საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარა აფხაზეთი" გლდანში - თუ გული გულობს, ბაღ-ბოსტანი მრავალსართულიან კორპუსთანაც გაშენდება
"პატარა აფხაზეთი" გლდანში - თუ გული გულობს, ბაღ-ბოსტანი მრავალსართულიან კორპუსთანაც გაშენდება

გულ­ნა­ზი თუ­თი­სა­ნი­სა და უშან­გი გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ოჯა­ხი დღეს თბი­ლის­ში, გლ­და­ნის მეშ­ვი­დე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს. ერთ დროს კი აფხა­ზეთ­ში, ახალ კინ­დღში, უზარ­მა­ზა­რი სახლ-კარი ჰქონ­დათ და ნამ­დვილ წალ­კოტ­ში იყ­ვნენ.

მათი ბინა პირ­ველ სარ­თულ­ზეა და ფან­ჯრე­ბის წინ, კორ­პუ­სის ორი­ვე მხრი­დან, მი­წის პა­ტა­რა ნაკ­ვე­თი და­ა­მუ­შა­ვეს. გულ­მოდ­გი­ნე შრო­მამ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო და დღეს იქ ბაღ­ნა­რია. ხა­რობს რო­გორც ყინ­ვა­გამ­ძლე, ფოთ­ლო­ვა­ნი, წიწ­ვო­ვა­ნი, ასე­ვე ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი (ბალ­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბის ხე, აზა­ლია, ვარ­დი, ბე­გო­ნია, გვიმ­რა, პა­ტარ­ძა­ლა, კაქ­ტუ­სი, ია, ხვი­ა­რე­ბი) და ეს ყვე­ლა­ფე­რი კორ­პუს­ში, იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ეზო­ე­ბის მოვ­ლა-გა­ლა­მა­ზე­ბას დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ.

გი­ორ­გო­ბი­ა­ნებს შინ ვეს­ტუმ­რეთ და მათი ეზო-კა­რის ხილ­ვით ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი დავ­რჩით.

გულ­ნა­ზი თუ­თი­სა­ნი: - ეს მშვე­ნი­ე­რი არ­სე­ბე­ბი დიდ ენერ­გი­ას მაძ­ლე­ვენ. ყვა­ვი­ლებ­თან რომ ვფუს­ფუ­სებ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა.

- უამ­რა­ვი ქოთ­ნის ყვა­ვი­ლი გაქვთ და თი­თო­ე­უ­ლი სა­უ­კე­თე­სოდ არის მოვ­ლი­ლი...

- დიდ დროს ვუთ­მობ მცე­ნა­რე­ებს, ყუ­რა­დღე­ბას არ ვაკ­ლებ. მათ დეპ­რე­სი­ის­გან მიხ­სნეს, თან ისე­თი ხელი მაქვს, ქო­თან­ში ყვა­ვი­ლი უკუღ­მა რომ ჩავრგო, წაღ­მა ამო­დის და ხა­რობს. სა­თი­თა­ოდ ყვე­ლას ვე­ფე­რე­ბი, ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. შვი­ლე­ბი­ვით მყავს. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი რომ მო­დი­ან, ვეხ­ვე­წე­ბი, - ხელი არ მოჰ­კი­დოთ, არ მო­წყვი­ტოთ, ესე­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან, მათ­ზე უნდა იზ­რუ­ნოთ-მეთ­ქი.

თა­ვი­სუ­ფალ დროს ჩემს მცე­ნა­რე­ებს თავს დავტრი­ა­ლებ.

კორ­პუ­სის უკან, ჩვე­ნი­ვე ფან­ჯრე­ბის წინ, პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თია და იქ ბოს­ტა­ნი გა­ვა­შე­ნეთ, ყვე­ლა­ნა­ი­რი მწვა­ნი­ლი მომ­ყავს, გუ­შინ კიტ­რიც კი დავ­კრი­ფე და ნეს­ვის დამ­წი­ფე­ბა­საც ვე­ლო­დე­ბი.

ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში, პიტ­ნა, რე­ჰა­ნი თუ ვინ­მეს სა­მე­ზობ­ლო­ში სჭირ­დე­ბა, მო­მა­კი­თხავს ხოლ­მე.

- საკ­ვირ­ვე­ლია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი 9-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე ხდე­ბა...

- როცა ბა­ღი­სა და ეზოს გა­კე­თე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, შე­მოვ­სა­ზღვრეთ და აივ­ნის მო­შე­ნე­ბა და­ვი­წყეთ, მე­ზობ­ლებს არ მო­ე­წო­ნათ. ახლა კი უხა­რი­ათ, ასე მოვ­ლილ ეზო­სა და ბაღს რომ უყუ­რე­ბენ.

მე­უბ­ნე­ბი­ან, ზე­მო­დან რომ ვი­ყუ­რე­ბით, გვსი­ა­მოვ­ნებ­სო. არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც მა­ინც არ მოს­წონთ. ცოტა ხნის წინ ერ­თმა მი­თხრა, მო­არ­ღვიე ღობე, ყვა­ვი­ლე­ბიც მო­ა­შო­რე და აქ მან­ქა­ნე­ბი კარ­გად და­ე­ტე­ვაო.

სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში რომ ვცხოვ­რობ­დით, ყვა­ვი­ლებს იქაც ვუვ­ლი­დი. აქ რომ გად­მო­ვე­დით, 90 ქო­თა­ნი ია მო­ვი­ტა­ნე. ყვე­ლა­ნა­ი­რი ფე­რი­სა და ჯი­შის მქონ­და და იმ წელს, ბე­დად, ისე­თი ყინ­ვე­ბი და­ი­ჭი­რა, რომ ყვე­ლა გა­მი­ფუჭ­და. ახლა ისევ მო­ვამ­რავ­ლე...

ჩვე­ნი კორ­პუ­სის უკან ტე­რი­ტო­რია სა­რე­ვე­ლა­სა და ნა­გავს მი­აქვს. არა­და, ხელს თუ გა­ან­ძრევ და მი­წას და­ა­მუ­შა­ვებ, იქა­უ­რო­ბას წალ­კო­ტად აქ­ცევ.

- ბევ­რს მო­უ­ბა­ძავს თქვენ­თვის და სახ­ლის წინ რამ­დე­ნი­მე მო­სახ­ლეს ბაღი გა­უ­შე­ნე­ბია.

- სხვებ­მაც მომ­ბა­ძეს, გა­ა­ლა­მა­ზეს და გა­ა­კოხ­ტა­ვეს. ახა­ლი მე­ზო­ბე­ლი გად­მო­ვი­და და მი­თხრა, ისე მომ­წონს თქვე­ნი ეზო, ზუს­ტად ასე უნდა გა­ვა­კე­თოო და მეც მი­ვეხ­მა­რე. ჩემ­მა ქმარ­მაც და­აკ­ვა­ლი­ა­ნა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"პატარა აფხაზეთი" გლდანში - თუ გული გულობს, ბაღ-ბოსტანი მრავალსართულიან კორპუსთანაც გაშენდება

"პატარა აფხაზეთი" გლდანში - თუ გული გულობს, ბაღ-ბოსტანი მრავალსართულიან კორპუსთანაც გაშენდება

გულნაზი თუთისანისა და უშანგი გიორგობიანის ოჯახი დღეს თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში ცხოვრობს. ერთ დროს კი აფხაზეთში, ახალ კინდღში, უზარმაზარი სახლ-კარი ჰქონდათ და ნამდვილ წალკოტში იყვნენ.

მათი ბინა პირველ სართულზეა და ფანჯრების წინ, კორპუსის ორივე მხრიდან, მიწის პატარა ნაკვეთი დაამუშავეს. გულმოდგინე შრომამ ნაყოფი გამოიღო და დღეს იქ ბაღნარია. ხარობს როგორც ყინვაგამძლე, ფოთლოვანი, წიწვოვანი, ასევე ქოთნის ყვავილები (ბალბა, ბედნიერების ხე, აზალია, ვარდი, ბეგონია, გვიმრა, პატარძალა, კაქტუსი, ია, ხვიარები) და ეს ყველაფერი კორპუსში, იქ, სადაც ადამიანები ეზოების მოვლა-გალამაზებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

გიორგობიანებს შინ ვესტუმრეთ და მათი ეზო-კარის ხილვით ნასიამოვნები დავრჩით.

გულნაზი თუთისანი: - ეს მშვენიერი არსებები დიდ ენერგიას მაძლევენ. ყვავილებთან რომ ვფუსფუსებ, ყველაფერი მავიწყდება.

- უამრავი ქოთნის ყვავილი გაქვთ და თითოეული საუკეთესოდ არის მოვლილი...

- დიდ დროს ვუთმობ მცენარეებს, ყურადღებას არ ვაკლებ. მათ დეპრესიისგან მიხსნეს, თან ისეთი ხელი მაქვს, ქოთანში ყვავილი უკუღმა რომ ჩავრგო, წაღმა ამოდის და ხარობს. სათითაოდ ყველას ვეფერები, ველაპარაკები. შვილებივით მყავს. შვილიშვილები რომ მოდიან, ვეხვეწები, - ხელი არ მოჰკიდოთ, არ მოწყვიტოთ, ესენი ცოცხლები არიან, მათზე უნდა იზრუნოთ-მეთქი.

თავისუფალ დროს ჩემს მცენარეებს თავს დავტრიალებ.

კორპუსის უკან, ჩვენივე ფანჯრების წინ, პატარა მიწის ნაკვეთია და იქ ბოსტანი გავაშენეთ, ყველანაირი მწვანილი მომყავს, გუშინ კიტრიც კი დავკრიფე და ნესვის დამწიფებასაც ველოდები.

ქინძი, ოხრახუში, პიტნა, რეჰანი თუ ვინმეს სამეზობლოში სჭირდება, მომაკითხავს ხოლმე.

- საკვირველია, რომ ეს ყველაფერი 9-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ხდება...

- როცა ბაღისა და ეზოს გაკეთება გადავწყვიტეთ, შემოვსაზღვრეთ და აივნის მოშენება დავიწყეთ, მეზობლებს არ მოეწონათ. ახლა კი უხარიათ, ასე მოვლილ ეზოსა და ბაღს რომ უყურებენ.

მეუბნებიან, ზემოდან რომ ვიყურებით, გვსიამოვნებსო. არიან ისეთებიც, რომლებსაც მაინც არ მოსწონთ. ცოტა ხნის წინ ერთმა მითხრა, მოარღვიე ღობე, ყვავილებიც მოაშორე და აქ მანქანები კარგად დაეტევაო.

საერთო საცხოვრებელში რომ ვცხოვრობდით, ყვავილებს იქაც ვუვლიდი. აქ რომ გადმოვედით, 90 ქოთანი ია მოვიტანე. ყველანაირი ფერისა და ჯიშის მქონდა და იმ წელს, ბედად, ისეთი ყინვები დაიჭირა, რომ ყველა გამიფუჭდა. ახლა ისევ მოვამრავლე...

ჩვენი კორპუსის უკან ტერიტორია სარეველასა და ნაგავს მიაქვს. არადა, ხელს თუ გაანძრევ და მიწას დაამუშავებ, იქაურობას წალკოტად აქცევ.

- ბევრს მოუბაძავს თქვენთვის და სახლის წინ რამდენიმე მოსახლეს ბაღი გაუშენებია.

- სხვებმაც მომბაძეს, გაალამაზეს და გააკოხტავეს. ახალი მეზობელი გადმოვიდა და მითხრა, ისე მომწონს თქვენი ეზო, ზუსტად ასე უნდა გავაკეთოო და მეც მივეხმარე. ჩემმა ქმარმაც დააკვალიანა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია