მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საავტომობილო ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა
საავტომობილო ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი 50-70%-ით შემ­ცირ­და. მცი­რეა რე­ა­ლი­ზა­ცია შიდა ბა­ზარ­ზეც.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ავ­ტო­დი­ლე­რე­ბის ნა­წი­ლი გა­მო­სა­ვალს მა­ღა­ლი ძრა­ვის მან­ქა­ნე­ბის მა­გივ­რად, 1,6-1,8 ძრა­ვის მქო­ნე ავტმო­ბი­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა­ში ხე­დავს. ხოლო ისი­ნი, ვინც ამ ხერ­ხს უკვე მი­მარ­თა, ამ­ბო­ბენ, რომ მცი­რე მას­შტა­ბის ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, მსგავ­სი ტი­პის ცვლი­ლე­ბე­ბი, მძი­მე ფი­ნან­სურ ვი­თა­რე­ბას ვერ და­ა­რე­გუ­ლი­რებს. რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­დი­ლე­რი ბიზ­ნე­სის შე­ჩე­რე­ბას აპი­რებს.

აზერ­ბა­იჯ­ნა­ში ახა­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტის, ევრო 4-ის ამოქ­მე­დე­ბამ, სომ­ხე­თის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში შეს­ვლამ და სხვა რიგ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა ავ­ტო­დი­ლე­რებს სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა. ამას ადას­ტუ­რებს "საქსტა­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბიც, რომ­ლის მი­ხედ­ვით, დად­გინ­და, რომ 2014 წლის 7 თვის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, აზერ­ბა­იჯ­ნა­ში 167 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­იყ­ვა­ნეს, რაც 2013 წლის ამა­ვე პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 26,7%-ით ნაკ­ლე­ბია.

ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტის 50%-ზე მეტი აზერ­ბა­ი­ჯან­ზე მო­დის. რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხე­თის ბა­ზარს, მას ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ექ­სპორ­ტო ჯგუ­ფებ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უკა­ვია.

ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2015 წლის მარ­ტი­დან ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ამოქ­მე­დე­ბა და 2015 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ავ­ტო­და­ზღვე­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­დი­ლე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე მო­თხოვ­ნამ იკლო და ექ­სპორ­ტი 60-70%-ით შემ­ცირ­და, სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა არც შიდა ბა­ზარ­ზეა.

ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "ავტო-ტრე­ი­დე­რია". "სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბა­ზარ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­მა გა­მო­იწ­ვია ის, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ი­აფ­და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბიც. რაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და­ი­კე­ტა, მას მერე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 40-50%-ით შემ­ცირ­და. ამ სფე­რო­ში ზა­რა­ლი დი­დია. ახლა თუ სომ­ხე­თიც შე­წყვეტს ავტმო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტს, მა­შინ გა­მო­დის, რომ ჩვენს სა­ექ­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ებს მუ­შა­ო­ბა აღარ ექ­ნე­ბა. ეს ბიზ­ნე­სი კი მოკ­ვდე­ბა," - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნია "ავტო-ტრე­ი­დე­რის" დი­რექ­ტორ­მა კა­ხა­ბერ ბა­კუ­რა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ძა­ლი­ან მცი­რეა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბევ­რი კომ­პა­ნია შე­წყვეტს მუ­შა­ო­ბას.

"ალ­ბათ ჩვენც ცოტა ხან­ში გავ­ჩერ­დე­ბით. თუ სხვა ბა­ზა­რი არ გა­იხ­სნა. ეს ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ იქ­ნე­ბა," - აღ­ნიშ­ნა ბა­კუ­რა­ძემ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან 703,9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც ნა­ხე­ვარ­ზე მეტი, და­ახ­ლო­ე­ბით 380 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის, აზერ­ბა­ი­ჯან­შია ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა 2014 წლის მო­ნა­ცე­მებს, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 581 ერ­თე­უ­ლით, ანუ 6,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით (24%-ით) იკლო მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში რე­ექ­სპორ­ტი­რე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნა­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ და 20,4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

ავ­ტო­დი­ლე­რე­ბი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის კი­დევ უფრო კლე­ბას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. "თუ ამ სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ძი­რი­თა­დად სომ­ხებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. გვყავს სა­მომ­ხმა­რებ­ლო მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო მე­ტად სომ­ხე­ბის­თვის არის გან­სა­ზღვრუ­ლი და არა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი აღარ შე­მო­ვა, ასე­თი მან­ქა­ნე­ბის რი­ცხვი კი ძა­ლი­ან დი­დია. ზა­რა­ლიც შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა Mycar.ge-ს გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერ­მა გი­ორ­გი დვალ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

საავტომობილო ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა

საავტომობილო ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა

ავტომობილების ექსპორტი 50-70%-ით შემცირდა. მცირეა რეალიზაცია შიდა ბაზარზეც.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ავტოდილერების ნაწილი გამოსავალს მაღალი ძრავის მანქანების მაგივრად, 1,6-1,8 ძრავის მქონე ავტმობილების ჩანაცვლებაში ხედავს. ხოლო ისინი, ვინც ამ ხერხს უკვე მიმართა, ამბობენ, რომ მცირე მასშტაბის ქართულ ბაზარზე, მსგავსი ტიპის ცვლილებები, მძიმე ფინანსურ ვითარებას ვერ დაარეგულირებს. რამდენიმე ავტოდილერი ბიზნესის შეჩერებას აპირებს.

აზერბაიჯნაში ახალი ეკოლოგიური სტანდარტის, ევრო 4-ის ამოქმედებამ, სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლამ და სხვა რიგმა ცვლილებებმა ავტოდილერებს სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა. ამას ადასტურებს "საქსტატის" მონაცემებიც, რომლის მიხედვით, დადგინდა, რომ 2014 წლის 7 თვის მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯნაში 167 მილიონი დოლარის ავტომობილები გაიყვანეს, რაც 2013 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 26,7%-ით ნაკლებია.

ამ დროისთვის, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის 50%-ზე მეტი აზერბაიჯანზე მოდის. რაც შეეხება სომხეთის ბაზარს, მას ავტომობილების საექსპორტო ჯგუფებში პირველი ადგილი უკავია.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს, საქართველოში, 2015 წლის მარტიდან ტექდათვალიერების ამოქმედება და 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ავტოდაზღვევის ვალდებულება. შესაბამისად, ავტოდილერები ამბობენ, რომ ავტომობილებზე მოთხოვნამ იკლო და ექსპორტი 60-70%-ით შემცირდა, სახარბიელო მდგომარეობა არც შიდა ბაზარზეა.

ერთ-ერთი დაზარალებული კომპანია "ავტო-ტრეიდერია". "საავტომობილო ბაზარზე მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია ის, რომ ავტომობილების ექსპორტი განახევრებულია, აქედან გამომდინარე გაიაფდა ავტომანქანებიც. რაც აზერბაიჯანი დაიკეტა, მას მერე ავტომობილების ღირებულება, დაახლოებით, 40-50%-ით შემცირდა. ამ სფეროში ზარალი დიდია. ახლა თუ სომხეთიც შეწყვეტს ავტმობილების ექსპორტს, მაშინ გამოდის, რომ ჩვენს საექსპორტო კომპანიებს მუშაობა აღარ ექნება. ეს ბიზნესი კი მოკვდება," - განაცხადა კომპანია "ავტო-ტრეიდერის" დირექტორმა კახაბერ ბაკურაძემ და დასძინა, რომ ქართული ბაზარი ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე ბევრი კომპანია შეწყვეტს მუშაობას.

"ალბათ ჩვენც ცოტა ხანში გავჩერდებით. თუ სხვა ბაზარი არ გაიხსნა. ეს ბიზნესი საქართველოში აღარ იქნება," - აღნიშნა ბაკურაძემ.

ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს საქართველოდან 703,9 მილიონი დოლარის მსუბუქი ავტომობილი გაიყვანეს, საიდანაც ნახევარზე მეტი, დაახლოებით 380 მილიონი დოლარის, აზერბაიჯანშია ექსპორტირებული. რაც შეეხება 2014 წლის მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 581 ერთეულით, ანუ 6,5 მილიონი დოლარით (24%-ით) იკლო მეზობელ ქვეყანაში რეექსპორტირებულ ავტომანქანათა ღირებულებამ და 20,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

ავტოდილერები რეალიზაციის კიდევ უფრო კლებას პროგნოზირებენ. "თუ ამ სახის შეზღუდვები დაწესდება, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი კიდევ უფრო შემცირდება. დღესდღეობით ქართული ბაზარი ძირითადად სომხებზეა მორგებული. გვყავს სამომხმარებლო მანქანები, რომლებიც უფრო მეტად სომხებისთვის არის განსაზღვრული და არა ქართველებისთვის. ეს ავტომობილები აღარ შემოვა, ასეთი მანქანების რიცხვი კი ძალიან დიდია. ზარალიც შესაბამისი იქნება", - აღნიშნა Mycar.ge-ს გაყიდვების მენეჯერმა გიორგი დვალმა.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია