პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადოსლავ სიკორსკი - დღეს დიდი დღეა
რადოსლავ სიკორსკი - დღეს დიდი დღეა

ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი "ტვი­ტერ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. "დღეს დიდი დღეა აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო, უკ­რა­ი­ნა და მოლ­დო­ვა დღეს ხელს მო­ა­წე­რენ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას. მო­გე­სალ­მე­ბით პო­ლო­ნე­თი­დან", - წერს პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი რა­დოს­ლავ სი­კორსკი.

ევ­რო­კო­მი­სა­რი გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში შტე­ფან ფულე კი აღ­ნიშ­ნავს, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მი­ვე ქვეყ­ნის­თვის.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას­თვის. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა უნი­კა­ლუ­რი გზაა მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­თვის", - აღ­ნიშ­ნავს შტე­ფან ფულე.

ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას ის­ტო­რი­ულს უწო­დებს ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზუ.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თან, უკ­რა­ი­ნას­თან და მოლ­დო­ვას­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა ის­ტო­რი­უ­ლია. ეს არის იმ გზის შე­დე­გი, რო­მე­ლიც 20 წელ­ზე მე­ტის წინ და­ი­წყო", - წერს ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზუ "ტვი­ტერ­ზე".

"მი­ვე­სალ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ის­ტო­რი­ულ დღეს", - და­წე­რა შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კარლ ბილ­დტ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

რადოსლავ სიკორსკი - დღეს დიდი დღეა

რადოსლავ სიკორსკი - დღეს დიდი დღეა

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები "ტვიტერზე" ეხმაურებიან. "დღეს დიდი დღეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დღეს ხელს მოაწერენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. მოგესალმებით პოლონეთიდან", - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი.

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე კი აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის.

"მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა უნიკალური გზაა მოდერნიზაციისთვის", - აღნიშნავს შტეფან ფულე.

ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ისტორიულს უწოდებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ.

"საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმება ისტორიულია. ეს არის იმ გზის შედეგი, რომელიც 20 წელზე მეტის წინ დაიწყო", - წერს ჟოზე მანუელ ბაროზუ "ტვიტერზე".

"მივესალმები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ისტორიულ დღეს", - დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა