პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლიან მადლენას" ქართული ციხე ელის
"სისხლიან მადლენას" ქართული ციხე ელის

აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ და ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, ბა­ქო­ში და­ა­კა­ვეს ძებ­ნი­ლი მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა-ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 26 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მას მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი 1993 წელს გან­სა­კუთ­რე­ბით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი 4 კა­ცის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში წა­უ­ყე­ნა (საქ­მე ეხე­ბა გურ­ჯა­ან­ში იმერ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ამო­წყვე­ტას). ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია - ხალ­ხს ახ­სოვს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში სი­სას­ტი­კით და თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლო­ბით ცნო­ბი­ლი""სის­ხლი­ა­ნი მად­ლე­ნა". მისი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა თავ­ზარს სცემ­და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მე­ზო­ბელ რუ­სეთ­საც - იქ მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბას ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როც ვერ ბე­დავ­და.

ქალ­ზე, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ცი­ხის ("მატ­როს­კა­ია ტი­ში­ნა", "ბუ­ტირ­კა") "კრი­ტში" ატა­რებ­და წლებს (გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შად თვლიდ­ნენ და კო­ლო­ნი­ა­ში არა­სო­დეს გა­და­უყ­ვა­ნი­ათ), იმ­დე­ნი ლე­გენ­და შე­იქ­მნა, რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­საც კი უჭირთ მად­ლე­ნა­ზე სი­მარ­თლის დად­გე­ნა.

მად­ლე­ნას ბი­ოგ­რა­ფია არ არის ცნო­ბი­ლი. ამ­ბო­ბენ, თა­ვად გა­ა­ნად­გუ­რა ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტიო. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, რომ დედა პა­ტა­რას გარ­და­ეც­ვა­ლა და ბავ­შვთა სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა, მოზ­რდილ­მა კი გა­ი­გო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პავ­ლე ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო - მა­მამ მას თა­ვი­სი გვა­რი მის­ცა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის კა­ხეთ­ში ერთ-ერ­თმა მდი­დარ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ბა­ბუ­რი თან­გე­რი­ძემ იშ­ვი­ლა და დიდი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და­უ­ტო­ვა. 1990-1991 წლებ­ში ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად მოს­კოვს მი­ა­შუ­რა, სა­დაც და­ა­არ­სა ფირ­მა "წმინ­და გი­ორ­გი", რო­მელ­საც კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში მკვლე­ლო­ბე­ბის სა­ა­გენ­ტოდ"მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. ფირ­მა მსხვი­ლი კლი­ენ­ტე­ბის გა­დაგ­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ამა­სო­ბა­ში მად­ლე­ნამ გა­იც­ნო ცნო­ბი­ლი რე­ცი­დი­ვის­ტი როშ­ჩი­ნი, რო­მე­ლიც მალე მისი სა­მო­ქა­ლა­ქო ქმა­რი გახ­და.

"წმინ­და გი­ორ­გის" სის­ხლი­ა­ნი დღე­ე­ბიც სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო.

ერთ დღე­საც სოლნცე­ვოს დაჯ­გუ­ფე­ბის (ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა მოს­კოვ­ში) ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მეტ­სა­ხე­ლად""მოპს­მა" "წმინ­და გი­ორ­გის" კონ­ტრო­ლი გა­და­წყვი­ტა და ამ მიზ­ნით 1991 წლის ნო­ემ­ბერ­ში მად­ლე­ნას­თან თა­ვი­სი ორი კაცი დაც­ვის წევ­რე­ბად მო­ა­წყო. ერთ დღეს "სოლნცე­ვო­ე­ლებ­მა" მად­ლე­ნას გა­ნუ­ცხა­დეს, - ყვე­ლა საქ­მი­დან 25-25% უნდა გა­დაგ­ვი­ხა­დოო. შე­უ­რა­ცხყო­ფილ­მა მად­ლე­ნამ აგა­რაკ­ზე "გი­ორ­გე­ლებს" ის ორი დაც­ვის წევ­რი და­ახ­რჩო­ბი­ნა. მოკ­ლუ­ლებს თა­ვე­ბი და­აჭ­რეს და ტყე­ში დაწ­ვეს (მი­ლი­ცი­ის­თვის კვა­ლის ასა­რე­ვად მსხვერ­პლის­თვის ჯერ ბორ­კი­ლე­ბის და­დე­ბა, ხოლო მკვლე­ლო­ბის მერე თა­ვე­ბის და ხე­ლის მტევ­ნე­ბის დაჭ­რა მად­ლე­ნას ხელ­წე­რა იყო). მად­ლე­ნა გურ­ჯა­ან­ში დაბ­რუნ­და, ზა­ფხუ­ლი მე­ფუ­რად გა­ა­ტა­რა და სექ­ტემ­ბერ­ში ისევ მოს­კოვს მი­ა­შუ­რა. ერთ სა­ღა­მოს მად­ლე­ნას ჯგუ­ფის ერთი წევ­რი გა­ი­ტა­ცეს, აწა­მეს, მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი მო­ა­ყო­ლეს, შემ­დეგ კი ტრა­სა­ზე და­აგ­დეს. იმა­ვე სა­ღა­მოს "მო­ღა­ლა­ტეს" მად­ლე­ნამ მი­ა­კი­თხა - წა­მო­დი, დაგ­მა­ლავ­თო. წა­იყ­ვა­ნეს და სა­მა­გა­ლი­თოდ და­სა­ჯეს. ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს და და­ახ­რჩვეს. ვა­ი­თუ ცო­ცხა­ლი იყო­სო და თავ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ნა­ჯა­ხიც ჩა­არ­ტყეს. ამ მკვლე­ლო­ბებს ლა­მის მად­ლე­ნაც გა­დაჰ­ყვა: მო­უ­ლოდ­ნე­ლად შინ მი­ლი­ცია და­ად­გა. სა­წო­ლის ქვეშ ია­რა­ღით სავ­სე ჩან­თა უპო­ვეს. შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი დაც­ვის წევ­რე­ბი სა­ბუ­თე­ბით მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ და ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბაც ჰქონ­დათ. არა­ვინ იცის, მად­ლე­ნას ბედი რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და, ერთ დღეს თბი­ლი­სი­დან ნაც­ნო­ბი პო­ლი­ცი­ე­ლი, პოლ­კოვ­ნი­კი ვა­სილ იმერ­ლიშ­ვი­ლი რომ არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო "მურ­ში" (მოს­კო­ვის სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­რო) სა­ბუ­თე­ბით ხელ­ში - მად­ლე­ნას­თან აღ­მო­ჩე­ნი­ლი ია­რა­ღი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ი­სა­აო(?!).

1993 წელს მად­ლე­ნა ძმებ იმერ­ლიშ­ვი­ლებს ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩუ­ქე­ბას დაჰ­პირ­და. მად­ლი­ე­რი ვა­სი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, მად­ლე­ნას­თან თა­ვი­სი ძმა, გი­ორ­გი და ახ­ლო­ბე­ლი გა­უშ­ვა. მად­ლე­ნამ ბოლო წუთს მან­ქა­ნის ჩუ­ქე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა,"სტუმ­რე­ბი და­ა­ხოც­ვი­ნა, აგა­რა­კის მახ­ლო­ბელ ტყე­ში ჯერ და­აწ­ვე­ვი­ნა და მერე და­ა­მარ­ხვი­ნა, თა­ვად კი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმერ­ლიშ­ვი­ლებს ეს­ტუმ­რა. მად­ლე­ნას ხალ­ხმა ჯერ ვა­სი­ლი მოკ­ლა. იმა­ვე სა­ღა­მოს უც­ნო­ბებ­მა ძმე­ბი იმერ­ლიშ­ვი­ლე­ბის დედა, მამა და ბე­ბია და­ხო­ცეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ხმა გავ­რცელ­და, მად­ლე­ნას ვა­სილ იმერ­ლიშ­ვილ­თან დავა ღვი­ნის ქარ­ხნის გამო ჰქონ­დაო (მე­ო­რე ვერ­სი­ით - ვა­სი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მად­ლე­ნას ქა­ლიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბა­ში, რო­მე­ლიც ერთხანს "მხედ­რი­ონს" ჰბ­რალ­დე­ბო­და).

მად­ლე­ნა ისევ მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და. წინ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შაქ­რის საქ­მე ელო­და. "წმინ­და გი­ორ­გიმ" ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დის ფირ­მა "აღ­მო­სავ­ლე­თის ექ­სპრეს­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა - მად­ლე­ნას ფირ­მის­თვის 120 ტ შა­ქა­რი უნდა მი­ე­წო­დე­ბი­ნა, მყიდ­ველ­მა მას 31 მლნ მა­ნე­თი ან­გა­რიშ­ზე ჩა­უ­რი­ცხა, ხოლო 3 მლნ 600 000 პი­რა­დად მად­ლე­ნას გა­დას­ცა. ქალს არ გას­ჭირ­ვე­ბია ბიზ­ნეს­მე­ნის მო­ტყუ­ე­ბა - "წმინ­და გი­ორ­გი" შაქ­რის მი­წო­დე­ბას არც აპი­რებ­და. 1993 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ცუ­ცუ­რა­კე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ძმებ მა­ქა­ცა­რი­ებ­თან ერ­თად მად­ლე­ნას­თან ჩა­ვი­და. მად­ლე­ნა დაჰ­პირ­და, საქ­მეს ერთ თვე­ში მო­ვაგ­ვა­რე­ბო. ამა­სო­ბა­ში მად­ლე­ნას ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­უჩ­ნდა: ლვო­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ქურ­დე­ბი მო­პა­რულ ავ­ტო­მან­ქა­ნებს ნა­ხე­ვარ ფა­სად ყიდ­დნენ, ამას შე­ეძ­ლო მად­ლე­ნას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბიზ­ნე­სი და­ე­ზა­რა­ლე­ბი­ნა. 14 დე­კემ­ბერს მად­ლე­ნას ბი­ჭე­ბი"შეც­ვივ­დნენ ლვო­ვე­ლე­ბის ბი­ნა­ში და ექ­ვსი­ვე მოკ­ლეს, ხოლო 25 დე­კემ­ბერს მად­ლე­ნამ ძმე­ბი მა­ქა­ცა­რი­ე­ბი შინ მი­იწ­ვია. მათ პი­რა­დი ჯა­ლა­თი ბერ­კი­დი­სი და­ახ­ვედ­რა. მა­ქა­ცა­რი­ებს უთხრეს, - უნდა დაგ­ხო­ცო­თო... და­ხო­ცეს და ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ თა­ვე­ბი და ხე­ლის მტევ­ნე­ბი და­აჭ­რეს. 31 დე­კემ­ბერს მად­ლე­ნას ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მოს­კოვ­ში მა­ქა­ცა­რი­ე­ბის ქვრი­ვებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან შე­იჭრ­ნენ, კა­ცე­ბი შუა ოთახ­ში და­ა­ყე­ნეს და­სახ­ვრე­ტად. ერ­თმა მათ­გან­მა მკვლელს ხელი ჰკრა და ფან­ჯა­რას მი­ა­შუ­რა. მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი მა­შინ­ვე მოკ­ვდა. სახ­ლში ორი მა­მა­კა­ცი კი­დევ მოკ­ლეს.

ბო­ლოს მად­ლე­ნა მა­ინც და­ი­ჭი­რეს, თუმ­ცა, მა­ნამ­დე ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­ლი­ო­ნიც შეს­თა­ვა­ზა.

ბათუ სა­ღი­ნა­ძე, მად­ლე­ნას საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, 1994 წ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"სისხლიან მადლენას" ქართული ციხე ელის

"სისხლიან მადლენას" ქართული ციხე ელის

აზერბაიჯანელ და ქართველ სამართალდამცავთა ერთობლივი ძალისხმევით, ბაქოში დააკავეს ძებნილი მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი, რომელიც 26 ივნისს საქართველოში ჩამოიყვანეს. მას მთავარმა პროკურატურამ ბრალი 1993 წელს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 კაცის განზრახ მკვლელობაში წაუყენა (საქმე ეხება გურჯაანში იმერლიშვილების ოჯახის ამოწყვეტას). ამ ინფორმაციამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია - ხალხს ახსოვს გასული საუკუნის 90-იან წლებში სისასტიკით და თავზეხელაღებულობით ცნობილი""სისხლიანი მადლენა". მისი კრიმინალური დაჯგუფება თავზარს სცემდა არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელ რუსეთსაც - იქ მასთან დაპირისპირებას ქურდული სამყაროც ვერ ბედავდა.

ქალზე, რომელიც მოსკოვის ყველა ცნობილი ციხის ("მატროსკაია ტიშინა", "ბუტირკა") "კრიტში" ატარებდა წლებს (განსაკუთრებით საშიშად თვლიდნენ და კოლონიაში არასოდეს გადაუყვანიათ), იმდენი ლეგენდა შეიქმნა, რომ სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ მადლენაზე სიმართლის დადგენა.

მადლენას ბიოგრაფია არ არის ცნობილი. ამბობენ, თავად გაანადგურა ყველა დოკუმენტიო. ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ დედა პატარას გარდაეცვალა და ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, მოზრდილმა კი გაიგო, რომ საქართველოს იმდროინდელი გენერალური პროკურორის პავლე ბერძენიშვილის ქალიშვილი იყო - მამამ მას თავისი გვარი მისცა. მოგვიანებით ის კახეთში ერთ-ერთმა მდიდარმა ქალბატონმა ბაბური თანგერიძემ იშვილა და დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა. 1990-1991 წლებში ბედის საძებნელად მოსკოვს მიაშურა, სადაც დააარსა ფირმა "წმინდა გიორგი", რომელსაც კრიმინალურ სამყაროში მკვლელობების სააგენტოდ"მოიხსენიებდნენ. ფირმა მსხვილი კლიენტების გადაგდებით იყო დაკავებული. ამასობაში მადლენამ გაიცნო ცნობილი რეციდივისტი როშჩინი, რომელიც მალე მისი სამოქალაქო ქმარი გახდა.

"წმინდა გიორგის" სისხლიანი დღეებიც სწორედ აქედან დაიწყო.

ერთ დღესაც სოლნცევოს დაჯგუფების (ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაჯგუფება მოსკოვში) ერთ-ერთმა ლიდერმა, მეტსახელად""მოპსმა" "წმინდა გიორგის" კონტროლი გადაწყვიტა და ამ მიზნით 1991 წლის ნოემბერში მადლენასთან თავისი ორი კაცი დაცვის წევრებად მოაწყო. ერთ დღეს "სოლნცევოელებმა" მადლენას განუცხადეს, - ყველა საქმიდან 25-25% უნდა გადაგვიხადოო. შეურაცხყოფილმა მადლენამ აგარაკზე "გიორგელებს" ის ორი დაცვის წევრი დაახრჩობინა. მოკლულებს თავები დააჭრეს და ტყეში დაწვეს (მილიციისთვის კვალის ასარევად მსხვერპლისთვის ჯერ ბორკილების დადება, ხოლო მკვლელობის მერე თავების და ხელის მტევნების დაჭრა მადლენას ხელწერა იყო). მადლენა გურჯაანში დაბრუნდა, ზაფხული მეფურად გაატარა და სექტემბერში ისევ მოსკოვს მიაშურა. ერთ საღამოს მადლენას ჯგუფის ერთი წევრი გაიტაცეს, აწამეს, მკვლელობის დეტალები მოაყოლეს, შემდეგ კი ტრასაზე დააგდეს. იმავე საღამოს "მოღალატეს" მადლენამ მიაკითხა - წამოდი, დაგმალავთო. წაიყვანეს და სამაგალითოდ დასაჯეს. ბორკილები დაადეს და დაახრჩვეს. ვაითუ ცოცხალი იყოსო და თავში რამდენჯერმე ნაჯახიც ჩაარტყეს. ამ მკვლელობებს ლამის მადლენაც გადაჰყვა: მოულოდნელად შინ მილიცია დაადგა. საწოლის ქვეშ იარაღით სავსე ჩანთა უპოვეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მისი დაცვის წევრები საბუთებით მხედრიონელები იყვნენ და იარაღის ტარების უფლებაც ჰქონდათ. არავინ იცის, მადლენას ბედი როგორ წარიმართებოდა, ერთ დღეს თბილისიდან ნაცნობი პოლიციელი, პოლკოვნიკი ვასილ იმერლიშვილი რომ არ გამოცხადებულიყო "მურში" (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) საბუთებით ხელში - მადლენასთან აღმოჩენილი იარაღი ქართული პოლიციისააო(?!).

1993 წელს მადლენა ძმებ იმერლიშვილებს ავტომანქანის ჩუქებას დაჰპირდა. მადლიერი ვასილი საქართველოში დაბრუნდა, მადლენასთან თავისი ძმა, გიორგი და ახლობელი გაუშვა. მადლენამ ბოლო წუთს მანქანის ჩუქება გადაიფიქრა,"სტუმრები დაახოცვინა, აგარაკის მახლობელ ტყეში ჯერ დააწვევინა და მერე დაამარხვინა, თავად კი საქართველოში იმერლიშვილებს ესტუმრა. მადლენას ხალხმა ჯერ ვასილი მოკლა. იმავე საღამოს უცნობებმა ძმები იმერლიშვილების დედა, მამა და ბებია დახოცეს. მოგვიანებით კრიმინალურ სამყაროში ხმა გავრცელდა, მადლენას ვასილ იმერლიშვილთან დავა ღვინის ქარხნის გამო ჰქონდაო (მეორე ვერსიით - ვასილი მონაწილეობდა მადლენას ქალიშვილის გატაცებაში, რომელიც ერთხანს "მხედრიონს" ჰბრალდებოდა).

მადლენა ისევ მოსკოვში დაბრუნდა. წინ გახმაურებული შაქრის საქმე ელოდა. "წმინდა გიორგიმ" ნიჟნი-ნოვგოროდის ფირმა "აღმოსავლეთის ექსპრესთან" ხელშეკრულება გააფორმა - მადლენას ფირმისთვის 120 ტ შაქარი უნდა მიეწოდებინა, მყიდველმა მას 31 მლნ მანეთი ანგარიშზე ჩაურიცხა, ხოლო 3 მლნ 600 000 პირადად მადლენას გადასცა. ქალს არ გასჭირვებია ბიზნესმენის მოტყუება - "წმინდა გიორგი" შაქრის მიწოდებას არც აპირებდა. 1993 წლის დეკემბერში გაცუცურაკებული ბიზნესმენი ძმებ მაქაცარიებთან ერთად მადლენასთან ჩავიდა. მადლენა დაჰპირდა, საქმეს ერთ თვეში მოვაგვარებო. ამასობაში მადლენას ახალი თავსატეხი გაუჩნდა: ლვოვიდან ჩამოსული ავტომანქანების ქურდები მოპარულ ავტომანქანებს ნახევარ ფასად ყიდდნენ, ამას შეეძლო მადლენას საავტომობილო ბიზნესი დაეზარალებინა. 14 დეკემბერს მადლენას ბიჭები"შეცვივდნენ ლვოველების ბინაში და ექვსივე მოკლეს, ხოლო 25 დეკემბერს მადლენამ ძმები მაქაცარიები შინ მიიწვია. მათ პირადი ჯალათი ბერკიდისი დაახვედრა. მაქაცარიებს უთხრეს, - უნდა დაგხოცოთო... დახოცეს და ტრადიციისამებრ თავები და ხელის მტევნები დააჭრეს. 31 დეკემბერს მადლენას ჯგუფის წევრები მოსკოვში მაქაცარიების ქვრივებთან და ახლობლებთან შეიჭრნენ, კაცები შუა ოთახში დააყენეს დასახვრეტად. ერთმა მათგანმა მკვლელს ხელი ჰკრა და ფანჯარას მიაშურა. მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი მაშინვე მოკვდა. სახლში ორი მამაკაცი კიდევ მოკლეს.

ბოლოს მადლენა მაინც დაიჭირეს, თუმცა, მანამდე ქართველ სამართალდამცავებს მილიონიც შესთავაზა.

ბათუ საღინაძე, მადლენას საქმის გამომძიებელი, 1994 წ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია