სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი სართულია საუკეთესო საცხოვრებლად?
რომელი სართულია საუკეთესო საცხოვრებლად?

სახ­ლის რო­მე­ლი სარ­თუ­ლია სა­უ­კე­თე­სო ეკო­ლო­გი­ის, სი­სუფ­თა­ვის, უსაფრ­თხო­ე­ბის, კომ­ფორ­ტი­სა და სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით?

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პრე­ტენ­ზი­ე­ბი პირ­ველ და ბოლო სარ­თუ­ლებ­ზე მო­დის, ამი­ტომ კორ­პუ­სის შუა სარ­თუ­ლე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა.

რო­მე­ლი სარ­თუ­ლია ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო? რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე, რად­გან უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს თა­ვის დაღ­წე­ვა ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლია. ევა­კუ­ა­ცი­ის მხრივ ყვე­ლა­ზე "ცუდ" სარ­თუ­ლე­ბად 25-დან ზე­მოთ ით­ვლე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ე­ვა­კუ­ა­ციო კი­ბეც კი ვერ იშ­ლე­ბა 90 მეტრზე მე­ტად.

ძველ სახ­ლებ­ში ბოლო სარ­თულს უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა მო­აქვს, რად­გან შე­საძ­ლოა, წვი­მა ჭე­რი­დან სახ­ლში ჩა­მო­ვი­დეს. გთა­ვა­ზობთ სხვა­დას­ხვა სარ­თუ­ლის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს.

1. პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სარ­თუ­ლე­ბი - რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მათი და­დე­ბი­თი მხა­რე ევა­კუ­ა­ცი­ის სი­მარ­ტი­ვეა, თუმ­ცა ამას­თან, მას საკ­მა­ოდ ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, ქუ­ჩი­დან შე­მო­სუ­ლი ხმა­უ­რი და სი­ბინ­ძუ­რე, ნეს­ტი და სუნი, რო­მე­ლიც სარ­და­ფი­დან ამო­დის, მწე­რე­ბის სიმ­რავ­ლე, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი და სი­ცი­ვე.

2. მე­სა­მე და მე­ო­თხე სარ­თუ­ლე­ბი ეკო­ლო­გი­ი­სა და მო­სა­ხერ­ხებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვლე­ბა. ამ სი­მაღ­ლე­ზე ვერ აღ­წევს მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, ხოლო ქარ­ხნუ­ლი და სხვა კვამ­ლის კონ­ცენ­ტრა­ცია მა­ღალ სარ­თუ­ლებ­ზე მე­ტია, თუმ­ცა ამ სარ­თუ­ლე­ბის უარ­ყო­ფით მხა­რედ სწო­რედ მათი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ით­ვლე­ბა. დიდ ქა­ლა­ქებ­ში მე-3-4 სარ­თუ­ლებ­ზე მზის შუქი თით­ქმის ვერ აღ­წევს.

3. მე­ექ­ვსე და მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლე­ბის და­დე­ბით მხა­რედ შე­საძ­ლოა, სუფ­თა ჰა­ე­რი ჩა­ით­ვა­ლოს, თუმ­ცა მათ­თვის, ვი­საც გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს, ამ სარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვა არაა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

4. მერ­ვე და უფრო მა­ღა­ლი სარ­თუ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სოა გა­ნა­თე­ბის მხრივ.

5. მე­თხუთ­მე­ტე და უფრო მა­ღა­ლი სარ­თუ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სოა ხე­დე­ბით. გარ­და ამი­სა, ით­ვლე­ბა, რომ ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ამ სარ­თუ­ლებ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად თბი­ლა. თუმ­ცა უბე­დუ­რი ან გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის, მა­გა­ლი­თად ხან­ძრის დროს, ხში­რად ლიფ­ტი ითი­შე­ბა და შე­ნო­ბი­დან გაღ­წე­ვა რთუ­ლია.

6. ბოლო სარ­თულ­ზე არის ბუხ­რის და­მონ­ტა­ჟე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და სხვა ბევ­რი პრი­ვი­ლე­გია. თუმ­ცა ბოლო სარ­თულს სა­ხუ­რა­ვის და ვენ­ტი­ლა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რო­მელ­საც ბი­ნის შე­ძე­ნის დროს დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია good-advisor.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რომელი სართულია საუკეთესო საცხოვრებლად?

რომელი სართულია საუკეთესო საცხოვრებლად?

სახლის რომელი სართულია საუკეთესო ეკოლოგიის, სისუფთავის, უსაფრთხოების, კომფორტისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით?

ხშირ შემთხვევაში პრეტენზიები პირველ და ბოლო სართულებზე მოდის, ამიტომ კორპუსის შუა სართულების მახასიათებლები ყურადღების მიღმა რჩება.

რომელი სართულია ყველაზე უსაფრთხო? რა თქმა უნდა, პირველი და მეორე, რადგან უბედური შემთხვევის დროს თავის დაღწევა ყველაზე ადვილია. ევაკუაციის მხრივ ყველაზე "ცუდ" სართულებად 25-დან ზემოთ ითვლება, რადგან ყველაზე თანამედროვე საევაკუაციო კიბეც კი ვერ იშლება 90 მეტრზე მეტად.

ძველ სახლებში ბოლო სართულს უამრავი პრობლემა მოაქვს, რადგან შესაძლოა, წვიმა ჭერიდან სახლში ჩამოვიდეს. გთავაზობთ სხვადასხვა სართულის დადებით და უარყოფით მხარეებს.

1. პირველი და მეორე სართულები - როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი დადებითი მხარე ევაკუაციის სიმარტივეა, თუმცა ამასთან, მას საკმაოდ ბევრი უარყოფითი თვისება აქვს. მაგალითად, ქუჩიდან შემოსული ხმაური და სიბინძურე, ნესტი და სუნი, რომელიც სარდაფიდან ამოდის, მწერების სიმრავლე, კანალიზაციის პრობლემები და სიცივე.

2. მესამე და მეოთხე სართულები ეკოლოგიისა და მოსახერხებლობის თვალსაზრისით საუკეთესოდ ითვლება. ამ სიმაღლეზე ვერ აღწევს მანქანების გამონაბოლქვი, ხოლო ქარხნული და სხვა კვამლის კონცენტრაცია მაღალ სართულებზე მეტია, თუმცა ამ სართულების უარყოფით მხარედ სწორედ მათი ადგილმდებარეობა ითვლება. დიდ ქალაქებში მე-3-4 სართულებზე მზის შუქი თითქმის ვერ აღწევს.

3. მეექვსე და მეშვიდე სართულების დადებით მხარედ შესაძლოა, სუფთა ჰაერი ჩაითვალოს, თუმცა მათთვის, ვისაც გულის პრობლემები აწუხებს, ამ სართულების არჩევა არაა რეკომენდირებული.

4. მერვე და უფრო მაღალი სართულები საუკეთესოა განათების მხრივ.

5. მეთხუთმეტე და უფრო მაღალი სართულები საუკეთესოა ხედებით. გარდა ამისა, ითვლება, რომ ზამთრის პერიოდში ამ სართულებზე ყველაზე მეტად თბილა. თუმცა უბედური ან გაუთვალისწინებელი შემთხვევის, მაგალითად ხანძრის დროს, ხშირად ლიფტი ითიშება და შენობიდან გაღწევა რთულია.

6. ბოლო სართულზე არის ბუხრის დამონტაჟების საშუალება და სხვა ბევრი პრივილეგია. თუმცა ბოლო სართულს სახურავის და ვენტილაციის პრობლემები აქვს, რომელსაც ბინის შეძენის დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

მომზადებულია good-advisor.ru-ს მიხედვით.

"ადგა კაცო და რა ქნა იცი? - დეიწყო ლოცვა" - მეუფე სტეფანე მამა ათინოგენეს პაროდიას აკეთებს

ხვიჩა კვარაცხელიას "იუვენტუსი“ 20 მილიონ ევროდ შეიძენს - რას წერს იტალიური გამოცემა

შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია