პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწარე სიმართლე გარუჯვის მოყვარულებს
მწარე სიმართლე გარუჯვის მოყვარულებს

იყო დრო, რო­ცა ქა­ლე­ბი ათას­გ­ვარ ხერ­ხს მი­მარ­თავ­დ­ნენ, რომ მარ­მა­რი­ლო­სა­ვით თეთ­რი კა­ნი ჰქო­ნო­დათ. ბო­ლო წლებ­ში ეს ტენ­დენ­ცია შე­იც­ვა­ლა: მო­და­ში კარ­გად გა­რუ­ჯუ­ლი, შო­კო­ლა­დის­ფე­რი კა­ნი შე­მო­ვი­და და სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც გა­რუჯ­ვის მა­ნია და­იწყო... ალ­ბათ თქვენც გყავთ სულ მცი­რე, ერ­თი ნაც­ნო­ბი მა­ინც, რო­მე­ლიც ზამ­თარ­შიც კი და­დის სო­ლა­რი­უმ­ში, რომ მუ­ქი ფე­რის კა­ნი ჰქონ­დეს, თუმ­ცა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ უზო­მო გა­რუჯ­ვას არა­ერ­თი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი მო­აქვს ჩვე­ნი კა­ნის­თ­ვის. სწო­რედ ამ სა­კითხ­ზე ვთხო­ვეთ კო­მენ­ტა­რი დერ­მა­ტო­ლოგ-კოს­მე­ტო­ლოგ ალექ­სან­დ­რე ტყე­მა­ლა­ძეს:

- გა­რუჯ­ვის­კენ გა­და­ჭარ­ბე­ბულ ლტოლ­ვას იწ­ვევს ის კოს­მე­ტი­კუ­რი ეფექ­ტი, რო­მელ­საც ადა­მი­ანს გა­რუჯ­ვა აძ­ლევს: ის გა­მო­ი­ყუ­რე­ბა უფ­რო მომ­ხიბ­ვ­ლე­ლად, უფ­რო ჯან­მ­რ­თე­ლად და ლა­მა­ზად. ისეთ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მზის ნაკ­ლე­ბო­ბაა, გა­რუ­ჯუ­ლი კა­ნი იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი სა­დღაც კუ­რორ­ტ­ზე იყო და და­ის­ვე­ნა. თა­ნაც გა­რუჯ­ვა კა­ნის ბევრ დე­ფექტს ფა­რავს და მას უფ­რო მომ­ხიბ­ვ­ლელს ხდის, ვი­ზუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ გა­რუ­ჯუ­ლი ადა­მი­ა­ნი უფ­რო კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, კოს­მე­ტი­კუ­რი ეფექ­ტის გა­მო გა­ი­რუ­ჯონ. შე­იძ­ლე­ბა გა­რუჯ­ვი­სა­კენ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბა მო­და­საც და­ვაბ­რა­ლოთ: იყო დრო, რო­ცა სი­თეთ­რე იყო მო­და­ში, ბო­ლო წლებ­ში კი - მუ­ქი კა­ნი შე­მო­ვი­და, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ადა­მი­ა­ნი თვი­თონ წყვეტს, რა უხ­დე­ბა და რა - არა.

- ბა­ტო­ნო ალექ­სან­დ­რე, რა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი მო­აქვს მზე­ზე ხში­რად ყოფ­ნას და გა­რუჯ­ვით ზედ­მეტ გა­ტა­ცე­ბას?

- კა­ნის გა­რუჯ­ვას თან ახ­ლავს და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი. კა­ნი შრე­ბა და ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბიც უფ­რო სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი მზე­ზე ხში­რად იმ­ყო­ფე­ბა, მი­სი კა­ნი უფ­რო ად­რე კარ­გავს ელას­ტი­კუ­რო­ბას და ახალ­გაზ­რ­დულ სი­ლა­მა­ზეს - ეს უკ­ვე დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია. ისე­დაც, თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­საც მზე უფ­რო ხში­რად ხვდე­ბა, კერ­ძოდ - სა­ხე, ხე­ლე­ბი, ყე­ლი, უფ­რო ად­რე ნა­ოჭ­დე­ბა. კა­ნის ზე­დმე­ტი გა­რუჯ­ვა იწ­ვევს სა­ხე­ზე ნა­ო­ჭე­ბის, პიგ­მენ­ტე­ბი­სა და ლა­ქე­ბის გა­ჩე­ნას, ნა­ო­ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც ხში­რად პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლია იმი­სა, თუ რამ­დე­ნი დრო გა­ა­ტა­რა ადა­მი­ან­მა მზე­ზე.

- და­ვუშ­ვათ, ადა­მი­ანს სურს, რომ აუცი­ლებ­ლად გა­ი­რუ­ჯოს. რო­დის და რო­გორ ჯო­ბია ამის მიღ­წე­ვა?

- მზე­ზე გას­ვ­ლა დი­ლის სა­ა­თებ­შია მი­ზან­შე­წო­ნი­ლი - 11 სა­ათ­ამ­დე და სა­ღა­მოს - 6 სა­ა­თის შემ­დეგ, რო­ცა მზის სხი­ვე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა ნაკ­ლე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბია შან­სი, რომ კა­ნი და­იწ­ვას. ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, სად ირუ­ჯე­ბი: მზეც ყველ­გან არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნია. დე­და­მი­წის ზო­გი­ერთ უბან­ში, მა­გა­ლი­თად, ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში, სა­დაც ატ­მოს­ფე­რო უფ­რო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და თხე­ლია და უფ­რო მე­ტი სხი­ვი აღ­წევს დე­და­მი­წამ­დე, კა­ნი უფ­რო ად­ვი­ლად იწ­ვე­ბა. ავ­ს­ტ­რა­ლი­ის მზეც კანს უფ­რო მე­ტად აზი­ა­ნებს, ვიდ­რე - ან­ტა­ლი­ი­სა. დად­გე­ნი­ლია, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში მე­ლა­ნო­მის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც უფ­რო ხში­რია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­რუ­ჯოთ ისე, რომ თქვე­ნი კა­ნი ნაკ­ლე­ბად და­ზი­ან­დეს? - თუ მზი­სა­გან დამ­ცავ კრემს წა­ის­ვამთ, უფ­რო მე­ტია შან­სი, რომ არ და­იწ­ვათ. ახ­ლა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ამ­გ­ვა­რი კრე­მე­ბი, თუმ­ცა, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით იცა­ვენ კანს. დაც­ვა რას ნიშ­ნავს? - მზის სხი­ვი ეცე­მა ჩვენს კანს, მაგ­რამ ვერ შე­დის კა­ნის სიღ­რ­მე­ში, ირეკ­ლე­ბა ან ჩერ­დე­ბა კა­ნის ზე­და­პირ­ზე და კა­ნის ღრმა შრე­ებს ვე­ღარ აზი­ა­ნებს. თუ ასეთ კრემს იყე­ნებთ, კა­ნი შე­და­რე­ბით და­ცუ­ლია.

- ვის­თ­ვის არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი კა­ნის გა­რუჯ­ვა?

- ადა­მი­ა­ნე­ბი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან კა­ნი­სა და თმის ფე­რის მი­ხედ­ვით. თუ თქვენ გაქვთ ძალ­ზე ღია ფე­რის თმა და კა­ნი, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად იწ­ვე­ბა, გა­რუჯ­ვი­სას უფ­რო ფრთხი­ლად უნ­და იყოთ, მზე­ზე დიდ­ხანს არ უნ­და გა­ჩერ­დეთ და დამ­ცა­ვი კრე­მი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოთ. - მზეს უნ­და მო­ე­რი­დონ ისი­ნი, ვინც მა­ლე იწ­ვე­ბა, ქე­რა და ღია ფე­რის ხალ­ხი. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ზღვა­ზე რომ ჩა­დის, შე­იძ­ლე­ბა ჩრდილ­შიც კი და­იწ­ვას. ორ­სუ­ლი და მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლე­ბიც უნ­და მო­ე­რი­დონ მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნას, იმი­ტომ, რომ მზე იმუ­ნი­ტეტ­ზეც ახ­დენს გარ­კ­ვე­ულ ზე­გავ­ლე­ნას. არ უნ­და და­გა­ვიწყ­დეთ დამ­ცა­ვი კრე­მის და­მა­ტე­ბაც: ის მხო­ლოდ 2-3 სა­ათს ძლებს, მე­რე კი ახა­ლი დო­ზა უნ­და წა­ის­ვათ. თა­ნაც, მა­ინ­ც­და­მა­ინც შუ­ადღის სა­ა­თებ­ში ნუ გა­ი­რუ­ჯე­ბით. ისი­ნი, ვი­საც მუ­ქი ფე­რის კა­ნი და თმა აქვთ, ასე ად­ვი­ლად არ იწ­ვე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ალ­ბი­ნო­სებს, მათ­თ­ვის სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა გა­რუჯ­ვა და არც მზე­ზე გას­ვ­ლა.

- რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას სო­ლა­რი­უ­მე­ბის შე­სა­ხებ?

- იყო დრო, რო­ცა სო­ლა­რი­უ­მე­ბის გა­მო ზე­დმე­ტი პა­ნი­კა იყო ატე­ხი­ლი. სო­ლა­რი­უ­მი ფაქ­ტობ­რი­ვად, არის ხე­ლოვ­ნუ­რი მზის სხი­ვი, თუ აპა­რა­ტუ­რას კარ­გი ფირ­მა უშ­ვებს, სო­ლა­რი­უმ­ში არ­სე­ბუ­ლი ნა­თუ­რე­ბის გა­მოს­ხი­ვე­ბაც კარ­გია და პრო­ცე­დუ­რას გა­მოც­დი­ლი, სა­ი­მე­დო სპე­ცი­ა­ლის­ტი აკე­თებს, იქა­უ­რი სხი­ვე­ბი უფ­რო გა­ფილ­ტ­რუ­ლი და და­ცუ­ლიც კია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მზის სხი­ვე­ბი, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, რა ფირ­მა უშ­ვებს და რამ­დე­ნად აკონ­ტ­რო­ლე­ბენ სო­ლა­რი­უ­მის ნა­თუ­რებს. ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ეს ნა­თუ­რე­ბი სა­ეჭ­ვო წარ­მო­შო­ბი­საა და მა­თი შე­მად­გენ­ლო­ბაც სა­ეჭ­ვოა. თუ კონ­ტ­რო­ლი და­წეს­დე­ბა და სო­ლა­რი­უ­მებ­ში არ­სე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რა ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­მოწ­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მა­შინ მა­თი გა­მოს­ხი­ვე­ბა სა­ში­ში არ არის. რო­გორც უკ­ვე გი­თხა­რით, დი­დი სხვა­ო­ბა მზე­სა და სო­ლა­რი­უმს შო­რის არ არის. უზო­მო დო­ზა სო­ლა­რი­უმ­შიც ისე­ვე გა­მო­იწ­ვევს კა­ნის დამ­წ­ვ­რო­ბას, რო­გორც მზის გა­მოს­ხი­ვე­ბა. ასე რომ, ვერ ვიტყ­ვით, რომ სო­ლა­რი­უ­მი აუცი­ლებ­ლად არის მავ­ნე, თუ იქ კარ­გი აპა­რა­ტუ­რაა და გა­მოც­დი­ლი პერ­სო­ნა­ლი მუ­შა­ობს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჯო­ბია ცო­ტა ნაკ­ლე­ბად გა­ი­რუ­ჯო, ვიდ­რე ზედ­მე­ტი მო­გი­ვი­დეს, რომ კა­ნი არ და­იწ­ვა. სა­ერ­თოდ, პირ­ვე­ლი გა­რუჯ­ვა ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. ზღვა­შიც პირ­ვე­ლად ვინც ჩა­დის, ყვე­ლა იწ­ვე­ბა. სა­ერ­თოდ, პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დამ­წ­ვ­რო­ბა იმ­დე­ნად სა­ში­ში არ არის, მაგ­რამ თუ უფ­რო ღრმა დამ­წ­ვ­რო­ბაა, მა­შინ უკ­ვე სა­ში­ში ხდე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ დამ­წ­ვ­რო­ბა ტკი­ვილ­სა და უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბას იწ­ვევს, კან­ზეც უარ­ყო­ფით კვალს ტო­ვებს.

- ბო­ლო წლებ­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­იწ­ვა სხვა­დას­ხ­ვა ნა­ხარ­შის გა­მო, მათ შო­რი­საა ლეღ­ვის ნა­ხარ­ში, რო­მელ­საც სწო­რედ გა­სა­რუ­ჯად ის­ვა­მენ...

- არ­სე­ბობს მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და წამ­ლე­ბის ისე­თი კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც კა­ნის გა­რუჯ­ვას აჩ­ქა­რებს. ისი­ნი ისეთ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცა­ვენ, რომ­ლე­ბიც ცვლი­ან კა­ნის მგრძნო­ბე­ლო­ბას მზის სხი­ვე­ბის მი­მართ და აჩ­ქა­რე­ბენ მზის ზე­მოქ­მე­დე­ბას კა­ნის ზე­და­პირ­ზე. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ლეღ­ვი, ან სხვა მცე­ნა­რე. არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ინიშ­ნე­ბა ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის დროს და ამ დროს ექი­მი აფ­რ­თხი­ლებს პა­ცი­ენტს, რომ მზეს მო­ე­რი­დოს, რად­გან მა­თი მი­ღე­ბა მზის სხი­ვე­ბი­სად­მი მგრძნო­ბე­ლო­ბის მო­მა­ტე­ბას იწ­ვევს. ამ დროს ადა­მი­ა­ნი მზე­ზე თუ გა­ვა, უფ­რო ად­ვი­ლად და­იწ­ვე­ბა. ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის დროს ლეღ­ვის ნა­ხარ­ში სამ­კურ­ნა­ლოც კია, ძვე­ლად მას მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით იყე­ნებ­დ­ნენ, მაგ­რამ ადა­მი­ან­მა უნ­და იცო­დეს დო­ზა - სად, რო­გორ და რა რა­ო­დე­ნო­ბით წა­ის­ვას. ამ­გ­ვა­რი ნა­ხარ­შე­ბის უბ­რა­ლოდ წას­მა და მზე­ზე გას­ვ­ლა და­უშ­ვე­ბე­ლია, მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი ყო­ველ­თ­ვის გა­მო­იწ­ვევს სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს. აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ ზოგ­ჯერ გა­რუჯ­ვას სამ­კურ­ნა­ლო­დაც იყე­ნე­ბენ. ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რად ვურ­ჩევთ ცხი­მი­ა­ნი კა­ნის მქო­ნე ხალ­ხს, რომ გა­ი­რუ­ჯონ, რად­გან ეს ცხი­მი­ა­ნო­ბას ამ­ცი­რებს. სა­ერ­თოდ, ცხი­მი­ა­ნო­ბა იწ­ვევს ფე­რიმ­ჭა­მე­ლებს, ანუ აკ­ნეს, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­და ასაკ­ში უფ­რო ხში­რია. ასეთ პა­ცი­ენ­ტებს დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ, რომ ზო­მი­ე­რად გა­ი­რუ­ჯონ იმი­ტომ, რომ ამის შე­დე­გად კან­ზე ცხი­მის გა­მო­ყო­ფა თით­ქ­მის ნა­ხევ­რ­დე­ბა და ამ ფონ­ზე გა­მო­ნა­ყა­რიც ქრე­ბა, ამი­ტომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რომ სა­ხე, ზურ­გი და მკერ­დი გა­ი­რუ­ჯოს - ანუ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც პა­ცი­ენტს გა­მო­ნა­ყა­რი აქვს. ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ამ დროს გა­რუჯ­ვა სჯო­ბია, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად.

- ალ­ბათ ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­დებს ზედ­მე­ტი გა­რუჯ­ვა მშრალ კან­ზე.

- დი­ახ, რო­დე­საც კა­ნი მშრა­ლია, მზის სხი­ვე­ბი მას კი­დევ უფ­რო აშ­რობს. ამი­ტომ, გა­რუჯ­ვა მშრა­ლი კა­ნი­სათ­ვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. გარ­და ამი­სა, ის მოქ­მე­დებს იმუ­ნი­ტეტ­ზეც და ამი­ტომ მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნას არ ურ­ჩე­ვენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი აქვთ. მცი­რე დო­ზე­ბით, ზო­მი­ე­რად გა­რუჯ­ვა იმ­დე­ნად მავ­ნე არ არის, მაგ­რამ რო­დე­საც უზო­მო გა­რუჯ­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი, ამ დროს შე­იძ­ლე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი და­სუს­ტ­დეს და ადა­მი­ა­ნი უფ­რო ად­ვი­ლად გა­ცივ­დეს, უფ­რო ად­ვი­ლად მო­ე­რი­ოს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა.შ... გა­რუჯ­ვა გარ­კ­ვე­უ­ლი დატ­ვირ­თ­ვაა ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის, ეს რთუ­ლი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ბი­ო­ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მ­ზე მოქ­მე­დებს და შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სხვა ში­ნა­გა­ნი ცვლი­ლე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს.

- ესე იგი, "ოქ­როს შუ­ა­ლე­დის" დაც­ვა ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც აუცი­ლე­ბე­ლია?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ულ­ტ­რა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ზედ­მე­ტი მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა: ეს ის სხი­ვია, რო­მე­ლიც გა­რუჯ­ვას იწ­ვევს, მაგ­რამ ამა­ვე დროს ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს კა­ნის უჯ­რე­დებს. თუ ადა­მი­ანს არ ანაღ­ვ­ლებს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს 20-30 წლის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა გა­რის­კოს და მუდ­მი­ვად გა­ი­რუ­ჯოს. კა­ნის და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი ასე ჩქა­რი არ არის, მაგ­რამ თუ 50, ან 60 წლის ორ ადა­მი­ანს შე­ა­და­რებ, რო­მელ­თა­გა­ნაც ერ­თი ხში­რად ირუ­ჯე­ბო­და, მე­ო­რე კი - არა, მათ შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნობთ. აქე­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვი დას­კ­ვ­ნა გა­კეთ­დეს - მზე კა­ნის და­ბე­რე­ბი­სა და ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნას სე­რი­ო­ზუ­ლად აჩ­ქა­რებს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მწარე სიმართლე გარუჯვის მოყვარულებს

მწარე სიმართლე გარუჯვის მოყვარულებს

იყო დრო, რო­ცა ქა­ლე­ბი ათას­გ­ვარ ხერხს მი­მარ­თავ­დ­ნენ, რომ მარ­მა­რი­ლო­სა­ვით თეთ­რი კა­ნი ჰქო­ნო­დათ. ბო­ლო წლებ­ში ეს ტენ­დენ­ცია შე­იც­ვა­ლა: მო­და­ში კარ­გად გა­რუ­ჯუ­ლი, შო­კო­ლა­დის­ფე­რი კა­ნი შე­მო­ვი­და და სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც გა­რუჯ­ვის მა­ნია და­იწყო... ალ­ბათ თქვენც გყავთ სულ მცი­რე, ერ­თი ნაც­ნო­ბი მა­ინც, რო­მე­ლიც ზამ­თარ­შიც კი და­დის სო­ლა­რი­უმ­ში, რომ მუ­ქი ფე­რის კა­ნი ჰქონ­დეს, თუმ­ცა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ უზო­მო გა­რუჯ­ვას არა­ერ­თი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი მო­აქვს ჩვე­ნი კა­ნის­თ­ვის. სწო­რედ ამ სა­კითხ­ზე ვთხო­ვეთ კო­მენ­ტა­რი დერ­მა­ტო­ლოგ-კოს­მე­ტო­ლოგ ალექ­სან­დ­რე ტყე­მა­ლა­ძეს:

- გა­რუჯ­ვის­კენ გა­და­ჭარ­ბე­ბულ ლტოლ­ვას იწ­ვევს ის კოს­მე­ტი­კუ­რი ეფექ­ტი, რო­მელ­საც ადა­მი­ანს გა­რუჯ­ვა აძ­ლევს: ის გა­მო­ი­ყუ­რე­ბა უფ­რო მომ­ხიბ­ვ­ლე­ლად, უფ­რო ჯან­მ­რ­თე­ლად და ლა­მა­ზად. ისეთ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მზის ნაკ­ლე­ბო­ბაა, გა­რუ­ჯუ­ლი კა­ნი იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი სადღაც კუ­რორ­ტ­ზე იყო და და­ის­ვე­ნა. თა­ნაც გა­რუჯ­ვა კა­ნის ბევრ დე­ფექტს ფა­რავს და მას უფ­რო მომ­ხიბ­ვ­ლელს ხდის, ვი­ზუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ გა­რუ­ჯუ­ლი ადა­მი­ა­ნი უფ­რო კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, კოს­მე­ტი­კუ­რი ეფექ­ტის გა­მო გა­ი­რუ­ჯონ. შე­იძ­ლე­ბა გა­რუჯ­ვი­სა­კენ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბა მო­და­საც და­ვაბ­რა­ლოთ: იყო დრო, რო­ცა სი­თეთ­რე იყო მო­და­ში, ბო­ლო წლებ­ში კი - მუ­ქი კა­ნი შე­მო­ვი­და, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ადა­მი­ა­ნი თვი­თონ წყვეტს, რა უხ­დე­ბა და რა - არა.

- ბა­ტო­ნო ალექ­სან­დ­რე, რა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი მო­აქვს მზე­ზე ხში­რად ყოფ­ნას და გა­რუჯ­ვით ზედ­მეტ გა­ტა­ცე­ბას?

- კა­ნის გა­რუჯ­ვას თან ახ­ლავს და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი. კა­ნი შრე­ბა და ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბიც უფ­რო სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი მზე­ზე ხში­რად იმ­ყო­ფე­ბა, მი­სი კა­ნი უფ­რო ად­რე კარ­გავს ელას­ტი­კუ­რო­ბას და ახალ­გაზ­რ­დულ სი­ლა­მა­ზეს - ეს უკ­ვე დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია. ისე­დაც, თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­საც მზე უფ­რო ხში­რად ხვდე­ბა, კერ­ძოდ - სა­ხე, ხე­ლე­ბი, ყე­ლი, უფ­რო ად­რე ნა­ოჭ­დე­ბა. კა­ნის ზე­დმე­ტი გა­რუჯ­ვა იწ­ვევს სა­ხე­ზე ნა­ო­ჭე­ბის, პიგ­მენ­ტე­ბი­სა და ლა­ქე­ბის გა­ჩე­ნას, ნა­ო­ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც ხში­რად პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლია იმი­სა, თუ რამ­დე­ნი დრო გა­ა­ტა­რა ადა­მი­ან­მა მზე­ზე.

- და­ვუშ­ვათ, ადა­მი­ანს სურს, რომ აუცი­ლებ­ლად გა­ი­რუ­ჯოს. რო­დის და რო­გორ ჯო­ბია ამის მიღ­წე­ვა?

- მზე­ზე გას­ვ­ლა დი­ლის სა­ა­თებ­შია მი­ზან­შე­წო­ნი­ლი - 11 სა­ათ­ამ­დე და სა­ღა­მოს - 6 სა­ა­თის შემ­დეგ, რო­ცა მზის სხი­ვე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა ნაკ­ლე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბია შან­სი, რომ კა­ნი და­იწ­ვას. ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, სად ირუ­ჯე­ბი: მზეც ყველ­გან არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნია. დე­და­მი­წის ზო­გი­ერთ უბან­ში, მა­გა­ლი­თად, ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში, სა­დაც ატ­მოს­ფე­რო უფ­რო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და თხე­ლია და უფ­რო მე­ტი სხი­ვი აღ­წევს დე­და­მი­წამ­დე, კა­ნი უფ­რო ად­ვი­ლად იწ­ვე­ბა. ავ­ს­ტ­რა­ლი­ის მზეც კანს უფ­რო მე­ტად აზი­ა­ნებს, ვიდ­რე - ან­ტა­ლი­ი­სა. დად­გე­ნი­ლია, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში მე­ლა­ნო­მის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც უფ­რო ხში­რია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­რუ­ჯოთ ისე, რომ თქვე­ნი კა­ნი ნაკ­ლე­ბად და­ზი­ან­დეს? - თუ მზი­სა­გან დამ­ცავ კრემს წა­ის­ვამთ, უფ­რო მე­ტია შან­სი, რომ არ და­იწ­ვათ. ახ­ლა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ამ­გ­ვა­რი კრე­მე­ბი, თუმ­ცა, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით იცა­ვენ კანს. დაც­ვა რას ნიშ­ნავს? - მზის სხი­ვი ეცე­მა ჩვენს კანს, მაგ­რამ ვერ შე­დის კა­ნის სიღ­რ­მე­ში, ირეკ­ლე­ბა ან ჩერ­დე­ბა კა­ნის ზე­და­პირ­ზე და კა­ნის ღრმა შრე­ებს ვე­ღარ აზი­ა­ნებს. თუ ასეთ კრემს იყე­ნებთ, კა­ნი შე­და­რე­ბით და­ცუ­ლია.

- ვის­თ­ვის არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი კა­ნის გა­რუჯ­ვა?

- ადა­მი­ა­ნე­ბი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან კა­ნი­სა და თმის ფე­რის მი­ხედ­ვით. თუ თქვენ გაქვთ ძალ­ზე ღია ფე­რის თმა და კა­ნი, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად იწ­ვე­ბა, გა­რუჯ­ვი­სას უფ­რო ფრთხი­ლად უნ­და იყოთ, მზე­ზე დიდ­ხანს არ უნ­და გა­ჩერ­დეთ და დამ­ცა­ვი კრე­მი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოთ. - მზეს უნ­და მო­ე­რი­დონ ისი­ნი, ვინც მა­ლე იწ­ვე­ბა, ქე­რა და ღია ფე­რის ხალ­ხი. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ზღვა­ზე რომ ჩა­დის, შე­იძ­ლე­ბა ჩრდილ­შიც კი და­იწ­ვას. ორ­სუ­ლი და მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლე­ბიც უნ­და მო­ე­რი­დონ მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნას, იმი­ტომ, რომ მზე იმუ­ნი­ტეტ­ზეც ახ­დენს გარ­კ­ვე­ულ ზე­გავ­ლე­ნას. არ უნ­და და­გა­ვიწყ­დეთ დამ­ცა­ვი კრე­მის და­მა­ტე­ბაც: ის მხო­ლოდ 2-3 სა­ათს ძლებს, მე­რე კი ახა­ლი დო­ზა უნ­და წა­ის­ვათ. თა­ნაც, მა­ინ­ც­და­მა­ინც შუ­ადღის სა­ა­თებ­ში ნუ გა­ი­რუ­ჯე­ბით. ისი­ნი, ვი­საც მუ­ქი ფე­რის კა­ნი და თმა აქვთ, ასე ად­ვი­ლად არ იწ­ვე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ალ­ბი­ნო­სებს, მათ­თ­ვის სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა გა­რუჯ­ვა და არც მზე­ზე გას­ვ­ლა.

- რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას სო­ლა­რი­უ­მე­ბის შე­სა­ხებ?

- იყო დრო, რო­ცა სო­ლა­რი­უ­მე­ბის გა­მო ზე­დმე­ტი პა­ნი­კა იყო ატე­ხი­ლი. სო­ლა­რი­უ­მი ფაქ­ტობ­რი­ვად, არის ხე­ლოვ­ნუ­რი მზის სხი­ვი, თუ აპა­რა­ტუ­რას კარ­გი ფირ­მა უშ­ვებს, სო­ლა­რი­უმ­ში არ­სე­ბუ­ლი ნა­თუ­რე­ბის გა­მოს­ხი­ვე­ბაც კარ­გია და პრო­ცე­დუ­რას გა­მოც­დი­ლი, სა­ი­მე­დო სპე­ცი­ა­ლის­ტი აკე­თებს, იქა­უ­რი სხი­ვე­ბი უფ­რო გა­ფილ­ტ­რუ­ლი და და­ცუ­ლიც კია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მზის სხი­ვე­ბი, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, რა ფირ­მა უშ­ვებს და რამ­დე­ნად აკონ­ტ­რო­ლე­ბენ სო­ლა­რი­უ­მის ნა­თუ­რებს. ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ეს ნა­თუ­რე­ბი სა­ეჭ­ვო წარ­მო­შო­ბი­საა და მა­თი შე­მად­გენ­ლო­ბაც სა­ეჭ­ვოა. თუ კონ­ტ­რო­ლი და­წეს­დე­ბა და სო­ლა­რი­უ­მებ­ში არ­სე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რა ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­მოწ­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მა­შინ მა­თი გა­მოს­ხი­ვე­ბა სა­ში­ში არ არის. რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, დი­დი სხვა­ო­ბა მზე­სა და სო­ლა­რი­უმს შო­რის არ არის. უზო­მო დო­ზა სო­ლა­რი­უმ­შიც ისე­ვე გა­მო­იწ­ვევს კა­ნის დამ­წ­ვ­რო­ბას, რო­გორც მზის გა­მოს­ხი­ვე­ბა. ასე რომ, ვერ ვიტყ­ვით, რომ სო­ლა­რი­უ­მი აუცი­ლებ­ლად არის მავ­ნე, თუ იქ კარ­გი აპა­რა­ტუ­რაა და გა­მოც­დი­ლი პერ­სო­ნა­ლი მუ­შა­ობს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჯო­ბია ცო­ტა ნაკ­ლე­ბად გა­ი­რუ­ჯო, ვიდ­რე ზედ­მე­ტი მო­გი­ვი­დეს, რომ კა­ნი არ და­იწ­ვა. სა­ერ­თოდ, პირ­ვე­ლი გა­რუჯ­ვა ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. ზღვა­შიც პირ­ვე­ლად ვინც ჩა­დის, ყვე­ლა იწ­ვე­ბა. სა­ერ­თოდ, პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დამ­წ­ვ­რო­ბა იმ­დე­ნად სა­ში­ში არ არის, მაგ­რამ თუ უფ­რო ღრმა დამ­წ­ვ­რო­ბაა, მა­შინ უკ­ვე სა­ში­ში ხდე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ დამ­წ­ვ­რო­ბა ტკი­ვილ­სა და უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბას იწ­ვევს, კან­ზეც უარ­ყო­ფით კვალს ტო­ვებს.

- ბო­ლო წლებ­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­იწ­ვა სხვა­დას­ხ­ვა ნა­ხარ­შის გა­მო, მათ შო­რი­საა ლეღ­ვის ნა­ხარ­ში, რო­მელ­საც სწო­რედ გა­სა­რუ­ჯად ის­ვა­მენ...

- არ­სე­ბობს მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და წამ­ლე­ბის ისე­თი კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც კა­ნის გა­რუჯ­ვას აჩ­ქა­რებს. ისი­ნი ისეთ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცა­ვენ, რომ­ლე­ბიც ცვლი­ან კა­ნის მგრძნო­ბე­ლო­ბას მზის სხი­ვე­ბის მი­მართ და აჩ­ქა­რე­ბენ მზის ზე­მოქ­მე­დე­ბას კა­ნის ზე­და­პირ­ზე. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ლეღ­ვი, ან სხვა მცე­ნა­რე. არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ინიშ­ნე­ბა ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის დროს და ამ დროს ექი­მი აფ­რ­თხი­ლებს პა­ცი­ენტს, რომ მზეს მო­ე­რი­დოს, რად­გან მა­თი მი­ღე­ბა მზის სხი­ვე­ბი­სად­მი მგრძნო­ბე­ლო­ბის მო­მა­ტე­ბას იწ­ვევს. ამ დროს ადა­მი­ა­ნი მზე­ზე თუ გა­ვა, უფ­რო ად­ვი­ლად და­იწ­ვე­ბა. ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის დროს ლეღ­ვის ნა­ხარ­ში სამ­კურ­ნა­ლოც კია, ძვე­ლად მას მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით იყე­ნებ­დ­ნენ, მაგ­რამ ადა­მი­ან­მა უნ­და იცო­დეს დო­ზა - სად, რო­გორ და რა რა­ო­დე­ნო­ბით წა­ის­ვას. ამ­გ­ვა­რი ნა­ხარ­შე­ბის უბ­რა­ლოდ წას­მა და მზე­ზე გას­ვ­ლა და­უშ­ვე­ბე­ლია, მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი ყო­ველ­თ­ვის გა­მო­იწ­ვევს სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს. აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ ზოგ­ჯერ გა­რუჯ­ვას სამ­კურ­ნა­ლო­დაც იყე­ნე­ბენ. ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რად ვურ­ჩევთ ცხი­მი­ა­ნი კა­ნის მქო­ნე ხალხს, რომ გა­ი­რუ­ჯონ, რად­გან ეს ცხი­მი­ა­ნო­ბას ამ­ცი­რებს. სა­ერ­თოდ, ცხი­მი­ა­ნო­ბა იწ­ვევს ფე­რიმ­ჭა­მე­ლებს, ანუ აკ­ნეს, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­და ასაკ­ში უფ­რო ხში­რია. ასეთ პა­ცი­ენ­ტებს დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ, რომ ზო­მი­ე­რად გა­ი­რუ­ჯონ იმი­ტომ, რომ ამის შე­დე­გად კან­ზე ცხი­მის გა­მო­ყო­ფა თით­ქ­მის ნა­ხევ­რ­დე­ბა და ამ ფონ­ზე გა­მო­ნა­ყა­რიც ქრე­ბა, ამი­ტომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რომ სა­ხე, ზურ­გი და მკერ­დი გა­ი­რუ­ჯოს - ანუ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც პა­ცი­ენტს გა­მო­ნა­ყა­რი აქვს. ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ამ დროს გა­რუჯ­ვა სჯო­ბია, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად.

- ალ­ბათ ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­დებს ზედ­მე­ტი გა­რუჯ­ვა მშრალ კან­ზე.

- დი­ახ, რო­დე­საც კა­ნი მშრა­ლია, მზის სხი­ვე­ბი მას კი­დევ უფ­რო აშ­რობს. ამი­ტომ, გა­რუჯ­ვა მშრა­ლი კა­ნი­სათ­ვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. გარ­და ამი­სა, ის მოქ­მე­დებს იმუ­ნი­ტეტ­ზეც და ამი­ტომ მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნას არ ურ­ჩე­ვენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი აქვთ. მცი­რე დო­ზე­ბით, ზო­მი­ე­რად გა­რუჯ­ვა იმ­დე­ნად მავ­ნე არ არის, მაგ­რამ რო­დე­საც უზო­მო გა­რუჯ­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი, ამ დროს შე­იძ­ლე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი და­სუს­ტ­დეს და ადა­მი­ა­ნი უფ­რო ად­ვი­ლად გა­ცივ­დეს, უფ­რო ად­ვი­ლად მო­ე­რი­ოს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა.შ... გა­რუჯ­ვა გარ­კ­ვე­უ­ლი დატ­ვირ­თ­ვაა ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის, ეს რთუ­ლი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ბი­ო­ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მ­ზე მოქ­მე­დებს და შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სხვა ში­ნა­გა­ნი ცვლი­ლე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს.

- ესე იგი, "ოქ­როს შუ­ა­ლე­დის" დაც­ვა ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც აუცი­ლე­ბე­ლია?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ულ­ტ­რა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ზედ­მე­ტი მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა: ეს ის სხი­ვია, რო­მე­ლიც გა­რუჯ­ვას იწ­ვევს, მაგ­რამ ამა­ვე დროს ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს კა­ნის უჯ­რე­დებს. თუ ადა­მი­ანს არ ანაღ­ვ­ლებს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს 20-30 წლის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა გა­რის­კოს და მუდ­მი­ვად გა­ი­რუ­ჯოს. კა­ნის და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი ასე ჩქა­რი არ არის, მაგ­რამ თუ 50, ან 60 წლის ორ ადა­მი­ანს შე­ა­და­რებ, რო­მელ­თა­გა­ნაც ერ­თი ხში­რად ირუ­ჯე­ბო­და, მე­ო­რე კი - არა, მათ შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნობთ. აქე­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვი დას­კ­ვ­ნა გა­კეთ­დეს - მზე კა­ნის და­ბე­რე­ბი­სა და ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნას სე­რი­ო­ზუ­ლად აჩ­ქა­რებს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია