პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისზე ''გამოაცხადა'' გიორგი ოვაშვილმა შვიდდღეღამიანი ძებნა
ვისზე ''გამოაცხადა'' გიორგი ოვაშვილმა შვიდდღეღამიანი ძებნა

გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი"კარ­ლო­ვი ვა­რის 49-ე სა­ერ­თა-შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გრანპ­რის - "ბრო­ლის გლო­ბუ­სის"მფლო­ბე­ლი გახ­და. კარ­ლო­ვი ვა­რის ფეს­ტი­ვალ­ზე, საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­მის პრე­მი­ე­რა შე­მოდ­გო­მა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა და კი­ნო­თე­ატ­რებ­ში 25 სექ­ტემ­ბრი­დან გა­მო­ვა.

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დრა­მის გა­და­ღე­ბე­ბი 2012 წელს ქარ­თულ-აფხა­ზურ სა­ზღვარ­ზე, მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შე­იქ­მნა ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლი, დარ­გეს სი­მინ­დის ყანა, აშენ­და ხის ქოხი. წყალ­დი­დო­ბის დროს წარ­მოქ­მნილ კუნ­ძულ­ზე აფხაზ გლეხს, რო­მელ­საც თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ილი­ას სალ­მა­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, სი­მინ­დი მოჰ­ყავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე ჩნდე­ბა და კა­ცი­სა და მისი 16 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი გო­გო­ნას (მა­რი­ამ ბუ­თუ­რიშ­ვი­ლი) სამ­ყა­რო­ში იჭ­რე­ბა...

"გაღ­მა ნა­პი­რის"მსგავ­სად, "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი"ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის მე­ო­რე ფილ­მია, რო­მელ­შიც ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი თემა გრძელ­დე­ბა. სცე­ნა­რის ავ­ტო­რე­ბად ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე, რუ­ლოვ იან მი­ნე­ბო და თა­ვად რე­ჟი­სო­რი სა­ხელ­დე­ბი­ან. გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის მე­სა­მე მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "ხი­ბუ­ლა"იქ­ნე­ბა, რომ­ლი­თაც რე­ჟი­სო­რი ტრი­ლო­გი­ას "შეკ­რავს".

- გვახ­სოვს, "გაღ­მა ნა­პი­რის­თვის"მთა­ვარ გმირს, თედო ბე­ქა­ურს, პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში შემ­თხვე­ვით შეხ­ვდით. ფილმში "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" მა­მა­კა­ცი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბია, მა­რი­ა­მი რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ?

- მა­რი­ამ ბუ­თუ­რიშ­ვი­ლი ცხინ­ვალ­თან მიმ­დე­ბა­რე სო­ფელ სა­ქა­შე­ში ცხოვ­რობს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის კონ­ფლიქ­ტის ზღვა­რი. ამ სო­ფელ­მა გა­და­ი­ტა­ნა 2008 წლის ომის სა­ში­ნე­ლე­ბა. მა­შინ მა­რი­ა­მი 8 წლის იყო. რო­გორც წესი, მე ძა­ლი­ან დიდ დროს ვუთ­მობ კას­ტინგს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გა­და­მე­ტე­ბუ­ლად დიდ დროს ვან­დო­მებ. ზოგ­ჯერ აუ­ტა­ნე­ლიც ხდე­ბა ჩემი ასე­თი ჩა­ციკ­ვლა. უამ­რა­ვი კას­ტინ­გის შემ­დეგ, როცა ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ იღებ, დგე­ბა ისე­თი პე­რი­ო­დი, როცა სა­სო­წარ­კვე­თამ­დე მი­დი­ხარ და ფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა, სუ­ლაც არ არ­სე­ბობს ის, ვი­საც ეძებ.

ერთ დღეს მი­ვი­ღე იმე­ი­ლი ჩემი მოს­კო­ვე­ლი მე­გობ­რის­გან, რო­მე­ლიც მწერ­და, ალ­ბათ შენი ახა­ლი ფილ­მის­თვის შერ­ჩე­უ­ლი გყავს პერ­სო­ნა­ჟი, მაგ­რამ მე მა­ინც გიგ­ზავ­ნი ერთი გო­გო­ნას ფო­ტოს, ალ­ბათ, სწო­რედ ასეთს ეძებ­დიო. ჩემს მე­გო­ბარს ამ გო­გო­ნა­ზე არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და. პირ­ვე­ლი ის და­ვად­გი­ნეთ, რომ ფოტო ქარ­თველ ფო­ტოგ­რაფ ლე­ვან ჩხა­ტა­რაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. როცა მას მივ­მარ­თე, მან სამი წლის წინ ვარ­ძი­ას­თან ერთ-ერთ რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­ულ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი თა­ვი­სი ფო­ტო­ე­ბი და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. არ იცო­და გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბა. რა­ხან ფო­ტო­ე­ბი სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, მე­ო­რე დღეს­ვე მივ­მარ­თე ში­ნა­გან საქ­მე­თა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებს და ვთხო­ვეთ, ფო­ტოს მი­ხედ­ვით ეს გო­გო­ნა მო­ე­ძებ­ნათ. შემ­დეგ "ფე­ის­ბუქ­ზე"გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე ფოტო და მე­გობ­რებს დახ­მა­რე­ბის­თვის მივ­მარ­თე. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერ­და, ვი­ღაც ამ­ბობ­და, მო­ნას­ტერ­ში გა­ლობ­სო, ვი­ღაც - ამა და ამ მა­მა­ოს მრევ­ლი­აო. ჩავ­რთეთ ძებ­ნა­ში სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ფოტო სვა­ნეთ­შიც გვქონ­და გაგ­ზავ­ნი­ლი, მაგ­რამ ვერც იქ ნა­ხეს. ერთი სი­ტყვით, ეს გო­გო­ნა გახ­და მის­ტი­კა, არა და არ ჩან­და.

- და რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბო­და ეს პრო­ცე­სი?

- ვთქვი, ამ გო­გო­ნას მოვ­ძებ­ნი შვი­დი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და თუ ვერ ვი­პო­ვე, მა­შინ ეს თემა და­ი­ხუ­რე­ბა-მეთ­ქი. ხან­და­ხან ასე­თი რა­მე­ე­ბის მჯე­რა ხოლ­მე (იღი­მის). ძი­ე­ბის მე­ექ­ვსე დღე იქ­ნე­ბო­და, როცა ვი­ღაც გო­გო­ნამ ლე­ვა­ნის გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა 7-8 წლის გო­გო­ნას ფოტო - მგო­ნი, ის არის, ვი­საც ეძებ­თო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ ხელთ არ­სე­ბულ ფო­ტო­სა და ახალს შო­რის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი შუ­ა­ლე­დი იყო, მივ­ხვდით, რომ ფო­ტოგ­რაფს ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და აღ­ბეჭ­დი­ლი, მაგ­რამ მო­რი­გი ფო­ტოს ავ­ტო­რის­გან მხო­ლოდ ის შე­ვი­ტყვეთ, რომ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს ეპი­ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბო­და და ის კად­რე­ბი სა­დღაც სკო­ლის ეზო­ში აღ­ბეჭ­და. ეს იყო გა­სა­ღე­ბი, რად­გან და­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცო­დით რე­გი­ო­ნი, სო­ფე­ლი.

ძლივს მოვ­ძებ­ნე სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ნო­მე­რი. 12 სა­ათს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, როცა და­ვუ­რე­კე. "ფე­ის­ბუ­ქის"მეშ­ვე­ო­ბით ვაჩ­ვე­ნე ბავ­შვის ფოტო და ვკი­თხე, სწავ­ლობ­და თუ არა მის სკო­ლა­ში. 2 სა­ა­თი რომ და­ი­წყო და ხმას არ მცემ­და, ავ­ღელ­დი, მაგ­რამ ბო­ლოს მო­მი­ვი­და პა­სუ­ხი: "დიახ, ეს არის მა­რი­ა­მი, მაგ­რამ მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რა ვიცი, ვინ ხარ­თო"(იღი­მის). ავუხ­სე­ნი და ვთხო­ვე, მე­ო­რე დი­ლას მა­რი­ა­მი მშობ­ლებ­თან ერ­თად და­ეხ­ვედ­რე­ბი­ნათ სკო­ლა­ში. ერთი სი­ტყვით, დი­ლით­ვე გა­ვემ­გზავ­რეთ სა­ქა­შე­ში, სა­დაც მა­რი­ა­მი და დე­და­მი­სი დაგ­ვხვდნენ. ბავ­შვი რომ შე­მო­ვი­და, სამი წლის წი­ნან­დე­ლი ფო­ტოს­გან გან­სხვავ­დე­ბო­და, გაზ­რდი­ლი­ყო, მაგ­რამ მე მა­ინც მივ­ხვდი, რომ სწო­რედ ის იყო, ვი­საც ვე­ძებ­დი. მა­რი­ამს კი­ნო­ში გა­და­ღე­ბა რომ შევ­თა­ვა­ზე, თავი და­აქ­ნია. ის სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობ­და, კონ­ტაქ­ტში არ შე­მო­დი­ო­და. ჩუ­მად ყოფ­ნა უყ­ვარს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ვისზე ''გამოაცხადა'' გიორგი ოვაშვილმა შვიდდღეღამიანი ძებნა

ვისზე ''გამოაცხადა'' გიორგი ოვაშვილმა შვიდდღეღამიანი ძებნა

გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმი ''სიმინდის კუნძული''კარლოვი ვარის 49-ე საერთა-შორისო კინოფესტივალზე გრანპრის - ''ბროლის გლობუსის''მფლობელი გახდა. კარლოვი ვარის ფესტივალზე, საპრემიერო ჩვენების შემდეგ, საქართველოში ფილმის პრემიერა შემოდგომაზე გაიმართება და კინოთეატრებში 25 სექტემბრიდან გამოვა.

ფსიქოლოგიური დრამის გადაღებები 2012 წელს ქართულ-აფხაზურ საზღვარზე, მდინარე ენგურზე მიმდინარეობდა. შეიქმნა ხელოვნური კუნძული, დარგეს სიმინდის ყანა, აშენდა ხის ქოხი. წყალდიდობის დროს წარმოქმნილ კუნძულზე აფხაზ გლეხს, რომელსაც თურქი მსახიობი ილიას სალმანი განასახიერებს, სიმინდი მოჰყავს. მოგვიანებით იქ ქართველი მესაზღვრე ჩნდება და კაცისა და მისი 16 წლის შვილიშვილი გოგონას (მარიამ ბუთურიშვილი) სამყაროში იჭრება...

''გაღმა ნაპირის''მსგავსად, ''სიმინდის კუნძული''ჩვენი რესპონდენტის მეორე ფილმია, რომელშიც ქართულ-აფხაზური თემა გრძელდება. სცენარის ავტორებად ნუგზარ შატაიძე, რულოვ იან მინებო და თავად რეჟისორი სახელდებიან. გიორგი ოვაშვილის მესამე მხატვრული ფილმი ''ხიბულა''იქნება, რომლითაც რეჟისორი ტრილოგიას ''შეკრავს''.

- გვახსოვს, ''გაღმა ნაპირისთვის''მთავარ გმირს, თედო ბექაურს, პოლიკლინიკაში შემთხვევით შეხვდით. ფილმში ''სიმინდის კუნძული'' მამაკაცი პროფესიონალი მსახიობია, მარიამი როგორ აღმოაჩინეთ?

- მარიამ ბუთურიშვილი ცხინვალთან მიმდებარე სოფელ საქაშეში ცხოვრობს. ფაქტობრივად, ეს არის კონფლიქტის ზღვარი. ამ სოფელმა გადაიტანა 2008 წლის ომის საშინელება. მაშინ მარიამი 8 წლის იყო. როგორც წესი, მე ძალიან დიდ დროს ვუთმობ კასტინგს. შეიძლება ითქვას, გადამეტებულად დიდ დროს ვანდომებ. ზოგჯერ აუტანელიც ხდება ჩემი ასეთი ჩაციკვლა. უამრავი კასტინგის შემდეგ, როცა ვერანაირ შედეგს ვერ იღებ, დგება ისეთი პერიოდი, როცა სასოწარკვეთამდე მიდიხარ და ფიქრობ, რომ შეიძლება, სულაც არ არსებობს ის, ვისაც ეძებ.

ერთ დღეს მივიღე იმეილი ჩემი მოსკოველი მეგობრისგან, რომელიც მწერდა, ალბათ შენი ახალი ფილმისთვის შერჩეული გყავს პერსონაჟი, მაგრამ მე მაინც გიგზავნი ერთი გოგონას ფოტოს, ალბათ, სწორედ ასეთს ეძებდიო. ჩემს მეგობარს ამ გოგონაზე არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა. პირველი ის დავადგინეთ, რომ ფოტო ქართველ ფოტოგრაფ ლევან ჩხატარაშვილს ეკუთვნოდა. როცა მას მივმართე, მან სამი წლის წინ ვარძიასთან ერთ-ერთ რელიგიურ დღესასწაულზე გადაღებული თავისი ფოტოები დამათვალიერებინა. არ იცოდა გოგონას ვინაობა. რახან ფოტოები სამხრეთ საქართველოში იყო გადაღებული, მეორე დღესვე მივმართე შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებს და ვთხოვეთ, ფოტოს მიხედვით ეს გოგონა მოეძებნათ. შემდეგ ''ფეისბუქზე''გამოვაქვეყნე ფოტო და მეგობრებს დახმარებისთვის მივმართე. უამრავი ადამიანი მწერდა, ვიღაც ამბობდა, მონასტერში გალობსო, ვიღაც - ამა და ამ მამაოს მრევლიაო. ჩავრთეთ ძებნაში საეკლესიო პირები, მაგრამ უშედეგოდ. ფოტო სვანეთშიც გვქონდა გაგზავნილი, მაგრამ ვერც იქ ნახეს. ერთი სიტყვით, ეს გოგონა გახდა მისტიკა, არა და არ ჩანდა.

- და რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს პროცესი?

- ვთქვი, ამ გოგონას მოვძებნი შვიდი დღე-ღამის განმავლობაში და თუ ვერ ვიპოვე, მაშინ ეს თემა დაიხურება-მეთქი. ხანდახან ასეთი რამეების მჯერა ხოლმე (იღიმის). ძიების მეექვსე დღე იქნებოდა, როცა ვიღაც გოგონამ ლევანის გვერდზე გამოაქვეყნა 7-8 წლის გოგონას ფოტო - მგონი, ის არის, ვისაც ეძებთო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ხელთ არსებულ ფოტოსა და ახალს შორის რამდენიმეწლიანი შუალედი იყო, მივხვდით, რომ ფოტოგრაფს ერთი და იგივე ადამიანი ჰყავდა აღბეჭდილი, მაგრამ მორიგი ფოტოს ავტორისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეპიცენტრში იმყოფებოდა და ის კადრები სადღაც სკოლის ეზოში აღბეჭდა. ეს იყო გასაღები, რადგან დაახლოებით ვიცოდით რეგიონი, სოფელი.

ძლივს მოვძებნე სკოლის დირექტორის ნომერი. 12 საათს იყო გადაცილებული, როცა დავურეკე. ''ფეისბუქის''მეშვეობით ვაჩვენე ბავშვის ფოტო და ვკითხე, სწავლობდა თუ არა მის სკოლაში. 2 საათი რომ დაიწყო და ხმას არ მცემდა, ავღელდი, მაგრამ ბოლოს მომივიდა პასუხი: ''დიახ, ეს არის მარიამი, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვით, რა ვიცი, ვინ ხართო''(იღიმის). ავუხსენი და ვთხოვე, მეორე დილას მარიამი მშობლებთან ერთად დაეხვედრებინათ სკოლაში. ერთი სიტყვით, დილითვე გავემგზავრეთ საქაშეში, სადაც მარიამი და დედამისი დაგვხვდნენ. ბავშვი რომ შემოვიდა, სამი წლის წინანდელი ფოტოსგან განსხვავდებოდა, გაზრდილიყო, მაგრამ მე მაინც მივხვდი, რომ სწორედ ის იყო, ვისაც ვეძებდი. მარიამს კინოში გადაღება რომ შევთავაზე, თავი დააქნია. ის საერთოდ არ ლაპარაკობდა, კონტაქტში არ შემოდიოდა. ჩუმად ყოფნა უყვარს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება