პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები გამოფინეს
 "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები გამოფინეს

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა პლა­კა­ტე­ბი გა­მო­ფი­ნეს. პლა­კა­ტებ­ზე ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია : "ევ­რო­კავ­შირ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­რე­შე", "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის გა­რე­შე" და ა.შ.

უმ­ცი­რე­სო­ბის მიერ პარ­ლა­მენ­ტში გა­მო­ფე­ნილ პლა­კა­ტებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი სხდო­მის გა­ნახ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან დარ­ბაზ­ში მყოფ უცხო­ელ კო­ლე­გებ­სა და დიპ­ლო­მა­ტებს მი­მარ­თა, კარ­გად და­აკ­ვირ­დნენ, თუ რა ხა­რისხშია სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"ევ­რო­პელ კო­ლე­გებს მივ­მარ­თავ - კარ­გად და­აკ­ვირ­დნენ დე­კო­რა­ცი­ებს, თუ რა ხა­რისხშია სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ეს მო­დე­ლი სხვა პარ­ლა­მენ­ტებ­ში გა­და­ი­ღონ და ოპო­ზი­ცი­ას მსგავ­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა­ში ხელი არ შე­უ­შა­ლონ. ყვე­ლამ ერ­თად და­ვამ­კვიდ­რეთ კა­ნო­ნის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის უზე­ნა­ე­სო­ბა, ამი­ტომ გვინ­და ჩვენ ევ­რო­პა", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ამის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლა და­ი­წყო.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები გამოფინეს

 "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები გამოფინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პლაკატები გამოფინეს. პლაკატებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე აღნიშნულია : "ევროკავშირში პოლიტიკური პატიმრების გარეშე", "ევროპული საქართველო პოლიტიკური დევნის გარეშე" და ა.შ.

უმცირესობის მიერ პარლამენტში გამოფენილ პლაკატებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სხდომის განახლებისთანავე გამოეხმაურა. მან დარბაზში მყოფ უცხოელ კოლეგებსა და დიპლომატებს მიმართა, კარგად დააკვირდნენ, თუ რა ხარისხშია საქართველოში სიტყვის თავისუფლება.

"ევროპელ კოლეგებს მივმართავ - კარგად დააკვირდნენ დეკორაციებს, თუ რა ხარისხშია საქართველოში სიტყვის თავისუფლება, ეს მოდელი სხვა პარლამენტებში გადაიღონ და ოპოზიციას მსგავსი გამოვლინებით საკუთარი პოზიციის გამოხატვაში ხელი არ შეუშალონ. ყველამ ერთად დავამკვიდრეთ კანონის და სამართლიანობის უზენაესობა, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამის შემდეგ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა