პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დატბორილი სახლები და ჩახერგილი გზა - რამ გამოიწვია წყალდიდობა დუშეთში
დატბორილი სახლები და ჩახერგილი გზა -  რამ გამოიწვია წყალდიდობა დუშეთში

დუ­შე­თის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში წყალ­დი­დო­ბაა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა ვაჟა ჩო­ხელ­მა გა­ნუ­ცხა­და, ჟინ­ვა­ლის თე­მის სო­ფელ გუდ­რუხ­ში ხე­ვის ადი­დე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე ოჯახს სახ­ლში წყა­ლი შე­უ­ვარ­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბუ­ლა­ჩა­ურ­ში, სა­დაც ასე­ვე სახ­ლე­ბია დატ­ბო­რი­ლი.

ვაჟა ჩო­ხე­ლის თქმით, ჟინ­ვა­ლი-ბა­რი­სა­ხოს გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბუ­ლა­ჩა­ურ­ში სამ ად­გი­ლას ჩა­ხერ­გი­ლი გზა უკვე გაწ­მენ­დი­ლია, იწ­მინ­დე­ბა ხე­ვის კა­ლა­პო­ტიც.

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

წყლის მო­ვარ­დნა სო­ფელ ბუ­ლა­ჩა­ურ­ში გუ­შინ ხე­ვის და­გუ­ბე­ბამ გა­მო­იწ­ვია. წყა­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლებ­შიც შე­უ­ვი­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მო­ახ­დი­ნა შე­სა­ბა­მი­სი მძი­მე ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, ავ­თან­დილ სუ­და­ძე, დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის, ად­გილ­ზე გუ­შინ­ვე გა­ემ­გზავ­ნენ.

სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, ბუ­ლა­ჩა­ურ­ში მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ. ამ წუ­თი­სათ­ვის გზის ჩა­ხერ­გი­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი გაწ­მენ­დი­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს ხე­ვის კა­ლა­პო­ტის გა­სუფ­თა­ვე­ბა", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ამ და­ა­ზი­ა­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის ნაკ­ვე­თე­ბი და ქვი­შით ამო­ავ­სო ეზო­ე­ბი. ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია და­ით­ვლის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დატბორილი სახლები და ჩახერგილი გზა - რამ გამოიწვია წყალდიდობა დუშეთში

დატბორილი სახლები და ჩახერგილი გზა -  რამ გამოიწვია წყალდიდობა დუშეთში

დუშეთის რამდენიმე სოფელში წყალდიდობაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, ჟინვალის თემის სოფელ გუდრუხში ხევის ადიდების გამო რამდენიმე ოჯახს სახლში წყალი შეუვარდა.

მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში, სადაც ასევე სახლებია დატბორილი.

ვაჟა ჩოხელის თქმით, ჟინვალი-ბარისახოს გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან.

სტიქიური მოვლენების შედეგად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში სამ ადგილას ჩახერგილი გზა უკვე გაწმენდილია, იწმინდება ხევის კალაპოტიც.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.

წყლის მოვარდნა სოფელ ბულაჩაურში გუშინ ხევის დაგუბებამ გამოიწვია. წყალი მოსახლეობას სახლებშიც შეუვიდა.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უმოკლეს ვადებში მოახდინა შესაბამისი მძიმე ტექნიკის მობილიზება და ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ სუდაძე, დეპარტამენტის წარმომადგენლები, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის, ადგილზე გუშინვე გაემგზავნენ.

სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ბულაჩაურში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ წუთისათვის გზის ჩახერგილი მონაკვეთები გაწმენდილია და მიმდინარეობს ხევის კალაპოტის გასუფთავება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, სტიქიამ დააზიანა მოსახლეობის ნაკვეთები და ქვიშით ამოავსო ეზოები. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია