პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპული ცხოვრება არ ნიშნავს სახის და ინდივიდუალურობის დაკარგვას" - ნათია ფანჯიკიძე
"ევროპული ცხოვრება არ ნიშნავს სახის და ინდივიდუალურობის დაკარგვას" - ნათია ფანჯიკიძე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­კითხს პოსტს უძღვნის. რო­გორც ფან­ჯი­კი­ძე წერს, ამ პოს­ტის და­წე­რის მი­ზე­ზი ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი შიში გახ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად მტრის­გან თა­ვის დაც­ვა სჭირ­დე­ბო­და, ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და საფრ­თხის გან­ცდა - რა­ღა­ცას გვარ­თმე­ვენ, ჩვე­ნი გა­და­ჯი­შე­ბა უნ­დათ, ყვე­ლა უცხო ჩვენ­თვის სა­ში­შია... ა.შ.

ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სტა­ტუ­სებ­ში ბევ­რგან ში­შის აქ­ტი­ურ, პა­ნი­კუ­რი გა­მო­ხატ­ვის ტენ­დენ­ცი­ას გა­და­ვა­წყდი, ზო­გა­ნაც შე­ფა­რულს, მოკ­ლე და მსგავ­სი თვითშ­თა­გო­ნე­ბი­თი ფორ­მუ­ლი­რე­ბით - "მე ქარ­თვე­ლი ვარ".

მეც ქარ­თვე­ლი ვარ თხე­მით ტერ­ფამ­დე და მარ­თლაც არა­ფე­რია ჩემ­ში არა­ქარ­თუ­ლი.

ევ­რო­პუ­ლი ცხოვ­რე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტის­კენ სწრაფ­ვა არ ნიშ­ნავს სა­ხის და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბის და­კარ­გვას, არც არა­ვის და­უ­კარ­გავს - ბერ­ძე­ნი არ გავს გერ­მა­ნელს, იტა­ლი­ე­ლი არ გავს ფრანგს, ეს­ტო­ნე­ლი არ გავს ეს­პა­ნელს... პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც ხომ უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი გვყავს და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი თა­ვის თავს გავს, ჩვენ ჩვენს თავს. ზუს­ტად ასე­ვე, რო­გორც ერი, ჩვენ ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბით ქარ­თვე­ლე­ბი ევ­რო­პა­ში, ჩვე­ნი სა­ხით, ჩვე­ნი პორ­ტრე­ტით.

სახე თუ გაქვს, ვე­რა­ვინ ვერ წა­გარ­თმევს. ღირ­სე­ბა თუ გაქვს, ვე­რა­ვინ გა­მოგ­ტა­ცებს, რწმე­ნა თუ გაქვს, ვე­რა­ფე­რი შე­არ­ყევს და თუ შენი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბის ხა­რის­ხი მყა­რია, შიში სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გრძნო­ბაა მა­შინ.

ჭკვი­ა­ნი კა­ცის (ერის) ხელ­ში ერ­თით მეტი ღია კარი უზარ­მა­ზარ ას­პა­რეზს ხსნის სა­მო­მავ­ლოდ. უჭ­კუ­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლებ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მაგ­რამ მა­ინც ღია კარი ჯობს ცხვირ­თან მო­ხუ­რულს.

ამი­ტომ მშვე­ნი­ე­რი "თვით­და­მაგ­რე­ბის" სტა­ტუ­სია "მე ქარ­თვე­ლი ვარ", კი­დევ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა არა ზე­და­პირ­ზე დარ­ჩე­ნა ამ სი­ტყვე­ბის, არა­მედ და­ფიქ­რე­ბა და და­ზუს­ტე­ბა - მე ქარ­თვე­ლი ვარ, რაც ნიშ­ნავს რომ მე ვარ......", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

შე­გახ­სნებთ, სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი ბრი­უ­სელ­ში 27 ივ­ნისს მო­ა­წე­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ევროპული ცხოვრება არ ნიშნავს სახის და ინდივიდუალურობის დაკარგვას" - ნათია ფანჯიკიძე

"ევროპული ცხოვრება არ ნიშნავს სახის და ინდივიდუალურობის დაკარგვას" - ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ევროინტეგრაციისა და ინდივიდუალურობის შენარჩუნების საკითხს პოსტს უძღვნის. როგორც ფანჯიკიძე წერს, ამ პოსტის დაწერის მიზეზი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სოციალურ ქსელში მისი მეგობრების მიერ გამოთქმული შიში გახდა.

"საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, რომელსაც მუდმივად მტრისგან თავის დაცვა სჭირდებოდა, ბუნებრივად ჩამოუყალიბდა საფრთხის განცდა - რაღაცას გვართმევენ, ჩვენი გადაჯიშება უნდათ, ყველა უცხო ჩვენთვის საშიშია... ა.შ.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სოციალური ქსელის სტატუსებში ბევრგან შიშის აქტიურ, პანიკური გამოხატვის ტენდენციას გადავაწყდი, ზოგანაც შეფარულს, მოკლე და მსგავსი თვითშთაგონებითი ფორმულირებით - "მე ქართველი ვარ".

მეც ქართველი ვარ თხემით ტერფამდე და მართლაც არაფერია ჩემში არაქართული.

ევროპული ცხოვრების, განვითარების სტანდარტისკენ სწრაფვა არ ნიშნავს სახის და ინდივიდუალურობის დაკარგვას, არც არავის დაუკარგავს - ბერძენი არ გავს გერმანელს, იტალიელი არ გავს ფრანგს, ესტონელი არ გავს ესპანელს... პირად ცხოვრებაშიც ხომ უამრავი მეგობარი გვყავს და ყოველი მათგანი თავის თავს გავს, ჩვენ ჩვენს თავს. ზუსტად ასევე, როგორც ერი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ქართველები ევროპაში, ჩვენი სახით, ჩვენი პორტრეტით.

სახე თუ გაქვს, ვერავინ ვერ წაგართმევს. ღირსება თუ გაქვს, ვერავინ გამოგტაცებს, რწმენა თუ გაქვს, ვერაფერი შეარყევს და თუ შენი ღირებულებითი აზროვნების, ინდივიდუალურობის ხარისხი მყარია, შიში სრულიად უსარგებლო და დაუსაბუთებელი გრძნობაა მაშინ.

ჭკვიანი კაცის (ერის) ხელში ერთით მეტი ღია კარი უზარმაზარ ასპარეზს ხსნის სამომავლოდ. უჭკუოდ გამოყენების შემთხვევაში ნაკლებ შესაძლებლობებს, მაგრამ მაინც ღია კარი ჯობს ცხვირთან მოხურულს.

ამიტომ მშვენიერი "თვითდამაგრების" სტატუსია "მე ქართველი ვარ", კიდევ უკეთესი იქნება არა ზედაპირზე დარჩენა ამ სიტყვების, არამედ დაფიქრება და დაზუსტება - მე ქართველი ვარ, რაც ნიშნავს რომ მე ვარ......", - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსნებთ, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ბრიუსელში 27 ივნისს მოაწერა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"