ელექტროენერგიის გათიშვამ თბილისის მეტროში პრობლემები შექმნა. როგორც Ambebi.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ განუცხადა, ძაბვის ვარდნის გამო, მეტროს საბურთალოს ხაზი და ახმეტელი-დიდუბის მონაკვეთი გაითიშა.
"ამ წუთებში ვრთავთ საბურთალოს ხაზს, ახმეტელი-დიდუბე კი, 10 წუთში ჩაირთვება. რაც შეეხება ვაგონებს, არც ერთი ვაგონი არ გაჩერებულა და მგზავრებს პრობლემა არ შექმნიათ", - განაცხადა თამაზ რობაქიძემ.