პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აკავშირებდა მარია კალასს კოლხ მედეასთან
რა აკავშირებდა მარია კალასს კოლხ მედეასთან

"ეს არის ქალი, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვეა თა­ნა­მედ­რო­ვე­თა შო­რის, მაგ­რამ ასე­ვე, მას­ში შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლის ქა­ლიც ცხოვ­რობს, უც­ნა­უ­რი, ზღაპ­რუ­ლი, მის­ტი­კუ­რი..." - ასე ახა­სი­ა­თებ­და მა­რია კა­ლასს პიერ პა­ო­ლო პა­ზო­ლი­ნი.

პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა

სე­სი­ლი სო­ფია ანა მა­რია კა­ლო­გე­რო­პუ­ლო­სი და­ი­ბა­და ნიუ-იორკში, 1923 წლის 2 დე­კემ­ბერს. წლე­ბის შემ­დეგ მან შე­იც­ვა­ლა თა­ვი­სი ბერ­ძნუ­ლი გვა­რი და ამე­რი­კულ ყა­ი­და­ზე - მა­რია კა­ლა­სი და­ირ­ქვა. მისი უფ­რო­სი და-ძმა სა­ბერ­ძნეთ­ში და­ი­ბა­და: სინ­ტია (იგი­ვე ჯეკი) 1917 წელს, ხოლო ძმა - ვა­სი­ლი­ო­სი - 1920 წელს. სწო­რედ ვაჟი იყო დე­დის რჩე­უ­ლი შვი­ლი, რო­მე­ლიც სამი წლის ასაკ­ში მძი­მედ და­ა­ვად­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ტრა­გე­დი­ამ ოჯა­ხი შეძ­რა. შე­საძ­ლოა, ეს გახ­და იმის მი­ზე­ზიც, რომ კა­ლო­გე­რო­პუ­ლო­სებ­მა სა­კუ­თა­რი აფ­თი­ა­ქი გა­ყი­დეს (რო­მელ­საც ოჯა­ხის­თვის კარ­გი მო­გე­ბა მოჰ­ქონ­და) და ოკე­ა­ნის გაღ­მა გა­და­ბარ­გდნენ. ოთხი თვის შემ­დეგ, რაც მათ გე­მი­დან ამე­რი­კის მი­წა­ზე დად­გეს ფეხი, ნიუ-იორ­კის მე­ხუ­თე ავე­ნი­უ­ზე, სამ­შო­ბი­ა­რო­ში მა­რია და­ი­ბა­და. დე­და­მისს ვაჟი სურ­და, რო­მელ­საც გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად ისევ ვა­სი­ლი­ოსს და­არ­ქმევ­და. როცა ქვე­ყა­ნას გო­გო­ნა მო­ევ­ლი­ნა, ქალი სა­სო­წარ­კვე­თა­ში ჩა­ვარ­და და ოთხი დღის მან­ძილ­ზე მისი ნახ­ვაც არ სურ­და.

კა­ლო­გე­რო­პუ­ლო­სე­ბის ოჯა­ხის უფ­როსს ნიუ-იორკში საქ­მე­ე­ბი ვერ აე­წყო. ექ­ვსი წლის ასაკ­ში პა­ტა­რა მა­რი­ას დიდი სიჩ­ქა­რით მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და თით­ქმის მთე­ლი კვარ­ტა­ლი ათ­რია. გო­გო­ნა 12 დღის მან­ძილ­ზე კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნის ყო­ველ­გვა­რი იმე­დი და­კარ­გეს, მაგ­რამ ის სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. მა­რი­ას მო­გო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ერთ დღეს, პა­ლა­ტის შო­რე­უ­ლი კუ­თხე ოქ­როს­ფრად გა­ნათ­და. ათა­სო­ბით მო­ციმ­ცი­მე ნა­პერ­წკა­ლი ჭე­რის­კენ და­იძ­რა, რო­გორც ქა­რით მო­ნა­ბე­რი ფიფ­ქე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი და მბრუ­ნა­ვი წრი­დან გა­მო­ცურ­და მშვე­ნი­ე­რი ქალი. ის თეთ­რი ტან­საც­მლით იყო შე­მო­სი­ლი. მა­რი­ას ხელი გა­უ­წო­და და უთხრა: - ნუ გე­ში­ნია, ჩემო პა­ტა­რავ, მე შენს თავს სიკ­ვდილს არ და­ვუთ­მო­ბო. მისი ხმა მა­რი­ას მე­ლო­დი­ა­სა­ვით ესალ­ბუ­ნე­ბო­და.

- ვინ ხარ? - მა­შინ­ვე ჰკი­თხა, თით­ქოს არც კი გაჰ­კვირ­ვე­ბია, რომ ლა­პა­რა­კი ისევ შეძ­ლო.

- მე­დეა ვარ. ვერ მი­ცა­ნი? შენ­თვის ღმერ­თებს უკ­ვდა­ვი დი­დე­ბა შე­ვა­ვედ­რე. გა­იზ­რდე­ბი და დიდი მომ­ღე­რა­ლი გახ­დე­ბი. მა­შინ მთელ ქვე­ყა­ნას ამ­ცნობ ჩემს გან­ცდებ­სა და ტან­ჯვას. მო­მე­ცი ხელი...

კა­ლა­სი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი სა­ო­ცა­რი გა­დარ­ჩე­ნა ღვთის გან­გე­ბი­სა და მე­დე­ას დახ­მა­რე­ბით მოხ­და.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა მუ­სი­კამ იმ­დე­ნად გა­ი­ტა­ცა, რომ უც­ნა­უ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ ბავ­შვად მი­იჩ­ნევ­დნენ. ათი წლის ასაკ­ში უკვე მთლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა ოპე­რა "კარ­მე­ნი" და რა­დი­ო­გა­და­ცე­მის დროს "მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რის" დად­გმებ­ში შეც­დო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნაც შე­ეძ­ლო. დე­დამ ქა­ლიშ­ვილს თა­ვი­სი ნი­ჭის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­უ­წყო ხელი.

თერ­თმე­ტი წლის ასაკ­ში, როცა მა­რია "მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა­ში" სა­ხელ­გან­თქმულ ლილი პანს უს­მენ­და, დას ჩას­ჩურ­ჩუ­ლა: "ოდეს­მე მას­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვი გავ­ხდე­ბი". მა­რი­ას ასე­თი ბავ­შვუ­რი და­ჟი­ნე­ბა იმი­თაც იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ დე­დის რჩე­უ­ლად ყო­ველ­თვის უფ­რო­სი და - ჯეკი ით­ვლე­ბო­და. ის, მა­რი­ას აზ­რით, ლა­მა­ზი, ჭკვი­ა­ნი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი გო­გო­ნა იყო, თა­ვის თავს კი - მსუ­ქან, უშნო, მო­უქ­ნელ და სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტილ ბავ­შვად აღიქ­ვამ­და.

აღ­მას­ვლა

13 წლის მა­რი­ამ მა­ნ­ჰე­ტე­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მერ­ვე კლა­სი და­ხუ­რა და ამით მისი ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა დას­რულ­და. სწო­რედ ამ დრო­ის­თვის მისი მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მი­სის კა­ლო­გე­რო­პუ­ლო­სი ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად მშობ­ლებ­თან, ათონ­ში დაბ­რუნ­და. ენერ­გი­ულ­მა დე­დამ ყვე­ლა ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რი გა­მო­ი­ყე­ნა სა­ი­მი­სოდ, რომ უმ­ცრო­სი გო­გო­ნა სა­მე­ფო მუ­სი­კა­ლურ კონ­ვერ­ვა­ტო­რი­ა­ში მო­ე­წყო. იქ მხო­ლოდ 16 წლის ასა­კი­დან იღებ­დნენ. მა­რი­ას მო­უხ­და ეც­რუა და თავი უფრო დი­დად გა­ე­სა­ღე­ბი­ნა, რა­შიც სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბაც და­ეხ­მა­რა. ტყუ­ი­ლი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩა და მან წარ­სულ­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ეს­პა­ნე­ლი სოპ­რა­ნოს, ელ­ვი­რა დე იდალ­გოს კლას­ში და­ი­წყო სწავ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კა­ლა­სი მას დიდი სით­ბო­თი იგო­ნებ­და: "ჩემს აღ­ზრდა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ელ­ვი­რა დე იდალ­გოს ვუ­მად­ლი".

16 წლის ასაკ­ში მა­რი­ამ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის გა­მო­საშ­ვე­ბი კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი პრი­ზი და­იმ­სა­ხუ­რა. ახლა უკვე სა­კუ­თა­რი ხმის წყა­ლო­ბით გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და ფულს.

1940 წელს სა­ბერ­ძნე­თი გერ­მა­ნი­ას ჰქონ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. ოჯახს, რო­მელ­შიც ორი გო­გო­ნა თავს ამე­რი­კე­ლად მი­იჩ­ნევ­და და ინ­გლი­სუ­რად უკეთ ლა­პა­რა­კობ­და, ვიდ­რე ბერ­ძნუ­ლად, სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბად მი­აჩ­ნდა, ფა­შის­ტე­ბის მიერ ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი­დან ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ინ­გლი­სე­ლი მფრი­ნა­ვე­ბი გა­და­ე­მა­ლა.

ერთხელ, როცა მა­რი­ას მფრი­ნა­ვე­ბის­თვის სხვენ­ში გა­ზეთ­ში გახ­ვე­უ­ლი პუ­რის ნაჭ­რე­ბი და ორი ფორ­თო­ხა­ლი მიჰ­ქონ­და, კა­რის გა­ღე­ბის­თა­ნა­ვე ცხვირ­ში მძაფ­რი, გერ­მა­ნუ­ლი ოდე­კო­ლო­ნის სუნი ეცა. Halt! - და­უყ­ვი­რეს სიბ­ნე­ლი­დან. გო­გო­ნა უკან გა­მობ­რუნ­და, კი­ბე­ზე ჩა­მო­ირ­ბი­ნა, საკ­ვე­ბი კი სა­ფე­ხუ­რებ­ზე და­ებ­ნა. მა­შინ­ვე ავ­ტო­მა­ტის ჯე­რიც გა­ის­მა. მა­რია პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის ბნე­ლი დე­რეფ­ნის­კენ გა­იქ­ცა. მის თავ­ზე ტყვი­ე­ბის ტალ­ღამ გა­და­ი­ა­რა. ბათ­ქა­შის მოზ­რდი­ლი ნა­ჭე­რი სა­ხე­ში მოხ­ვდა, ფეხი რა­ღა­ცას წა­მოჰ­კრა და და­ე­ცა. მა­რია ში­ში­სა და უძ­ლუ­რე­ბის­გან ატირ­და. ამ მო­მენ­ტში, დე­რეფ­ნის ჩა­მონ­გრე­უ­ლი კედ­ლი­დან მკრთა­ლი ოქ­როს­ფე­რი ნა­თე­ბა შე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ბავ­შვო­ბა­ში კარ­გად ჩა­ი­ბეჭ­და მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. მა­რი­ას ისევ მე­დეა გა­მო­ე­ცხა­და, ხელი გა­უ­წო­და და უთხრა: "ნუ გე­ში­ნია, შვი­ლო"... მა­რი­ას ად­გო­მა­შიც და­ეხ­მა­რა. "მე შენს თავს სიკ­ვდილს არ და­ვუთ­მობ. გა­მომ­ყე­ვი" და ამ­გვა­რად, ზე­ცი­ურ­მა მფარ­ველ­მა ის მე­ო­რედ იხ­სნა სიკ­ვდი­ლის­გან. ჯა­რის­კა­ცე­ბი კი­დევ დიდ­ხანს ეძებ­დნენ გო­გო­ნას გრძელ დე­რე­ფან­ში, მაგ­რამ გვერ­დი­თი გა­სას­ვლე­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მი­უ­ხე­და­ვად ომის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხი­სა და სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, კა­ლა­სი სწავ­ლას გა­ნაგ­რძობ­და. კონ­სერ­ვა­ტო­რია წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა და 1941 წელს, ათო­ნის სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე მისი დე­ბი­უ­ტიც შედ­გა. ის ას­რუ­ლებ­და სან­ტუ­ცის პარ­ტი­ას მას­კა­ნის ოპე­რა­ში - "სოფ­ლის ღირ­სე­ბა".

სამი წლის შემ­დეგ კა­ლა­სი ნიუ-იორკში დაბ­რუნ­და. მისი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა იყო. იქ მა­მა­საც შეხ­ვდა, მაგ­რამ მას­თან ცხოვ­რე­ბა ვერ შეძ­ლო, რად­გან დე­დი­ნაც­ვა­ლი მის მუ­სი­კა­ლურ მო­წო­დე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. მა­რია მო­ნაც­ვლე­ო­ბით, ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში გა­და­დი­ო­და, მაგ­რამ არ უმარ­თლებ­და. აშშ-ში დად­გე­ნი­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, როლ­ზე მხო­ლოდ ისეთ ვო­კა­ლის­ტებს იწ­ვევ­დნენ, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის დიდ სა­ო­პე­რო თე­ატ­რებ­ში უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რით სარ­გებ­ლობ­დნენ. სამი წლის ამაო მცდე­ლო­ბე­ბის შემ­დეგ, რო­გორც იქნა, "მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა­ში" "მა­დამ ბა­ტერ­ფლა­ის" პარ­ტი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­იწ­ვი­ეს. კა­ლა­სი იგო­ნებ­და, რომ ში­ნა­გა­ნი ხმა ურ­ჩევ­და, უარი ეთ­ქვა ამ როლ­ზე. თან, თვითკრი­ტი­კუ­ლა­დაც ამ­ბობ­და, რომ მა­შინ ძა­ლი­ან მსუ­ქა­ნი იყო და ეს როლი მის­თვის არ იყო გან­კუთ­ვნი­ლი. იმავდრო­უ­ლად, რო­მე­ლი­ღაც იტა­ლი­ე­ლი იმპრე­სა­რიო ვე­რო­ნის თე­ატ­რში დე­ბი­უტ­საც სთა­ვა­ზობ­და, პონ­კე­ლის ოპე­რა­ში - "ჯო­კონ­და". მა­რია ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას სი­ხა­რუ­ლით და­თან­ხმდა. 1947 წლის 2 აგ­ვის­ტოს, რო­მე­ო­სა და ჯუ­ლი­ე­ტას ქა­ლაქ­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­და. მის­მა დიდი დი­ა­პა­ზო­ნის (ორ-ნა­ხე­ვა­რი ოქ­ტა­ვა) ხმამ იტა­ლი­ე­ლი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი გა­ა­ოგ­ნა.

ერთხელ, როცა თე­ატ­რის ძვე­ლი პრი­მა­დო­ნა ავად გახ­და, კა­ლასს გა­მო­საც­დე­ლად კო­ლო­რა­ტუ­რუ­ლი (მე­ლო­დი­ის შემ­კო­ბა ტექ­ნი­კუ­რად ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი პა­სა­ჟე­ბით) პარ­ტია შეს­თა­ვა­ზეს, ბე­ლი­ნის ოპე­რი­დან - "პუ­რი­ტა­ნე­ბი". კა­ლას­მა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ფე­ნო­მე­ნურ მეხ­სი­ე­რე­ბას ფლობ­და, მო­რიგ ჯერ­ზე შეძ­რა მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­რო. მან ხუთ დღე­ში უბად­ლოდ შე­ის­წავ­ლა როლი.

მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა შე­უ­ფერ­ხებ­ლად აღ­მას­ვლას გა­ნიც­დი­და. გა­ნე­ბივ­რე­ბულ­მა იტა­ლი­ურ­მა პუბ­ლი­კამ ის აღი­ა­რა და ამი­ტო­მაც, კა­ლას­მა გა­და­წყვი­ტა, ეს ქვე­ყა­ნა თა­ვის სახ­ლად გა­ე­ხა­და. იქ თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც გა­უჩ­ნდნენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი იტა­ლი­ე­ლი მრეწ­ვე­ლი, ბა­ტის­ტა მე­ნე­გი­ნი (მა­რი­ა­ზე 27 წლით უფ­რო­სი) იყო. ამ მი­ლი­ო­ნერ­მა და ოპე­რის ფა­ნატ­მა გო­გო­ნა ყუ­რა­დღე­ბი­თა და აღ­ტა­ცე­ბით გა­ა­ნე­ბივ­რა. ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბის ქალი მას იმ­პულ­სუ­რად გაჰ­ყვა ცო­ლად. გაც­ნო­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე, 1949 წლის 21 აპ­რილს წყვილ­მა იქორ­წი­ნა. საქმროს სა­კუ­თარ ოჯახ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის რთუ­ლი ეტა­პის გა­და­ლახ­ვა მო­უხ­და. მისი ახ­ლობ­ლე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ან­გა­რე­ბი­ა­ნი ამე­რი­კე­ლი ქალი ფულს და­ხარ­ბდა. კა­ლას­მა და მე­ნე­გი­ნიმ ჯვა­რი კა­თო­ლი­კუ­რი წე­სით და­ი­წე­რეს (თუმ­ცა, მა­რია ბერ­ძნულ ორ­თო­დოქ­სულ ეკ­ლე­სი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და; შემ­დგომ ამან გან­ქორ­წი­ნე­ბა­ში სირ­თუ­ლე­ე­ბი წარ­მოშ­ვა). მე­უღ­ლე მისი მე­ნე­ჯე­რი და კომ­პა­ნი­ო­ნი გახ­და.

1952 წელს კა­ლა­სის დი­დე­ბამ უმაღ­ლეს წერ­ტილს მი­აღ­წია. მან ლონ­დო­ნის "კო­ვენტ-გარ­დენ­ში" "ნორ­მა" იმ­ღე­რა. ამას მოჰ­ყვა მისი მი­ღე­ბა "ლა სკა­ლას" სა­ო­პე­რო დას­ში.

1953 წლის გა­ზა­ფხულ­ზე კა­ლა­სი, ოპე­რა "მე­დე­ას" პრე­მი­ე­რამ­დე ერთი კვი­რით ადრე ჩა­ვი­და მი­ლან­ში. მას მთა­ვა­რი პარ­ტია უნდა ემ­ღე­რა. კე­რუ­ბი­ნის ნა­ხევ­რად მი­ვი­წყე­ბუ­ლი ოპე­რა დიდ­ხანს არ სრულ­დე­ბო­და იმის გამო, რომ მე­დე­ას პარ­ტია და­წე­რი­ლი იყო უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე სოპ­რა­ნოს­თვის. წე­სით, იმ დროს ქა­ლა­ქი აყ­ვა­ვე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ სა­პი­რის­პი­როდ - ძა­ლი­ან რუ­ხად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. მომ­ღერ­ლის გან­წყო­ბაც ამინდს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ის როლ­ზე ფიქ­რობ­და, რო­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. კოლ­ხე­თის მე­ფის ქა­ლიშ­ვილს, ჯა­დო­ქარ მე­დე­ას ტრა­გი­კუ­ლი ბედი ჰქონ­და. მან ხომ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა მა­მაც არ­გო­ნავტს, ია­ზონს მი­უ­ძღვნა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ღო ვნე­ბის გამო. თუმ­ცა, თა­ვი­სი კერ­პე­ბის ერ­თგუ­ლი დარ­ჩა. მე­დე­ამ ვერ შეძ­ლო დარ­დი ვინ­მეს­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა და დრა­კო­ნებ­ზე შებ­მულ ეტლზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი, არა­რა­ო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და.

მა­რი­ამ ღამე შფოთ­ვა­ში გა­ა­ტა­რა. ქა­ლა­ქი ჭექა-ქუ­ხილ­მა მო­იც­ვა. ელ­ვამ სიბ­ნე­ლის კე­დე­ლი გა­არ­ღვია და ცაზე ცე­ცხლო­ვა­ნი ცი­ა­ლი და­ი­წყო. მალე ზეცა მე­წა­მუ­ლი ფე­რით შე­ი­ღე­ბა. ის იყო, თით­ქოს გამ­თე­ნი­ი­სას ძილი მო­ე­რია, რომ ოთა­ხის შო­რე­უ­ლი კუ­თხე ნაც­ნობ­მა ოქ­როს­ფერ­მა ნა­თე­ბამ გაჭ­რა. ისევ ათა­სო­ბით მო­ციმ­ცი­მე ნა­პერ­წკა­ლი და­იძ­რა ჭე­რის­კენ და მბრუ­ნა­ვი მა­ნა­თო­ბე­ლი წრი­დან მისი მფარ­ვე­ლი, მე­დეა გა­მო­ვი­და: "მე შენ დი­დე­ბას დაგ­პირ­დი და მთე­ლი ეს წლე­ბი გი­ფა­რავ­დი.

გა­მო­გი­ტყდე­ბი, რომ ჩემი მი­ზა­ნი მხო­ლოდ სი­კე­თე არ ყო­ფი­ლა. მინ­დო­და, ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მი­გე­ტა­ნა ჩემი გან­ცდე­ბი. დღეს მო­გი­წევს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა - მზად ხარ თუ არა ამის­თვის? იფიქ­რე იმა­ზე, რომ ჩემი ტკი­ვი­ლი და სა­სო­წარ­კვე­თა სა­მუ­და­მოდ შენს ცხოვ­წრე­ბა­ში გად­მო­ვა. თა­ნახ­მა ხარ?" მა­რია წა­მი­თაც არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა და უპა­სუ­ხა, რომ თა­ნახ­მა იყო. მე­დეა მის­კენ და­ი­ხა­რა და შუბ­ლზე აკო­ცა, - ისე, რო­გორც მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს კოც­ნი­ან.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა აკავშირებდა მარია კალასს კოლხ მედეასთან

რა აკავშირებდა მარია კალასს კოლხ მედეასთან

"ეს არის ქალი, რომელიც ერთდროულად ყველაზე თანამედროვეა თანამედროვეთა შორის, მაგრამ ასევე, მასში შორეული წარსულის ქალიც ცხოვრობს, უცნაური, ზღაპრული, მისტიკური..." - ასე ახასიათებდა მარია კალასს პიერ პაოლო პაზოლინი.

პირველი შეხვედრა

სესილი სოფია ანა მარია კალოგეროპულოსი დაიბადა ნიუ-იორკში, 1923 წლის 2 დეკემბერს. წლების შემდეგ მან შეიცვალა თავისი ბერძნული გვარი და ამერიკულ ყაიდაზე - მარია კალასი დაირქვა. მისი უფროსი და-ძმა საბერძნეთში დაიბადა: სინტია (იგივე ჯეკი) 1917 წელს, ხოლო ძმა - ვასილიოსი - 1920 წელს. სწორედ ვაჟი იყო დედის რჩეული შვილი, რომელიც სამი წლის ასაკში მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ ოჯახი შეძრა. შესაძლოა, ეს გახდა იმის მიზეზიც, რომ კალოგეროპულოსებმა საკუთარი აფთიაქი გაყიდეს (რომელსაც ოჯახისთვის კარგი მოგება მოჰქონდა) და ოკეანის გაღმა გადაბარგდნენ. ოთხი თვის შემდეგ, რაც მათ გემიდან ამერიკის მიწაზე დადგეს ფეხი, ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე, სამშობიაროში მარია დაიბადა. დედამისს ვაჟი სურდა, რომელსაც გარდაცვლილი შვილის პატივსაცემად ისევ ვასილიოსს დაარქმევდა. როცა ქვეყანას გოგონა მოევლინა, ქალი სასოწარკვეთაში ჩავარდა და ოთხი დღის მანძილზე მისი ნახვაც არ სურდა.

კალოგეროპულოსების ოჯახის უფროსს ნიუ-იორკში საქმეები ვერ აეწყო. ექვსი წლის ასაკში პატარა მარიას დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა დაეჯახა და თითქმის მთელი კვარტალი ათრია. გოგონა 12 დღის მანძილზე კომაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს, მაგრამ ის სასწაულებრივად გადარჩა. მარიას მოგონების მიხედვით, ერთ დღეს, პალატის შორეული კუთხე ოქროსფრად განათდა. ათასობით მოციმციმე ნაპერწკალი ჭერისკენ დაიძრა, როგორც ქარით მონაბერი ფიფქების კორიანტელი და მბრუნავი წრიდან გამოცურდა მშვენიერი ქალი. ის თეთრი ტანსაცმლით იყო შემოსილი. მარიას ხელი გაუწოდა და უთხრა: - ნუ გეშინია, ჩემო პატარავ, მე შენს თავს სიკვდილს არ დავუთმობო. მისი ხმა მარიას მელოდიასავით ესალბუნებოდა.

- ვინ ხარ? - მაშინვე ჰკითხა, თითქოს არც კი გაჰკვირვებია, რომ ლაპარაკი ისევ შეძლო.

- მედეა ვარ. ვერ მიცანი? შენთვის ღმერთებს უკვდავი დიდება შევავედრე. გაიზრდები და დიდი მომღერალი გახდები. მაშინ მთელ ქვეყანას ამცნობ ჩემს განცდებსა და ტანჯვას. მომეცი ხელი...

კალასი მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ მისი საოცარი გადარჩენა ღვთის განგებისა და მედეას დახმარებით მოხდა.

გამოჯანმრთელების შემდეგ გოგონა მუსიკამ იმდენად გაიტაცა, რომ უცნაური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვად მიიჩნევდნენ. ათი წლის ასაკში უკვე მთლიანად შეისწავლა ოპერა "კარმენი" და რადიოგადაცემის დროს "მეტროპოლიტენ ოპერის" დადგმებში შეცდომების აღმოჩენაც შეეძლო. დედამ ქალიშვილს თავისი ნიჭის განვითარებაში შეუწყო ხელი.

თერთმეტი წლის ასაკში, როცა მარია "მეტროპოლიტენ ოპერაში" სახელგანთქმულ ლილი პანს უსმენდა, დას ჩასჩურჩულა: "ოდესმე მასზე დიდი ვარსკვლავი გავხდები". მარიას ასეთი ბავშვური დაჟინება იმითაც იყო გამოწვეული, რომ დედის რჩეულად ყოველთვის უფროსი და - ჯეკი ითვლებოდა. ის, მარიას აზრით, ლამაზი, ჭკვიანი და კომუნიკაბელური გოგონა იყო, თავის თავს კი - მსუქან, უშნო, მოუქნელ და საკუთარ თავში ჩაკეტილ ბავშვად აღიქვამდა.

აღმასვლა

13 წლის მარიამ მანჰეტენის საშუალო სკოლის მერვე კლასი დახურა და ამით მისი ფორმალური განათლება დასრულდა. სწორედ ამ დროისთვის მისი მშობლები დაშორდნენ. განქორწინების შემდეგ მისის კალოგეროპულოსი ქალიშვილებთან ერთად მშობლებთან, ათონში დაბრუნდა. ენერგიულმა დედამ ყველა ოჯახური კავშირი გამოიყენა საიმისოდ, რომ უმცროსი გოგონა სამეფო მუსიკალურ კონვერვატორიაში მოეწყო. იქ მხოლოდ 16 წლის ასაკიდან იღებდნენ. მარიას მოუხდა ეცრუა და თავი უფრო დიდად გაესაღებინა, რაშიც საკუთარი გარეგნობაც დაეხმარა. ტყუილი შეუმჩნეველი დარჩა და მან წარსულში სახელგანთქმული ესპანელი სოპრანოს, ელვირა დე იდალგოს კლასში დაიწყო სწავლა. მოგვიანებით კალასი მას დიდი სითბოთი იგონებდა: "ჩემს აღზრდასა და ჩამოყალიბებას ხელოვნებაში ელვირა დე იდალგოს ვუმადლი".

16 წლის ასაკში მარიამ კონსერვატორიის გამოსაშვები კონკურსის პირველი პრიზი დაიმსახურა. ახლა უკვე საკუთარი ხმის წყალობით გამოიმუშავებდა ფულს.

1940 წელს საბერძნეთი გერმანიას ჰქონდა ოკუპირებული. ოჯახს, რომელშიც ორი გოგონა თავს ამერიკელად მიიჩნევდა და ინგლისურად უკეთ ლაპარაკობდა, ვიდრე ბერძნულად, საკუთარ მოვალეობად მიაჩნდა, ფაშისტების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავებიდან ცოცხლად გადარჩენილი ინგლისელი მფრინავები გადაემალა.

ერთხელ, როცა მარიას მფრინავებისთვის სხვენში გაზეთში გახვეული პურის ნაჭრები და ორი ფორთოხალი მიჰქონდა, კარის გაღებისთანავე ცხვირში მძაფრი, გერმანული ოდეკოლონის სუნი ეცა. Halt! - დაუყვირეს სიბნელიდან. გოგონა უკან გამობრუნდა, კიბეზე ჩამოირბინა, საკვები კი საფეხურებზე დაებნა. მაშინვე ავტომატის ჯერიც გაისმა. მარია პირველი სართულის ბნელი დერეფნისკენ გაიქცა. მის თავზე ტყვიების ტალღამ გადაიარა. ბათქაშის მოზრდილი ნაჭერი სახეში მოხვდა, ფეხი რაღაცას წამოჰკრა და დაეცა. მარია შიშისა და უძლურებისგან ატირდა. ამ მომენტში, დერეფნის ჩამონგრეული კედლიდან მკრთალი ოქროსფერი ნათება შენიშნა, რომელიც ადრეულ ბავშვობაში კარგად ჩაიბეჭდა მის მეხსიერებაში. მარიას ისევ მედეა გამოეცხადა, ხელი გაუწოდა და უთხრა: "ნუ გეშინია, შვილო"... მარიას ადგომაშიც დაეხმარა. "მე შენს თავს სიკვდილს არ დავუთმობ. გამომყევი" და ამგვარად, ზეციურმა მფარველმა ის მეორედ იხსნა სიკვდილისგან. ჯარისკაცები კიდევ დიდხანს ეძებდნენ გოგონას გრძელ დერეფანში, მაგრამ გვერდითი გასასვლელი ვერ აღმოაჩინეს.

მიუხედავად ომისგან გამოწვეული საფრთხისა და სირთულეებისა, კალასი სწავლას განაგრძობდა. კონსერვატორია წარმატებით დაასრულა და 1941 წელს, ათონის საოპერო სცენაზე მისი დებიუტიც შედგა. ის ასრულებდა სანტუცის პარტიას მასკანის ოპერაში - "სოფლის ღირსება".

სამი წლის შემდეგ კალასი ნიუ-იორკში დაბრუნდა. მისი ერთადერთი მიზანი სახელის მოხვეჭა იყო. იქ მამასაც შეხვდა, მაგრამ მასთან ცხოვრება ვერ შეძლო, რადგან დედინაცვალი მის მუსიკალურ მოწოდებას ეწინააღმდეგებოდა. მარია მონაცვლეობით, ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა, მაგრამ არ უმართლებდა. აშშ-ში დადგენილი წესის მიხედვით, როლზე მხოლოდ ისეთ ვოკალისტებს იწვევდნენ, რომლებიც ევროპის დიდ საოპერო თეატრებში უკვე წარმატებული კარიერით სარგებლობდნენ. სამი წლის ამაო მცდელობების შემდეგ, როგორც იქნა, "მეტროპოლიტენ ოპერაში" "მადამ ბატერფლაის" პარტიის შესასრულებლად მიიწვიეს. კალასი იგონებდა, რომ შინაგანი ხმა ურჩევდა, უარი ეთქვა ამ როლზე. თან, თვითკრიტიკულადაც ამბობდა, რომ მაშინ ძალიან მსუქანი იყო და ეს როლი მისთვის არ იყო განკუთვნილი. იმავდროულად, რომელიღაც იტალიელი იმპრესარიო ვერონის თეატრში დებიუტსაც სთავაზობდა, პონკელის ოპერაში - "ჯოკონდა". მარია ამ შემოთავაზებას სიხარულით დათანხმდა. 1947 წლის 2 აგვისტოს, რომეოსა და ჯულიეტას ქალაქში წარმატებით გამოვიდა. მისმა დიდი დიაპაზონის (ორ-ნახევარი ოქტავა) ხმამ იტალიელი მუსიკის მოყვარულები გააოგნა.

ერთხელ, როცა თეატრის ძველი პრიმადონა ავად გახდა, კალასს გამოსაცდელად კოლორატურული (მელოდიის შემკობა ტექნიკურად ვირტუოზული პასაჟებით) პარტია შესთავაზეს, ბელინის ოპერიდან - "პურიტანები". კალასმა, რომელიც თავის მხრივ ფენომენურ მეხსიერებას ფლობდა, მორიგ ჯერზე შეძრა მუსიკალური სამყარო. მან ხუთ დღეში უბადლოდ შეისწავლა როლი.

მომღერლის კარიერა შეუფერხებლად აღმასვლას განიცდიდა. განებივრებულმა იტალიურმა პუბლიკამ ის აღიარა და ამიტომაც, კალასმა გადაწყვიტა, ეს ქვეყანა თავის სახლად გაეხადა. იქ თავგამოდებული თაყვანისმცემლებიც გაუჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი იტალიელი მრეწველი, ბატისტა მენეგინი (მარიაზე 27 წლით უფროსი) იყო. ამ მილიონერმა და ოპერის ფანატმა გოგონა ყურადღებითა და აღტაცებით გაანებივრა. ემოციური ბუნების ქალი მას იმპულსურად გაჰყვა ცოლად. გაცნობიდან ერთი წლის თავზე, 1949 წლის 21 აპრილს წყვილმა იქორწინა. საქმროს საკუთარ ოჯახთან წინააღმდეგობის რთული ეტაპის გადალახვა მოუხდა. მისი ახლობლები მიიჩნევდნენ, რომ ანგარებიანი ამერიკელი ქალი ფულს დახარბდა. კალასმა და მენეგინიმ ჯვარი კათოლიკური წესით დაიწერეს (თუმცა, მარია ბერძნულ ორთოდოქსულ ეკლესიას მიეკუთვნებოდა; შემდგომ ამან განქორწინებაში სირთულეები წარმოშვა). მეუღლე მისი მენეჯერი და კომპანიონი გახდა.

1952 წელს კალასის დიდებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. მან ლონდონის "კოვენტ-გარდენში" "ნორმა" იმღერა. ამას მოჰყვა მისი მიღება "ლა სკალას" საოპერო დასში.

1953 წლის გაზაფხულზე კალასი, ოპერა "მედეას" პრემიერამდე ერთი კვირით ადრე ჩავიდა მილანში. მას მთავარი პარტია უნდა ემღერა. კერუბინის ნახევრად მივიწყებული ოპერა დიდხანს არ სრულდებოდა იმის გამო, რომ მედეას პარტია დაწერილი იყო უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე სოპრანოსთვის. წესით, იმ დროს ქალაქი აყვავებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ საპირისპიროდ - ძალიან რუხად გამოიყურებოდა. მომღერლის განწყობაც ამინდს შეესაბამებოდა. ის როლზე ფიქრობდა, როლისთვის ემზადებოდა. კოლხეთის მეფის ქალიშვილს, ჯადოქარ მედეას ტრაგიკული ბედი ჰქონდა. მან ხომ საკუთარი ცხოვრება მამაც არგონავტს, იაზონს მიუძღვნა და ყველაფერი გაიღო ვნების გამო. თუმცა, თავისი კერპების ერთგული დარჩა. მედეამ ვერ შეძლო დარდი ვინმესთვის გაეზიარებინა და დრაკონებზე შებმულ ეტლზე ამხედრებული, არარაობაში გაუჩინარდა.

მარიამ ღამე შფოთვაში გაატარა. ქალაქი ჭექა-ქუხილმა მოიცვა. ელვამ სიბნელის კედელი გაარღვია და ცაზე ცეცხლოვანი ციალი დაიწყო. მალე ზეცა მეწამული ფერით შეიღება. ის იყო, თითქოს გამთენიისას ძილი მოერია, რომ ოთახის შორეული კუთხე ნაცნობმა ოქროსფერმა ნათებამ გაჭრა. ისევ ათასობით მოციმციმე ნაპერწკალი დაიძრა ჭერისკენ და მბრუნავი მანათობელი წრიდან მისი მფარველი, მედეა გამოვიდა: "მე შენ დიდებას დაგპირდი და მთელი ეს წლები გიფარავდი.

გამოგიტყდები, რომ ჩემი მიზანი მხოლოდ სიკეთე არ ყოფილა. მინდოდა, ადამიანებამდე მიგეტანა ჩემი განცდები. დღეს მოგიწევს გადაწყვეტილების მიღება - მზად ხარ თუ არა ამისთვის? იფიქრე იმაზე, რომ ჩემი ტკივილი და სასოწარკვეთა სამუდამოდ შენს ცხოვწრებაში გადმოვა. თანახმა ხარ?" მარია წამითაც არ დაფიქრებულა და უპასუხა, რომ თანახმა იყო. მედეა მისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა, - ისე, როგორც მიცვალებულებს კოცნიან.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება