს და სექსი ჰქონდეს. ისინი უკვე ექვსი წელია ერთმანეთს ხვდებიან. კამათი ფულით ნაყიდი სექსის ეთიკურობაზე და ამ მოვლენის კანონიერებაზე არ ცხრება, თუმცა ასეთი კამათის დროს იშვიათად ისმევა შეკითხვა - რა აიძულებთ მამაკაცებს სექსისთვის ქალს ფული გადაუხადონ?

ერთმანეთი ფორუმზე გავიცანით

"ერთმანეთი ონლაინ ფორუმზე გავიცანით, მე ვკითხე, ხომ არ გინდა ღამე სასტუმროში გავატაროთ-მეთქი", - ყვება ფრედი. მისი თქმით, მათი შეხვედრა პირველ პაემანს ჰგავდა.

"ახლა ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ფრედი ფულს შეხვედრამდე მირიცხავს და არა შეხვედრის შემდეგ", - ამბობს ლორა.

ფრედი დიდი ხანი უვლიდა ავადმყოფ დედას. ამბობს, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, ხალხთან ურთიერთობა ჰქონოდა, ამიტომ გადაწყვიტა, სექსში ფული გადაეხადა. "როდესაც არსად არ დადიხარ და არავისთან არ გაქვს ურთიერთობა, სასურველ შედეგამდე მისვლა პრობლემა ხდება", - ამბობს ფრედი.

სექსისთვის ფულის შეგროვება

რობერტი უკვე დიდი ხანია დაოჯახებულია. "სიტუაცია ისე აეწყო, რომ მე, ადამიანი, რომელსაც ჭარბი სექსუალური ენერგია მაქვს, აღმოვჩნდი ქალთან, რომელიც სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებდა", - ყვება რობერტი.

"ის მშვენიერი პარტნიორია. დანარჩენში ყველაფერში იდეალურად ვუგებდით ერთმანეთს". რობერტი სპეციალურად აგროვებს ფულს, რომ შემდეგ სექსუალური სიამოვნება იყიდოს. "ოჯახის შენარჩუნება მინდოდა, მინდოდა ცოლთან მიმართებაში სწორად მოვქცეულიყავი, ამიტომ გადავწყვიტე, სექსში ფული გადამეხადა".

წითელი ფარნების შუქის ქვეშ

ადამიანის ყიდვის იდეა ეთიკიდან გამომდინარე მრავალმნიშვნელოვანია. სექს-ინდუსტრიის მუშაკები აცხადებენ, რომ სხეულს არ ყიდიან, უბრალოდ როგორც სხვა პროფესიის ადამიანები, თავის ნიჭში იღებენ ანაზღაურებას. რობერტს სჯერა, რომ ჩუმად სექსში ფულის გადახდით ოჯახს შეინარჩუნებს. გრემი კი, რომელმაც 30 წელს გადააბიჯა, ფიქრობს, რომ ასეთი ხერხი საშუალებას იძლევა ურთიერთობის სირთულეებს დააღწიო თავი.

30 წლის განმავლობაში გრემი ფიქრობდა, რომ არასდროს გადაიხდიდა სექსში ფულს. მაგრამ, ერთხელაც ის ამსტერდამში, წითელი ფარნების კვარტალში აღმოჩნდა ახალგაცნობილ მამაკაცებთან ერთად. ერთ-ერთმა გოგონამ ის შეიტყუა და ამ დროს გრემს არანაირი წინაღობა არ შექმნია. "ძალიან რომანტიკული იყო, შესაძლოა, ურთიერთობები საჭიროც არაა, უბრალოდ, გადაიხდი ფულს და გამოცდი არაჩვეულებრივ შეგრძნებებს სულ რაღაც ნახევარ საათში. მშვენიერია".

ილუზიის გარეშე

მორიდებული მამაკაცი სახელად საიმონი ყოველთვის აწყდებოდა სირთულეებს ქალებთან ურთიერთობაში. მას პირველად სექსი 29 წლის ასაკში ჰქონდა სექსმუშაკთან. "ინტერნეტში ვკითხულობდი, რომ ეს ქალებზე ემოციური კუთხით ცუდად მოქმედებს. ძალიან მაღალი სექსუალური პოტენციალი მაქვს. თუ სექსით რაღაც დროის განმავლობაში არ ვკავდები, ფიზიკურად ვხდები ცუდად", - ამბობს საიმონი. ის უკვე რამდენიმე წელია მხოლოდ ერთ ქალთან დადის იმიტომ, რომ მასთან მოდუნება შეუძლია. თუმცა ილუზიებში არ ცხოვრობს - "რომ არ ვუხდიდე, ჩემთან სექსი არასოდეს ექნებოდა". საიმონს იმედი აქვს, რომ ოდესმე იპოვნის ქალს, რომელთანაც ურთიერთობა ფულის გარეშე ექნება.

ფანტაზიის ძიებაში

რობერტს ინტიმზე მეტი სჭირდება. ის სექსში ფულს საკუთარი ფანტაზიების რეალიზაციისთვის იხდის. "მე საინტერესო შეგრძნებები მჭირდება". ის თავს "ცოტათი ექსჰიბიციონისტს" და "ვუაიერისტს" უწოდებს. რამდენჯერმე ჯგუფური სექს-წვეულებაც აქვს მოწყობილი.

ბრაიანი ამბობს, რომ ბედნიერია ცოლთან. თუმცა მან სექსში ფულის გადახდა ცოლთან შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. "შეიძლება ქალებში სიარულმა გამაფუჭა. როდესაც სექსისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, ქორწინების შემდეგ სექსი ისეთი კარგი აღარ მეჩვენებოდა", - აღიარებს ბრაიანი.

სამზარეულოში ფრედი სადილის კეთებას ასრულებს. ამბობს, რომ ლორას ხშირად, როგორც მეგობარს, ისე ნახულობს. თუ ისინი სადმე დასასვენებლად მიდიან, ფრედი ქალს ფულს უხდის. ფრედი აღიარებს, რომ მისდამი სიყვარულზე მეტს გრძნობს. ადარდებს თუ არა, რომ ლორა სხვა კლიენტებსაც ემსახურება? "არა, ეს ხომ მისი სამუშაოა".

ადამიანი, რომელიც თავს პატივს სცემს

პირველი გამოცდილების შემდეგ, გრემს გამეორება მოუნდა. მისი სიტყვებით, როდესაც სექსში მეორედ გადაიხადა ფული, იგივე განცდა არ დაუფლებია. ამბობს, რომ გოგონა მოსაწყენი აღმოჩნდა. მესამე ჯერმა საერთოდ დაუკარგა ხალისი, სექსში ფული გადაეხადა. გოგონა ცივი და უხეში აღმოჩნდა, ოთახი კი საოპერაციო პალატას ჰგავდა.

"სექსის დროს თვალებში ვუყურებდი და კონცენტრირებას ვერ ახდენდა. ამ დროს მივხვდი, რომ ნარკომანთან მქონდა სექსი. საშინელება იყო". მისმა ოჯახმა და მეგობრებმა არ იციან გრემის გატაცების შესახებ. "არა მგონია უნდოდეთ, რომ ეს იცოდნენ. არა მგონია ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ამით იყოს დაკავებული. და ასეა თუ ისე, მე სწორედ ასეთი ადამიანი ვარ".

"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს

"ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... მინდა, რომ სამუშაოს საშუალება მომცენ, არ მჭირდება არანაირი დახმარებები"

"რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში, რუსები მაგარი ხალხია.." - თორნიკე შენგელია