საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''არ შეიძლება, 50 სექსუალური პარტნიორი გყავდეს...''
''არ შეიძლება, 50 სექსუალური პარტნიორი გყავდეს...''

მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხით წარ­დგა, ამ­ბობ­და, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი ადა­მი­ა­ნია და ასე­თი­ვე ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი. და­ვინ­ტე­რეს­დით, რას გუ­ლის­ხმობს ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბა­ში...

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოჯა­ხის კულ­ტია, უფ­რო­სის პა­ტი­ვის­ცე­მა, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა ძა­ლი­ან ფა­სე­უ­ლია. ჩვენ­თან, ბე­ბი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, ოჯა­ხი მას "ეჭი­რა", მისი სი­ტყვა ყო­ველ­თვის გა­დამ­წყვე­ტი იყო. ახლა ცო­ცხა­ლი რომ იყოს, შე­საძ­ლოა, რა­ღა­ცე­ბი შე­ეც­ვა­ლა. თუმ­ცა, ჩემი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ასე წარ­მარ­თვა გარ­კვე­ულ­წი­ლად ბე­ბი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა, რად­გან მან მას­წავ­ლა კი­თხვა, მო­დის სიყ­ვა­რუ­ლი, და­წყე­ბით კლა­სებ­ში თა­ვის მკე­რავ­თან მი­კე­რავ­და კა­ბებს, რი­თაც ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვი. გარ­და ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი­სა, პა­ტივს ვცემ ახა­ლი წლის ტრა­დი­ცი­ას, აღ­დგო­მას და სხვა რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­უ­ლებს.

- მინ­და გკი­თხო შენს მა­ი­სურ­ზე, რო­მელ­საც აწე­რია იესო... ესეც ეპა­ტა­ჟის ნა­წი­ლია?

- ეს მა­ი­სუ­რი გახ­ლავთ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი დი­ზა­ი­ნე­რის, ბე­სა­რი­ო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა. რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც იესო? იმი­ტომ რომ უფა­ლია, არ ვიცი, რა­ტომ ჩათ­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს ეპა­ტა­ჟის ნა­წი­ლად.

- მერ­სი, ახლა გა­და­ვი­ნაც­ვლოთ ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და გვი­თხა­რი, რას ფიქ­რობ ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის ინ­სტი­ტუტ­ზე?

- არა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბულს, არც ისაა სირ­ცხვი­ლი, თუ გო­გო­ნა ქა­ლიშ­ვი­ლია და არც ის, თუ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სრულ­ყო­ფი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სურს და ამას აკე­თებს. როცა ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­სო და მას­თან არა­ფე­რი აქვს, რას ნიშ­ნავს ეს? თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ და გაქვს ლტოლ­ვა, უნდა გქონ­დეს სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რიც, აბა, ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლებ­მა უნდა ია­როთ? ვერ ვხვდე­ბი, ამა­ზე რა­ტომ უნდა კეთ­დე­ბო­დეს აქ­ცენ­ტი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პი­რად­ზე ძი­რი­თა­დად ისი­ნი ჭო­რა­ო­ბენ, ვი­საც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა არ აქვს მო­წყო­ბი­ლი. ჩვენ­თან სექ­სი აღ­ქმუ­ლი აქვთ ძა­ლი­ან მძაფ­რად და ეს თემა ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებს გას­ცდა. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ბევ­რი არაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა უფრო ბინ­ძუ­რია, ვიდ­რე სე­ლებ­რი­თე­ბის. ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ხალ­ხი ვართ, ქალი რომ გა­თხოვ­დე­ბა, ხში­რად მსმე­ნია, მე­ო­რე დღეს უთ­ქვამთ, უი, ეს ფე­ხებს უკვე სხვა­ნა­ი­რად ად­გამ­სო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლამ ისე უნდა გა­ნა­ვი­თა­როს ცხოვ­რე­ბა, რო­გორც მას უნდა.

- შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე შე­უყ­ვარ­დეს და რამ­დე­ნი­მე სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი ჰყავ­დეს, სად გა­დის ზღვა­რი, რომ ეს აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბა­ში არ გა­და­ვი­დეს?

- თვი­თონ უნდა და­იც­ვას ზღვა­რი, რომ აჯაფ­სან­და­ლი ცხოვ­რე­ბა არ გა­მო­უ­ვი­დეს, არ შე­იძ­ლე­ბა, 50 სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი გყავ­დეს, ეს უკვე ცოტა სხვა რა­ღა­ცა­ში გა­და­დის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

''არ შეიძლება, 50 სექსუალური პარტნიორი გყავდეს...''

''არ შეიძლება, 50 სექსუალური პარტნიორი გყავდეს...''

მერსი სულხანიშვილი რამდენიმე კვირის წინ გადაცემა ''პროფილში'' მაყურებლის წინაშე საკმაოდ განსხვავებული სახით წარდგა, ამბობდა, რომ ტრადიციული ადამიანია და ასეთივე ოჯახშია გაზრდილი. დავინტერესდით, რას გულისხმობს ტრადიციულობაში...

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის კულტია, უფროსის პატივისცემა, ურთიერთპატივისცემა ძალიან ფასეულია. ჩვენთან, ბებიას გარდაცვალებამდე, ოჯახი მას ''ეჭირა'', მისი სიტყვა ყოველთვის გადამწყვეტი იყო. ახლა ცოცხალი რომ იყოს, შესაძლოა, რაღაცები შეეცვალა. თუმცა, ჩემი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ასე წარმართვა გარკვეულწილად ბებიამ განაპირობა, რადგან მან მასწავლა კითხვა, მოდის სიყვარული, დაწყებით კლასებში თავის მკერავთან მიკერავდა კაბებს, რითაც ყოველთვის გამორჩეული ვიყავი. გარდა ზემოჩამოთვლილისა, პატივს ვცემ ახალი წლის ტრადიციას, აღდგომას და სხვა რელიგიურ დღესასწაულებს.

- მინდა გკითხო შენს მაისურზე, რომელსაც აწერია იესო... ესეც ეპატაჟის ნაწილია?

- ეს მაისური გახლავთ ძალიან ნიჭიერი დიზაინერის, ბესარიონის შემოქმედება. რატომ მაინცდამაინც იესო? იმიტომ რომ უფალია, არ ვიცი, რატომ ჩათვალა საზოგადოებამ ეს ეპატაჟის ნაწილად.

- მერსი, ახლა გადავინაცვლოთ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე და გვითხარი, რას ფიქრობ ქალიშვილობის ინსტიტუტზე?

- არაფერს განსაკუთრებულს, არც ისაა სირცხვილი, თუ გოგონა ქალიშვილია და არც ის, თუ საყვარელ ადამიანთან სრულყოფილი ურთიერთობა სურს და ამას აკეთებს. როცა ადამიანი ამბობს, შეყვარებული მყავსო და მასთან არაფერი აქვს, რას ნიშნავს ეს? თუ შეყვარებული ხარ და გაქვს ლტოლვა, უნდა გქონდეს სექსუალური კავშირიც, აბა, ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა იაროთ? ვერ ვხვდები, ამაზე რატომ უნდა კეთდებოდეს აქცენტი. ჩვენს ქვეყანაში პირადზე ძირითადად ისინი ჭორაობენ, ვისაც საკუთარი ცხოვრება არ აქვს მოწყობილი. ჩვენთან სექსი აღქმული აქვთ ძალიან მძაფრად და ეს თემა ზომიერების ფარგლებს გასცდა. ჩემი გადმოსახედიდან, ბევრი არაცნობილი ადამიანის ცხოვრება უფრო ბინძურია, ვიდრე სელებრითების. ქართველები ძალიან უცნაური ხალხი ვართ, ქალი რომ გათხოვდება, ხშირად მსმენია, მეორე დღეს უთქვამთ, უი, ეს ფეხებს უკვე სხვანაირად ადგამსო. აქედან გამომდინარე, ყველამ ისე უნდა განავითაროს ცხოვრება, როგორც მას უნდა.

- შეიძლება, ადამიანს ცხოვრებაში რამდენჯერმე შეუყვარდეს და რამდენიმე სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს, სად გადის ზღვარი, რომ ეს აღვირახსნილობაში არ გადავიდეს?

- თვითონ უნდა დაიცვას ზღვარი, რომ აჯაფსანდალი ცხოვრება არ გამოუვიდეს, არ შეიძლება, 50 სექსუალური პარტნიორი გყავდეს, ეს უკვე ცოტა სხვა რაღაცაში გადადის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება