პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით: "უწყება გაიგზავნა ივანიშვილის რეზიდენციიდან"
სააკაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით: "უწყება გაიგზავნა ივანიშვილის რეზიდენციიდან"

ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ აპი­რებს, ჩა­ერ­თოს პუ­ტი­ნი­სა და ოლი­გარ­ქის ერ­თობ­ლივ თა­მაშ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას ბო­ლომ­დე გა­აგ­რძე­ლებს, - ამის შე­სა­ხებ დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­ცენ­ტრმა ღა­მის 11 სა­ა­თამ­დე არა­ფე­რი იცო­და, რაც "გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ უწყე­ბა რე­ა­ლუ­რად გა­იგ­ზავ­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან, ხოლო პრო­კუ­რა­ტუ­რა მხო­ლოდ შემ­დეგ ჩა­ა­ყა­ნეს საქ­მის კურ­სში".

"ნე­ბის­მი­ე­რი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ნის­თვის ნა­თე­ლია, რომ ამ პრო­ცესს სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო და ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც ტო­ტა­ლუ­რად მო­ა­ტყუა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ­ლის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რი გა­ექ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან მარ­თავს ქვე­ყა­ნას, ცდი­ლობს, ჩა­მო­ი­შო­როს მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტი. იმ დრო­ში, როცა მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია და ებ­რძვის პუ­ტი­ნის იმ­პე­რი­ას, "გა­ზპ­რო­მის" აქ­ცი­ო­ნე­რი და სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუ­ფა­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რჩე­ბა პუ­ტი­ნის მო­კავ­ში­რედ და აგ­რძე­ლებს მისი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ნა­ბი­ჯი არის ოლი­გარ­ქის სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯი სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ერ­თა­შო­რის აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე ხვალ, 11:00 სა­ათ­ზე, მოწ­მის სტა­ტუ­სი­თაა და­ბა­რე­ბუ­ლი.

სააკაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით: "უწყება გაიგზავნა ივანიშვილის რეზიდენციიდან"

სააკაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით: "უწყება გაიგზავნა ივანიშვილის რეზიდენციიდან"

ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს, ჩაერთოს პუტინისა და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს, - ამის შესახებ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პროკურატურის პრესცენტრმა ღამის 11 საათამდე არაფერი იცოდა, რაც "გვაფიქრებინებს, რომ უწყება რეალურად გაიგზავნა ივანიშვილის რეზიდენციიდან, ხოლო პროკურატურა მხოლოდ შემდეგ ჩააყანეს საქმის კურსში".

"ნებისმიერი კეთილსინდისიერი ადამინისთვის ნათელია, რომ ამ პროცესს სამართლებრივ საკითხებთან არაფერი აქვს საერთო და ეს არის პოლიტიკური დევნა. ხელისუფლება, რომელმაც ტოტალურად მოატყუა საქართველოს მოსახლეობა, რომლის ერთპიროვნული ლიდერი გაექცა პასუხისმგებლობას და კულუარებიდან მართავს ქვეყანას, ცდილობს, ჩამოიშოროს მთავარი პოლიტიკური კონკურენტი. იმ დროში, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ებრძვის პუტინის იმპერიას, "გაზპრომის" აქციონერი და საქართველოს რეალური ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი რჩება პუტინის მოკავშირედ და აგრძელებს მისი ინტერესების გატარებას საქართველოში. ეს ნაბიჯი არის ოლიგარქის საპასუხო ნაბიჯი სააკაშვილის საერთაშორის აქტიურობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ, 11:00 საათზე, მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა