პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სურათი რომ ნახა პირველად, კომაში ჩავარდა" - სიდედრების თემა ცნობილ ქართველებთან
"ჩემი სურათი რომ ნახა პირველად, კომაში ჩავარდა" - სიდედრების თემა ცნობილ ქართველებთან

სიძე-სი­დედ­რის თემა ქარ­თვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის კარ­გი სა­ხუ­მა­როა, უამ­რა­ვი ანეკ­დო­ტიც არ­სე­ბობს ამის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა მო­ყო­ლა­საც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი სა­ჯა­როდ არ ერი­დე­ბი­ან. გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვერ­კვია, სა­კუ­თარ სი­დედ­რებ­თან რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ბესო ბე­რუ­ლაშ­ვილს, დათო როს­ტო­მაშ­ვილ­სა და ლე­ვან სუ­ხი­ტაშ­ვილს. ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ მხრივ საკ­მა­ოდ "მდი­და­რია" - ერთი "მოქ­მე­დი" და ორი "ყო­ფი­ლი" სი­დედ­რი ჰყავს.

ბესო ბე­რუ­ლაშ­ვი­ლი: "ჩემი სუ­რა­თი რომ ნახა პირ­ვე­ლად, შე­იძ­ლე­ბა, კო­მა­ში ჩა­ვარ­და..."

- ჩემი სი­დედ­რი კარ­გი ქალ­ბა­ტო­ნია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. დე­დის ტოლა ქა­ლია და სხვა­ნა­ი­რი პა­ტი­ვის­ცე­მა მაქვს, მოკ­რძა­ლე­ბით ვარ მის მი­მართ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ხე­ლი ვარ, მიყ­ვარს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- კა­ხე­ლო­ბა რა შუ­ა­შია?

- კა­ხე­ლი და სი­დედ­რი ცოტა მწყრა­ლად არის, ხომ იცი?

- გახ­სოვთ თქვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, რო­გორ გა­ი­ცა­ნით თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი სი­დედ­რი?

- ჩემი სუ­რა­თი რომ ნახა პირ­ვე­ლად, შე­იძ­ლე­ბა, კო­მა­ში ჩა­ვარ­და და მო­ა­სუ­ლი­ე­რეს, აბა, რა ჭკუ­ა­ზე დად­გე­ბო­და, 135 კილო ვარ. თან რო­გორც ჩანს, იმ მო­მენ­ტში ნახა, ინ­დურ ცეკ­ვა­ში რომ გავ­გორ­დი და გა­მოვ­გორ­დი და მერე სას­წრა­ფოც დას­ჭირ­და... მაგ­რამ უკვე გა­დავ­ლი­ლი ჰქონ­და ელდა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა შეხ­ვედ­რამ. სხვა­თა შო­რის, ამას წი­ნათ კუ­რი­ო­ზი გა­დაგ­ვხდა ანეკ­დოტ­თან და­კავ­ში­რე­ბით: კა­ხე­ლი კვდე­ბა და ცოლს ეუბ­ნე­ბა, შენ მარ­ცხნივ და­დე­ქი და დე­და­შე­ნი კი­დევ მარ­ჯვნი­ვო. რა­ტოო? - ეკი­თხე­ბა ცოლი. ქრის­ტე­სა­ვით მინ­და მოვ­კვდე, ორ ავა­ზაკს შო­რი­სო. ეს ანეკ­დო­ტი მოვ­ყე­ვი ჩემს სი­დედრთან და არ მო­ე­წო­ნა, შე­ი­ცხა­და, მე და მაია ავა­ზა­კე­ბი ვარ­თო?! ის კი არ თქვა, შვი­ლო, რა­ტომ კვდე­ბი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ხარ, რა დროს სიკ­ვდი­ლი­აო (იცი­ნის).

- ესე იგი, სი­დედ­რებ­ზე ხუმ­რო­ბა სწყინს...

- არა მგო­ნია, მო­ხე­ვე­ე­ბი პირ­და­პი­რი ხალ­ხია, დედა მეც მო­ხე­ვე მყავ­და. რომ სწყინ­დეს, მე­ტყო­და, არ მო­ე­რი­დე­ბო­და. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, კო­რექ­ტუ­ლი ვიყო. კარ­გი ქალ­ბა­ტო­ნია, ამ­ბო­ბენ, მა­გარ ხინ­კალს აკე­თებ­სო, მაგ­რამ მე ვერ გავ­სინ­ჯე... ეტყო­ბა ქა­ლა­ქი­დან რომ ვარ გა­სუ­ლი, მა­შინ აკე­თებს ხოლ­მე (იცი­ნის). სი­დედ­რებ­ზე ხუმ­რო­ბა მო­გო­ნი­ლია, რა თქმა უნდა. პა­ტი­ვი უნად ვცეთ, აბა სხვა­ნა­ი­რად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, როცა ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ზარ­და და გა­მოგ­ვა­ტა­ნა, და­ნარ­ჩენს კი ჩვენ უდა მივ­ხე­დოთ.

- ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ ცო­ლის თუ ქმრის მშობ­ლებ­თან მი­მარ­თვის ფორ­მა­ზე ბევ­რს ფიქ­რო­ბენ... თქვენ რო­გორ მი­მარ­თავთ თქვენს სი­დედრს?

- მე თვი­თონ სი­მამ­რი ვარ და არ მიყ­ვარს ოფი­ცი­ა­ლუ­რო­ბა, ბავ­შვე­ბიც გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავს, ბი­ძია არა­ვინ და­მი­ძა­ხოს, ბესო ვარ და ასე მომ­მარ­თონ-მეთ­ქი. მეც ასე ვარ, სა­ხე­ლით მივ­მარ­თავ ჩემს სი­დედრს, თო­რემ ზრდი­ლო­ბა და კულ­ტუ­რა კა­ხე­ლებს რომ გავ­ქვს, ეგე­თი უნდა. მაგ­რამ, სი­მამ­რი უფრო უყ­ვართ კა­ხე­ლებს, ვიდ­რე სი­დედ­რი.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ სი­ძის ნათ­ქვა­მია, ვინც მე მიყ­ვარ­და, გა­მო­მა­ტა­ნა და ვინც არ მიყ­ვარს, თა­ვის­თვის და­ი­ტო­ვაო.

ლე­ვან სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი: "სი­დედრმა პირ­ვე­ლად მთვრა­ლი მნა­ხა"

- ქარ­თვე­ლებს ლე­გენ­დე­ბი გვიყ­ვარს და სიძე-სი­დედ­რის ურ­თი­ერ­თო­ბაც მო­რი­გი ლე­გენ­დაა, ისე­ვე რო­გორც რძალ-დე­დამ­თი­ლის, ეტყო­ბა კარ­გი სა­ხუ­მა­რო თე­მაა და მო­ზღვა­ვე­ბულ იუ­მორს ამა­ში ვიკ­ლავთ. ზოგ­ჯერ მეც მი­ცი­ნია სი­დედ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხუმ­რო­ბა­ზე, მაგ­რამ ზოგ­ჯერ, გა­უჟრჟო­ლე­ბია, ისე­თი რამ უთ­ქვამთ. პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მი­ხუმ­რია, ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხუმ­რო­ბა მარ­თლა სა­სა­ცი­ლო ყო­ფი­ლა, თუმ­ცა­ღა ეგეთ ხუმ­რო­ბებს უპი­რა­ტე­სო­ბას არ ვა­ნი­ჭებ, გაც­ვე­თი­ლი ხუმ­რო­ბე­ბის მიმ­დე­ვა­რი და მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ჩემი სურათი რომ ნახა პირველად, კომაში ჩავარდა" - სიდედრების თემა ცნობილ ქართველებთან

"ჩემი სურათი რომ ნახა პირველად, კომაში ჩავარდა" - სიდედრების თემა ცნობილ ქართველებთან

სიძე-სიდედრის თემა ქართველების დიდი ნაწილისთვის კარგი სახუმაროა, უამრავი ანეკდოტიც არსებობს ამის შესახებ, რომელთა მოყოლასაც ჩვენი რესპონდენტები საჯაროდ არ ერიდებიან. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, საკუთარ სიდედრებთან რეალურად როგორი ურთიერთობა აქვთ ბესო ბერულაშვილს, დათო როსტომაშვილსა და ლევან სუხიტაშვილს. ეს უკანასკნელი ამ მხრივ საკმაოდ "მდიდარია" - ერთი "მოქმედი" და ორი "ყოფილი" სიდედრი ჰყავს.

ბესო ბერულაშვილი: "ჩემი სურათი რომ ნახა პირველად, შეიძლება, კომაში ჩავარდა..."

- ჩემი სიდედრი კარგი ქალბატონია, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. დედის ტოლა ქალია და სხვანაირი პატივისცემა მაქვს, მოკრძალებით ვარ მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კახელი ვარ, მიყვარს მათთან ურთიერთობა.

- კახელობა რა შუაშია?

- კახელი და სიდედრი ცოტა მწყრალად არის, ხომ იცი?

- გახსოვთ თქვენი პირველი შეხვედრა, როგორ გაიცანით თქვენი მომავალი სიდედრი?

- ჩემი სურათი რომ ნახა პირველად, შეიძლება, კომაში ჩავარდა და მოასულიერეს, აბა, რა ჭკუაზე დადგებოდა, 135 კილო ვარ. თან როგორც ჩანს, იმ მომენტში ნახა, ინდურ ცეკვაში რომ გავგორდი და გამოვგორდი და მერე სასწრაფოც დასჭირდა... მაგრამ უკვე გადავლილი ჰქონდა ელდა და ჩვეულებრივად ჩაიარა შეხვედრამ. სხვათა შორის, ამას წინათ კურიოზი გადაგვხდა ანეკდოტთან დაკავშირებით: კახელი კვდება და ცოლს ეუბნება, შენ მარცხნივ დადექი და დედაშენი კიდევ მარჯვნივო. რატოო? - ეკითხება ცოლი. ქრისტესავით მინდა მოვკვდე, ორ ავაზაკს შორისო. ეს ანეკდოტი მოვყევი ჩემს სიდედრთან და არ მოეწონა, შეიცხადა, მე და მაია ავაზაკები ვართო?! ის კი არ თქვა, შვილო, რატომ კვდები ახალგაზრდა ბიჭი ხარ, რა დროს სიკვდილიაო (იცინის).

- ესე იგი, სიდედრებზე ხუმრობა სწყინს...

- არა მგონია, მოხევეები პირდაპირი ხალხია, დედა მეც მოხევე მყავდა. რომ სწყინდეს, მეტყოდა, არ მოერიდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობ, კორექტული ვიყო. კარგი ქალბატონია, ამბობენ, მაგარ ხინკალს აკეთებსო, მაგრამ მე ვერ გავსინჯე... ეტყობა ქალაქიდან რომ ვარ გასული, მაშინ აკეთებს ხოლმე (იცინის). სიდედრებზე ხუმრობა მოგონილია, რა თქმა უნდა. პატივი უნად ვცეთ, აბა სხვანაირად როგორ შეიძლება, როცა ჩვენი საყვარელი ადამიანი გაზარდა და გამოგვატანა, დანარჩენს კი ჩვენ უდა მივხედოთ.

- ოჯახის შექმნის შემდეგ ცოლის თუ ქმრის მშობლებთან მიმართვის ფორმაზე ბევრს ფიქრობენ... თქვენ როგორ მიმართავთ თქვენს სიდედრს?

- მე თვითონ სიმამრი ვარ და არ მიყვარს ოფიციალურობა, ბავშვებიც გაფრთხილებული მყავს, ბიძია არავინ დამიძახოს, ბესო ვარ და ასე მომმართონ-მეთქი. მეც ასე ვარ, სახელით მივმართავ ჩემს სიდედრს, თორემ ზრდილობა და კულტურა კახელებს რომ გავქვს, ეგეთი უნდა. მაგრამ, სიმამრი უფრო უყვართ კახელებს, ვიდრე სიდედრი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ სიძის ნათქვამია, ვინც მე მიყვარდა, გამომატანა და ვინც არ მიყვარს, თავისთვის დაიტოვაო.

ლევან სუხიტაშვილი: "სიდედრმა პირველად მთვრალი მნახა"

- ქართველებს ლეგენდები გვიყვარს და სიძე-სიდედრის ურთიერთობაც მორიგი ლეგენდაა, ისევე როგორც რძალ-დედამთილის, ეტყობა კარგი სახუმარო თემაა და მოზღვავებულ იუმორს ამაში ვიკლავთ. ზოგჯერ მეც მიცინია სიდედრებთან დაკავშირებულ ხუმრობაზე, მაგრამ ზოგჯერ, გაუჟრჟოლებია, ისეთი რამ უთქვამთ. პირადად მე, ძალიან იშვიათად მიხუმრია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ხუმრობა მართლა სასაცილო ყოფილა, თუმცაღა ეგეთ ხუმრობებს უპირატესობას არ ვანიჭებ, გაცვეთილი ხუმრობების მიმდევარი და მოყვარული არ ვარ.

იხილეთ სრულად

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო