არც ისე ადვილია გაიგო, სინამდვილეში რას ფიქრობს ბავშვი და რა აწუხებს. როცა მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვს არაფერს აკლებენ და ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ამ დროს მისი უხასიათობის, შიშების, უცნაური ქცევის მიზეზებს ფსიქოლოგები არკვევენ.
ცნობილმა რუსმა ფსიქოთერაპევტმა, ვლადიმერ ლევიმ საკუთარი ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც პატარა პაციენტებთან საუბარია ასახული. ექიმს მიაჩნდა, რომ ამ ჩანაწერებით, ამ საუბრების გასაჯაროვებით მშობლების ხელახლა აღზრდას შეძლებდა.
დენისი, 5 წლის:
- ბებო კეთილია, მაგრამ არ იცის, კეთილად როგორ უნდა მოიქცეს
- არ იცის?
- არა.
- ეს როგორ?
- ყვირის.
- ყვირის?.. ზოგჯერ კეთილებიც ყვირიან. შენც ხომ ყვირი ხოლმე?
- როცა ვყვირი, ბოროტი ვარ. ბებო სულ ყვირის.
- აბა საიდან იცი, რომ კეთილია?
- დედამ მითხრა.
(ფსიქოლოგთან მისვლის მიზეზი: შიშები, ჭირვეულობა)
დანია, 7 წლის:
- დედა ძალიან კარგია და მოსაწყენი. მამა ძალიან საინტერესო და ძალიან ცუდია.
- რა არის მამაში საინტერესო?
- დიდი, ღონიერია. იცის (ჩამონათვალი), იცის (ჩამონათვალი).
- შენც ხომ გინდა, დედასავით კარგი და მამასავით საინტერესო იყო?
- მე მინდა, რომ არ ვჩანდე, უჩინმაჩინი ვიყო, არავინ რომ არ ვიყო.
(ღამის შარდვა, მომატებული აღგზნება. მშობლები გაყრილები არიან. დედა მკაცრია)
იხილეთ სრულად