პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოელ ბავშვს 232 კბილი ამოუღეს
ინდოელ ბავშვს 232 კბილი ამოუღეს

ინ­დო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს - მათ 17 წლის მო­ზარდს ზედ­მე­ტი 232 კბი­ლი ამო­უ­ღეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას The Times of India ავ­რცე­ლებს.

ოპე­რა­ცია თით­ქმის 7 სა­ათს გრძელ­დე­ბო­და და მე­დი­კო­სე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ შემ­თხვე­ვა გი­ნე­სის რე­კორ­დებ­ში მოხ­ვედ­რის ღირ­სია.

17 წლის აშიკ გა­ვა­იმ სა­ა­ვად­მყო­ფოს კბი­ლის ტკი­ვი­ლის ჩი­ვი­ლით მი­ა­კი­თხა. მას შემ­დეგ რაც მისი სოფ­ლის ექი­მებ­მა ვერ და­ად­გი­ნეს ტკი­ვი­ლის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი, მშობ­ლებ­მა ბიჭი მუმ­ბა­ი­ში ჩა­იყ­ვა­ნეს.

ად­გი­ლობ­რივ­მა ქი­რურ­გებ­მა მო­ზარდს გან­ვი­თა­რე­ბის ნაკ­ლი და­უდ­გი­ნეს, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნა­ში ცნო­ბი­ლია რთუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოდონ­ტო­მის სა­ხე­ლით. ეს ერ­თგვა­რი კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ან გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი კბი­ლე­ბის­გან.

ბიჭს 7 სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამო­ღე­ბუ­ლი კბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 232-ზე ნაკ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბიჭი უკბი­ლოდ არ დარ­ჩე­ნი­ლა. ამ­ჟა­მად მას 28 კბი­ლი აქვს.

ინდოელ ბავშვს 232 კბილი ამოუღეს

ინდოელ ბავშვს 232 კბილი ამოუღეს

ინდოელმა სპეციალისტებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს - მათ 17 წლის მოზარდს ზედმეტი 232 კბილი ამოუღეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of India ავრცელებს.

ოპერაცია თითქმის 7 საათს გრძელდებოდა და მედიკოსები მიიჩნევენ, რომ შემთხვევა გინესის რეკორდებში მოხვედრის ღირსია.

17 წლის აშიკ გავაიმ საავადმყოფოს კბილის ტკივილის ჩივილით მიაკითხა. მას შემდეგ რაც მისი სოფლის ექიმებმა ვერ დაადგინეს ტკივილის გამომწვევი მიზეზები, მშობლებმა ბიჭი მუმბაიში ჩაიყვანეს.

ადგილობრივმა ქირურგებმა მოზარდს განვითარების ნაკლი დაუდგინეს, რომელიც მედიცინაში ცნობილია რთული კომპლექსური ოდონტომის სახელით. ეს ერთგვარი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც შედგება  სრულფასოვანი ან განუვითარებელი კბილებისგან.

ბიჭს 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები ამბობენ, რომ ამოღებული კბილების რაოდენობა 232-ზე ნაკლები არ იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბიჭი უკბილოდ არ დარჩენილა. ამჟამად მას 28 კბილი აქვს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს