პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულია
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულია

სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა. 1 135-გვერ­დი­ან დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რეს - სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა; ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან - ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზომ და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა, ჰერ­მან ვან რომ­პე­იმ.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 28-ვე წევ­რი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის ხელ­მო­წე­რა ექ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი პარ­ლა­მენ­ტე­ბის მიერ დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­კა­ცი­აა.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლამ­დე მისი რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი 28 ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტებ­მა, ასე­ვე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. პირ­ვე­ლი ამ სი­ა­ში ლატ­ვია იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას 3 ივ­ლისს მო­ახ­დენს. ივ­ლის­ში გეგ­მავს დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტიც. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სრუ­ლად ძა­ლა­ში შეს­ვლა 2015 წლის­თვის არის ნა­ვა­რა­უ­დე­ვი, თუმ­ცა უკვე მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე წინმსწრე­ბად ამოქ­მედ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის DCFTA - ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლომ და ევ­რო­კავ­შირ­მა უკვე მი­ი­ღეს "ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რი­გი", რო­მე­ლიც ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის სამ­წლი­ან (2014-2016) გეგ­მას წარ­მო­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის პა­რა­ფი­რე­ბა 2013 წლის 29 ნო­ემ­ბერს, ქა­ლაქ ვილ­ნი­უს­ში, "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" სა­მიტ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

ნა­ხეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტა­ტია ამ თე­მა­ზე

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულია

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულია

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა; ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ.

საბოლოო ჯამში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ორგანიზაციის 28-ვე წევრი ქვეყნის პირველი პირის ხელმოწერა ექნება.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციაა.

ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება საქართველოს, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტებმა, ასევე ევროპარლამენტმა უნდა განახორციელონ. პირველი ამ სიაში ლატვია იქნება, რომელიც ხელშეკრულების რატიფიცირებას 3 ივლისს მოახდენს. ივლისში გეგმავს დოკუმენტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტიც. ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის DCFTA - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.

საქართველომ და ევროკავშირმა უკვე მიიღეს "ასოცირების დღის წესრიგი", რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას წარმოადგენს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება 2013 წლის 29 ნოემბერს, ქალაქ ვილნიუსში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე განხორციელდა.

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი სტატია ამ თემაზე

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა