საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობისა და ბანკების საიდუმლო სესხები
მთავრობისა და ბანკების საიდუმლო სესხები

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ იმას ხე­დავს, თუ რო­გორ შო­უ­ლო­ბენ ფულს ბან­კე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხარ­ჯზე

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ ეკო­ნო­მი­კის და­საკ­რე­დი­ტებ­ლად კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს 129 მი­ლი­ო­ნი ლარი უკვე ასეს­ხა. ქვეყ­ნის შიდა ვალს ეს თან­ხაც და­ე­მა­ტა, რომ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზეც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი 7-11%-ს იხ­დის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ვა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა, არ არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, ახა­ლი ტი­პის ვა­ლით რა სა­ხის პრო­ექ­ტე­ბი და­ფი­ნანსდა და კონ­კრე­ტუ­ლად რა სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კამ.

13 აგ­ვის­ტოს ეკო­ნო­მი­კის გრძელ­ვა­დი­ა­ნი დაკ­რე­დი­ტე­ბის მიზ­ნით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ ემი­სი­რე­ბულ 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რის სა­ხა­ზი­ნო ობ­ლი­გა­ცი­ას გა­ყი­დის. "რე­ზო­ნან­სი" უკვე წერ­და, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 910 მი­ლი­ო­ნი ლა­რის სა­ხა­ზი­ნო ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და სა­ხა­ზი­ნო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ემი­სია და­გეგ­მა. ამ თან­ხი­დან 310 მი­ლი­ო­ნი ლა­რით ძვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი იფა­რე­ბა. დარ­ჩე­ნი­ლი 600 მი­ლი­ო­ნი ლა­რით კი ახალ შიდა ვალს ვი­ღებთ. აქე­დან 400 მი­ლი­ო­ნი ლარი მოხ­მარ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის გა­და­სახ­დე­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. 200 მი­ლი­ო­ნი ლარი კი მი­ი­მარ­თე­ბა ეკო­ნო­მი­კის გრძელ­ვა­დი­ა­ნი რე­სურ­სით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის.

კერ­ძოდ, ეროვ­ნულ ბანკთან ერ­თად, შე­მუ­შავ­და თან­ხის კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში გან­თავ­სე­ბის წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ხა­ზი­ნო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვით შე­მო­სუ­ლი 200 მი­ლი­ო­ნი ლარი დე­პო­ზი­ტის სა­ხით გან­თავ­სდე­ბა იმა­ვე კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში, რომ­ლე­ბიც შე­ი­ძე­ნენ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ფა­სი­ან ქა­ღალ­დებს; ანუ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის­გან მი­ღე­ბულ ძვი­რი­ან სესხს ისევ კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს აძ­ლევს 1%-ად. ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­გე­ბუ­ლია კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი, მაგ­რამ რა სარ­გე­ბელს იღებს შიდა ვა­ლის 200 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გაზ­რდით ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა უც­ნო­ბია, ვი­ნა­ი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უმჭვირ­ვა­ლეა ამ თან­ხის მოძ­რა­ო­ბა.

"რე­ზო­ნანსს" ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის ზე­დამ­ხედვ­ლე­ო­ბას არ ახორ­ცი­ე­ლებს, თუმ­ცა მას აქვს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია თუ რა სა­ხის პრო­ექ­ტე­ბი და­ა­ფი­ნან­სეს კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა ამ ფუ­ლით.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს არის ორი კერ­ძო პი­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს კა­ნო­ნი არ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ჯა­რო გა­ხა­დოს. "ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა ბან­კი­სა და მსეს­ხე­ბე­ლის გა­და­სა­წყვე­ტია", - აღ­ნიშ­ნეს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ამ დრო­ის­თვის, "სა­ქარ­თვე­ლოს 2014 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 21-ე მუხ­ლის, მე-7 პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ეკო­ნო­მი­კის გრძელ­ვა­დი­ა­ნი რე­სურ­სით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნი­ზიმს ფარ­გლებ­ში 44 მი­ლი­ო­ნი ლა­რის 2-წლი­ა­ნი სა­ხა­ზი­ნო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ემი­სია 12 თე­ბერ­ვალს გან­ხორ­ცი­ელ­და. გა­ურ­კვე­ვე­ლია, ეს ფული რო­მელ ბან­კში მოხ­ვდა და რა ტი­პის პრო­ექტს მოხ­მარ­და. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ ბი­უ­ჯეტ­მა ამ ფი­ნან­სურ რე­სურ­სში 7% უნდა გა­და­ი­ხა­დოს. მო­რი­გი ემი­სია 5 მარტს შედ­გა - 44 მი­ლი­ო­ნი ლა­რის 5-წლი­ა­ნი ობ­ლი­გა­ცია, რომ­ლის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთ­მა 10%-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

მე­ო­რე კვარ­ტალ­ში ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ეკო­ნო­მი­კის დაკ­რე­დი­ტე­ბის მიზ­ნით სა­ხა­ზი­ნო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი აღარ გა­უ­ყი­დია. მე­სა­მე კვარ­ტალ­ში კი მო­რი­გი ემი­სია 16 ივ­ლისს გან­ხორ­ცი­ელ­და, გა­მო­ვი­და 41 მი­ლი­ო­ნი ლა­რის 5-წლი­ა­ნი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 9,5%-ია.

13 აგ­ვის­ტოს კი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რის 2-წლი­ან ობ­ლი­გა­ცი­ას გა­მო­უშ­ვებს და გან­სა­ზღვრუ­ლი 200 მი­ლი­ო­ნი­დან ბან­კე­ბი 180 მი­ლი­ო­ნი ლარს აით­ვი­სე­ბენ.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ბან­კებ­ზე კონ­ტრო­ლი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი ამ თან­ხე­ბის სხვაგ­ვა­რად გან­კარ­გვას პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხავს. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბან­კე­ბი ნამ­დვი­ლად გას­ცე­მენ გრძელ­ვა­დი­ან კრე­დი­ტებს და მათ­თან სა­მი­ნის­ტროს აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. "თუმ­ცა ეს არ არის კონ­ტრო­ლი. ეს არის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა",- გა­ნა­ცხა­და ხა­დურ­მა.

"ლი­ბერ­თი ბან­კმა" "კო­მერ­სანტ.გე"-სთან სა­უბ­რი­სას მხო­ლოდ ის გა­ნა­ცხა­და, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­გან მი­ღე­ბუ­ლი ვა­დი­ა­ნი დე­პო­ზი­ტი სა­მე­წარ­მეო სექ­ტო­რის დაკ­რე­დი­ტე­ბა­ში სრუ­ლად და­ა­ბან­დეს.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სი გა­და­ნა­წილ­და რამ­დე­ნი­მე სექ­ტორ­ზე და მო­იც­ვა მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა, მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნა და სა­ო­ჯხაო სას­ტუმ­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სეს­ხე­ბი არის დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ლარ­ში, გრძელ­ვა­დი­ა­ნია და მათი მი­ნი­მა­ლუ­რი ვადა 5 წელს შე­ად­გენს",- გა­ნა­ცხა­და ბან­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძემ.

მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში". კერ­ძოდ, ბანკს და­წყე­ბუ­ლი აქვს დაკ­რე­დი­ტე­ბა თით­ქმის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც სა­ცა­ლო სა­ბან­კო ასე­ვე ბიზ­ნეს სეს­ხე­ბის კუ­თხით.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს ვისი ფუ­ლია, ეს უკვე არის შიდა ვალი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­მა უნდა გა­ის­ტუმ­როს. გარ­და ამი­სა, ვა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც ბი­უ­ჯე­ტი აფი­ნან­სებს, შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­უ­ლი ტრან­ზაქ­ცია გამჭვირ­ვა­ლე უნდა იყოს.

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტის, სოსო არჩვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­ზაქ­ცია უნდა იყოს სა­ჯა­რო, ტრანსფა­რენ­ტუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ჰქონ­დეს იმის გან­ცდა, რომ ეს თან­ხა ადეკ­ვა­ტუ­რად იხარ­ჯე­ბა.

"მი­დის ბრძო­ლა ბი­უ­ჯე­ტის ცალ­კე­უ­ლი მუხ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე რო­მელ სა­მი­ნის­ტროს რა თან­ხე­ბი გა­მო­ე­ყოს, რისი და­ფი­ნან­სე­ბა მოხ­დეს. კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს თა­ვად ბან­კის კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი, ფორ­მა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც თა­ვის კლი­ენ­ტებ­ზე გა­დის ან რო­გორ იზი­დავს ფი­ნან­სურ სახ­სრებს.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

მთავრობისა და ბანკების საიდუმლო სესხები

მთავრობისა და ბანკების საიდუმლო სესხები

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საზოგადოება მხოლოდ იმას ხედავს, თუ როგორ შოულობენ ფულს ბანკები მოქალაქეების ხარჯზე

ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის დასაკრედიტებლად კომერციულ ბანკებს 129 მილიონი ლარი უკვე ასესხა. ქვეყნის შიდა ვალს ეს თანხაც დაემატა, რომლის მომსახურებაზეც სახელმწიფო ბიუჯეტი 7-11%-ს იხდის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვალის მომსახურება გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ხდება, არ არსებობს ინფორმაცია, ახალი ტიპის ვალით რა სახის პროექტები დაფინანსდა და კონკრეტულად რა სარგებელი მიიღო ქვეყნის ეკონომიკამ.

13 აგვისტოს ეკონომიკის გრძელვადიანი დაკრედიტების მიზნით, ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს მიერ ემისირებულ 50 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციას გაყიდის. "რეზონანსი" უკვე წერდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის განმავლობაში 910 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისია დაგეგმა. ამ თანხიდან 310 მილიონი ლარით ძველი ვალდებულებები იფარება. დარჩენილი 600 მილიონი ლარით კი ახალ შიდა ვალს ვიღებთ. აქედან 400 მილიონი ლარი მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაფინანსებას. 200 მილიონი ლარი კი მიიმართება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფისათვის.

კერძოდ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შემუშავდა თანხის კომერციულ ბანკებში განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც სახაზინო ობლიგაციების გაყიდვით შემოსული 200 მილიონი ლარი დეპოზიტის სახით განთავსდება იმავე კომერციულ ბანკებში, რომლებიც შეიძენენ ფინანსთა სამინისტროს ფასიან ქაღალდებს; ანუ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებისგან მიღებულ ძვირიან სესხს ისევ კომერციულ ბანკებს აძლევს 1%-ად. ამ შემთხვევაში მოგებულია კომერციული ბანკი, მაგრამ რა სარგებელს იღებს შიდა ვალის 200 მილიონი ლარით გაზრდით ქვეყნის ეკონომიკა უცნობია, ვინაიდან აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა ამ თანხის მოძრაობა.

"რეზონანსს" ფინანსთა სამინისტროში განუმარტეს, რომ სამინისტრო აღნიშნული თანხის ზედამხედვლეობას არ ახორციელებს, თუმცა მას აქვს დეტალური ინფორმაცია თუ რა სახის პროექტები დააფინანსეს კომერციულმა ბანკებმა ამ ფულით.

რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებას, ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს არის ორი კერძო პირის ურთიერთობა და ფინანსთა სამინისტროს კანონი არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ეს ურთიერთობა საჯარო გახადოს. "ინფორმაციის გასაჯაროება ბანკისა და მსესხებელის გადასაწყვეტია", - აღნიშნეს ფინანსთა სამინისტროში.

ამ დროისთვის, "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის მექანიზიმს ფარგლებში 44 მილიონი ლარის 2-წლიანი სახაზინო ობლიგაციების ემისია 12 თებერვალს განხორციელდა. გაურკვეველია, ეს ფული რომელ ბანკში მოხვდა და რა ტიპის პროექტს მოხმარდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიუჯეტმა ამ ფინანსურ რესურსში 7% უნდა გადაიხადოს. მორიგი ემისია 5 მარტს შედგა - 44 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაცია, რომლის საპროცენტო განაკვეთმა 10%-ს გადააჭარბა.

მეორე კვარტალში ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკის დაკრედიტების მიზნით სახაზინო ობლიგაციები აღარ გაუყიდია. მესამე კვარტალში კი მორიგი ემისია 16 ივლისს განხორციელდა, გამოვიდა 41 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი 9,5%-ია.

13 აგვისტოს კი ფინანსთა სამინისტრო 50 მილიონი ლარის 2-წლიან ობლიგაციას გამოუშვებს და განსაზღვრული 200 მილიონიდან ბანკები 180 მილიონი ლარს აითვისებენ.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბანკებზე კონტროლი ვერ განხორციელდება, თუმცა ეკონომიკური პირობები ამ თანხების სხვაგვარად განკარგვას პრაქტიკულად გამორიცხავს. მინისტრის ინფორმაციით, ბანკები ნამდვილად გასცემენ გრძელვადიან კრედიტებს და მათთან სამინისტროს აქვს კომუნიკაცია. "თუმცა ეს არ არის კონტროლი. ეს არის თანამშრომლობა",- განაცხადა ხადურმა.

"ლიბერთი ბანკმა" "კომერსანტ.გე"-სთან საუბრისას მხოლოდ ის განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ვადიანი დეპოზიტი სამეწარმეო სექტორის დაკრედიტებაში სრულად დააბანდეს.

"აღნიშნული რესურსი გადანაწილდა რამდენიმე სექტორზე და მოიცვა მეცხოველეობა, ხორცპროდუქტების წარმოება, სასურსათო მაღაზიების ქსელის განვითარება, მარცვლეული კულტურების მოყვანა და საოჯხაო სასტუმროების განვითარება. აღნიშნული სესხები არის დენომინირებული ლარში, გრძელვადიანია და მათი მინიმალური ვადა 5 წელს შეადგენს",- განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.

მსგავსი განცხადება გააკეთეს "საქართველოს ბანკში". კერძოდ, ბანკს დაწყებული აქვს დაკრედიტება თითქმის ყველა მიმართულებით, როგორც საცალო საბანკო ასევე ბიზნეს სესხების კუთხით.

სპეციალისტების განმარტებით, არა აქვს მნიშვნელობა ეს ვისი ფულია, ეს უკვე არის შიდა ვალი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტმა უნდა გაისტუმროს. გარდა ამისა, ვალის მომსახურებასაც ბიუჯეტი აფინანსებს, შესაბამისად, თითოეული ტრანზაქცია გამჭვირვალე უნდა იყოს.

ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, საბიუჯეტო სახსრების გამოყენება, ნებისმიერი ტრანზაქცია უნდა იყოს საჯარო, ტრანსფარენტული და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ეს თანხა ადეკვატურად იხარჯება.

"მიდის ბრძოლა ბიუჯეტის ცალკეული მუხლების დამტკიცებამდე რომელ სამინისტროს რა თანხები გამოეყოს, რისი დაფინანსება მოხდეს. კომერციული საიდუმლოება შეიძლება იყოს თავად ბანკის კონკრეტული პროდუქტი, ფორმა, რომლის საშუალებითაც თავის კლიენტებზე გადის ან როგორ იზიდავს ფინანსურ სახსრებს.

იხილეთ სტატია სრულად

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?