პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი, რომელმაც მისტიკურ "ბერმუდის სამკუთხედში" შეცურა - ტელეწამყვანის "საშიში" მოგზაურობის დეტალები
ქართველი, რომელმაც მისტიკურ "ბერმუდის სამკუთხედში" შეცურა - ტელეწამყვანის "საშიში" მოგზაურობის დეტალები

"პა­ლი­ტა­მე­დი­ის" სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის, ილი­ა­უ­ნის ლექ­ტო­რი­სა და "იმე­დის დი­ლის" წამ­ყვა­ნის, გუ­რამ შე­რო­ზი­ას ჰობი მოგ­ზა­უ­რო­ბაა, ის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთხჯერ მა­ინც რო­მე­ლი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნას ირ­ჩევს და იქ მი­ემ­გზავ­რე­ბა. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ახლა ზა­ფხუ­ლია, აბა, ამ შანს ხე­ლი­დან რო­გორ გა­უშ­ვებ­და, რომ რა­ი­მე მძაფ­რი შეგ­რძნე­ბა არ გა­ნე­ცა­და და ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხედ­შიც შე­ცუ­რა...

- გა­დავ­წყვი­ტე, აგ­ვის­ტო­ში ნიუ-იორკში მე­მოგ­ზა­უ­რა. რაკი მა­ი­ა­მის ბი­ლე­თე­ბი ძა­ლი­ან ია­ფად "ვი­პო­ვე", ბერ­მუდ­შიც მო­მინ­და შერ­ბე­ნა. შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დი სწო­რედ მა­ი­ა­მი­დან იწყე­ბა. ის ჩვენ­თან ჯერ კი­დევ სა­შიშ და მის­ტი­კურ ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ვა, რა­ზეც ამე­რი­კე­ლებ­მა დამ­ცი­ნეს. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, "გა­მე­რის­კა" და ამ "სა­შიშ" ადილ­ზეც შევ­სუ­ლი­ყა­ვი...

- რად­გა­ნაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახე ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დი, გვი­თხა­რი, რე­ა­ლუ­რად რა რის ის?

- რე­ა­ლუ­რად მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს მის­ტი­კუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ად­გი­ლია, სა­დაც ახლა ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი რე­ი­სი სრულ­დე­ბა, ტუ­რის­ტე­ბი შე­დი­ან და არა­ვინ იკარ­გე­ბა. გიდ­მა, რომ შევ­დი­ო­დით, ხუმ­რო­ბით თქვა, ახლა გავ­ქრე­ბი­თო, რა­ზეც ტუ­რის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­ე­ცი­ნა, მგო­ნი, მათ­გან მხო­ლოდ მე შე­მე­შინ­და...

არა­და, მი­თის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მხა­რე­ში იკარ­გე­ბი­ან, ორი დღის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ამ დროს დე­და­მი­წა­ზე 50 წელი გა­დის... დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ყვე­ლა ნი­უ­ან­სი იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ ამ თე­მა­ზე წიგ­ნის და­წე­რაც კი და­ვი­წე, ანუ რო­გორ ქრე­ბა ხალ­ხი სამ­კუ­თხედ­ში და 50 წლის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბა. ასე­ვე, მყავს მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც "ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დის" თე­მა­ზე მუ­შა­ობ­და. მი­თხრა, - XXI სა­უ­კუ­ნე­შიც მოხ­და რამ­დე­ნი­მე "გაქ­რო­ბა," უბ­რა­ლოდ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლა­ვე­ნო. შე­სა­ბა­მი­სად, ლო­გი­კუ­რი იყო ის ფაქ­ტი, რომ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ემო­ცი­ე­ბით ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი...

- მითი გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად რა ნახე?

- რე­ა­ლუ­რად ოკე­ა­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­წი­ლია, ვერ მივ­ხვდი, რა შე­იც­ვა­ლა, როცა გვი­თხრეს, უკვე "ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხედ­ში" ვიმ­ყო­ფე­ბო­დით... ვერც კი ვიგ­რძე­ნი, რომ იმ წუ­თას იმ მის­ტი­კურ ად­გი­ლას ვი­ყა­ვი, სა­დაც მი­თის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა, ყვე­ლა გემი იძი­რე­ბა და ყვე­ლა თვითმფრი­ნა­ვი ვარ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც მის შე­სა­ხებ გა­მე­გო, გა­ცი­ლე­ბით მეტს ვე­ლო­დი მის­გან და სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ოკე­ა­ნის ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­წი­ლი დამ­ხვდა. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად დამ­ტავ­რდა..

- ე.ი. ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დი არ არის სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლი?

- არა­ნა­ი­რად, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მარ­შრუ­ტია, ჩემი შე­კი­თხვე­ბი უკ­ვირ­დათ კი­დეც, რო­დე­საც ვამ­ბობ­დი: რამე სა­ში­ში ხომ არ არის? და ა.შ. ასე­ვე და­ვი­ქი­რა­ვეთ ნავი და ნი­ა­გა­რას ჩანჩქე­რის ვარ­დნის ად­გი­ლას შევ­ცუ­რეთ, საწ­ვი­მა­რე­ბი კი გვეც­ვა, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან დავ­სველ­დით, ესეც ძა­ლი­ან ექ­სტრე­მა­ლუ­რი იყო...

- რამ­დენ ხანს იყა­ვი იქ?

- ამე­რი­კა­ში 11 დღე ვი­ყა­ვი, სამი მა­ი­ა­მი­ში, ორი - ვა­შინგტონ­ში და ექ­ვსი - ნიუ- იორკში. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ად­გი­ლებ­ზე ნარ­კო­ტი­კი­ვით და­მო­კი­დე­ბუ­ლი გავ­ხდი, - ჩა­მო­სუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ უკვე მო­მა­ვა­ლი ზა­ფხუ­ლის ბი­ლე­თებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი... ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, სა­უ­კე­თე­სო ქვე­ყა­ნაა! გავ­გიჟ­დი! თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის პიკი...

- ისე, ყო­ველ მე­სა­მე თვეს სა­მოგ­ზა­უ­როდ სა­დღაც მი­დი­ხარ. ამ­დე­ნი ვო­ი­ა­ჟით არ იღ­ლე­ბი?

- ყო­ველ მე­სა­მე თვეს, და­ახ­ლო­ე­ბით, ვმოგ­ზა­უ­რობ. დაღ­ლის მო­მენ­ტი არ არ­სე­ბობს, რას ამ­ბობ, პი­რი­ქით, ვივ­სე­ბი და დიდ­ხანს მომ­ყვე­ბა ის მუხ­ტი, რო­მელ­საც მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს ვი­ღებ. არის სა­ი­ტი, "ქა­უჩ­სერ­ფინ­გი", რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში ვპო­უ­ლობ მას­პინ­ძლებს, რომ­ლებ­თა­ნაც უფა­სოდ ვრჩე­ბი, დი­ლის კვე­ბაც უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბით ვმოგ­ზა­უ­რობ და თან, უსაფრ­თხოც არის. მოქ­მე­დებს "რე­ფე­რენ­სე­ბის" სის­ტე­მა, ანუ ყვე­ლა სტუ­მა­რი, ვინც კონ­კრე­ტულ მას­პინ­ძელ­თან დარ­ჩა, ვუ­ტო­ვებთ კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც არ იშ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ამით და­ზღვე­უ­ლი ხარ. ყო­ფი­ლა "უხამ­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც," მაგ­რამ თუ არ გინ­და, ძა­ლით არა­ვინ არა­ფერს გა­ი­ძუ­ლებს. პი­რა­დად მე, ერთი სი­სუს­ტე მა­ხა­სი­ა­თებს: სხვა ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბი თუ მი­დი­ან და ტკბე­ბი­ან სრუ­ლად ღა­მის ცხოვ­რე­ბით, თა­ვი­სი შე­მად­გე­ნე­ლი ყვე­ლა ელე­მენ­ტით - პირ­ვე­ლი­ვე დღეს ვი­ღაც მიყ­ვარ­დე­ბა და მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი პე­რი­ო­დი მისი ერ­თგუ­ლი ვარ, ასე მოხ­და მა­ი­ა­მი­შიც...

- ამ სა­ი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ასე მარ­ტი­ვად გვარ­დე­ბა ბი­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი?

- გან­ვავ­რცობ ამ სა­ი­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის თე­მას, მა­გა­ლი­თად, რაკი მარ­ტო ვცხოვ­რობ, მეც ხში­რად ვი­ღებ ღა­მის გა­თე­ვის თხოვ­ნებს სხვა­დას­ხვა უცხო­ე­ლის­გან, მით უმე­ტეს, რომ ბევ­რი რე­კო­მენ­და­ცია მაქვს. ჩემი მე­გო­ბა­რი ხუმ­რობ­და, რომ ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის ნა­წი­ლი იხ­დის საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხას, რომ წა­ვი­დეს "კა­ზან­ტიპ­ზე" და შან­სი ჰქონ­დეთ, უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნე­ბის "შებ­მის," ჩემ­თან უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნე­ბი თა­ვი­სი ფე­ხით მო­დი­ან და მთხო­ვენ, რომ შე­ვი­ფა­რო, რა თქმა უნდა, ეს არ გუ­ლის­ხმობს რამე სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბას, სა­ი­ტი მხო­ლოდ მოგ­ზა­უ­რო­ბას ეხე­ბა, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ქართველი, რომელმაც მისტიკურ "ბერმუდის სამკუთხედში" შეცურა - ტელეწამყვანის "საშიში" მოგზაურობის დეტალები

ქართველი, რომელმაც მისტიკურ "ბერმუდის სამკუთხედში" შეცურა - ტელეწამყვანის "საშიში" მოგზაურობის დეტალები

"პალიტამედიის" სტრატეგიული პროექტების მენეჯერის, ილიაუნის ლექტორისა და "იმედის დილის" წამყვანის, გურამ შეროზიას ჰობი მოგზაურობაა, ის წლის განმავლობაში ოთხჯერ მაინც რომელიმე საინტერესო ქვეყანას ირჩევს და იქ მიემგზავრება. ეს საქმიანობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ახლა ზაფხულია, აბა, ამ შანს ხელიდან როგორ გაუშვებდა, რომ რაიმე მძაფრი შეგრძნება არ განეცადა და ბერმუდის სამკუთხედშიც შეცურა...

- გადავწყვიტე, აგვისტოში ნიუ-იორკში მემოგზაურა. რაკი მაიამის ბილეთები ძალიან იაფად "ვიპოვე", ბერმუდშიც მომინდა შერბენა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბერმუდის სამკუთხედი სწორედ მაიამიდან იწყება. ის ჩვენთან ჯერ კიდევ საშიშ და მისტიკურ ადგილად მიიჩნევა, რაზეც ამერიკელებმა დამცინეს. ამიტომ გადავწყვიტე, "გამერისკა" და ამ "საშიშ" ადილზეც შევსულიყავი...

- რადგანაც საკუთარი თვალით ნახე ბერმუდის სამკუთხედი, გვითხარი, რეალურად რა რის ის?

- რეალურად მეორე მსოფლიო ომის დროს მისტიკურად გამოცხადებული ადგილია, სადაც ახლა ყოველდღიურად უამრავი რეისი სრულდება, ტურისტები შედიან და არავინ იკარგება. გიდმა, რომ შევდიოდით, ხუმრობით თქვა, ახლა გავქრებითო, რაზეც ტურისტების უმრავლესობას გაეცინა, მგონი, მათგან მხოლოდ მე შემეშინდა...

არადა, მითის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ამ მხარეში იკარგებიან, ორი დღის შემდეგ ბრუნდებიან, მაგრამ ამ დროს დედამიწაზე 50 წელი გადის... დროში მოგზაურობის ყველა ნიუანსი იმდენად ემოციურად წარმოვიდგინე, რომ ამ თემაზე წიგნის დაწერაც კი დავიწე, ანუ როგორ ქრება ხალხი სამკუთხედში და 50 წლის შემდეგ ბრუნდება. ასევე, მყავს მეგობარი, რომელიც "ბერმუდის სამკუთხედის" თემაზე მუშაობდა. მითხრა, - XXI საუკუნეშიც მოხდა რამდენიმე "გაქრობა," უბრალოდ, ამ ინფორმაციას მალავენო. შესაბამისად, ლოგიკური იყო ის ფაქტი, რომ ამ მოგზაურობისას ემოციებით ძალიან დატვირთული ვიყავი...

- მითი გასაგებია, მაგრამ რეალურად რა ნახე?

- რეალურად ოკეანის ჩვეულებრივი ნაწილია, ვერ მივხვდი, რა შეიცვალა, როცა გვითხრეს, უკვე "ბერმუდის სამკუთხედში" ვიმყოფებოდით... ვერც კი ვიგრძენი, რომ იმ წუთას იმ მისტიკურ ადგილას ვიყავი, სადაც მითის მიხედვით, არსებობს მიზიდულობის ძალა, ყველა გემი იძირება და ყველა თვითმფრინავი ვარდება. შეიძლება ითქვას, რომ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მის შესახებ გამეგო, გაცილებით მეტს ველოდი მისგან და სინამდვილეში კი ოკეანის ძალიან ჩვეულებრივი ნაწილი დამხვდა. ასე რომ, ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად დამტავრდა..

- ე.ი. ბერმუდის სამკუთხედი არ არის სახიფათო ადგილი?

- არანაირად, ეს ჩვეულებრივი მარშრუტია, ჩემი შეკითხვები უკვირდათ კიდეც, როდესაც ვამბობდი: რამე საშიში ხომ არ არის? და ა.შ. ასევე დავიქირავეთ ნავი და ნიაგარას ჩანჩქერის ვარდნის ადგილას შევცურეთ, საწვიმარები კი გვეცვა, მაგრამ მაინც ძალიან დავსველდით, ესეც ძალიან ექსტრემალური იყო...

- რამდენ ხანს იყავი იქ?

- ამერიკაში 11 დღე ვიყავი, სამი მაიამიში, ორი - ვაშინგტონში და ექვსი - ნიუ- იორკში. ფაქტობრივად, ამ ადგილებზე ნარკოტიკივით დამოკიდებული გავხდი, - ჩამოსული არ ვიყავი, რომ უკვე მომავალი ზაფხულის ბილეთებს ვათვალიერებდი... ჩემი შეხედულებით, საუკეთესო ქვეყანაა! გავგიჟდი! თავისუფლებისა და ბედნიერების პიკი...

- ისე, ყოველ მესამე თვეს სამოგზაუროდ სადღაც მიდიხარ. ამდენი ვოიაჟით არ იღლები?

- ყოველ მესამე თვეს, დაახლოებით, ვმოგზაურობ. დაღლის მომენტი არ არსებობს, რას ამბობ, პირიქით, ვივსები და დიდხანს მომყვება ის მუხტი, რომელსაც მოგზაურობების დროს ვიღებ. არის საიტი, "ქაუჩსერფინგი", რომლის დახმარებითაც, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვპოულობ მასპინძლებს, რომლებთანაც უფასოდ ვრჩები, დილის კვებაც უმრავლესობასთან შესაძლებელია, შესაბამისად, მინიმალური დანახარჯებით ვმოგზაურობ და თან, უსაფრთხოც არის. მოქმედებს "რეფერენსების" სისტემა, ანუ ყველა სტუმარი, ვინც კონკრეტულ მასპინძელთან დარჩა, ვუტოვებთ კომენტარს, რომელიც არ იშლება, შესაბამისად ამით დაზღვეული ხარ. ყოფილა "უხამსი შემოთავაზებებიც," მაგრამ თუ არ გინდა, ძალით არავინ არაფერს გაიძულებს. პირადად მე, ერთი სისუსტე მახასიათებს: სხვა ქართველი ბიჭები თუ მიდიან და ტკბებიან სრულად ღამის ცხოვრებით, თავისი შემადგენელი ყველა ელემენტით - პირველივე დღეს ვიღაც მიყვარდება და მთელი დარჩენილი პერიოდი მისი ერთგული ვარ, ასე მოხდა მაიამიშიც...

- ამ საიტის საშუალებით ასე მარტივად გვარდება ბინით უზრუნველყოფის საკითხი?

- განვავრცობ ამ საიტის გამოყენების თემას, მაგალითად, რაკი მარტო ვცხოვრობ, მეც ხშირად ვიღებ ღამის გათევის თხოვნებს სხვადასხვა უცხოელისგან, მით უმეტეს, რომ ბევრი რეკომენდაცია მაქვს. ჩემი მეგობარი ხუმრობდა, რომ ქართველი ბიჭების ნაწილი იხდის საკმაოდ სოლიდურ თანხას, რომ წავიდეს "კაზანტიპზე" და შანსი ჰქონდეთ, უკრაინელი გოგონების "შებმის," ჩემთან უკრაინელი გოგონები თავისი ფეხით მოდიან და მთხოვენ, რომ შევიფარო, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს რამე სხვა დაინტერესებას, საიტი მხოლოდ მოგზაურობას ეხება, თუმცა გამორიცხული არაფერია...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია