მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა ნებიერიძე ოქროს თევზს ელაპარაკება
ნანა ნებიერიძე ოქროს თევზს ელაპარაკება

მო­ცუ­რა­ვე ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტი­დან "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­იც­ნო. მას მერე ეს მშვე­ნი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი არა­ერთ ტე­ლე­შო­უ­ში მი­იწ­ვი­ეს. გა­ვი­ცა­ნით მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ნინა, მისი ძაღ­ლი მა­ი­ლოც. მა­ი­ლო ახლა უკვე სამი შვი­ლის დე­დაა. ნანა ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­ტა­ზე, ზღვის გოჭ­სა და მა­ი­ლო­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით გი­ამ­ბობთ.

- ბავ­შვო­ბი­დან ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დი. მგო­ნი, ყვე­ლა ცხო­ვე­ლი და ფრინ­ვე­ლი მყავ­და სახ­ლში: კუ, კატა, თევ­ზე­ბი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ქათ­მე­ბი, ჩი­ტე­ბი, ზღვის გოჭი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი. ეზო­ი­ა­ნი სახ­ლი გვაქვს და იყო ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ჩვენს მშობ­ლებს ოთხი შვი­ლი ჰყავ­დათ მუდ­მი­ვად: მე, ჩემი და, ჩემი ძმა და ძაღ­ლი. მა­მა­ჩე­მი ძაღ­ლე­ბის ფა­ნია. მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა სახ­ლში გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზე­ბი გვყავ­და. მერე ზოგი სი­ბე­რით მოკ­ვდა, ზოგი - ავად­მყო­ფო­ბით. ძაღ­ლი ჩვენს სახ­ლში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხის წევ­რია, ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის­გან არაფ­რით გა­მო­ვარ­ჩევთ.

- სულ რამ­დე­ნი ძაღ­ლი გყავ­და?

- უი, არ ვიცი, ბევ­რი, არც და­მით­ვლია. ერთი "ტიგ­რო­ვი ბოქ­სი­ო­რი" მყავ­და, და­ნარ­ჩე­ნი - სულ გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზე­ბი. ორი წლის წინ მა­ი­ლო მა­ჩუ­ქეს. მას მერე ერ­თად ვართ და მას­ზე ვგიჟ­დე­ბი. მას უფრო დე­და­ჩე­მი უყ­ვარს, რად­გან მეტი დრო აქვს მო­სავ­ლე­ლად. დე­და­ჩე­მიც გიჟ­დე­ბა მა­ი­ლო­ზე. ახლა, რომ მომ­ყავ­და, მეხ­ვე­წე­ბო­და, მალე მო­მიყ­ვა­ნეო.

- რა ჯი­შია?

- "ჯეკ-რა­სერ-ტე­რი­ე­რი". მი­ლი­ონპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი პო­ზი­ტი­ვი მო­აქვს ოჯახ­ში. რო­გო­რი პრობ­ლე­მაც უნდა გქონ­დეს, ყვე­ლა­ფერს გა­ვი­წყებს.

- მა­ი­ლო ფილ­მი­დან "ნი­ღა­ბი" და­არ­ქვი?

- ჰო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ ფილმში მა­ი­ლო ცოტა დი­დია და თან ბი­ჭია, მა­ინც ეს სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი ჩემს გო­გოს. მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ "ჯეკ-რა­სერ-ტე­ი­ე­რი" ყვე­ლა მა­ი­ლოა (იღი­მე­ბა).

- ვინ გა­ჩუ­ქა მა­ი­ლო?

- ახ­ლო­ბელ­მა მა­ჩუ­ქა და­ბა­დე­ბის დღე­ზე. მა­შინ უკვე არ გვყავ­და ძაღ­ლი. თან ჩემი და იმ პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კა­ში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და ოჯახ­ში დავ­ცო­ტავ­დით. თუმ­ცა, მა­ი­ლო ჩემი და კი არა, ჩემი შვი­ლია. ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რომ მაქვს, მას­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო. თვა­ლებ­ში რომ შევ­ხე­დავ, ვიცი, რა აწუ­ხებს, რა სტკი­ვა, რა­ტომ არ არის ხა­სი­ათ­ზე. გა­მო­უ­ძი­ნე­ბე­ლია თუ არა. ამას წი­ნათ შე­ვა­ტყვე, ვერ იყო ხა­სი­ათ­ზე, დე­და­ჩემს ვკი­თხე, წუ­ხელ ცუ­დად ეძი­ნა-მეთ­ქი და და­მე­თან­ხმა, გვი­ა­ნო­ბამ­დე კომ­პი­უ­ტერ­თან ვი­ჯე­ქი და უჩე­მოდ არ და­ი­ძი­ნაო. მა­ი­ლოს დე­და­ჩე­მის სა­წოლ­ში სძი­ნავს. დე­დას თუ ღვი­ძავს, არც ეს იძი­ნებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ნანა ნებიერიძე ოქროს თევზს ელაპარაკება

ნანა ნებიერიძე ოქროს თევზს ელაპარაკება

მოცურავე ნანა ნებიერიძე ქართველმა საზოგადოებამ პროექტიდან ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' გაიცნო. მას მერე ეს მშვენიერი ქალბატონი არაერთ ტელეშოუში მიიწვიეს. გავიცანით მისი ქალიშვილი ნინა, მისი ძაღლი მაილოც. მაილო ახლა უკვე სამი შვილის დედაა. ნანა ჩვენთან ინტერვიუში კატაზე, ზღვის გოჭსა და მაილოზე დაწვრილებით გიამბობთ.

- ბავშვობიდან ცხოველებთან ერთად ვიზრდებოდი. მგონი, ყველა ცხოველი და ფრინველი მყავდა სახლში: კუ, კატა, თევზები, დეკორატიული ქათმები, ჩიტები, ზღვის გოჭი. ძალიან მიყვარს ცხოველები. ეზოიანი სახლი გვაქვს და იყო ამის შესაძლებლობა. ჩვენს მშობლებს ოთხი შვილი ჰყავდათ მუდმივად: მე, ჩემი და, ჩემი ძმა და ძაღლი. მამაჩემი ძაღლების ფანია. მთელი ჩემი ბავშვობა სახლში გერმანული ნაგაზები გვყავდა. მერე ზოგი სიბერით მოკვდა, ზოგი - ავადმყოფობით. ძაღლი ჩვენს სახლში ჩვეულებრივი ოჯახის წევრია, ოჯახის დანარჩენი წევრებისგან არაფრით გამოვარჩევთ.

- სულ რამდენი ძაღლი გყავდა?

- უი, არ ვიცი, ბევრი, არც დამითვლია. ერთი ''ტიგროვი ბოქსიორი'' მყავდა, დანარჩენი - სულ გერმანული ნაგაზები. ორი წლის წინ მაილო მაჩუქეს. მას მერე ერთად ვართ და მასზე ვგიჟდები. მას უფრო დედაჩემი უყვარს, რადგან მეტი დრო აქვს მოსავლელად. დედაჩემიც გიჟდება მაილოზე. ახლა, რომ მომყავდა, მეხვეწებოდა, მალე მომიყვანეო.

- რა ჯიშია?

- ''ჯეკ-რასერ-ტერიერი''. მილიონპროცენტიანი პოზიტივი მოაქვს ოჯახში. როგორი პრობლემაც უნდა გქონდეს, ყველაფერს გავიწყებს.

- მაილო ფილმიდან ''ნიღაბი'' დაარქვი?

- ჰო, მიუხედავად იმისა, რომ იმ ფილმში მაილო ცოტა დიდია და თან ბიჭია, მაინც ეს სახელი დავარქვი ჩემს გოგოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ''ჯეკ-რასერ-ტეიერი'' ყველა მაილოა (იღიმება).

- ვინ გაჩუქა მაილო?

- ახლობელმა მაჩუქა დაბადების დღეზე. მაშინ უკვე არ გვყავდა ძაღლი. თან ჩემი და იმ პერიოდში ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად და ოჯახში დავცოტავდით. თუმცა, მაილო ჩემი და კი არა, ჩემი შვილია. ვცდილობ, თავისუფალი დრო რომ მაქვს, მასთან ერთად გავატარო. თვალებში რომ შევხედავ, ვიცი, რა აწუხებს, რა სტკივა, რატომ არ არის ხასიათზე. გამოუძინებელია თუ არა. ამას წინათ შევატყვე, ვერ იყო ხასიათზე, დედაჩემს ვკითხე, წუხელ ცუდად ეძინა-მეთქი და დამეთანხმა, გვიანობამდე კომპიუტერთან ვიჯექი და უჩემოდ არ დაიძინაო. მაილოს დედაჩემის საწოლში სძინავს. დედას თუ ღვიძავს, არც ეს იძინებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება