მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საყვედურობს ბებია ნინი ბადურაშვილს
რას საყვედურობს ბებია ნინი ბადურაშვილს

რო­გორც წესი, ბე­ბია არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გვა­ნე­ბივ­რებს, "გვი­ცავს" ყვე­ლას­გან და ყვე­ლაფ­რის­გან და რაც არ უნდა გა­ვა­კე­თოთ, მათ­თვის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში კარ­გე­ბი, მარ­თლე­ბი და უსაყ­ვარ­ლე­სე­ბი ვართ.

ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, თქენ­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბე­ბი­ე­ბის ამ­პლუ­ა­ში წარ­მოგ­ვედ­გი­ნა... ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და ეკა მა­მა­ლა­ძე ბე­ბი­ო­ბის გან­ცდებ­სა და ემო­ცი­ებ­ზე ისა­უბ­რე­ბენ.

ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი:

- ბე­ბია 38 თუ 39 წლის, საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა გავ­ხდი. ეს არა­ნორ­მა­ლუ­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გან­ცდა იყო. შენ თვი­თონ რომ გიჩ­ნდე­ბა შვი­ლი, ახალ­გაზ­რდა ხარ და თით­ქოს ბო­ლომ­დე ვერც იაზ­რებ. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ასე იყო, 18 წლის გავ­ხდი დედა და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე ყვე­ლა­ფე­რი. მერე, ცოტა ასა­კი რომ მო­მე­მა­ტა და გაჩ­ნდა ნინი, გა­აზ­რე­ბუ­ლად გან­ვი­ცა­დე ის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რა­საც შვი­ლიშ­ვი­ლის ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნა ჰქვია.

- ნი­ნის აღ­ზრდა­ში აქ­ტი­უ­რად იყა­ვით ჩარ­თუ­ლი?

- ნინი მა­ინც გაყ­რი­ლი მშობ­ლე­ბის შვი­ლი იყო, მაგ­რამ გო­ნი­ე­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გამო, ვგუ­ლის­ხმობ, რო­გორც ჩვენ თავს, ასე­ვე ფლო­რა­სა და იმე­დას, მას ეს არ უგ­რძნია. სა­ნამ ერეკ­ლე და ეკა და­ო­ჯახ­დე­ბოდ­ნენ, მა­ნამ­დე გვა­კავ­ში­რებ­და მე­გობ­რო­ბა მე და ეკას მშობ­ლებს, ასე რომ, შემ­დე­გაც არ გაგვფუ­ჭე­ბია ურ­თი­ერ­თო­ბა, ამის შე­დე­გი კი გახ­ლდათ ის, რომ ნინი საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რომ დედა და მამა გაყ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ. ძი­რი­თა­დად ფლო­რა­სა და იმე­დას­თან იზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ პა­რას­კე­ვი, შა­ბა­თი-კვი­რა ჩვენ­თან რჩე­ბო­და, ზა­ფხულ­შიც მიგ­ვყავ­და ჩვენს სო­ფელ­ში იორ­ში, თი­ა­ნეთ­ში და აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი მის აღ­ზრდა­ში.

- გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან გგავთ...

- ყვავს თა­ვი­სი ბა­ხა­ლა უყ­ვარ­დაო, ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, რო­გო­რიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლია და მეყ­ვა­რე­ბო­და. მაგ­რამ სიმ­პა­თი­უ­რი და კარ­გი შე­სა­ხე­დი ადა­მი­ა­ნი კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოა. გა­რეგ­ნო­ბას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მაგ­რამ ამას­თან ერ­თად ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი რო­მაა, ეს ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ა­მა­ყოა. მაგ­რამ მე რო­გორც გა­რე­შე ადა­მი­ანს და არა, რო­გორც ნი­ნის ბე­ბი­ას, მას­ში მიყ­ვარს ის, რომ თა­ვი­სი გარ­გნო­ბა, ნი­ჭი­ე­რე­ბა თავ­ში არ აქვს ავარ­დნი­ლი, არაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვუ­რი სე­ნით, პი­რი­ქით, სულ ჰგო­ნია, რომ სხვა­ზე ნაკ­ლე­ბია გინ­დაც გა­რეგ­ნო­ბით და გინ­დაც ნი­ჭი­ე­რე­ბით.

- თა­ვის პი­რად­ზე თუ გე­სა­უბ­რე­ბათ ხოლ­მე? რამ­დე­ნად გახ­სნი­ლია თქვენ­თან?

- ძა­ლი­ან გულ­ღი­აა, სულ იმას ვსაყ­ვე­დუ­რობ, რო­დის გა­და­ეჩ­ვე­ვი ხმა­მაღ­ლა ფიქ­რს-მეთ­ქი, კე­თი­ლის მსურ­ვე­ლებ­თან ერ­თად ხომ მო­შურ­ნეც ძა­ლი­ან ბევ­რია... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ და­მა­ლუ­ლი არა­ფე­რი აქვს, კა­ხურ-სვა­ნუ­რი გულ­ჩა­თხრო­ბი­ლო­ბა არ ახა­სი­ა­თებს, პი­რი­ქით, ზედ­მე­ტად გუ­ლახ­დი­ლია, ჩემ­თან კი არა­ფერს არ მა­ლავს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რას საყვედურობს ბებია ნინი ბადურაშვილს

რას საყვედურობს ბებია ნინი ბადურაშვილს

როგორც წესი, ბებია არის ადამიანი, რომელიც გვანებივრებს, "გვიცავს" ყველასგან და ყველაფრისგან და რაც არ უნდა გავაკეთოთ, მათთვის შვილიშვილები ნებისმიერ შემთხვევაში კარგები, მართლები და უსაყვარლესები ვართ.

ამჯერად გადავწყვიტეთ, თქენთვის ცნობილი ადამიანები ბებიების ამპლუაში წარმოგვედგინა... ლალი ბადურაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე და ეკა მამალაძე ბებიობის განცდებსა და ემოციებზე ისაუბრებენ.

ლალი ბადურაშვილი:

- ბებია 38 თუ 39 წლის, საკმაოდ ახალგაზრდა გავხდი. ეს არანორმალური და არაჩვეულებრივი განცდა იყო. შენ თვითონ რომ გიჩნდება შვილი, ახალგაზრდა ხარ და თითქოს ბოლომდე ვერც იაზრებ. ჩემს შემთხვევაში ასე იყო, 18 წლის გავხდი დედა და საფუძვლიანად ვერ გავაცნობიერე ყველაფერი. მერე, ცოტა ასაკი რომ მომემატა და გაჩნდა ნინი, გააზრებულად განვიცადე ის დიდი ბედნიერება, რასაც შვილიშვილის ამქვეყნად მოვლენა ჰქვია.

- ნინის აღზრდაში აქტიურად იყავით ჩართული?

- ნინი მაინც გაყრილი მშობლების შვილი იყო, მაგრამ გონიერი ოჯახის წევრების გამო, ვგულისხმობ, როგორც ჩვენ თავს, ასევე ფლორასა და იმედას, მას ეს არ უგრძნია. სანამ ერეკლე და ეკა დაოჯახდებოდნენ, მანამდე გვაკავშირებდა მეგობრობა მე და ეკას მშობლებს, ასე რომ, შემდეგაც არ გაგვფუჭებია ურთიერთობა, ამის შედეგი კი გახლდათ ის, რომ ნინი საკმაოდ დიდხანს ვერ აცნობიერებდა, რომ დედა და მამა გაყრილები იყვნენ. ძირითადად ფლორასა და იმედასთან იზრდებოდა, მაგრამ პარასკევი, შაბათი-კვირა ჩვენთან რჩებოდა, ზაფხულშიც მიგვყავდა ჩვენს სოფელში იორში, თიანეთში და აქტიურად ვიყავით ჩართული მის აღზრდაში.

- გარეგნულად ძალიან გგავთ...

- ყვავს თავისი ბახალა უყვარდაო, ხომ გაგიგონიათ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ჩემი შვილიშვილია და მეყვარებოდა. მაგრამ სიმპათიური და კარგი შესახედი ადამიანი კიდევ უფრო სასიამოვნოა. გარეგნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამასთან ერთად ნიჭიერი და კარგი ადამიანი რომაა, ეს ნამდვილად სასიამოვნო და საამაყოა. მაგრამ მე როგორც გარეშე ადამიანს და არა, როგორც ნინის ბებიას, მასში მიყვარს ის, რომ თავისი გარგნობა, ნიჭიერება თავში არ აქვს ავარდნილი, არაა დაავადებული ვარსკვლავური სენით, პირიქით, სულ ჰგონია, რომ სხვაზე ნაკლებია გინდაც გარეგნობით და გინდაც ნიჭიერებით.

- თავის პირადზე თუ გესაუბრებათ ხოლმე? რამდენად გახსნილია თქვენთან?

- ძალიან გულღიაა, სულ იმას ვსაყვედურობ, როდის გადაეჩვევი ხმამაღლა ფიქრს-მეთქი, კეთილის მსურველებთან ერთად ხომ მოშურნეც ძალიან ბევრია... შეიძლება ითქვას, რომ დამალული არაფერი აქვს, კახურ-სვანური გულჩათხრობილობა არ ახასიათებს, პირიქით, ზედმეტად გულახდილია, ჩემთან კი არაფერს არ მალავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება