მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ძუნწი და ხელგაშლილი მდიდრები
ყველაზე ძუნწი და ხელგაშლილი მდიდრები

ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში ვერ­ცხლის მო­ნე­ტა - ობო­ლი იყო მი­მოქ­ცე­ვა­ში, ხოლო სპარ­ტა­ში ობო­ლებს ვე­ე­ბერ­თე­ლა რკი­ნის წნე­ლე­ბის ფორ­მა ჰქონ­დათ, რათა სპარ­ტე­ლებს ნაკ­ლე­ბად ეფიქ­რათ გამ­დიდ­რე­ბა­ზე, ამას­თან, არ მო­ე­პა­რათ და ქრთა­მი არა­ვის­თვის მი­ე­ცათ.

მდიდ­რე­ბი და ძა­ლი­ან მდიდ­რე­ბი

უზარ­მა­ზა­რი სა­ო­კე­ა­ნო იახ­ტე­ბი, უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ა­თე­ბი, ბრი­ლი­ან­ტე­ბით მო­ჭე­დი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, მდიდ­რუ­ლი სახ­ლე­ბი, ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და კი­დევ ბევ­რი სხვა რამ- მრა­ვალ ჩვენ­განს ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ლი­არ­დერ­თა ყოფა-ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ატ­რი­ბუ­ტე­ბად მი­აჩ­ნია, მაგ­რამ თურ­მე მთლად ასეც არ გახ­ლავთ საქ­მე. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში უზო­მო სიმ­დიდ­რით თა­ვის მო­წო­ნე­ბა ცუდ ტო­ნად მი­იჩ­ნე­ვა. ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნე­ბით უფრო ხში­რად და­დი­ან არა მი­ლი­ო­ნე­რე­ბი და მი­ლი­არ­დე­რე­ბი, არა­მედ მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­შუ­ა­ლო შეძ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სო სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი ცხად­ყოფს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მდიდ­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, ყი­დუ­ლო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე სმარ­ტფო­ნებს, მაგ­რამ არა მათ უძ­ვირ­ფა­სეს ვა­რი­ან­ტებს. მი­ლი­არ­დე­რე­ბი ტან­საც­მელ­სა და ფეხ­საც­მელს პრეს­ტი­ჟულ მა­ღა­ზი­ებ­ში იძე­ნენ, მაგ­რამ იქ ისი­ნი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ნივ­თებს როდი ყი­დუ­ლო­ბენ. მათი გაკ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თით­ქმის არა­სო­დეს აღე­მა­ტე­ბა 120 დო­ლარს, ხოლო ამ ადა­მი­ან­თა უზა­დოდ გა­უ­თო­ე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი არა­სო­დეს ღირს 300 დო­ლარ­ზე ძვი­რი.

და, რო­გორც წესი, ეს არ ხდე­ბა სი­ძუნ­წის ანდა მომ­ჭირ­ნე­ო­ბის გამო. მექ­სი­კელ მი­ლი­არ­დერ კარ­ლოს სლიმს ასე­თი სი­ტყვე­ბი ეკუთ­ვნის: "გა­რე­გა­ნი ფუ­ფუ­ნე­ბა თა­ვის თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბულ ხალ­ხს სჭირ­დე­ბა. მათ­თვის კი, ვინც სა­კუ­თარ თავს პა­ტივს სცემს, ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის მეშ­ვე­ო­ბით რა­ი­მეს დამ­ტკი­ცე­ბა უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლოა".

სერ­გეი ბრი­ნის აქ­სი­ო­მა

ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ვის­თვი­საც ამის დამ­ტკი­ცე­ბა მარ­თლაც სა­სა­ცი­ლოა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფი­ლი მო­ქა­ლა­ქე სერ­გეი ბრი­ნი გახ­ლავთ. სერ­გე­ის მა­მამ თა­ვი­სი ოჯა­ხი 1979 წელს წა­იყ­ვა­ნა ამე­რი­კა­ში.

სერ­გე­იმ იქ ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მის გა­რე­შე მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა. მან ჯერ კი­დევ ად­რე­ულ სი­ჭა­ბუ­კე­ში შე­ი­მუ­შა­ვა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა "გუ­გლი" და 33 წლის ასაკ­ში 11 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის მფლო­ბე­ლი გახ­და, მაგ­რამ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ბრინს ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის დრო­ი­დან იც­ნობ­დნენ, ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ გამ­დიდ­რე­ბის შემ­დეგ მის­თვის არა­ვი­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ შე­უჩ­ნე­ვი­ათ არც ქცე­ვებ­სა და არც ცხოვ­რე­ბის სტილ­ში.

ბრინს არ გა­აჩ­ნია არც იახ­ტე­ბი, არც თვითმფრი­ნა­ვი, არც ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნე­ბი ანდა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი ჩვე­უ­ლებ­რივ სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. და­დის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა "ტო­ი­ო­ტა პრი­უ­სით", რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია არა მარ­ტო ბენ­ზი­ნის ძრა­ვით, არა­მედ ელექტრო­ნუ­ლი აკუ­მუ­ლა­ცი­უ­რი ბა­ტა­რე­ით. ხში­რად სა­მუ­შა­ო­ზე სერ­გეი გორ­გო­ლა­ჭე­ბი­ა­ნი ცი­გუ­რე­ბით მი­ე­მარ­თე­ბა.

რა არის ეს, სი­ძუნ­წე? ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ თე­მა­ზე ბრი­ნის ფირ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და იმ ადა­მი­ა­ნებს გა­ე­სა­უბრნენ, რომ­ლებ­საც მან არა­ერ­თხელ გა­უ­წია ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა.

- არა,- პა­სუ­ხო­ბენ ისი­ნი ჟურ­ნა­ლის­ტებს,- სერ­გეი ბრი­ნი ძა­ლი­ან უბ­რა­ლო, გულ­ღია და ხელ­გაშ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნია.

მაშ, რით აიხ­სნე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის ასე­თი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წესი? იმით, რომ ბრი­ნის ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ზე­მოთ ით­ქვა, აქ­სი­ო­მაა, რა­შიც მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაფ­რის დამ­ტკი­ცე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ყველაზე ძუნწი და ხელგაშლილი მდიდრები

ყველაზე ძუნწი და ხელგაშლილი მდიდრები

ძველ საბერძნეთში ვერცხლის მონეტა - ობოლი იყო მიმოქცევაში, ხოლო სპარტაში ობოლებს ვეებერთელა რკინის წნელების ფორმა ჰქონდათ, რათა სპარტელებს ნაკლებად ეფიქრათ გამდიდრებაზე, ამასთან, არ მოეპარათ და ქრთამი არავისთვის მიეცათ.

მდიდრები და ძალიან მდიდრები

უზარმაზარი საოკეანო იახტები, უძვირფასესი საათები, ბრილიანტებით მოჭედილი მობილური ტელეფონები, მდიდრული სახლები, ყველაზე პრესტიჟული ავტომობილები და კიდევ ბევრი სხვა რამ- მრავალ ჩვენგანს ეს ყველაფერი მილიარდერთა ყოფა-ცხოვრების ყოველდღიურ ატრიბუტებად მიაჩნია, მაგრამ თურმე მთლად ასეც არ გახლავთ საქმე. მაგალითად, აშშ-ში უზომო სიმდიდრით თავის მოწონება ცუდ ტონად მიიჩნევა. ძალიან ძვირფასი მანქანებით უფრო ხშირად დადიან არა მილიონერები და მილიარდერები, არამედ მეტ-ნაკლებად საშუალო შეძლების ადამიანები.

საინტერესო სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ადგილობრივი მდიდრები, მაგალითად, ყიდულობენ თანამედროვე სმარტფონებს, მაგრამ არა მათ უძვირფასეს ვარიანტებს. მილიარდერები ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს პრესტიჟულ მაღაზიებში იძენენ, მაგრამ იქ ისინი ყველაზე ძვირფას ნივთებს როდი ყიდულობენ. მათი გაკრიალებული ფეხსაცმელების ღირებულება თითქმის არასოდეს აღემატება 120 დოლარს, ხოლო ამ ადამიანთა უზადოდ გაუთოებული კოსტიუმები არასოდეს ღირს 300 დოლარზე ძვირი.

და, როგორც წესი, ეს არ ხდება სიძუნწის ანდა მომჭირნეობის გამო. მექსიკელ მილიარდერ კარლოს სლიმს ასეთი სიტყვები ეკუთვნის: ''გარეგანი ფუფუნება თავის თავში დარწმუნებულ ხალხს სჭირდება. მათთვის კი, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს, ძვირფასი ნივთების მეშვეობით რაიმეს დამტკიცება უბრალოდ სასაცილოა''.

სერგეი ბრინის აქსიომა

ერთ-ერთი მათგანი, ვისთვისაც ამის დამტკიცება მართლაც სასაცილოა, საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქე სერგეი ბრინი გახლავთ. სერგეის მამამ თავისი ოჯახი 1979 წელს წაიყვანა ამერიკაში.

სერგეიმ იქ ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიიღო განათლება. მან ჯერ კიდევ ადრეულ სიჭაბუკეში შეიმუშავა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა ''გუგლი'' და 33 წლის ასაკში 11 მილიარდი დოლარის მფლობელი გახდა, მაგრამ ისინი, რომლებიც ბრინს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან იცნობდნენ, ამტკიცებენ, რომ გამდიდრების შემდეგ მისთვის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ შეუჩნევიათ არც ქცევებსა და არც ცხოვრების სტილში.

ბრინს არ გააჩნია არც იახტები, არც თვითმფრინავი, არც ძვირფასი მანქანები ანდა უძრავი ქონება. ცნობილი მეცნიერი ჩვეულებრივ სამოთახიან ბინაში ცხოვრობს. დადის მოკრძალებული, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა ''ტოიოტა პრიუსით'', რომელიც აღჭურვილია არა მარტო ბენზინის ძრავით, არამედ ელექტრონული აკუმულაციური ბატარეით. ხშირად სამუშაოზე სერგეი გორგოლაჭებიანი ციგურებით მიემართება.

რა არის ეს, სიძუნწე? ჟურნალისტები ამ თემაზე ბრინის ფირმის თანამშრომლებსა და იმ ადამიანებს გაესაუბრნენ, რომლებსაც მან არაერთხელ გაუწია ფინანსური დახმარება.

- არა,- პასუხობენ ისინი ჟურნალისტებს,- სერგეი ბრინი ძალიან უბრალო, გულღია და ხელგაშლილი ადამიანია.

მაშ, რით აიხსნება მისი ცხოვრების ასეთი მოკრძალებული წესი? იმით, რომ ბრინის ცხოვრება, როგორც ზემოთ ითქვა, აქსიომაა, რაშიც მას აბსოლუტურად არაფრის დამტკიცება არ სჭირდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს