პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის პიჯაკების გამო კანცელარიასთან პატრული გამოიძახეს
მიხეილ სააკაშვილის პიჯაკების გამო კანცელარიასთან პატრული გამოიძახეს

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ლანა ღვინ­ჯი­ლი­ამ მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხა.

რო­გორც ღვინ­ჯი­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, მას შემ­დეგ, რაც კან­ცე­ლა­რი­ის მი­სა­ღებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი პი­ჯა­კე­ბი არ ჩა­ი­ბა­რეს, შე­ნო­ბი­დან გა­მო­ვი­და მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და მი­ტა­ნი­ლი ნივ­თე­ბი მან­ქა­ნა­ში ჩა­უ­ყა­რა.

"გა­მო­ვი­და ვი­ღაც კაცი, რო­მელ­მაც არ და­ა­სა­ხე­ლა თა­ვის ვი­ნა­ო­ბა, ხელი შე­მი­შა­ლა, ხე­ლით შე­მე­ხო, შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა, ეს ნივ­თე­ბი ჩა­მი­ყა­რა მან­ქა­ნა­ში, რის გა­მოც გა­მო­ვი­ძა­ხე პატ­რუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ღვინ­ჯი­ლი­ამ.

კან­ცე­ლა­რი­ას­თან პატ­რუ­ლის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟი უკვე იმ­ყო­ფე­ბა, ისი­ნი ღვინ­ჯი­ლი­ას გა­ე­სა­უბრნენ და გან­ცხა­დე­ბა ჩა­ი­ბა­რეს. რო­გორც ღვინ­ჯი­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ტან­საც­მლის მი­ტა­ნა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­ვა­ლა და მის უკან წა­ღე­ბას არ აპი­რებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ტან­საც­მე­ლი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­უგ­ზავ­ნა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ა­კაშ­ვილ­მა ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა, მათ შო­რის - შე­ი­ძი­ნა რამ­დე­ნი­მე პი­ჯა­კი, ქაშ­მი­რის სპორ­ტუ­ლი პალ­ტო და სხვა ნივ­თე­ბი. მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სწო­რედ ეს პი­ჯა­კე­ბი მი­ი­ტა­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

მიხეილ სააკაშვილის პიჯაკების გამო კანცელარიასთან პატრული გამოიძახეს

მიხეილ სააკაშვილის პიჯაკების გამო კანცელარიასთან პატრული გამოიძახეს

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ლანა ღვინჯილიამ მთავრობის კანცელარიასთან პატრული გამოიძახა.

როგორც ღვინჯილიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც კანცელარიის მისაღებში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილი პიჯაკები არ ჩაიბარეს, შენობიდან გამოვიდა მამაკაცი, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა და მიტანილი ნივთები მანქანაში ჩაუყარა.

"გამოვიდა ვიღაც კაცი, რომელმაც არ დაასახელა თავის ვინაობა, ხელი შემიშალა, ხელით შემეხო, შეურაცხყოფა მომაყენა, ეს ნივთები ჩამიყარა მანქანაში, რის გამოც გამოვიძახე პატრული", - განაცხადა ღვინჯილიამ.

კანცელარიასთან პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი უკვე იმყოფება, ისინი ღვინჯილიას გაესაუბრნენ და განცხადება ჩაიბარეს. როგორც ღვინჯილიამ განაცხადა, ტანსაცმლის მიტანა ყოფილმა პრეზიდენტმა დაავალა და მის უკან წაღებას არ აპირებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტანსაცმელი მთავრობის ადმინისტრაციას გაუგზავნა.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის - შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები. მთავრობის კანცელარიაში სააკაშვილის ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სწორედ ეს პიჯაკები მიიტანა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია