პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობოები მეუფე იაკობს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ
არასამთავრობოები მეუფე იაკობს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ცეს­კო-ს ქო­რე­პის­კო­პოს ია­კო­ბის მიერ სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა (კონ­სტან­ტი­ნე ია­კო­ბიშ­ვილ­მა) საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის დროს კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აგი­ტა­ცი­ის ნიშ­ნე­ბის შემ­ცვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წო­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა.

"ქო­რე­პის­კო­პო­სი საკ­ვა­რაო ქა­და­გე­ბი­სას მო­უ­წო­დებს მრევლს აქ­ტი­უ­რად მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში და არ და­უშ­ვან კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბა: "უნდა მი­ვი­დეთ ყვე­ლა­ნი არ­ჩევ­ნებ­ზე და ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ინა­ნი­ე­ბენ, რაც გა­უ­კე­თეს ქვე­ყა­ნას, ღირ­სე­ბა რო­გორ აჰ­ყა­რეს ერს, მობ­რუ­ნე­ბას რომ აპი­რე­ბენ ისევ ისე, რა­ღა­ცას უარი უნდა ეთ­ქვას". ამას­თან, ქო­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბი აკ­რი­ტი­კებს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას - "დღეს რომ ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მობ­რუ­ნე­ბა უნ­დათ, რას გვპირ­დე­ბი­ან, რომ მობ­რუნ­დე­ბი­ან?!" და აკე­თებს გარ­კვე­ულ მი­ნიშ­ნე­ბებს იმა­ზე თუ რო­მელ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას უნდა და­უ­ჭოს მხა­რი ამომ­რჩევ­ლმა: "არ ვლა­პა­რა­კობ, რომ რო­მე­ლი ძა­ლაც არის, ყვე­ლა­ფე­რი ისე ხდე­ბა, რომ მო­სა­წო­ნია. ხალ­ხმა ამ არ­ჩევ­ნებ­ზე აჩ­ვე­ნა, რომ გულ­და­წყვე­ტი­ლია, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბას ყვე­ლა ვხე­დავთ".

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა წარ­მო­ად­გენს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ას - ამომ­რჩე­ველ­თა მო­წო­დე­ბას სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის/სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის კან­დი­და­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად ან სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, აგ­რეთ­ვე ნე­ბის­მი­ერ სა­ჯა­რო მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ან ხელს უშ­ლის მის არ­ჩე­ვას (და სხვა)", - ნათ­ქვა­მია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და უფ­ლე­ბა, სა­ჯა­როდ მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­სურ­ველ კან­დი­დატს, კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თუმ­ცა, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" 45-ე მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტის "ზ" ქვე­პუნ­ქტი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის გა­წე­ვას პირ­და­პირ უკ­რძა­ლავს რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

"კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლად სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი შე­ზღუდ­ვის მიზ­ნე­ბის­თვის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­გა­ნია. თუმ­ცა, გან­სა­ხილ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მიზ­ნე­ბის­თვის ქო­რე­პის­კო­პო­სი აღ­ქმულ უნდა იქ­ნეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლად. მისი სტა­ტუ­სის მქო­ნე სა­სუ­ლი­ე­რო იერ­არ­ქის ეკ­ლე­სი­ას­თან ამ­გვა­რი კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბას ადას­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლურ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას შო­რის და­დე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სა­დაც: "ეკ­ლე­სი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­რე­შე წარ­მო­ად­გე­ნენ: სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, წმი­და სი­ნო­დი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო (ქო­რე­პის­კო­პო­სი­სა და მდივ­ნის სა­ხით)", რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ქო­რე­პის­კო­პო­სის მიერ მისი სტა­ტუ­სი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ჯა­რო გა­მო­ხატ­ვა უნდა აღიქ­მე­ბო­დეს რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პო­ზი­ცი­ად", - ნათ­ქვა­მია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, მათ შო­რის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა, თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს ამომ­რჩე­ველ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კომ­პო­ნენტს და წარ­მო­ად­გენს სა­ჯა­რო მოქ­მე­დე­ბას, მით უფრო, რო­დე­საც ის ფარ­თოდ შუქ­დე­ბა მე­დია სა­შუ­ლე­ბე­ბის მიერ.

"შე­სა­ბა­მი­სად, ქო­რე­პის­კო­პო­სის სა­ჯა­რო მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლურ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას, აღ­ქმულ უნდა იქ­ნეს რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ აგი­ტა­ცი­ად, რო­მე­ლიც აკ­რძა­ლუ­ლია სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის მიერ. სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მა, რო­მე­ლიც მკაც­რად ად­გენს სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნას სუ­ბი­ექტთა გან­სა­ზღვრუ­ლი წრის მი­მართ, მიზ­ნად ისა­ხავს და­იც­ვას სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნის­გან, რისი ალ­ბა­თო­ბაც დი­დია რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მა­ღა­ლი ნდო­ბი­სა და ავ­ტო­რი­ტე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბაა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სე­კუ­ლა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, გან­ცხა­დე­ბის ხელ­მომ­წე­რი არა­სამ­თავ­რო­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას, შე­ის­წავ­ლოს ქო­რე­პის­კო­პოს ია­კო­ბის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ა­ში სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტი და მო­ახ­დი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა. რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს კი მო­უ­წო­დე­ბენ, თავი შე­ი­კა­ვონ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო მოქ­მე­დე­ბის­გან, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის ნიშ­ნებს.

გან­ცხა­დე­ბას ხელს აწე­რენ "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრი" (EMC); "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა" (ISFED); "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლო" (TI) და "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია" (საია).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

არასამთავრობოები მეუფე იაკობს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ

არასამთავრობოები მეუფე იაკობს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკო-ს ქორეპისკოპოს იაკობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა.

"ქორეპისკოპოსი საკვარაო ქადაგებისას მოუწოდებს მრევლს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაუშვან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვება: "უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს, მობრუნებას რომ აპირებენ ისევ ისე, რაღაცას უარი უნდა ეთქვას". ამასთან, ქორეპისკოპოსი იაკობი აკრიტიკებს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკას - "დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, რომ მობრუნდებიან?!" და აკეთებს გარკვეულ მინიშნებებს იმაზე თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუჭოს მხარი ამომრჩევლმა: "არ ვლაპარაკობ, რომ რომელი ძალაც არის, ყველაფერი ისე ხდება, რომ მოსაწონია. ხალხმა ამ არჩევნებზე აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ განსხვავებას ყველა ვხედავთ".

აღნიშნული განცხადება წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას - ამომრჩეველთა მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტების კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერ საჯარო მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას (და სხვა)", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და უფლება, საჯაროდ მხარი დაუჭიროს სასურველ კანდიდატს, კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცა, როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, საქართველოს "საარჩევნო კოდექსის" 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტი წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას პირდაპირ უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს.

"კონკრეტულად რომელი სუბიექტები შეიძლება განვიხილოთ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლად საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვის მიზნებისთვის ინტერპრეტაციის საგანია. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებისთვის ქორეპისკოპოსი აღქმულ უნდა იქნეს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად. მისი სტატუსის მქონე სასულიერო იერარქის ეკლესიასთან ამგვარი კავშირის არსებობას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც: "ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით)", რაც გულისხმობს, რომ ქორეპისკოპოსის მიერ მისი სტატუსისა და უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთებული საჯარო გამოხატვა უნდა აღიქმებოდეს რელიგიური ორგანიზაციის პოზიციად", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების საჯარო გამოსვლა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის საკვირაო ქადაგება, თავის თავში მოიცავს ამომრჩეველთან კომუნიკაციის კომპონენტს და წარმოადგენს საჯარო მოქმედებას, მით უფრო, როდესაც ის ფართოდ შუქდება მედია საშულებების მიერ.

"შესაბამისად, ქორეპისკოპოსის საჯარო მოქმედება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, აღქმულ უნდა იქნეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ აგიტაციად, რომელიც აკრძალულია საარჩევნო კოდექსის მიერ. საარჩევნო კოდექსის ამკრძალავი ნორმა, რომელიც მკაცრად ადგენს საარჩევნო აგიტაციის აკრძალვის მოთხოვნას სუბიექტთა განსაზღვრული წრის მიმართ, მიზნად ისახავს დაიცვას საარჩევნო პროცესი სასულიერო პირების ზეგავლენისგან, რისი ალბათობაც დიდია რელიგიური ორგანიზაციების მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით. საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოს განვითარებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების ხელმომწერი არასამთავრობი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს ქორეპისკოპოს იაკობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით მონაწილეობის ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. რელიგიურ ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ნებისმიერი საჯარო მოქმედებისგან, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნებს.

განცხადებას ხელს აწერენ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC); "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED); "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" (TI) და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია).

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა