პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოთხოვნებს უყენებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ავტომფლობელებს?
რა მოთხოვნებს უყენებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ავტომფლობელებს?

არის, ას­რულ­და (სულ­ხან-სა­ბას) ოც­ნე­ბა, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელი მო­ვა­წე­რეთ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, შე­თან­ხმე­ბა 1000-ზე მეტ გვერდს მო­ი­ცავს და ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და­ახ­ლო­ე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის 300-მდე სა­მარ­თლებ­რივ აქტთან. ესე იგი, ცოტა გლე­ხუ­რად რომ ვთქვათ, ჩვე­ნი კა­ნო­ნე­ბი ევ­რო­პუ­ლად უნდა გა­და­კეთ­დეს. მაშ ასე, ამი­ე­რი­დან უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ დე­მოკ­რა­ტია და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ამი­ე­რი­დან ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, და­ვიც­ვათ იმ პი­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც უმ­ცი­რე­სო­ბებს (აქ სი­ტყვა "სექ­სუ­ა­ლუ­რი" აღარ ჩა­უ­წე­რი­ათ, ისე­დაც ცხა­დია) მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან. არ გვაქვს უფ­ლე­ბა, შევ­ქმნათ, ვი­ყი­დოთ და გა­ვავ­რცე­ლოთ მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღი (ეს არ ეხე­ბა რა­გარ­ტკა­სა და ცალ­ლუ­ლი­ან თოფს). ევ­რო­კავ­ში­რი და სა­ქარ­თვე­ლო იღე­ბენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე­ზე, ანუ ჩვენ­ზე გა­და­ა­ნა­წი­ლონ მჭიდ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი ასო­ცი­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი (ესე იგი, ყვე­ლა­ნი წილ­ში ვართ). ამი­ე­რი­დან გვეძ­ლე­ვა უფ­ლე­ბა, მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით აღ­ვად­გი­ნოთ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით ვებ­რძო­ლოთ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს, უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბას (ტრე­ფი­კინგს) და ტე­რო­რიზმს. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, შე­სა­ბა­მის ეტაპ­ზე, უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას. აქ გან­გებ ჩაგ­ვი­წე­რეს სი­ტყვე­ბი - "შე­სა­ბა­მის ეტაპ­ზე", რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უვი­ზო რე­ჟი­მი იქ­ნე­ბა ოდეს­ღაც, ვი­თარ­ცა მაპ-ი.

რაღა და­გი­მა­ლოთ და... ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში კარ­გი რა­ღა­ცე­ბი წე­რია - მა­გა­ლი­თად, სა­ვაჭ­რო სივ­რცის გა­ფარ­თო­ე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დახ­ვე­წა და ასე შემ­დეგ. აქ არ წე­რია, რომ ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვის­წავ­ლოთ ქუ­ჩის ერთი მხრი­დან მე­ო­რე მხა­რეს გა­დას­ვლა და მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, მაგ­რამ ბევრ მო­მენ­ტში იგუ­ლის­ხმე­ბა. არც ის წე­რია, კორ­პუ­სე­ბის ზედა სარ­თუ­ლე­ბი­დან ცე­ლოფ­ნის პარ­კე­ბით ნა­გა­ვი არ გად­მო­ყა­რო­თო, მაგ­რამ, როცა სა­უ­ბა­რია სა­მათრლებ­რი­ვი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მო­რალ­ზე, ესეც იგუ­ლის­ხმე­ბა. ბოლო-ბოლო, რა­ნა­ი­რი ევ­რო­პე­ლი ხარ, თუკი ნა­გავს ზე­მო­დან და­აყ­რი სა­კუ­თარ მა­მულს?

მოკ­ლედ, ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, თქვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში, ეტა­პობ­რი­ვად უნდა და­უ­ახ­ლო­ოთ ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, მათ შო­რის, სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში­ცო. ბუ­ნებ­რი­ვია, ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­ზე გა­დას­ვლა ჩვენ­თვის ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მტკივ­ნე­უ­ლი და ძნე­ლად შე­სა­გუ­ე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მას თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, ბევ­რი რა­მის გა­მოს­წო­რე­ბა ფი­ნან­სურ სა­კი­თხთან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან, ჩვენ ევ­რო­პულ ხელ­ფა­სე­ბამ­დე და პენ­სი­ე­ბამ­დე ჯერ კი­დევ ბევ­რი გვიკ­ლია, ამი­ტომ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ევ­რო­პის დე­დის გი­ნე­ბა. რო­გორც "კო­ა­ლი­ცია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ვასო ურუ­შა­ძე ამ­ბობს "ქრო­ნი­კას­თან" სა­უ­ბარ­ში, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტის სფე­რო­ში უამ­რა­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი.

"გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჯერ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სრუ­ლი ვერ­სია არ არის ჩვენ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ამ ეტაპ­ზე ვერ შევ­ძლებთ, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და სიღ­რმი­სე­უ­ლად გან­ვი­ხი­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში, თუმ­ცა ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ ევ­რო­კაშ­ვირ­თან პა­რა­ფი­რე­ბის დო­კუ­მენ­ტით, სა­დაც ზო­გა­დად არის გან­ხი­ლუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი. ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ციც­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტი, ტრან­სპორ­ტის შე­სა­ხებ, იყო­ფა 4 ძი­რი­თად მო­დუ­ლად, ეს არის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტი, სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტი, სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტი და სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორტზე, ძი­რი­თა­დად კი სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო გა­და­ზიდ­ვებ­ზე. მე რამ­დე­ნი­მე სა­კითხს ხაზ­გას­მით გა­მოვ­ყოფ, რაც, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის­თვის. მა­გა­ლი­თად, სამ­გზავ­რო, შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ზო­გი­ერ­თი კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე უნდა და­მონ­ტაჟ­დეს სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვის მო­წყო­ბი­ლო­ბა. ესე იგი, იმ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, რომ­ლე­ბი­თაც ხდე­ბა მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა, და­მონ­ტაჟ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი აგ­რე­გა­ტი, რო­მე­ლიც არ მის­ცემს ავ­ტო­მო­ბილს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ნა­ვი­თა­როს ზღვრუ­ლად დაშ­ვე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე­ზე მეტი. ასე­ვე, იქ­ნე­ბა მო­თხოვ­ნა, რომ დად­გინ­დეს, ანუ რე­გუ­ლა­ცი­ას და­ექ­ვემ­დე­ბა­როს წონა. ეს ძი­რი­თა­დად ეხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვებს. აქ უკვე კონ­ტროლს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ხი­ფა­თო ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვე­ბი, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ. იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის ანა­ლი­ზის მიზ­ნით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ხმის ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და­ყე­ნე­ბა. და­წეს­დე­ბა მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნით და­კა­ვე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მძღო­ლე­ბის სა­მუ­შაო დრო­ის მკაც­რი კონ­ტრო­ლი და შე­ზღუდ­ვე­ბი გარ­კვე­უ­ლი სა­ა­თობ­რი­ვი ლი­მი­ტით დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა იგი­ვე მძღო­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სა და პე­რი­ო­დუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­სებ­ზე მძღო­ლე­ბის წი­ნა­სა­მარ­შრუ­ტო ალკო და ნარ­კო ტეს­ტის პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­ბა­რე­ბის მო­თხოვ­ნა. ასე­ვე, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ზო­გა­დად არის სა­უ­ბა­რი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ხელ­მო­წე­რი­დან 4 წლის ვა­და­ში, ის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ ევ­რო­კავ­ში­რის იმ წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს - Euro 4, Euro 5 ან Euro 6, ანუ და­ი­ყოს კა­ტე­გო­რი­ე­ბად. თუმ­ცა აქ არ არის სა­უ­ბა­რი იმ მე­ო­რად ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ კვე­თენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს და პე­რი­ო­დუ­ლად არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი მხო­ლოდ შიდა და ად­გი­ლობ­რი­ვი გა­და­ზიდ­ვე­ბით. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია გეგ­მავს, მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ვუ­წი­ოთ ევ­რო­კაშ­ვირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცესს. რო­გორც კი ჩვენ­თვის გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სრუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად მო­გაწ­ვდით და ხელ­მი­საწ­ვდომს გავ­ხდით ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი­სათ­ვის. სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­სპორ­ტო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ევ­რო­კავ­ში­რის სატ­რან­სპორ­ტო კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბა და ჰარ­მო­ნი­ზა­ცია, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ზო­გა­დი და ხმა­მა­ღა­ლი გა­ნა­ცხა­დია, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ძა­ლი­ან ბევრ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვას­თან მოგ­ვი­წევს გამ­კლა­ვე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ტრან­სპორ­ტის სფე­რო­ში".

ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში არ­სად წე­რია, ქარ­თვე­ლებ­მა 10-15 წლის მან­ქა­ნებ­ზე უარი თქვით, ჯარ­თში ჩა­ა­ბა­რეთ და ახ­ლე­ბი იყი­დე­თო. არც ის წე­რია, შე­მო­ტა­ნილ მან­ქა­ნებს რომ კა­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბი ამოც­ლი­ლი აქვს, 300 ლარი გა­და­ი­ხა­დეთ და ხე­ლახ­ლა ჩა­ა­ყე­ნე­თო. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რა სა­ხის კა­ნო­ნებს და­წე­რენ ჩვე­ნი დე­პუ­ტა­ტე­ბი და რამ­დენ ხან­ში მოგ­ვი­ჭე­რენ მარ­წუ­ხებს. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სრულ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია მთავ­რო­ბა­ზე, შე­იძ­ლე­ბა კა­ნო­ნით ისე და­რე­გუ­ლირ­დეს ყვე­ლა სა­კი­თხი, რომ ე.წ. რე­ფორ­მა ნაკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლი იყოს ჩვენ­თვის... ვნა­ხოთ...

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა მოთხოვნებს უყენებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ავტომფლობელებს?

რა მოთხოვნებს უყენებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ავტომფლობელებს?

არის, ასრულდა (სულხან-საბას) ოცნება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოვაწერეთ. როგორც ამბობენ, შეთანხმება 1000-ზე მეტ გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან. ესე იგი, ცოტა გლეხურად რომ ვთქვათ, ჩვენი კანონები ევროპულად უნდა გადაკეთდეს. მაშ ასე, ამიერიდან უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი მთავარი ღირებულება. ამიერიდან ვალდებულნი ვართ, დავიცვათ იმ პირების უფლებებიც, რომლებიც უმცირესობებს (აქ სიტყვა "სექსუალური" აღარ ჩაუწერიათ, ისედაც ცხადია) მიეკუთვნებიან. არ გვაქვს უფლება, შევქმნათ, ვიყიდოთ და გავავრცელოთ მასობრივი განადგურების იარაღი (ეს არ ეხება რაგარტკასა და ცალლულიან თოფს). ევროკავშირი და საქართველო იღებენ ვალდებულებას, ყველა მოქალაქეზე, ანუ ჩვენზე გადაანაწილონ მჭიდრო პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი (ესე იგი, ყველანი წილში ვართ). ამიერიდან გვეძლევა უფლება, მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გაათმაგებული ძალებით ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს, უკანონო ვაჭრობას (ტრეფიკინგს) და ტერორიზმს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამის ეტაპზე, უვიზო რეჟიმის შემოღებას. აქ განგებ ჩაგვიწერეს სიტყვები - "შესაბამის ეტაპზე", რაც იმას ნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი იქნება ოდესღაც, ვითარცა მაპ-ი.

რაღა დაგიმალოთ და... ამ ხელშეკრულებაში კარგი რაღაცები წერია - მაგალითად, სავაჭრო სივრცის გაფართოება-განვითარება, ინვესტიციების ჩადება, სახელმწიფო ინსტიტუტების დახვეწა და ასე შემდეგ. აქ არ წერია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლა და მოძრაობის წესები, მაგრამ ბევრ მომენტში იგულისხმება. არც ის წერია, კორპუსების ზედა სართულებიდან ცელოფნის პარკებით ნაგავი არ გადმოყაროთო, მაგრამ, როცა საუბარია სამათრლებრივი ინსტრუმენტების განვითარებასა და მორალზე, ესეც იგულისხმება. ბოლო-ბოლო, რანაირი ევროპელი ხარ, თუკი ნაგავს ზემოდან დააყრი საკუთარ მამულს?

მოკლედ, ეს ხელშეკრულება გვეუბნება, თქვენი კანონმდებლობა განსაზღვრულ ვადებში, ეტაპობრივად უნდა დაუახლოოთ ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, სატრანსპორტო სფეროშიცო. ბუნებრივია, ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა ჩვენთვის ხშირ შემთხვევაში მტკივნეული და ძნელად შესაგუებელი იქნება. მენტალურ პრობლემას თავი რომ დავანებოთ, ბევრი რამის გამოსწორება ფინანსურ საკითხთან იქნება დაკავშირებული. ვინაიდან, ჩვენ ევროპულ ხელფასებამდე და პენსიებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, ამიტომ უფრო გაძლიერდება უკმაყოფილება და ევროპის დედის გინება. როგორც "კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის" ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე ამბობს "ქრონიკასთან" საუბარში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ტრანსპორტის სფეროში უამრავი ვალდებულება აქვს შესასრულებელი.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ასოცირების ხელშეკრულების სრული ვერსია არ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ, საფუძვლიანად და სიღრმისეულად განვიხილოთ საქართველოს ვალდებულებები სატრანსპორტო სფეროში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, ვიხელმძღვანელოთ ევროკაშვირთან პარაფირების დოკუმენტით, სადაც ზოგადად არის განხილული აღნიშნული საკითხი. ევროკავშირთან ასოციცრების ხელშეკრულების დოკუმენტი, ტრანსპორტის შესახებ, იყოფა 4 ძირითად მოდულად, ეს არის საავტომობილო ტრანსპორტი, სარკინიგზო ტრანსპორტი, საზღვაო ტრანსპორტი და საჰაერო ტრანსპორტი, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება გამახვილებულია საავტომობილო ტრანსპორტზე, ძირითადად კი სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებზე. მე რამდენიმე საკითხს ხაზგასმით გამოვყოფ, რაც, ვფიქრობ, ძალიან მიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო სისტემისთვის. მაგალითად, სამგზავრო, შიდა და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ზოგიერთი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე უნდა დამონტაჟდეს სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობა. ესე იგი, იმ ავტომობილებზე, რომლებითაც ხდება მგზავრთა გადაყვანა, დამონტაჟდება სპეციალური აგრეგატი, რომელიც არ მისცემს ავტომობილს საშუალებას, განავითაროს ზღვრულად დაშვებული სიჩქარეზე მეტი. ასევე, იქნება მოთხოვნა, რომ დადგინდეს, ანუ რეგულაციას დაექვემდებაროს წონა. ეს ძირითადად ეხება საერთაშორისო გადაზიდვებს. აქ უკვე კონტროლს დაექვემდებარება სახიფათო ტვირთების გადაზიდვები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. იმ სატრანსპორტო საშუალებებში, უსაფრთხოებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების ანალიზის მიზნით, აუცილებელი იქნება ხმის ჩამწერი მოწყობილობების დაყენება. დაწესდება მგზავრთა გადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების სამუშაო დროის მკაცრი კონტროლი და შეზღუდვები გარკვეული საათობრივი ლიმიტით დღე-ღამის განმავლობაში. აუცილებელი გახდება იგივე მძღოლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პერიოდული გადამზადების ჩატარება. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეისებზე მძღოლების წინასამარშრუტო ალკო და ნარკო ტესტის პერიოდულად ჩაბარების მოთხოვნა. ასევე, ხელშეკრულებაში ზოგადად არის საუბარი მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ხელმოწერიდან 4 წლის ვადაში, ის მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებიან, უნდა აკმაყოფილებდნენ ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების მოთხოვნებს, ეს შეიძლება იყოს - Euro 4, Euro 5 ან Euro 6, ანუ დაიყოს კატეგორიებად. თუმცა აქ არ არის საუბარი იმ მეორად ავტომობილებზე, რომლებიც არ კვეთენ საქართველოს საზღვრებს და პერიოდულად არიან დაკავებული მხოლოდ შიდა და ადგილობრივი გადაზიდვებით. ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს, მონიტორინგი გავუწიოთ ევროკაშვირთან ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესს. როგორც კი ჩვენთვის გახდება ხელმისაწვდომი ხელშეკრულების სრული დოკუმენტი, დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით და ხელმისაწვდომს გავხდით ყველა დაინტერესებული პირისათვის. საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროკავშირის სატრანსპორტო კანონმდებლობასთან დაახლოება და ჰარმონიზაცია, ვფიქრობ, ძალიან ზოგადი და ხმამაღალი განაცხადია, სინამდვილეში კი ძალიან ბევრ სერიოზულ გამოწვევასთან მოგვიწევს გამკლავება, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში".

ასოცირების ხელშეკრულებაში არსად წერია, ქართველებმა 10-15 წლის მანქანებზე უარი თქვით, ჯართში ჩააბარეთ და ახლები იყიდეთო. არც ის წერია, შემოტანილ მანქანებს რომ კატალიზატორები ამოცლილი აქვს, 300 ლარი გადაიხადეთ და ხელახლა ჩააყენეთო. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა სახის კანონებს დაწერენ ჩვენი დეპუტატები და რამდენ ხანში მოგვიჭერენ მარწუხებს. რაც შეეხება ავტომობილების სრულ ტექდათვალიერებას, ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს 4 წლის განმავლობაში და ეს დამოკიდებულია მთავრობაზე, შეიძლება კანონით ისე დარეგულირდეს ყველა საკითხი, რომ ე.წ. რეფორმა ნაკლებად მტკივნეული იყოს ჩვენთვის... ვნახოთ...

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია