სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აკონტროლებს ქართულ ციხეს: გაწამებული პატიმრები "მაყურებლების" სასტიკ მოპყრობაზე საჯაროდ ალაპარაკდნენ
ვინ აკონტროლებს ქართულ ციხეს: გაწამებული პატიმრები "მაყურებლების" სასტიკ მოპყრობაზე საჯაროდ ალაპარაკდნენ

ქარ­თუ­ლი ცი­ხის "მა­ყუ­რებ­ლე­ბის­გან" გა­წა­მე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ - "ბოთ­ლით მცემ­დნენ, ლურ­სმნით სკამ­ზე ხელი მი­ვი­ჭე­დე"

ცი­ხის "მა­ყუ­რებ­ლე­ბის­გან" და­ჩაგ­რუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ -

"მე-2 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ჰყავს მა­ყუ­რე­ბე­ლი შ.მ. ყვე­ლა კორ­პუს­შია მა­ყუ­რე­ბე­ლი, "პრა­გულ­კა­სა" და "ბალ­ნი­ჩკა­საც" კი თა­ვის მა­ყუ­რებ­ლე­ბი ჰყავს. ცი­ხე­ში მი­დის ფულ­ზე თა­მა­ში, გროვ­დე­ბა სა­ერ­თო ობ­ში­ა­კი. თა­მა­შის დროს სხვა პა­ტი­მარს შე­უძ­ლია სხვა სა­კან­ში გა­დას­ვლა, თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლის მეშ­ვე­ო­ბით", - ასე აღ­წერს პა­ტი­მა­რი ტრის­ტან ვა­სა­ძე ქუ­თა­ი­სის მე-2 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას.

ტრის­ტან ვა­სა­ძემ ინ­ფორ­მა­ცია ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ად­ვო­კატს წე­რი­ლო­ბი­თი ახ­სნა გან­მარ­ტე­ბის სა­ხით მის­ცა.

ქუ­თა­ი­სის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-2 და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ­დე ვა­სა­ძე სას­ჯელს #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დი­და. მსჯავ­რდე­ბუ­ლი იმ ფაქტსაც იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ სცე­მეს 2 ლიტ­რი­ა­ნი წყლით სავ­სე ბოთ­ლით სხვა ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე.

ტრის­ტან ვა­სა­ძე აცხა­დებს, რომ #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს, 2014 წლის 19 მარტს ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელ­თა მხრი­დან სხვა პა­ტიმ­რის ცე­მის ფაქტს შე­ეს­წრო, რა­ზეც ღიად გა­ნა­ცხა­და პრო­ტეს­ტი. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი, ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მას ერთ-ერთ მო­ად­გი­ლეს­თან, ზ.მ.-სთან შე­სა­ხევდრად გა­ყო­ლა მოს­თხო­ვეს, რა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და.

"უარი რომ ვუ­თხა­რი გა­ყო­ლა­ზე, ცემა და­მი­წყეს, ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით და 2 ლიტ­რი­ა­ნი წყლით სავ­სე ბოთ­ლით მცემ­დნენ. ამის მერე ჩა­მიყ­ვა­ნეს კა­რან­ტინ­ში, სა­დაც დამ­ხვდა ზ.მ. და რამ­დე­ნი­მე­ჯერ სა­ხე­ში გა­მარ­ტყა. სა­კან­ში ი.პ.-ც მცემ­და. რო­დე­საც ვი­კი­თხე, თუ სად მივ­ყავ­დი, გ.ი.-მ მი­თხრა დამ­ცი­ნა­ვი ხმით: იქ მი­დი­ხარ, სა­დაც შემ­თხვე­ვით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაა მო­მა­ტე­ბუ­ლიო. შე­მაგ­დეს ვა­რონ­კა­ში და ასე აღ­მოვ­ჩნდი #2 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში", - იხ­სე­ნებს პა­ტი­მა­რი.

ტრის­ტან ვა­სა­ძე აცხა­დებს, რომ მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. საია-ს ად­ვო­კა­ტის­თვის მი­ცე­მულ წე­რი­ლო­ბით ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა­ში ვა­სა­ძე ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ 17 ივ­ლისს ლურ­სმნით სკამ­ზე ხელი მი­ი­ჭე­და და შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში "მა­ყუ­რებ­ლე­ბის" არ­სე­ბო­ბა­ზე კი­დევ ერთი პა­ტი­მა­რი - შავ­ლეგ გურ­გე­ნი­ძე სა­უბ­რობს.

გურ­გე­ნი­ძე ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ საია-სთვის მი­ცე­მულ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა­ში #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი იმ კონ­კრე­ტუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და, რომ­ლე­ბიც ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მფარ­ვე­ლო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და სხვა პა­ტიმ­რებს აი­ძუ­ლებ­დნენ, მათ მო­თხოვ­ნებს და­ე­მორ­ჩი­ლონ.

21 ივ­ლისს, საია-ს ად­ვო­კატ­მა კი­დევ ერთხელ მო­ი­ნა­ხუ­ლა შავ­ლეგ გურ­გე­ნი­ძე, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მუ­ქა­რა­ზე სა­უბ­რობს. შავ­ლეგ გურ­გე­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ 18 ივ­ლისს #8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­გში ი. პ. შეხ­ვდა, რო­მელ­მაც გა­ნუ­ცხა­და, თუ გა­აგ­რძე­ლებ საია-ში და­ვას, მერე ვნა­ხოთ ვის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს და ვინ რას გა­ა­კე­თებს. თუ არ გინ­და აქე­დან გას­ვლა, მა­შინ გა­აგ­რძე­ლე საია-ში გან­ცხა­დე­ბე­ბის წერა და ვინ რას მო­ი­გებს, ისიც ვნა­ხო­თო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ შავ­ლეგ გურ­გე­ნი­ძე მის მი­მართ სხვა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს და ამ­ბობს, რომ თავს უსაფრ­თხოდ არ გრძნობს.

ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე კახა კო­ჟო­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ პა­ტიმ­რე­ბის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბებ­ში ასა­ხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს, რაც დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბა­სა და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

საია სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მო­უ­წო­დებს, მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ის­წავ­ლონ და მისი და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა შე­სა­ბა­მის პირს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როს.

ცი­ხე­ებ­ში "მა­ყუ­რებ­ლე­ბის შე­სა­ხებ საია-ს ინ­ფორ­მა­ცი­ას აბ­სურ­დულს უწო­დე­ბენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გიგა გი­ორ­გა­ძე ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია "სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას" ახ­დენს.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი, Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ვინ აკონტროლებს ქართულ ციხეს: გაწამებული პატიმრები "მაყურებლების" სასტიკ მოპყრობაზე საჯაროდ ალაპარაკდნენ

ვინ აკონტროლებს ქართულ ციხეს: გაწამებული პატიმრები "მაყურებლების" სასტიკ მოპყრობაზე საჯაროდ ალაპარაკდნენ

ქართული ციხის "მაყურებლებისგან" გაწამებული პატიმრები დახმარებას ითხოვენ - "ბოთლით მცემდნენ, ლურსმნით სკამზე ხელი მივიჭედე"

ციხის "მაყურებლებისგან" დაჩაგრული პატიმრები დახმარებას ითხოვენ -

"მე-2 დაწესებულებას ჰყავს მაყურებელი შ.მ. ყველა კორპუსშია მაყურებელი, "პრაგულკასა" და "ბალნიჩკასაც" კი თავის მაყურებლები ჰყავს. ციხეში მიდის ფულზე თამაში, გროვდება საერთო ობშიაკი. თამაშის დროს სხვა პატიმარს შეუძლია სხვა საკანში გადასვლა, თუმცა მაყურებლის მეშვეობით", - ასე აღწერს პატიმარი ტრისტან ვასაძე ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში არსებულ ვითარებას.

ტრისტან ვასაძემ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატს წერილობითი ახსნა განმარტების სახით მისცა.

ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებამდე ვასაძე სასჯელს #8 დაწესებულებაში იხდიდა. მსჯავრდებული იმ ფაქტსაც იხსენებს, თუ როგორ სცემეს 2 ლიტრიანი წყლით სავსე ბოთლით სხვა ციხეში გადაყვანამდე.

ტრისტან ვასაძე აცხადებს, რომ #8 დაწესებულებაში ყოფნის დროს, 2014 წლის 19 მარტს ციხის თანამშრომელთა მხრიდან სხვა პატიმრის ცემის ფაქტს შეესწრო, რაზეც ღიად განაცხადა პროტესტი. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ციხის თანამშრომლებმა მას ერთ-ერთ მოადგილესთან, ზ.მ.-სთან შესახევდრად გაყოლა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა.

"უარი რომ ვუთხარი გაყოლაზე, ცემა დამიწყეს, ხელებით, ფეხებით და 2 ლიტრიანი წყლით სავსე ბოთლით მცემდნენ. ამის მერე ჩამიყვანეს კარანტინში, სადაც დამხვდა ზ.მ. და რამდენიმეჯერ სახეში გამარტყა. საკანში ი.პ.-ც მცემდა. როდესაც ვიკითხე, თუ სად მივყავდი, გ.ი.-მ მითხრა დამცინავი ხმით: იქ მიდიხარ, სადაც შემთხვევით სიკვდილიანობაა მომატებულიო. შემაგდეს ვარონკაში და ასე აღმოვჩნდი #2 დაწესებულებაში", - იხსენებს პატიმარი.

ტრისტან ვასაძე აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. საია-ს ადვოკატისთვის მიცემულ წერილობით ახსნა-განმარტებაში ვასაძე ასევე აღნიშნავს, რომ 17 ივლისს ლურსმნით სკამზე ხელი მიიჭედა და შიმშილობა გამოაცხადა.

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში "მაყურებლების" არსებობაზე კიდევ ერთი პატიმარი - შავლეგ გურგენიძე საუბრობს.

გურგენიძე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ საია-სთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში #8 დაწესებულებაში მყოფი იმ კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ საუბრობდა, რომლებიც ციხის ადმინისტრაციის მფარველობით სარგებლობენ და სხვა პატიმრებს აიძულებდნენ, მათ მოთხოვნებს დაემორჩილონ.

21 ივლისს, საია-ს ადვოკატმა კიდევ ერთხელ მოინახულა შავლეგ გურგენიძე, რომელიც ორგანიზაციის მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. შავლეგ გურგენიძე აღნიშნავს, რომ 18 ივლისს #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსის მოადგილე უსაფრთხოების დარგში ი. პ. შეხვდა, რომელმაც განუცხადა, თუ გააგრძელებ საია-ში დავას, მერე ვნახოთ ვის რა შესაძლებლობა აქვს და ვინ რას გააკეთებს. თუ არ გინდა აქედან გასვლა, მაშინ გააგრძელე საია-ში განცხადებების წერა და ვინ რას მოიგებს, ისიც ვნახოთო.

აღნიშნული საუბრის შემდეგ შავლეგ გურგენიძე მის მიმართ სხვა უკანონო ქმედებების განხორციელებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ პატიმრების ახსნა-განმარტებებში ასახული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც დროულ გამოძიებასა და შესაბამისი ზომების გატარებას საჭიროებს.

საია საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოუწოდებს, მითითებული ინფორმაცია შეისწავლონ და მისი დადასტურების შემთხვევაში ყველა შესაბამის პირს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ციხეებში "მაყურებლების შესახებ საია-ს ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში. მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "სიცრუის ტირაჟირებას" ახდენს.

მინდია აფციაური, Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ