პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოდუა სააკაშვილმა და ბოკერიამ დააშანტაჟეს"
"კოდუა სააკაშვილმა და ბოკერიამ დააშანტაჟეს"

ერეკ­ლე კო­დუ­ამ, სოდ-ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა - ისა­უბ­რა 2007 წელს ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან ლონ­დო­ნურ შეხ­ვედ­რა­ზე და თქვა, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის გა­მო­საწ­ვე­ვად მას სა­კუ­თა­რი გა­რე­მოც­ვი­დან ოთხი პი­რის მკვლე­ლო­ბა და­უკ­ვე­თა, მათ შო­რის ერთ-ერთი გოგა ხა­ინ­დრა­ვა იყოო (და­ნარ­ჩე­ნი სა­მის ვი­ნა­ო­ბა მის­თვის უც­ნო­ბია). ჩვენ რე­ჟი­სორ გოგა ხა­ინ­დრა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით:

- იო­ტი­სო­დე­ნა ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ეს სრუ­ლი აბ­სურ­დი და სი­გი­ჟეა. მე და ბად­რი მე­ო­რე კლა­სი­დან ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით და ბოლო წლებ­ში უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ბევ­რმა აქ­ცია ზურ­გი ბად­რის, მა­რო­დი­ო­რე­ბად გა­და­იქ­ცნენ და დღე­საც წე­წა­ვენ მის ქო­ნე­ბას, თან მის მე­გობ­რე­ბად ასა­ღე­ბენ თავს. შე­იქ­მნა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პარ­ტია, რო­მე­ლიც ბად­რის ოჯახს უჩი­ვის და მისი სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ობს არ­ჩევ­ნებ­ში. თუ ვინ­მე იყო ბად­რის გა­რე­მოც­ვა­ში უან­გა­რო მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ეს მე ვი­ყა­ვი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა მიზ­ნით გა­კეთ­და აქ­ცენ­ტი თქვენ­ზე, თქვენ ხომ რა­ხა­ნია ჩა­მო­შორ­დით პო­ლი­ტი­კას?

- პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი ამი­სა არის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სრუ­ლი სა­სო­წარ­კვე­თა. კარ­გად იცი­ან, დად­გა მათი პო­ლი­ტი­კუ­რი აღ­სას­რუ­ლი. თუ ოდეს­მე მო­ვი­დო­და ეს დღე, სა­ა­კაშ­ვილს ორი მი­ზე­ზის გამო ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა: 1. იმი­ტომ, რომ ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლია და 2. ლო­ბის­ტე­ბის იმე­დი ჰქონ­და, თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ, რომ­ლებ­საც აქვთ უნა­რი, ხან­და­ხან დი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა და სურ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რა­ზე წინ და­ა­ყე­ნონ.

სა­ა­კაშ­ვი­ლი ბოლო წუ­თამ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ის, რაც მოხ­და, არ მოხ­დე­ბო­და. როცა და­ი­ნა­ხა, დღეს პა­სუ­ხის­გე­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი, ში­ზოფ­რე­ნი­ამ წი­თელ ზოლს გა­და­ა­მე­ტა და ეს აბ­სურ­დი გა­მო­ა­ცხო. მხო­ლოდ მათ ავად­მყოფ გო­ნე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ი­ბა­დოს მე­გობ­რი­სა და ახ­ლობ­ლის გა­წირ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ასე და­მარ­თეს თა­ვი­ანთ მე­გო­ბარ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას. "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" დიდი ხა­ნია, ყელ­ში ვე­ჩხი­რე­ბი. ერთ-ერთი, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" და პი­რა­დად სა­ა­კაშ­ვი­ლი ხერ­ხე­მალ­ში გა­და­ტე­ხა, მე ვი­ყა­ვი. ამა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით იმოქ­მე­და ჩემ­მა ფილმმა "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა", რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის წინ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ ევ­რო­პა­ში გა­ვი­და. ეს ფილ­მი, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ნა­ჩე­ნია.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ერეკ­ლე კო­დუ­ას დუ­მი­ლის დარ­ღვე­ვა იმას და­უ­კავ­ში­რა, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" ცდი­ლობს 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბის, ასე ვთქვათ, "გაპ­რა­ვე­ბას", მა­შინ, როცა სა­ა­კაშ­ვილ­სა და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს სულ ახ­ლა­ხან სწო­რედ ამ მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი.

- ყვე­ლამ იცის, რა მოხ­და 7 ნო­ემ­ბერს, რომ არა­ნა­ი­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. ვი­თა­რე­ბა ასე­თი იყო: გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ 27 სექ­ტემ­ბერს და­ა­ა­ნონ­სა 2 ნო­ემ­ბრის გრან­დი­ო­ზუ­ლი მი­ტინ­გი. ამ დღეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მარ­თლაც უამ­რა­ვი ხალ­ხი გა­მო­ვი­და. ბად­რი 2 ნო­ემ­ბერს მო­ვი­და მი­ტინგზე. არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი მო­წო­დე­ბა გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­კენ. პი­რი­ქით, ჩვე­ნი ნა­ბი­ჯი - 200 ათა­სი კაცი რომ შინ მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­ვუშ­ვით, შემ­დგომ ყელ­ში ამოგ­ვა­დი­ნეს, რო­გორც ჩვე­ნი შეც­დო­მა. ჩვენ მშვი­დო­ბი­ა­ნად დავ­შა­ლეთ მი­ტინ­გი და გა­მო­ვა­ცხა­დეთ შიმ­ში­ლო­ბა. 7 ნო­ემ­ბერს შიმ­ში­ლო­ბის მე­ექ­ვსე დღე იყო, 40 კაცი დავ­ლას­ლა­სებ­დით პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ და რისი თავი გვქონ­და?!

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"კოდუა სააკაშვილმა და ბოკერიამ დააშანტაჟეს"

"კოდუა სააკაშვილმა და ბოკერიამ დააშანტაჟეს"

ერეკლე კოდუამ, სოდ-ის ყოფილმა უფროსმა სკანდალური განცხადება გააკეთა - ისაუბრა 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილთან ლონდონურ შეხვედრაზე და თქვა, რომ ბიზნესმენმა სამოქალაქო არეულობის გამოსაწვევად მას საკუთარი გარემოცვიდან ოთხი პირის მკვლელობა დაუკვეთა, მათ შორის ერთ-ერთი გოგა ხაინდრავა იყოო (დანარჩენი სამის ვინაობა მისთვის უცნობია). ჩვენ რეჟისორ გოგა ხაინდრავას დავუკავშირდით:

- იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს სრული აბსურდი და სიგიჟეა. მე და ბადრი მეორე კლასიდან ერთად ვიზრდებოდით და ბოლო წლებში უახლოესი მეგობრები ვიყავით. ბევრმა აქცია ზურგი ბადრის, მაროდიორებად გადაიქცნენ და დღესაც წეწავენ მის ქონებას, თან მის მეგობრებად ასაღებენ თავს. შეიქმნა პატარკაციშვილის სახელობის პარტია, რომელიც ბადრის ოჯახს უჩივის და მისი სახელით მონაწილეობს არჩევნებში. თუ ვინმე იყო ბადრის გარემოცვაში უანგარო მასთან ურთიერთობაში, ეს მე ვიყავი.

- როგორ ფიქრობთ, რა მიზნით გაკეთდა აქცენტი თქვენზე, თქვენ ხომ რახანია ჩამოშორდით პოლიტიკას?

- პირველი მიზეზი ამისა არის "ნაციონალების" სრული სასოწარკვეთა. კარგად იციან, დადგა მათი პოლიტიკური აღსასრული. თუ ოდესმე მოვიდოდა ეს დღე, სააკაშვილს ორი მიზეზის გამო ვერ წარმოედგინა: 1. იმიტომ, რომ ფსიქიკურად დაავადებულია და 2. ლობისტების იმედი ჰქონდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებსაც აქვთ უნარი, ხანდახან დინების წინააღმდეგ წავიდნენ და საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე წინ დააყენონ.

სააკაშვილი ბოლო წუთამდე დარწმუნებული იყო, რომ ის, რაც მოხდა, არ მოხდებოდა. როცა დაინახა, დღეს პასუხისგებაშია მიცემული, შიზოფრენიამ წითელ ზოლს გადაამეტა და ეს აბსურდი გამოაცხო. მხოლოდ მათ ავადმყოფ გონებაში შეიძლება დაიბადოს მეგობრისა და ახლობლის გაწირვის გადაწყვეტილება. ასე დამართეს თავიანთ მეგობარ ზურაბ ჟვანიას. "ნაციონალებს" დიდი ხანია, ყელში ვეჩხირები. ერთ-ერთი, ვინც "ნაციონალები" და პირადად სააკაშვილი ხერხემალში გადატეხა, მე ვიყავი. ამაზე განსაკუთრებით იმოქმედა ჩემმა ფილმმა "დემოკრატიის შუქურა", რომელიც არჩევნების წინ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში გავიდა. ეს ფილმი, პრაქტიკულად, სააკაშვილის განაჩენია.

- საზოგადოების ნაწილმა ერეკლე კოდუას დუმილის დარღვევა იმას დაუკავშირა, რომ "ნაცმოძრაობა" ცდილობს 7 ნოემბრის მოვლენების, ასე ვთქვათ, "გაპრავებას", მაშინ, როცა სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს სულ ახლახან სწორედ ამ მუხლით წაუყენეს ბრალი.

- ყველამ იცის, რა მოხდა 7 ნოემბერს, რომ არანაირი გადატრიალება არ ყოფილა. ვითარება ასეთი იყო: გაერთიანებულმა ოპოზიციამ 27 სექტემბერს დააანონსა 2 ნოემბრის გრანდიოზული მიტინგი. ამ დღეს საპროტესტო აქციაზე მართლაც უამრავი ხალხი გამოვიდა. ბადრი 2 ნოემბერს მოვიდა მიტინგზე. არ ყოფილა არანაირი მოწოდება გადატრიალებისკენ. პირიქით, ჩვენი ნაბიჯი - 200 ათასი კაცი რომ შინ მშვიდობიანად გავუშვით, შემდგომ ყელში ამოგვადინეს, როგორც ჩვენი შეცდომა. ჩვენ მშვიდობიანად დავშალეთ მიტინგი და გამოვაცხადეთ შიმშილობა. 7 ნოემბერს შიმშილობის მეექვსე დღე იყო, 40 კაცი დავლასლასებდით პარლამენტის შენობის წინ და რისი თავი გვქონდა?!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა