საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი - უკრაინა უკვე გათავისუფლდა პრორუსი ოლიგარქი იანუკოვიჩისგან, ჩვენ ეს ბედნიერება წინ გვაქვს
ვანო მერაბიშვილი - უკრაინა უკვე გათავისუფლდა პრორუსი ოლიგარქი იანუკოვიჩისგან, ჩვენ ეს ბედნიერება წინ გვაქვს

უკ­რა­ი­ნა უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა პრო­რუ­სი ოლი­გარ­ქი ია­ნუ­კო­ვი­ჩის­გან, ჩვენ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა წინ გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა სა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში 26 მა­ი­სის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­ე­სალ­მა დარ­ბაზ­ში მყოფ უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ შს მი­ნის­ტრ იური ლუ­ცენ­კოს, რო­მე­ლიც დღეს მის პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და. მე­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ლუ­ცენ­კომ უკვე გა­მო­ი­ა­რა ის, "სა­დაც დღეს ჩვენ ვდგა­ვართ".

რო­გორც მე­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" მოხ­და ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში, თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნა წინ არის დე­მოკ­რა­ტი­ის კუ­თხით. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, მისი თქმით, ეს ისე­თი­ვე სა­სა­ცი­ლო და სა­მარ­ცხვი­ნოა, რო­გო­რიც იყო მისი კო­ლე­გის, ლუ­ცენ­კოს შემ­თხვე­ვა­ში. მე­რა­ბიშ­ვილ­მა მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლეს და პრო­კუ­რორს და უთხრა, რომ მათ შერ­ცხვე­ბათ ამ პრო­ცე­სე­ბის გამო და ეს მათ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო იქ­ნე­ბა.

"მი­ვე­სალ­მე­ბი ჩემს მე­გო­ბარს. ჩვენ კი­დევ ერ­თად ვიბ­რძო­ლებთ და გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ ქვე­ყა­ნას ოლი­გარ­ქე­ბი­სა და ოკუ­პან­ტე­ბის­გან", - გა­ნა­ცხა­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და პრო­ცე­სი და­ტო­ვა.

პრო­ცე­სი და­ტო­ვეს ასე­ვე მის­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებ­მა, ასე­ვე იური ლუ­ცენ­კომ. ლუ­ცენ­კომ დარ­ბა­ზი­დან გას­ვლი­სას მო­სა­მარ­თლეს რეპ­ლი­კით მი­მარ­თა - "თქვენ უფრო გე­ში­ნი­ათ, ვიდ­რე ვა­ნოს" და აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ მისი პა­ტიმ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­მა მო­სა­მარ­თლემ 4 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მი­ი­ღო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

ვანო მერაბიშვილი - უკრაინა უკვე გათავისუფლდა პრორუსი ოლიგარქი იანუკოვიჩისგან, ჩვენ ეს ბედნიერება წინ გვაქვს

ვანო მერაბიშვილი - უკრაინა უკვე გათავისუფლდა პრორუსი ოლიგარქი იანუკოვიჩისგან, ჩვენ ეს ბედნიერება წინ გვაქვს

უკრაინა უკვე გათავისუფლდა პრორუსი ოლიგარქი იანუკოვიჩისგან, ჩვენ ეს ბედნიერება წინ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპელაციო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

ვანო მერაბიშვილი მიესალმა დარბაზში მყოფ უკრაინის ყოფილ შს მინისტრ იური ლუცენკოს, რომელიც დღეს მის პროცესს ესწრებოდა. მერაბიშვილის თქმით, ლუცენკომ უკვე გამოიარა ის, "სადაც დღეს ჩვენ ვდგავართ".

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, "ვარდების რევოლუცია" მოხდა ჯერ საქართველოში, შემდეგ უკრაინაში, თუმცა, უკრაინა წინ არის დემოკრატიის კუთხით. რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, მისი თქმით, ეს ისეთივე სასაცილო და სამარცხვინოა, როგორიც იყო მისი კოლეგის, ლუცენკოს შემთხვევაში. მერაბიშვილმა მიმართა მოსამართლეს და პროკურორს და უთხრა, რომ მათ შერცხვებათ ამ პროცესების გამო და ეს მათ ცხოვრებაში ყველაზე სამარცხვინო იქნება.

"მივესალმები ჩემს მეგობარს. ჩვენ კიდევ ერთად ვიბრძოლებთ და გავათავისუფლებთ ქვეყანას ოლიგარქებისა და ოკუპანტებისგან", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და პროცესი დატოვა.

პროცესი დატოვეს ასევე მისმა მხარდამჭერებმა, ოჯახის წევრებმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, ასევე იური ლუცენკომ. ლუცენკომ დარბაზიდან გასვლისას მოსამართლეს რეპლიკით მიმართა - "თქვენ უფრო გეშინიათ, ვიდრე ვანოს" და აქვე აღნიშნა, რომ მისი პატიმრობის გადაწყვეტილების მიმღებმა მოსამართლემ 4 წლიანი სასჯელი მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ