საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ოცნებობენ ნოე სულაბერიძის შვილები
რაზე ოცნებობენ ნოე სულაბერიძის შვილები

ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რო­დე­საც რეს­პონ­დენ­ტად პა­ტა­რე­ბი მყავს. ბავ­შვებ­თან ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ ყო­ველ­თვის სა­ო­ცარ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს, რად­გა­ნაც გულ­წრფე­ლე­ბი, მხი­ა­რუ­ლე­ბი არი­ან და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით მმუხ­ტა­ვენ. ამ­ჟა­მად პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის შვი­ლებს - 10 წლის საშ­კა­სა და 6 წლის ლი­ზას ვე­სა­უბ­რე... ისი­ნი ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს. მათ­თან სა­უბ­რი­სას კაცი ვერც კი იფიქ­რებს, რომ ერთი დე­დის შვი­ლე­ბი არ არი­ან (საშ­კა ნოეს უფ­რო­სი შვი­ლია - პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, ლიზა კი ეკა სამ­ხა­რა­ძის­გან ჰყავს).

ლიზა:

- "ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფალ სკო­ლა­ში" დავ­დი­ვარ და უკვე მე­ო­რე კლას­ში გა­და­ვე­დი...

საშ­კა:

- მე კი პირ­ვე­ლი გიმ­ნა­ზი­ის მოს­წავ­ლე ვარ. სექ­ტემ­ბერ­ში მე­ექ­ვსე კლას­ში წა­ვალ.

- "ფე­ის­ბუკ­ზე" შენი ვი­დეო ვნა­ხე, სა­დაც პირ­ვე­ლი გიმ­ნა­ზი­ი­დან სხვა სკო­ლა­ში გა­დას­ვლას გა­ნიც­დი­დი და ძველ მე­გობ­რებს ჰპირ­დე­ბო­დი, რომ მათ­თან აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბო­დი...

- სხვა სკო­ლა­ში გა­დას­ვლა არ მინ­დო­და და მი­ხა­რია, რომ ისევ ჩემს კლა­სე­ლებ­თან ვარ. იქა­უ­რო­ბას თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან შე­ვეჩ­ვიე.

- რო­გორ სწავ­ლობთ?

ლიზა:

- მიყ­ვარს სწავ­ლა და არ ვზარ­მა­ცობ. კი­თხვაც მიყ­ვარს და ქარ­თუ­ლი ენაც.

საშ­კა:

- ჩემი საყ­ვა­რე­ლი საგ­ნე­ბია მა­თე­მა­ტი­კა და ქარ­თუ­ლი. ზარ­მა­ცო­ბა არც მე მა­ხა­სი­ა­თებს. სა­ერ­თოდ, მინ­და, ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მო­ვი­დე და სკო­ლას რომ და­ვამ­თავ­რებ, მერე რა­ღაც გა­მო­ვი­გო­ნო...

- რა უნდა გა­მო­ი­გო­ნო?

- მა­გა­ზე ახლა და­ვი­წყებ ფიქ­რს...

ლიზა:

- მე ჯერ არ ვიცი, ვინ უნდა გა­მო­ვი­დე. სწავ­ლაც მიყ­ვარს, ცეკ­ვაც და სიმ­ღე­რაც.

- მა­მა­ზე რას გვე­ტყვით?

საშ­კა:

- ის თა­ვის სი­ტყვას მუ­დამ ას­რუ­ლებს; რა­საც გვპირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს; სა­დაც გვი­ხა­რია წას­ვლა, ყველ­გან დავ­ყა­ვართ...

ლიზა:

- მამა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ოღონდ, ცოტა სე­რი­ო­ზუ­ლია...

- გიბ­რაზ­დე­ბა ხოლ­მე?

საშ­კა:

- თუ და­ვა­შა­ვებთ, უნდა გაგ­ვიბ­რაზ­დეს...

- ამ ზა­ფხულს სად უნდა და­ის­ვე­ნოთ?

საშ­კა:

- მე ჯერ ფეხ­ბურ­თის შეკ­რე­ბა­ზე კო­ჯორ­ში მივ­დი­ვარ, მერე ოჯახ­თან ერ­თად, ბორ­ჯომ­ში წა­ვალ (ბე­ბი­ამ ასე მი­თხრა), შემ­დეგ ქო­ბუ­ლეთ­ში წა­მიყ­ვა­ნენ.

ლიზა:

- მალე ბე­ბია და ბა­ბუა, დე­დი­კოს მშობ­ლე­ბი ჩა­მოვ­ლენ და ზეს­ტა­ფონ­ში წა­მიყ­ვა­ნენ. მერე მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ჩვენ­მა დე­დი­კო­ებ­მა ეგ­ვიპ­ტე­ში უნდა წაგ­ვიყ­ვა­ნონ და ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

- ლიზა, შენს დე­დი­კო­ზე რას გვე­ტყვი?

- დედა და მამა - ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი დე­დი­კო - ეკა სამ­ხა­რა­ძე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს და ჟურ­ნა­ლის­ტია...

- რო­გორ გგო­ნია, გა­რეგ­ნო­ბით ვის ჰგავ­ხარ?

- ორი­ვეს ვგა­ვარ. იცი, კარ­გი დე­დი­კო მყავს და ისიც მა­მა­სა­ვით ცოტა არ იყოს, სე­რი­ო­ზუ­ლია...

- საშ­კა, შენ რას გვე­ტყვი დე­და­ზე?

- დე­და­ჩე­მი რუს­კა მე­ლა­ძეა. მე­სა­მე წე­ლია, შვე­დეთ­შია და იქ მუ­შა­ობს.

- გე­ნატ­რე­ბა?

- დიახ და ნოემ შარ­შან აგ­ვის­ტო­ში წა­მიყ­ვა­ნა კი­დეც მას­თან, სამი დღით... ისე, ეკა (ლი­ზას დედა. - ავტ.) დე­და­სა­ვით მყავს.

- ეს ვისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

- მა­მი­კოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ეკას­თან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, რად­გა­ნაც ხში­რად მი­წევს ჩემს და­ი­კოს­თან ყოფ­ნა... ჩვენ შო­რის სხვა­ო­ბა 4 წე­ლია. ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს.

პა­ტა­რა სუ­ლა­ბე­რი­ძე­ე­ბის სა­უ­ბარს მათი მამა - ნოეც ეს­წრე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე კი­თხვა მა­საც და­ვუს­ვი.

- შვი­ლებ­ზე რას გვე­ტყვი?

- მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი არი­ან. რა­საც გა­და­წყვე­ტენ, იმ საქ­მეს აუ­ცი­ლებ­ლად ბო­ლომ­დე მიჰ­ყვე­ბი­ან... გა­სა­ო­ცა­რი იყო, საშ­კამ "ფე­ის­ბუკ­ზე" ვი­დეო რომ "ატ­ვირ­თა" და ძველ კლა­სე­ლებს მო­კი­თხვა შე­უთ­ვა­ლა. ამას მო­ფიქ­რე­ბა ხომ უნ­დო­და? სხვა­თა შო­რის, ეს ამ­ბა­ვი შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე. სამ­სა­ხურ­ში მი­ვე­დი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ლა­პა­რა­კობ­დნენ იმა­ზე, თუ რა გა­ა­კე­თა საშ­კამ. ვი­დეო რომ ვნა­ხე, გა­ვოც­დი, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, ეს გო­ნივ­რუ­ლი სვლა იყო, თან, ასე თბი­ლად და რბი­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი. ამ ყვე­ლაფ­რის წყა­ლო­ბით ის თა­ვის საყ­ვა­რელ სკო­ლა­ში დაბ­რუნ­და... მე­გობ­რუ­ლი კლა­სი აქვს და მათ­თან და­შო­რე­ბას ვერ შე­ე­გუა. "ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფალ სკო­ლა­ში" მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი წელი იარა... ლიზა წელს შე­ვი­და სკო­ლა­ში. კლას­ში ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სია, რად­გა­ნაც სწავ­ლა 5 წლი­სამ და­ი­წყო. კარ­გი მოს­წავ­ლეა, სულ სი­გე­ლი მო­აქვს ხოლ­მე. მათ­თან სწავ­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დია - კლა­სი ირ­ჩევს სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლეს და ა.შ.

- ჭკვი­ა­ნი ბავ­შვე­ბი ჩა­ნან...

- კი, მაგ­რამ ცელ­ქე­ბიც არი­ან. მათ რომ ვუ­ყუ­რებ, ჩემი ბავ­შვო­ბა მა­გონ­დე­ბა: მეც მო­უს­ვე­ნა­რი ვი­ყა­ვი, სულ რა­ღა­ცის ძი­ე­ბა­ში გახ­ლდით. რო­გორც ჩანს, გე­ნე­ტი­კა მა­ინც თა­ვი­სას შვრე­ბა. ორი­ვეს ჩემი მშობ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი ჰქვია - ელი­სა­ბე­დი და ალექ­სან­დრე (მამა დიდი ხა­ნია, აღარ მყავს).

- კარ­გი მამა ხარ?

- არა მგო­ნია, ცუდი ვიყო, მაგ­რამ მინ­და, შვი­ლე­ბის­თვის მეტი დრო მქონ­დეს. ვიცი, რომ ერ­თსაც და მე­ო­რე­საც ჩემ­თან ყოფ­ნა უფრო ხში­რად უნ­დათ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ა­თი გა­მო­მიჩ­ნდა, ისი­ნი სა­დღაც წა­ვიყ­ვა­ნო. რაც მთა­ვა­რია, ორი­ვეს მოს­წონს ჩემს პრო­ექ­ტებ­ზე სი­ა­რუ­ლი. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტია. ამ შოუს მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი მა­მათ­ქვე­ნია. ალ­ბათ ამით ამა­ყობთ, არა?

საშ­კა:

- კარ­გი პრო­ექ­ტია. მი­ხა­რია, რომ ის მა­მამ "გა­ა­კე­თა"... ბავ­შვე­ბის­თვი­საც რომ იყოს ასე­თი რამ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ცეკ­ვებ­დი.

- ლიზა, შენც ხომ არ გა­გიჩ­ნდა ცეკ­ვის სურ­ვი­ლი?

- ახლა - არა, მაგ­რამ როცა გა­ვიზ­რდე­ბი, მერე ვი­ცეკ­ვებ...

- კლას­ში ყვე­ლამ იცის, რომ ნოეს შვი­ლე­ბი ხართ? ამით ხომ არ ტრა­ბა­ხობთ?

საშ­კა:

- ტრა­ბა­ხი რა სა­ჭი­როა? ისე­დაც იცი­ან, ვისი შვი­ლიც ვარ.

ლიზა:

- მე კი მე­გობ­რე­ბის­თვის მით­ქვამს, რომ ცნო­ბი­ლი ბავ­შვი ვარ (იღი­მის).

- ცნო­ბი­ლი შენ ხარ თუ მა­მა­შე­ნი?

- ორი­ვე ცნო­ბი­ლე­ბი ვართ (იცი­ნის).

- დე­და­შე­ნიც (ეკა სამ­ხა­რა­ძე) ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია...

- კი, მაგ­რამ ნოე უფრო ცნო­ბი­ლია.

- მა­მი­კოს პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე შე­ნიშ­ვნას ხომ არ აძ­ლევთ?

- მე მა­გა­ლი­თად, არ მო­მე­წო­ნა, ია­სე­ნია რომ გა­ვარ­და, მას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი.

საშ­კა:

- მე ყვე­ლა მომ­წონს, ვინც ცეკ­ვავს, მაგ­რე­ბი არი­ან. ვინც გა­ი­მარ­ჯვებს, რა თქმა უნდა, ღირ­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა.

- ახლა ვინ გა­ი­მარ­ჯვებს (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია სა­ფი­ნა­ლო შო­უმ­დე. - ავტ.)?

ლიზა:

- მგო­ნი, თი­ე­ლი.

საშ­კა:

- მეც ასე მგო­ნია.

ნოე:

- მე­სა­მე სე­ზონ­ზე აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლად გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ "ყიფ­შოს" და ქეთი ხა­ტი­აშ­ვილს.

ლიზა:

- მე ქე­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვი­ყა­ვი და ქე­თიმ გა­ი­მარ­ჯვა...

საშ­კა:

- მე გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე მომ­წონ­და...

- კომ­პი­უ­ტერ­თან ბევრ დროს ატა­რებთ?

საშ­კა:

- კი, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია, თა­მა­შე­ბი (კა­ლათ­ბურ­თი, ფეხ­ბურ­თი) რე­ა­ლუ­რად ვი­თა­მა­შო, ვიდ­რე კომ­პი­უ­ტერ­ში.

ლიზი:

- მე თით­ქმის ყო­ველ­დღე ვთა­მა­შობ კომ­პი­უ­ტე­რით და არ მიბ­რაზ­დე­ბი­ან.

- ნოე, შენს შვი­ლებს სა­ჯა­როდ რა რჩე­ვებს აძ­ლევ?

- მინ­და, რომ საშ­კამ უფრო მეტი იკი­თხოს. ინ­ტერ­ნე­ტი შე­იძ­ლე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს, მაგ­რამ იმას, რა­საც წიგ­ნი მის­ცემს, ინ­ტერ­ნე­ტი ვერ მო­უ­ტანს. მინ­და, ჩემ­მა შვი­ლებ­მა ღი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი აირ­ჩი­ონ. გავა წლე­ბი და მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი არაფ­რის მომ­ტა­ნია. თუმ­ცა, დო­ზი­რე­ბუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია.

- მათ ერთი დედა არ ჰყავთ. რო­გორ მო­ა­ხერ­ხე, რომ ასე უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი?

- ამის­თვის თით­ქმის არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. მერ­წმუ­ნეთ, ლიზი ახა­ლი და­ბა­დე­ბუ­ლი რომ იყო, იმ პე­რი­ოდ­ში საშ­კას სახ­ლში თუ გა­ვუვ­ლი­დი და ვკი­თხავ­დი, - სად წა­გიყ­ვა­ნო-მეთ­ქი? ეგ­რე­ვე მპა­სუ­ხობ­და: ლი­ზის­თა­ნო. არც ზო­ო­პარ­კი უნ­დო­და, არც - "მაკ­დო­ნალდსი"... რო­გორც ჩანს, რა­ღაც უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბით არი­ან ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი.

- და­ბო­ლოს, ბავ­შვე­ბო, სა­ინ­ტე­რე­სოა, თქვენ რაზე ოც­ნე­ბობთ?

საშა:

- ძაღ­ლი (ლაბ­რა­დო­რი) მინ­და, მყავ­დეს. მამა მე­უბ­ნე­ბა, თუ სახ­ლში დაგ­თან­ხმდე­ბი­ან, გი­ყი­დიო.

ლიზი:

- მე კი პა­ტა­რა კნუ­ტი მინ­და. იმე­დია, მისი ყო­ლი­სა და მოვ­ლის უფ­ლე­ბას მომ­ცე­მენ.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რაზე ოცნებობენ ნოე სულაბერიძის შვილები

რაზე ოცნებობენ ნოე სულაბერიძის შვილები

ძალიან მიყვარს, როდესაც რესპონდენტად პატარები მყავს. ბავშვებთან ჩაწერილი ინტერვიუ ყოველთვის საოცარ ხასიათზე მაყენებს, რადგანაც გულწრფელები, მხიარულები არიან და დადებითი ენერგიით მმუხტავენ. ამჟამად პროდიუსერ ნოე სულაბერიძის შვილებს - 10 წლის საშკასა და 6 წლის ლიზას ვესაუბრე... ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მათთან საუბრისას კაცი ვერც კი იფიქრებს, რომ ერთი დედის შვილები არ არიან (საშკა ნოეს უფროსი შვილია - პირველი ქორწინებიდან, ლიზა კი ეკა სამხარაძისგან ჰყავს).

ლიზა:

- "ნიუტონის თავისუფალ სკოლაში" დავდივარ და უკვე მეორე კლასში გადავედი...

საშკა:

- მე კი პირველი გიმნაზიის მოსწავლე ვარ. სექტემბერში მეექვსე კლასში წავალ.

- "ფეისბუკზე" შენი ვიდეო ვნახე, სადაც პირველი გიმნაზიიდან სხვა სკოლაში გადასვლას განიცდიდი და ძველ მეგობრებს ჰპირდებოდი, რომ მათთან აუცილებლად დაბრუნდებოდი...

- სხვა სკოლაში გადასვლა არ მინდოდა და მიხარია, რომ ისევ ჩემს კლასელებთან ვარ. იქაურობას თავიდანვე ძალიან შევეჩვიე.

- როგორ სწავლობთ?

ლიზა:

- მიყვარს სწავლა და არ ვზარმაცობ. კითხვაც მიყვარს და ქართული ენაც.

საშკა:

- ჩემი საყვარელი საგნებია მათემატიკა და ქართული. ზარმაცობა არც მე მახასიათებს. საერთოდ, მინდა, ფეხბურთელი გამოვიდე და სკოლას რომ დავამთავრებ, მერე რაღაც გამოვიგონო...

- რა უნდა გამოიგონო?

- მაგაზე ახლა დავიწყებ ფიქრს...

ლიზა:

- მე ჯერ არ ვიცი, ვინ უნდა გამოვიდე. სწავლაც მიყვარს, ცეკვაც და სიმღერაც.

- მამაზე რას გვეტყვით?

საშკა:

- ის თავის სიტყვას მუდამ ასრულებს; რასაც გვპირდება, ყველაფერს აკეთებს; სადაც გვიხარია წასვლა, ყველგან დავყავართ...

ლიზა:

- მამა ძალიან მიყვარს, ოღონდ, ცოტა სერიოზულია...

- გიბრაზდება ხოლმე?

საშკა:

- თუ დავაშავებთ, უნდა გაგვიბრაზდეს...

- ამ ზაფხულს სად უნდა დაისვენოთ?

საშკა:

- მე ჯერ ფეხბურთის შეკრებაზე კოჯორში მივდივარ, მერე ოჯახთან ერთად, ბორჯომში წავალ (ბებიამ ასე მითხრა), შემდეგ ქობულეთში წამიყვანენ.

ლიზა:

- მალე ბებია და ბაბუა, დედიკოს მშობლები ჩამოვლენ და ზესტაფონში წამიყვანენ. მერე მე და ჩემი მეგობარი ჩვენმა დედიკოებმა ეგვიპტეში უნდა წაგვიყვანონ და ძალიან მიხარია.

- ლიზა, შენს დედიკოზე რას გვეტყვი?

- დედა და მამა - ორივე ძალიან მიყვარს. ჩემი დედიკო - ეკა სამხარაძე ტელევიზიაში მუშაობს და ჟურნალისტია...

- როგორ გგონია, გარეგნობით ვის ჰგავხარ?

- ორივეს ვგავარ. იცი, კარგი დედიკო მყავს და ისიც მამასავით ცოტა არ იყოს, სერიოზულია...

- საშკა, შენ რას გვეტყვი დედაზე?

- დედაჩემი რუსკა მელაძეა. მესამე წელია, შვედეთშია და იქ მუშაობს.

- გენატრება?

- დიახ და ნოემ შარშან აგვისტოში წამიყვანა კიდეც მასთან, სამი დღით... ისე, ეკა (ლიზას დედა. - ავტ.) დედასავით მყავს.

- ეს ვისი დამსახურებაა?

- მამიკოს დამსახურებაა. ეკასთან თბილი ურთიერთობა მაქვს, რადგანაც ხშირად მიწევს ჩემს დაიკოსთან ყოფნა... ჩვენ შორის სხვაობა 4 წელია. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.

პატარა სულაბერიძეების საუბარს მათი მამა - ნოეც ესწრებოდა. რამდენიმე კითხვა მასაც დავუსვი.

- შვილებზე რას გვეტყვი?

- მიზანდასახულები არიან. რასაც გადაწყვეტენ, იმ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიჰყვებიან... გასაოცარი იყო, საშკამ "ფეისბუკზე" ვიდეო რომ "ატვირთა" და ძველ კლასელებს მოკითხვა შეუთვალა. ამას მოფიქრება ხომ უნდოდა? სხვათა შორის, ეს ამბავი შემთხვევით გავიგე. სამსახურში მივედი და თანამშრომლები ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რა გააკეთა საშკამ. ვიდეო რომ ვნახე, გავოცდი, მაგრამ მერე მივხვდი, ეს გონივრული სვლა იყო, თან, ასე თბილად და რბილად გაკეთებული. ამ ყველაფრის წყალობით ის თავის საყვარელ სკოლაში დაბრუნდა... მეგობრული კლასი აქვს და მათთან დაშორებას ვერ შეეგუა. "ნიუტონის თავისუფალ სკოლაში" მხოლოდ ნახევარი წელი იარა... ლიზა წელს შევიდა სკოლაში. კლასში ყველაზე უმცროსია, რადგანაც სწავლა 5 წლისამ დაიწყო. კარგი მოსწავლეა, სულ სიგელი მოაქვს ხოლმე. მათთან სწავლის განსხვავებული მეთოდია - კლასი ირჩევს საუკეთესო მოსწავლეს და ა.შ.

- ჭკვიანი ბავშვები ჩანან...

- კი, მაგრამ ცელქებიც არიან. მათ რომ ვუყურებ, ჩემი ბავშვობა მაგონდება: მეც მოუსვენარი ვიყავი, სულ რაღაცის ძიებაში გახლდით. როგორც ჩანს, გენეტიკა მაინც თავისას შვრება. ორივეს ჩემი მშობლების სახელები ჰქვია - ელისაბედი და ალექსანდრე (მამა დიდი ხანია, აღარ მყავს).

- კარგი მამა ხარ?

- არა მგონია, ცუდი ვიყო, მაგრამ მინდა, შვილებისთვის მეტი დრო მქონდეს. ვიცი, რომ ერთსაც და მეორესაც ჩემთან ყოფნა უფრო ხშირად უნდათ. მაქსიმალურად ვცდილობ, თუ თავისუფალი საათი გამომიჩნდა, ისინი სადღაც წავიყვანო. რაც მთავარია, ორივეს მოსწონს ჩემს პროექტებზე სიარული. ყველაზე მაგარი გულშემატკივრები არიან.

- "ცეკვავენ ვარსკვლავები" პოპულარული პროექტია. ამ შოუს მთავარი პროდიუსერი მამათქვენია. ალბათ ამით ამაყობთ, არა?

საშკა:

- კარგი პროექტია. მიხარია, რომ ის მამამ "გააკეთა"... ბავშვებისთვისაც რომ იყოს ასეთი რამ, დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი.

- ლიზა, შენც ხომ არ გაგიჩნდა ცეკვის სურვილი?

- ახლა - არა, მაგრამ როცა გავიზრდები, მერე ვიცეკვებ...

- კლასში ყველამ იცის, რომ ნოეს შვილები ხართ? ამით ხომ არ ტრაბახობთ?

საშკა:

- ტრაბახი რა საჭიროა? ისედაც იციან, ვისი შვილიც ვარ.

ლიზა:

- მე კი მეგობრებისთვის მითქვამს, რომ ცნობილი ბავშვი ვარ (იღიმის).

- ცნობილი შენ ხარ თუ მამაშენი?

- ორივე ცნობილები ვართ (იცინის).

- დედაშენიც (ეკა სამხარაძე) ცნობილი ჟურნალისტია...

- კი, მაგრამ ნოე უფრო ცნობილია.

- მამიკოს პროექტებთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნას ხომ არ აძლევთ?

- მე მაგალითად, არ მომეწონა, იასენია რომ გავარდა, მას ვგულშემატკივრობდი.

საშკა:

- მე ყველა მომწონს, ვინც ცეკვავს, მაგრები არიან. ვინც გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, ღირსეული იქნება.

- ახლა ვინ გაიმარჯვებს (ინტერვიუ ჩაწერილია საფინალო შოუმდე. - ავტ.)?

ლიზა:

- მგონი, თიელი.

საშკა:

- მეც ასე მგონია.

ნოე:

- მესამე სეზონზე აკვიატებულად გულშემატკივრობდნენ "ყიფშოს" და ქეთი ხატიაშვილს.

ლიზა:

- მე ქეთის გულშემატკივარი ვიყავი და ქეთიმ გაიმარჯვა...

საშკა:

- მე გიორგი ყიფშიძე მომწონდა...

- კომპიუტერთან ბევრ დროს ატარებთ?

საშკა:

- კი, მაგრამ მირჩევნია, თამაშები (კალათბურთი, ფეხბურთი) რეალურად ვითამაშო, ვიდრე კომპიუტერში.

ლიზი:

- მე თითქმის ყოველდღე ვთამაშობ კომპიუტერით და არ მიბრაზდებიან.

- ნოე, შენს შვილებს საჯაროდ რა რჩევებს აძლევ?

- მინდა, რომ საშკამ უფრო მეტი იკითხოს. ინტერნეტი შეიძლება, თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ იმას, რასაც წიგნი მისცემს, ინტერნეტი ვერ მოუტანს. მინდა, ჩემმა შვილებმა ღირებული პროფესიები აირჩიონ. გავა წლები და მიხვდებიან, რომ ეს კომპიუტერული თამაშები არაფრის მომტანია. თუმცა, დოზირებულად ყველაფერი კარგია.

- მათ ერთი დედა არ ჰყავთ. როგორ მოახერხე, რომ ასე უყვართ ერთმანეთი?

- ამისთვის თითქმის არაფერი გამიკეთებია. მერწმუნეთ, ლიზი ახალი დაბადებული რომ იყო, იმ პერიოდში საშკას სახლში თუ გავუვლიდი და ვკითხავდი, - სად წაგიყვანო-მეთქი? ეგრევე მპასუხობდა: ლიზისთანო. არც ზოოპარკი უნდოდა, არც - "მაკდონალდსი"... როგორც ჩანს, რაღაც უხილავი ძაფებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები.

- დაბოლოს, ბავშვებო, საინტერესოა, თქვენ რაზე ოცნებობთ?

საშა:

- ძაღლი (ლაბრადორი) მინდა, მყავდეს. მამა მეუბნება, თუ სახლში დაგთანხმდებიან, გიყიდიო.

ლიზი:

- მე კი პატარა კნუტი მინდა. იმედია, მისი ყოლისა და მოვლის უფლებას მომცემენ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება