მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფაქტები, რის გამოც გიგა ბოკერიასაც დაიჭერენ!
ფაქტები, რის გამოც გიგა ბოკერიასაც დაიჭერენ!

"ფაქ­ტე­ბი, რის გა­მოც გიგა ბო­კე­რი­ა­საც და­ი­ჭე­რენ!" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით სტა­ტი­ას გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა" აქ­ვეყ­ნებს.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გიგა ბო­კე­რია პირ­ვე­ლად 4 აპ­რილს მო­ი­კი­თხა და მოწ­მედ და­კი­თხა. საქ­მეს, რის გა­მოც ბო­კე­რია და­კი­თხეს, გრი­ფით "სა­ი­დუმ­ლო" ადევს. თუმ­ცა, ადრე გახ­მა­ურ­და ამ საქ­მის დე­ტა­ლე­ბი და "ქრო­ნი­კის­თვის" სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი... ჯერ კი­დევ 2012 წელს გა­ნა­ცხა­და იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­დან უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი იყო გაფ­ლან­გუ­ლი, ამ თე­მას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­ებ­საც დას­ჯი­და. ივა­ნიშ­ვილ­მა დამ­ნა­შა­ვე­ებ­ში ბო­კე­რია და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე­ე­ბი რომ იგუ­ლის­ხმა, ამა­ში ეჭვი არა­ვის შეჰ­პარ­ვია. ივა­ნიშ­ვი­ლი ისე წა­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, გი­გას­თვის ბუზი არა­ვის აუფ­რე­ნია. დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უდ­გას სა­თა­ვე­ში, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ბო­კე­რი­ას მი­მართ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ანა­ლო­გი­უ­რია.

ამის თქმის სა­ფუძ­ველს ორი რამ მაძ­ლევს, ერთი, რომ ყვე­ლა ჭკუ­ა­სა­კი­თხა­ვი ადა­მი­ა­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, ბო­კე­რი­ას მალე და­ი­ჭე­რენ და ეს ხალ­ხი ჰა­ერ­ზე არ ლა­პა­რა­კობს, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი­დან გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ფლო­ბენ და მათ ნათ­ქვამს და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას ესეც მა­ტებს. მე­ო­რეც, "ქრო­ნი­კის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ძალ­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს წლე­ბის მან­ძილ­ზე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­დან გამ­ქრალ მი­ლი­ო­ნებ­ზე. ამ ეტაპ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 მი­ლი­ო­ნი ლა­რის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯვის შე­სა­ხებ, პრო­კუ­რა­ტუ­რას უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ბო­კე­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მალე აღ­ძრა­ვენ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და ბრალ­საც წა­უ­ყე­ნე­ბენ. "ქრო­ნი­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ საქ­მე­ებ­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, ბათუ ქუ­თე­ლია და და­ვით სი­ხა­რუ­ლი­ძე. შე­საძ­ლოა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მა­თაც წა­უ­ყე­ნოს ბრა­ლი. გარ­და ამი­სა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ცალ­კე საქ­მედ სწავ­ლობს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­ხარ­ჯუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბის საქ­მეს და შე­საძ­ლოა, ამ ფონ­დი­დან უკა­ნო­ნოდ გა­ხარ­ჯულ­მა თუ მით­ვი­სე­ბულ­მა თან­ხებ­მა, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­დან გამ­ქრალ 15 მლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბოს კი­დეც. აქვე დავ­სძენ, რომ "ქრო­ნი­კას" სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წყა­რო­ე­ბიც უდას­ტუ­რე­ბენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას გიგა ბო­კე­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ბრა­ლი უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს და მისი წა­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ დრო­ის საქ­მეა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რე­ბენ რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ასე­ვე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, ფორ­მა­ლუ­რად, პრე­ზი­დენტს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო მისი თავ­მჯდო­მა­რე, მაგ­რამ გიგა მიშა სა­ა­კავ­შილს არა­ფერს ეკი­თხე­ბო­და. ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ არა­ვის აბა­რებ­და ან­გა­რიშს. მე­ტიც, ბო­კე­რია უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ბი­უ­ჯეტს არ სჯერ­დე­ბო­და და თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პარ­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პი­ა­რი­სა და სხვა საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­და­ნაც ხარ­ჯავ­და მი­ლი­ო­ნებს. აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის დას­კვნით, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან, არა­ერ­თი მი­ლი­ო­ნი გა­და­ი­რი­ცხა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ან­გა­რიშ­ზე და მთე­ლი ეს თან­ხა უცხო­უ­რი ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში და­ი­ხარ­ჯა. ამ თან­ხებს ბო­კე­რია წლის ბო­ლოს ითხოვ­და სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან, როცა სა­კუ­თა­რი გა­ხარ­ჯუ­ლი ჰქონ­და და ყვე­ლა მო­თხოვ­ნას სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ედო სა­ფუძ­ვლად. რე­ა­ლუ­რად, გიგა ბო­კე­რი­ას სა­ერ­თოდ არ ადარ­დებ­და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა, მისი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი "ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სა" და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­ა­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა იყო, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­ხანს დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი და­ე­შა­ვე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის. ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რას გიგა ბო­კე­რია ასე­ვე სა­ბი­უ­ჯე­ტო ფუ­ლით ყი­დუ­ლობ­და.

"ნა­ცი­ო­ნალ­თა" მმარ­თვე­ლო­ბი­სას უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში 22 კაცი მუ­შა­ობ­და _ საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, 4 მო­ად­გი­ლე და 17 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამ 22-კა­ცი­ა­ნი საბ­ჭოს ბი­უ­ჯე­ტი, გიგა ბო­კე­რი­ას თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, 20 მი­ლი­ონ ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლა. 2012 წელს 22-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი ჰქონ­და საბ­ჭოს და ესეც არ ჰყოფ­ნი­და. 22 კა­ცის სა­ხელ­ფა­სო ბი­უ­ჯე­ტი 1,5 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და – გრი­ა­ლებ­დნენ გოგო-ბი­ჭე­ბი. ბო­კე­რი­ამ ისე მო­აგ­ვა­რა საქ­მე, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყვე­ლა ხარ­ჯი გა­უმჭვირ­ვა­ლე გა­ხა­და, სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლოს რან­გში აიყ­ვა­ნა და მას­ში ჩა­ხედ­ვა, ერ­თა­დერ­თი, მხო­ლოდ საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს, პრე­ზი­დენტს შე­ეძ­ლო.

აი, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი იმის დას­ტუ­რად, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ფული მხო­ლოდ ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებ­ში იხარ­ჯე­ბო­და. მარ­ტო ერთ ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ას, Podesta Group-ს გიგა ბო­კე­რი­ამ 2010 წელს 600 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და ამე­რი­კა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­ა­რის­თვის. იგი­ვე კომ­პა­ნი­ას­თან, 2012 წელ­საც გა­ა­ფორ­მა ერ­თწ­ლი­ა­ნი ხელ­შე­კურ­ლე­ბა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ და ისევ 600 000 დო­ლა­რად, მაგ­რამ ეს ფული წყალ­ში გა­და­ყა­რა გიგა ბო­კე­რი­ამ, ამე­რი­კა­ში Podesta Group-ის პი­არ­მა ვე­ღარ უშ­ვე­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის პარ­ტი­ას, ვერც ამ კომ­პა­ნი­ის მიერ ნა­ყიდ­მა ამე­რი­კელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა აა­ცი­ლეს კა­ტას­ტრო­ფა. ამ წელს "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა და მას მერე, წელ­ში ვე­ღარ გა­მარ­თუ­ლა. ამის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ბი­უ­ჯე­ტი მკვეთ­რად შე­ამ­ცი­რა, 18.5 მი­ლი­ო­ნი ლარი ჩა­მო­აჭ­რა და 2013 წელს მხო­ლოდ სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი _ 1.5 მი­ლი­ო­ნი ლარი და­უ­ტო­ვა. ესეც ზედ­მე­ტი იყო მა­გათ­თვის, არც ამ მი­ლი­ონ-ნა­ხევ­რის სა­ღი­რალს აკე­თებ­დნენ რა­მეს, უსაქ­მუ­რე­ბის ერთი დიდი ბუდე იყო გიგა ბო­კე­რი­ას უში­რო­ე­ბის საბ­ჭო და მეტი არა­ფე­რი.

"ქრო­ნი­კა" არ­ცთუ დიდი ხნის წინ წერ­და:

"გიგა ბო­კე­რია და მისი მე­უღ­ლე თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ვა­შინგტონ­ში. ამე­რი­კა­ში ბო­კე­რი­ას სტუმ­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფომ, კერ­ძოდ, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ და­ა­ფი­ნან­სა, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მივ­ლი­ნე­ბა. ცხა­დია, მივ­ლი­ნე­ბის თა­ნახ­მად, ბო­კე­რი­ა­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი უნდა გა­ე­მარ­თა ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მაგ­რამ "ქრო­ნი­კის" წყა­რო აცხა­დებს, წყვილ­მა ისე და­ტო­ვა ეს ქვე­ყა­ნა, რომ ბო­კე­რი­ას არც ერთი შეხ­ვედ­რა არ გა­უ­მარ­თავს. მან და მის­მა მე­უღ­ლემ 8 დღე და­ის­ვე­ნეს ვა­შინგტონ­ში. წყა­როს თქმით, გიგა ბო­კე­რი­ა­სა და თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის "მივ­ლი­ნე­ბა" ნა­წი­ლობ­რივ თავ­დაც­ვის იმ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა და­ა­ფი­ნან­სა. ცხა­დია, არა სა­კუ­თა­რი ფუ­ლით - "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" "ობ­ში­ა­კით", რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტი­დან მო­პა­რუ­ლი და ბიზ­ნეს­მენ­თათ­ვის წარ­თმე­უ­ლი ფუ­ლით ივ­სე­ბო­და... სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თვის უც­ნო­ბია ამ "მივ­ლი­ნე­ბის" სხვა დე­ტა­ლე­ბი, მაგ­რამ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს 68 000 დო­ლა­რი რომ და­უჯ­და ბო­კე­რი­ას ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბა და იქ ყოფ­ნა, ეს კი ვი­ცით...

გიგა ბო­კე­რი­ას მი­მართ ერთ-ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბა, რო­მელ­საც მალე წა­უ­ყე­ნე­ბენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს ამე­რი­კუ­ლი "მივ­ლი­ნე­ბა" იქ­ნე­ბა ცოლ­თან ერ­თად... ჩვენ მა­შინ ვწერ­დით, რომ ბო­კე­რია ამის გამო პა­სუხს აგებ­და და აჰა, რო­გორც ჩანს, ეს დღეც მალე მოვა. "ქრო­ნი­კამ" ექ­სკლუ­ზი­უ­რად ერთი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გიგა ბო­კე­რი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა უეჭ­ვე­ლად მოჰ­კი­თხავს ერთ საქ­მე­საც. 2011 წლის აგ­ვის­ტო­ში, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ ბა­თუმ­ში, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. 3-დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცია ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით 55 ათა­სი ლარი დაჯ­და, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ­ში" გა­ი­მარ­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ვადა 1-3 აგ­ვის­ტოა. გა­მო­ძი­ე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ არა­ნა­ი­რი კონ­ფე­რენ­ცია 1-3 აგ­ვის­ტოს შე­რა­ტონ­ში არ გა­მარ­თუ­ლა. გიგა ბო­კე­რია თა­ვის თა­ნა­მე­ცხედ­რეს­თან ერ­თად, ასე­ვე, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს 12 თა­ნამ­შრო­მე­ლი ბა­თუმ­ში, უბ­რა­ლოდ, საგ­რი­ა­ლოდ იყ­ვნენ ჩა­სულ­ნი, 2 აგ­ვის­ტოს ენ­რი­კე ეგ­ლე­სი­ა­სეს კონ­ცერ­ტი იყო და ამ კონ­ცერტს და­ეს­წრნენ, ეს კონ­ცერ­ტი, "შე­რა­ტო­ნის" ფე­შე­ნე­ბე­ლურ ნომ­რებ­ში 3 დღით 14 ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა და სა­ერ­თოდ, მათი ეს 3-დღი­ა­ნი "გუ­ლა­ო­ბა" ბა­თუ­მის ბი­უ­ჯეტს 55 000 ლარი და­უჯ­და. აი, ასე ექ­ცე­ო­და სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხებს ხალ­ხსა და ქვე­ყა­ნა­ზე "მზრუნ­ვე­ლი" გიგა ბო­კე­რია. დღეს ისიც და მისი უნა­მუ­სო თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბიც იქა­ჩე­ბი­ან, _ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ვარ­გა, ისევ ჩვენ უნდა მო­ვი­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ქვე­ყა­ნა უნდა ავა­შე­ნო­თო. 9 წელი იყ­ვნენ იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში და ნგრე­ვი­სა და უბე­დუ­რე­ბის მეტი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნი­ათ ქვეყ­ნის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო ერთ დიდ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კად აქ­ცი­ეს, ხალ­ხი და­ი­მო­ნეს, ასე­ულ ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ლუკ­მა­პუ­რი ენატ­რე­ბო­და, ესე­ნი კი იმ ხალ­ხის კუთ­ვნი­ლი ფუ­ლით და­ჯი­რი­თობ­დნენ და არა­ნა­ირ ამ­ქვეყ­ნი­ურ სი­კე­თეს არ იკ­ლებ­დნენ. ხალ­ხი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბად" და და­ნარ­ჩე­ნე­ბად ჰყავ­დათ და­ყო­ფი­ლი, თუ მათი ბინ­ძუ­რი პო­ლი­ტი­კის მომ­ხრე იყა­ვი, თუ ბო­კე­რი­ა­სა და მის­თა­ნა გა­რეწ­რებს გა­უ­რიგ­დე­ბო­დი, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გზა ხსნი­ლი გქონ­და, გინ­და ბიზ­ნეს­ში წა­ვი­დო­დი, გინ­და სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და წარ­მა­ტე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გქონ­და. ეშ­მაკ­თან ალი­ანსზე თუ უარს იტყო­დი, მა­შინ გა­დარ­ჩე­ნის­თვის უნდა გებ­რძო­ლა. გიგა ბო­კე­რია იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­ნა­შა­ვე რე­ჟი­მის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი და ყვე­ლა სა­ში­ნე­ლე­ბა, ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლი, რაც ამ რე­ჟიმ­მა ჩა­ი­დი­ნა, ბო­კე­რი­ას ტვინ­ში იხარ­შე­ბო­და, ის იყო იდე­ე­ბის გე­ნე­რა­ტო­რი და სხვე­ბი მის ამ ან­ტი­ა­და­მი­ა­ნურ, ან­ტიჰუ­მა­ნურ იდე­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ...

გიგა ბო­კე­რია 2008 წლის ომის სა­მარ­ცხვი­ნოდ წა­გე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია. მას სიკ­ვდი­ლი­ვით ეში­ნია ომის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სა, რად­გან არ­სე­ბობს უამ­რა­ვი მოწ­მე, არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ იმ დროს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გიგა ბო­კე­რია, უშუ­ა­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს, გას­ცემ­და ბრძა­ნე­ბებს, რო­მელ­თაც გე­ნერ­ლე­ბი და ოფიც­რე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ და მის­მა ამ ბრძა­ნე­ბებ­მა, ქარ­თულ ჯარ­ში დიდი მსხვერ­პლი გა­მო­იწ­ვია, ათო­ბით მებ­რძო­ლი და ასე­ვე, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. ეს ბრა­ლი თუ და­უმ­ტკიც­და ბო­კე­რი­ას, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს. გიგა ბო­კე­რია, გივი თარ­გა­მა­ძე და გიგი უგუ­ლა­ვა ომის დროს ნატ­რობ­დნენ, რომ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტი მსხვერ­პლი ყო­ფი­ლი­ყო. ამ ომის მო­ნა­წი­ლე, გე­ნე­რა­ლი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ სა­კუ­თა­რი ყუ­რით მო­ის­მი­ნა, ეს სა­მე­უ­ლი რო­გორ ოც­ნე­ბობ­და, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ღუ­პუ­ლი­ყო. ასე­ვე, არ­სე­ბო­ბენ მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლებც ადას­ტუ­რე­ბენ იმას, რომ, როცა სა­ა­კაშ­ვილ­მა და ბო­კე­რი­ამ გა­ი­გეს, რომ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მსხვერ­პლი 200 კაცს არ აღე­მა­ტე­ბო­და, ორი­ვეს ლა­მის ის­ტე­რი­კა და­ე­მარ­თა, - 200 ცო­ტაა, რამ­დე­ნი­მე ათა­სი გვინ­დო­დაო. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სის­ხლი, ქარ­თვე­ლე­ბის ცხედ­რე­ბი ბო­კე­რი­ას პო­ლი­ტი­კის წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო. რაც მეტი ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პე­ბო­და, რუ­სეთ­თან მით უფრო მედ­გარ მებ­რძო­ლე­ბად წარ­მო­ჩინ­დე­ბოდ­ნენ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ბო­კე­რია და სხვა მის­თა­ნა არ­სე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, უცხო­ე­თი­დან პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რა­საც მეტს მი­ი­ღებ­დნენ და ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­საც...

2004 წლის თე­ბერ­ვალ­ში, გლ­და­ნის ეკ­ლე­სი­ის ვან­და­ლუ­რად დარ­ბე­ვის ინი­ცი­ა­ტო­რიც, სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად, გიგა ბო­კე­რია იყო... ბო­კე­რია ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა და პი­რა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის პი­რა­დი მტე­რია. სწო­რედ ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ამე­რი­კა­ში და­გეგ­მილ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას "ორი პატ­რი­არ­ქი", რომ­ლის მი­ზა­ნიც ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ში შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბა, სი­ნო­დის წევრთა ორად გა­ყო­ფა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეკ­ლე­სი­ის ორად გახ­ლე­ჩა იყო. ილია მე­ო­რე­სა და მის მა­ღალ რე­ი­ტინგს ვე­რა­ფე­რი რომ ვერ მო­უ­ხერ­ხეს, ამ გეგ­მით სურ­დათ მისი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, სი­ნო­დის წევრთა ერთ ნა­წილს სხვა, მე­ო­რე პატ­რი­არ­ქი უნდა აერ­ჩია და ილია მე­ო­რეს და­პი­რის­პი­რე­ბო­და. ცხა­დია, მრევ­ლიც ორად გა­ი­ყო­ფო­და და ამით და­ას­რუ­ლებ­დნენ ეკ­ლე­სი­ას­თან ბრძო­ლის მთა­ვარ ეტაპს. ამ გეგ­მის შე­სა­ხებ, შარ­შან "ქრო­ნი­კა" დე­ტა­ლუ­რად წერ­და და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბამ, ეკ­ლე­სი­ას­თან მებ­რძოლ­თა რი­გებ­ში დიდი აურ­ზა­უ­რი გა­მო­იწ­ვია. შეშ­ფოთ­დნენ, ჩვე­ნი გეგ­მის დე­ტა­ლე­ბი რო­გორ მოხ­ვდა "ქრო­ნი­კის" ფურ­ცლებ­ზე, გიგა ბო­კე­რი­ამ ამ­ხე­ლა იაღ­ლი­ში რო­გორ და­უშ­ვაო. მა­შინ, ამ ვი­თომ ლი­ბე­რა­ლე­ბი­დან კაცს არ უარ­ყვია, ეგრე არ იყო, ეკ­ლე­სი­ას არა­ფერს ვერ­ჩით და არც მის ორად გახ­ლე­ჩას ვა­პი­რებ­დი­თო. აპი­რებ­დნენ კი არა, დღე და ღამე ამა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ, ეს მა­მო­ნას მოტრფი­ა­ლე­ნი.

2006 წლის 27 მარ­ტის "ცი­ხის ბუნ­ტის" მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გიგა ბო­კე­რი­აა. მა­შინ ბაჩო ახა­ლა­ია ვინ იყო, მარ­ტოს გა­და­ე­წყვი­ტა, ცი­ხე­ში სპეც­რაზ­მი შე­ეყ­ვა­ნა თუ არა? მით უმე­ტეს, ცი­ხე­ში ისე­თი არა­ფე­რი ხდე­ბო­და, რომ "სპეც­ნა­ზის" ჩა­რე­ვა სა­ჭი­რო ყო­ფი­ლი­ყო. რაღა შორს წა­ვი­დე, აგერ "ნა­ცი­ო­ნა­ლი" ელე­ნე თევ­დო­რა­ძე ადებს ხელს გიგა ბო­კე­რი­ას, "ცი­ხის ბუნ­ტის" დროს, გიგა ბო­კე­რია ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში იყო და ბრძა­ნე­ბებ­საც ეგ გას­ცემ­დაო. კი­დევ სხვა, უამ­რა­ვი მოწ­მე არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც ამა­საც ადას­ტუ­რე­ბენ და ამა­ტე­ბენ, გიგა ბო­კე­რი­ას ხელ­ში ავ­ტო­მა­ტი ეჭი­რა და ის­რო­და, პა­ტიმ­რე­ბის და­ხოც­ვა მა­გის კი­სერ­ზეც არი­სო. ეს საქ­მეც კოშ­მა­რი­ვით აწუ­ხებს ბო­კე­რი­ას, "ცი­ხის ბუნტთან" და­კავ­ში­რე­ბით, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი და დიდი შან­სია, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ და­ნა­შა­ულ­ზე ბო­კე­რი­ა­საც მი­ად­გნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი...

ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

ფაქტები, რის გამოც გიგა ბოკერიასაც დაიჭერენ!

ფაქტები, რის გამოც გიგა ბოკერიასაც დაიჭერენ!

"ფაქტები, რის გამოც გიგა ბოკერიასაც დაიჭერენ!" - ამ სახელწოდებით სტატიას გაზეთი "ქრონიკა" აქვეყნებს.

მთავარმა პროკურატურამ გიგა ბოკერია პირველად 4 აპრილს მოიკითხა და მოწმედ დაკითხა. საქმეს, რის გამოც ბოკერია დაკითხეს, გრიფით "საიდუმლო" ადევს. თუმცა, ადრე გახმაურდა ამ საქმის დეტალები და "ქრონიკისთვის" სხვა ინფორმაციებიც ექსკლუზიურად გახდა ცნობილი... ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომ უშიშროების საბჭოდან უზარმაზარი თანხები იყო გაფლანგული, ამ თემას აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას და დამნაშავეებსაც დასჯიდა. ივანიშვილმა დამნაშავეებში ბოკერია და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები რომ იგულისხმა, ამაში ეჭვი არავის შეჰპარვია. ივანიშვილი ისე წავიდა ხელისუფლებიდან, გიგასთვის ბუზი არავის აუფრენია. დღეს ხელისუფლებას ირაკლი ღარიბაშვილი უდგას სათავეში, მაგრამ როგორც ჩანს, ბოკერიას მიმართ მისი დამოკიდებულებაც ანალოგიურია.

ამის თქმის საფუძველს ორი რამ მაძლევს, ერთი, რომ ყველა ჭკუასაკითხავი ადამიანი ირწმუნება, ბოკერიას მალე დაიჭერენ და ეს ხალხი ჰაერზე არ ლაპარაკობს, შესაბამისი უწყებებიდან გარკვეულ ინფორმაციებს ფლობენ და მათ ნათქვამს დამაჯერებლობას ესეც მატებს. მეორეც, "ქრონიკის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ძალზე აქტიურად მუშაობს წლების მანძილზე უშიშროების საბჭოდან გამქრალ მილიონებზე. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 15 მილიონი ლარის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ, პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები აქვს და სავარაუდოდ, ბოკერიას წინააღმდეგ მალე აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს და ბრალსაც წაუყენებენ. "ქრონიკის" ინფორმაციით, ამ საქმეებში ფიგურირებენ უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილეები, ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე. შესაძლოა, პროკურატურამ მათაც წაუყენოს ბრალი. გარდა ამისა, მთავარი პროკურატურა ცალკე საქმედ სწავლობს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული მილიონების საქმეს და შესაძლოა, ამ ფონდიდან უკანონოდ გახარჯულმა თუ მითვისებულმა თანხებმა, უშიშროების საბჭოდან გამქრალ 15 მლიონს გადააჭარბოს კიდეც. აქვე დავსძენ, რომ "ქრონიკას" სახელისუფლებო წყაროებიც უდასტურებენ, რომ პროკურატურას გიგა ბოკერიას წინააღმდეგ ბრალი უკვე გამზადებული აქვს და მისი წაყენება მხოლოდ დროის საქმეა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

უშიშროების საბჭო, ფორმალურად, პრეზიდენტს ექვემდებარებოდა, სააკაშვილი იყო მისი თავმჯდომარე, მაგრამ გიგა მიშა სააკავშილს არაფერს ეკითხებოდა. ხარჯების შესახებ არავის აბარებდა ანგარიშს. მეტიც, ბოკერია უშიშროების საბჭოს ბიუჯეტს არ სჯერდებოდა და თავისი დანაშაულებრივი პარტიის საერთაშორისო პიარისა და სხვა საქმიანობისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაც ხარჯავდა მილიონებს. აუდიტის სამსახურის დასკვნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, არაერთი მილიონი გადაირიცხა უშიშროების საბჭოს ანგარიშზე და მთელი ეს თანხა უცხოური ლობისტური კომპანიების მომსახურებაში დაიხარჯა. ამ თანხებს ბოკერია წლის ბოლოს ითხოვდა სარეზერვო ფონდიდან, როცა საკუთარი გახარჯული ჰქონდა და ყველა მოთხოვნას სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა ედო საფუძვლად. რეალურად, გიგა ბოკერიას საერთოდ არ ადარდებდა ქვეყნის უსაფრთხოება, მისი მთავარი საზრუნავი "ნაცმოძრაობისა" და მიშა სააკაშვილის პიარი და საერთაშორისო მხარდაჭერა იყო, რომ რაც შეიძლება მეტხანს დარჩენილიყო ხელისუფლებაში, რაც შეიძლება მეტი დაეშავებინა ქართველი ხალხისთვის. ამ საერთაშორისო მხარდაჭერას გიგა ბოკერია ასევე საბიუჯეტო ფულით ყიდულობდა.

"ნაციონალთა" მმართველობისას უშიშროების საბჭოში 22 კაცი მუშაობდა _ საბჭოს მდივანი, 4 მოადგილე და 17 თანამშრომელი. ამ 22-კაციანი საბჭოს ბიუჯეტი, გიგა ბოკერიას თავმჯდომარეობის პერიოდში, 20 მილიონ ლარზე ნაკლები არასდროს ყოფილა. 2012 წელს 22-მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა საბჭოს და ესეც არ ჰყოფნიდა. 22 კაცის სახელფასო ბიუჯეტი 1,5 მილიონ ლარს შეადგენდა – გრიალებდნენ გოგო-ბიჭები. ბოკერიამ ისე მოაგვარა საქმე, რომ უშიშროების საბჭოს ყველა ხარჯი გაუმჭვირვალე გახადა, სახელმწიფო საიდუმლოს რანგში აიყვანა და მასში ჩახედვა, ერთადერთი, მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტს შეეძლო.

აი, კონკრეტული ფაქტები იმის დასტურად, რომ უშიშროების საბჭოს ფული მხოლოდ ლობისტურ კომპანიებში იხარჯებოდა. მარტო ერთ ამერიკულ კომპანიას, Podesta Group-ს გიგა ბოკერიამ 2010 წელს 600 000 დოლარი გადაუხადა ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის პიარისთვის. იგივე კომპანიასთან, 2012 წელსაც გააფორმა ერთწლიანი ხელშეკურლება უშიშროების საბჭომ და ისევ 600 000 დოლარად, მაგრამ ეს ფული წყალში გადაყარა გიგა ბოკერიამ, ამერიკაში Podesta Group-ის პიარმა ვეღარ უშველა მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას, ვერც ამ კომპანიის მიერ ნაყიდმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ააცილეს კატასტროფა. ამ წელს "ნაცმოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და მას მერე, წელში ვეღარ გამართულა. ამის შემდეგ, საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი მკვეთრად შეამცირა, 18.5 მილიონი ლარი ჩამოაჭრა და 2013 წელს მხოლოდ სახელფასო ფონდი _ 1.5 მილიონი ლარი დაუტოვა. ესეც ზედმეტი იყო მაგათთვის, არც ამ მილიონ-ნახევრის საღირალს აკეთებდნენ რამეს, უსაქმურების ერთი დიდი ბუდე იყო გიგა ბოკერიას უშიროების საბჭო და მეტი არაფერი.

"ქრონიკა" არცთუ დიდი ხნის წინ წერდა:

"გიგა ბოკერია და მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, 2011 წლის თებერვალში იმყოფებოდნენ ვაშინგტონში. ამერიკაში ბოკერიას სტუმრობა სახელმწიფომ, კერძოდ, უშიშროების საბჭომ დააფინანსა, როგორც ოფიციალური მივლინება. ცხადია, მივლინების თანახმად, ბოკერიასაც ოფიციალური შეხვედრები უნდა გაემართა ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ "ქრონიკის" წყარო აცხადებს, წყვილმა ისე დატოვა ეს ქვეყანა, რომ ბოკერიას არც ერთი შეხვედრა არ გაუმართავს. მან და მისმა მეუღლემ 8 დღე დაისვენეს ვაშინგტონში. წყაროს თქმით, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის "მივლინება" ნაწილობრივ თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა დააფინანსა. ცხადია, არა საკუთარი ფულით - "ნაცმოძრაობის" "ობშიაკით", რომელიც ბიუჯეტიდან მოპარული და ბიზნესმენთათვის წართმეული ფულით ივსებოდა... სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია ამ "მივლინების" სხვა დეტალები, მაგრამ უშიშროების საბჭოს 68 000 დოლარი რომ დაუჯდა ბოკერიას ამერიკაში გამგზავრება და იქ ყოფნა, ეს კი ვიცით...

გიგა ბოკერიას მიმართ ერთ-ერთი კონკრეტული ბრალდება, რომელსაც მალე წაუყენებენ, სავარაუდოდ, სწორედ ეს ამერიკული "მივლინება" იქნება ცოლთან ერთად... ჩვენ მაშინ ვწერდით, რომ ბოკერია ამის გამო პასუხს აგებდა და აჰა, როგორც ჩანს, ეს დღეც მალე მოვა. "ქრონიკამ" ექსკლუზიურად ერთი მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა უშიშროების საბჭოს თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით. გიგა ბოკერიას პროკურატურა უეჭველად მოჰკითხავს ერთ საქმესაც. 2011 წლის აგვისტოში, უშიშროების საბჭომ ბათუმში, დოკუმენტაციის თანახმად, კონფერენცია გამართა. 3-დღიანი კონფერენცია ამ ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით 55 ათასი ლარი დაჯდა, რომელიც ბათუმის სასტუმრო "შერატონში" გაიმართა. კონფერენციის ჩატარების ვადა 1-3 აგვისტოა. გამოძიებით დასტურდება, რომ არანაირი კონფერენცია 1-3 აგვისტოს შერატონში არ გამართულა. გიგა ბოკერია თავის თანამეცხედრესთან ერთად, ასევე, უშიშროების საბჭოს 12 თანამშრომელი ბათუმში, უბრალოდ, საგრიალოდ იყვნენ ჩასულნი, 2 აგვისტოს ენრიკე ეგლესიასეს კონცერტი იყო და ამ კონცერტს დაესწრნენ, ეს კონცერტი, "შერატონის" ფეშენებელურ ნომრებში 3 დღით 14 ადამიანის ცხოვრება და საერთოდ, მათი ეს 3-დღიანი "გულაობა" ბათუმის ბიუჯეტს 55 000 ლარი დაუჯდა. აი, ასე ექცეოდა საბიუჯეტო თანხებს ხალხსა და ქვეყანაზე "მზრუნველი" გიგა ბოკერია. დღეს ისიც და მისი უნამუსო თანაგუნდელებიც იქაჩებიან, _ დღევანდელი ხელისუფლება არ ვარგა, ისევ ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში, ქვეყანა უნდა ავაშენოთო. 9 წელი იყვნენ იმ ხელისუფლების სათავეში და ნგრევისა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ ქვეყნისთვის, საქართველო ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს, ხალხი დაიმონეს, ასეულ ათასობით ადამიანს ლუკმაპური ენატრებოდა, ესენი კი იმ ხალხის კუთვნილი ფულით დაჯირითობდნენ და არანაირ ამქვეყნიურ სიკეთეს არ იკლებდნენ. ხალხი "ნაციონალებად" და დანარჩენებად ჰყავდათ დაყოფილი, თუ მათი ბინძური პოლიტიკის მომხრე იყავი, თუ ბოკერიასა და მისთანა გარეწრებს გაურიგდებოდი, ყველა მიმართულებით გზა ხსნილი გქონდა, გინდა ბიზნესში წავიდოდი, გინდა სახელმწიფო სამსახურში და წარმატება გარანტირებული გქონდა. ეშმაკთან ალიანსზე თუ უარს იტყოდი, მაშინ გადარჩენისთვის უნდა გებრძოლა. გიგა ბოკერია იყო სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის მთავარი იდეოლოგი და ყველა საშინელება, ყველა დანაშაული, რაც ამ რეჟიმმა ჩაიდინა, ბოკერიას ტვინში იხარშებოდა, ის იყო იდეების გენერატორი და სხვები მის ამ ანტიადამიანურ, ანტიჰუმანურ იდეებს ახორციელებდნენ...

გიგა ბოკერია 2008 წლის ომის სამარცხვინოდ წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მას სიკვდილივით ეშინია ომის საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოძიებისა, რადგან არსებობს უამრავი მოწმე, არსებობს მტკიცებულებები, რომ იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, უშუალოდ ხელმძღვანელობდა საბრძოლო მოქმედებებს, გასცემდა ბრძანებებს, რომელთაც გენერლები და ოფიცრები ასრულებდნენ და მისმა ამ ბრძანებებმა, ქართულ ჯარში დიდი მსხვერპლი გამოიწვია, ათობით მებრძოლი და ასევე, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს ბრალი თუ დაუმტკიცდა ბოკერიას, სამუდამო პატიმრობა გარანტირებული აქვს. გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და გიგი უგულავა ომის დროს ნატრობდნენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში რაც შეიძლება, მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. ამ ომის მონაწილე, გენერალი ტრისტან წითელაშვილი ადასტურებს, რომ საკუთარი ყურით მოისმინა, ეს სამეული როგორ ოცნებობდა, რომ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპულიყო. ასევე, არსებობენ მოწმეები, რომლებც ადასტურებენ იმას, რომ, როცა სააკაშვილმა და ბოკერიამ გაიგეს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 200 კაცს არ აღემატებოდა, ორივეს ლამის ისტერიკა დაემართა, - 200 ცოტაა, რამდენიმე ათასი გვინდოდაო. ქართველი ხალხის სისხლი, ქართველების ცხედრები ბოკერიას პოლიტიკის წარმატების საფუძველი იყო. რაც მეტი ქართველი დაიღუპებოდა, რუსეთთან მით უფრო მედგარ მებრძოლებად წარმოჩინდებოდნენ სააკაშვილი, ბოკერია და სხვა მისთანა არსებები, შესაბამისად, უცხოეთიდან პოლიტიკურ მხარდაჭერასაც მეტს მიიღებდნენ და ფინანსურ დახმარებასაც...

2004 წლის თებერვალში, გლდანის ეკლესიის ვანდალურად დარბევის ინიციატორიც, სააკაშვილთან ერთად, გიგა ბოკერია იყო... ბოკერია ქართული ეკლესიისა და პირადად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პირადი მტერია. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ამერიკაში დაგეგმილ სპეცოპერაციას "ორი პატრიარქი", რომლის მიზანიც ქართულ ეკლესიაში შუღლის ჩამოგდება, სინოდის წევრთა ორად გაყოფა და საბოლოო ჯამში, ეკლესიის ორად გახლეჩა იყო. ილია მეორესა და მის მაღალ რეიტინგს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს, ამ გეგმით სურდათ მისი განეიტრალება, სინოდის წევრთა ერთ ნაწილს სხვა, მეორე პატრიარქი უნდა აერჩია და ილია მეორეს დაპირისპირებოდა. ცხადია, მრევლიც ორად გაიყოფოდა და ამით დაასრულებდნენ ეკლესიასთან ბრძოლის მთავარ ეტაპს. ამ გეგმის შესახებ, შარშან "ქრონიკა" დეტალურად წერდა და ამ ინფორმაციის გახმაურებამ, ეკლესიასთან მებრძოლთა რიგებში დიდი აურზაური გამოიწვია. შეშფოთდნენ, ჩვენი გეგმის დეტალები როგორ მოხვდა "ქრონიკის" ფურცლებზე, გიგა ბოკერიამ ამხელა იაღლიში როგორ დაუშვაო. მაშინ, ამ ვითომ ლიბერალებიდან კაცს არ უარყვია, ეგრე არ იყო, ეკლესიას არაფერს ვერჩით და არც მის ორად გახლეჩას ვაპირებდითო. აპირებდნენ კი არა, დღე და ღამე ამაზე ოცნებობენ, ეს მამონას მოტრფიალენი.

2006 წლის 27 მარტის "ციხის ბუნტის" მთავარი მოქმედი გიგა ბოკერიაა. მაშინ ბაჩო ახალაია ვინ იყო, მარტოს გადაეწყვიტა, ციხეში სპეცრაზმი შეეყვანა თუ არა? მით უმეტეს, ციხეში ისეთი არაფერი ხდებოდა, რომ "სპეცნაზის" ჩარევა საჭირო ყოფილიყო. რაღა შორს წავიდე, აგერ "ნაციონალი" ელენე თევდორაძე ადებს ხელს გიგა ბოკერიას, "ციხის ბუნტის" დროს, გიგა ბოკერია ორთაჭალის ციხეში იყო და ბრძანებებსაც ეგ გასცემდაო. კიდევ სხვა, უამრავი მოწმე არსებობს, რომლებიც ამასაც ადასტურებენ და ამატებენ, გიგა ბოკერიას ხელში ავტომატი ეჭირა და ისროდა, პატიმრების დახოცვა მაგის კისერზეც არისო. ეს საქმეც კოშმარივით აწუხებს ბოკერიას, "ციხის ბუნტთან" დაკავშირებით, ერთდროულად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დიდი შანსია, სააკაშვილის ხელისუფლების ამ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ დანაშაულზე ბოკერიასაც მიადგნენ სამართალდამცავები...

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?