მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის მოედანზე კონცერტისთვის ემზადებიან
ევროპის მოედანზე კონცერტისთვის ემზადებიან

ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, კონ­ცერ­ტის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­შია შე­სუ­ლი. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კონ­ცერ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უკვე რე­პე­ტი­ცი­ებს და­ი­წყე­ბენ. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ კონ­ცერ­ტზე მის­ვლის­კენ, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად.

რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­რა­მას, კონ­ცერ­ტი ორ ნა­წი­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა. პირ­ველ ნა­წილს სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი და უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბი გა­ა­ფორ­მე­ბენ, კერ­ძოდ: პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ნინო სურ­გუ­ლა­ძე, ლადო ათა­ნე­ლი, ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი და გია გაგ­ნი­ძე. მე­ო­რე ნა­წილ­ში კი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე და 33ა და ნინო ქა­თა­მა­ძე წარ­სდგე­ბი­ან.

კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი კულ­მი­ნა­ცი­ას პირ­ველ და მე­ო­რე ნა­წილს შო­რის ელო­დე­ბი­ან. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რე­ჟი­სორ­მა პა­ა­ტა ცი­კო­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და, სწო­რედ ამ დროს მივ­ლენ ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სი­ტყვით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი გა­მოვ­ლენ. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში შეს­რულ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი.

დღე­ვან­დელ კონ­ცერ­ტზე სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა გია ყან­ჩე­ლის, ქეთი მე­ლუ­ა­სა და ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის ჩარ­თვე­ბი და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი. ქეთი მე­ლუ­ას მი­ლოც­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ მუ­სი­კა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

სა­ზე­ი­მო კონ­ცერ­ტი ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე 20:30 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ევროპის მოედანზე კონცერტისთვის ემზადებიან

ევროპის მოედანზე კონცერტისთვის ემზადებიან

ევროპის მოედანზე, კონცერტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გადამწყვეტ ფაზაშია შესული. რამდენიმე წუთში კონცერტის მონაწილეები უკვე რეპეტიციებს დაიწყებენ. ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ კონცერტზე მისვლისკენ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავად.

რაც შეეხება პროგრამას, კონცერტი ორ ნაწილიანი იქნება. პირველ ნაწილს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი და უცხოეთში მოღვაწე ცნობილი საოპერო მომღერლები გააფორმებენ, კერძოდ: პაატა ბურჭულაძე, ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, ანიტა რაჭველიშვილი და გია გაგნიძე. მეორე ნაწილში კი მაყურებლის წინაშე ნიაზ დიასამიძე და 33ა და ნინო ქათამაძე წარსდგებიან.

კონცერტის ორგანიზატორები კულმინაციას პირველ და მეორე ნაწილს შორის ელოდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეჟისორმა პაატა ციკოლიამ განუცხადა, სწორედ ამ დროს მივლენ ევროპის მოედანზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვლენ. ამავე პერიოდში შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

დღევანდელ კონცერტზე სპეციალურად დამონტაჟებული მონიტორების საშუალებით წარმოდგენილი იქნება გია ყანჩელის, ქეთი მელუასა და ევროპელი ლიდერების ჩართვები და ვიდეოჩანაწერი. ქეთი მელუას მილოცვა სავარაუდოდ მუსიკალური იქნება.

საზეიმო კონცერტი ევროპის მოედანზე 20:30 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია