პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
53 წლის დიეგო მარადონას შვილისხელა გოგოსთან აქვს რომანი? (+6 ფოტო)
53 წლის დიეგო მარადონას შვილისხელა გოგოსთან აქვს რომანი? (+6 ფოტო)

53 წლის დი­ე­გო მა­რა­დო­ნას ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა 25 წლის სტუ­დენ­ტია.

რო­გორც არ­გენ­ტი­ნუ­ლი პრე­სა წერს, ვარ­სკვლა­ვის გული ევა ამო­დე­ომ და­ი­პყრო, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. მათ ერ­თმა­ნე­თი ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში, ღა­მის კლუბ­ში გა­იც­ნეს. თვითმხილ­ვე­ლებ­მა ღა­მის კლუბ­ში ევა და დი­ე­გო ზედ­მე­ტად "ახ­ლოს და მე­გობ­რულ" გა­რე­მო­ში შე­ნიშ­ნეს.

25 წლის სექ­სუ­ა­ლურ­მა ქერა სტუ­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დი­ე­გოს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც კი ატ­ვირ­თა, რა­მაც ჭო­რის ნა­პერ­წკლე­ბი უფრო გა­აღ­ვი­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ევას მშვი­დად ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აღარ აძ­ლე­ვენ და ფეხ­ბურ­თელ­ზე ეკი­თხე­ბი­ან. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, "მა­რა­დო­ნა ნამ­დვი­ლი გე­ნი­ო­სია, მაგ­რამ არ გა­ა­ბამ­და რო­მანს ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც მა­მა­მი­სის ასა­კი­საა". ევას თქმით, ის და მა­რა­დო­ნა "მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი არი­ან".

ჟურ­ნა­ლის­ტებს მა­რა­დო­ნას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კა­რი­ე­რა­ზე არა­ნაკ­ლებ აინ­ტე­რე­სებთ. ფეხ­ბურ­თე­ლის ყო­ფი­ლი საყ­ვარ­ლე­ბის სია ვრცე­ლია. 1984 წელს ის კლა­უ­დია ვი­ლა­ფა­ნე­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილს 2 ქა­ლიშ­ვი­ლი - დალ­მა და ჯი­ა­ნი­ნა ჰყავს. მა­რა­დო­ნა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში აღი­ა­რებს, რომ ცო­ლის ერ­თგუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მას ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სიყ­ვა­რულს უწო­დებს. კლა­უ­დია და დი­ე­გო 2004 წელს გან­ქორ­წინ­დნენ. გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად დი­ე­გომ თავი კი­დევ ერთხელ "გა­მო­ი­ჩი­ნა" - პრე­სა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის მა­მად ეკუთ­ვნის ნე­ა­პოლ­ში 1986 წელს და­ბა­დე­ბულ დი­ე­გო სი­ნაგ­რას. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლად 2003 წელს შეხ­ვდნენ. სი­ნეგ­რამ მა­მის პრო­ფე­სია აირ­ჩია და ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და. შარ­შან კი მა­რა­დო­ნა მე­ო­თხე შვი­ლის მამა გახ­და. დი­ე­გო­სა და მის საყ­ვა­რელს, ვიქ­ტო­რია ოჯე­დას, ვაჟი, დი­ე­გო ფერ­ნან­დო შე­ე­ძი­ნათ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

53 წლის დიეგო მარადონას შვილისხელა გოგოსთან აქვს რომანი? (+6 ფოტო)

53 წლის დიეგო მარადონას შვილისხელა გოგოსთან აქვს რომანი? (+6 ფოტო)

53 წლის დიეგო მარადონას ახალი გატაცება 25 წლის სტუდენტია.

როგორც არგენტინული პრესა წერს, ვარსკვლავის გული ევა ამოდეომ დაიპყრო, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მათ ერთმანეთი ბუენოს-აირესში, ღამის კლუბში გაიცნეს. თვითმხილველებმა ღამის კლუბში ევა და დიეგო ზედმეტად "ახლოს და მეგობრულ" გარემოში შენიშნეს.

25 წლის სექსუალურმა ქერა სტუდენტმა სოციალურ ქსელში დიეგოსთან ერთად გადაღებული ფოტოც კი ატვირთა, რამაც ჭორის ნაპერწკლები უფრო გააღვივა. ჟურნალისტები ევას მშვიდად ცხოვრების საშუალებას აღარ აძლევენ და ფეხბურთელზე ეკითხებიან. როგორც მან განაცხადა, "მარადონა ნამდვილი გენიოსია, მაგრამ არ გააბამდა რომანს ადამიანთან, რომელიც მამამისის ასაკისაა". ევას თქმით, ის და მარადონა "მხოლოდ მეგობრები არიან".

ჟურნალისტებს მარადონას პირადი ცხოვრება კარიერაზე არანაკლებ აინტერესებთ. ფეხბურთელის ყოფილი საყვარლების სია ვრცელია. 1984 წელს ის კლაუდია ვილაფანეზე დაქორწინდა. წყვილს 2 ქალიშვილი - დალმა და ჯიანინა ჰყავს. მარადონა ავტობიოგრაფიულ წიგნში აღიარებს, რომ ცოლის ერთგული არასდროს ყოფილა, მაგრამ მას ცხოვრების მთავარ სიყვარულს უწოდებს. კლაუდია და დიეგო 2004 წელს განქორწინდნენ. განქორწინების პროცედურის პარალელურად დიეგომ თავი კიდევ ერთხელ "გამოიჩინა" - პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მამად ეკუთვნის ნეაპოლში 1986 წელს დაბადებულ დიეგო სინაგრას. ისინი ერთმანეთს პირველად 2003 წელს შეხვდნენ. სინეგრამ მამის პროფესია აირჩია და ფეხბურთელი გახდა. შარშან კი მარადონა მეოთხე შვილის მამა გახდა. დიეგოსა და მის საყვარელს, ვიქტორია ოჯედას, ვაჟი, დიეგო ფერნანდო შეეძინათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს