მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდება
საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდება

ერაყ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვი გაძ­ვირ­დე­ბა, - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით სტა­ტი­ას გა­ზე­თი "ვერ­სია" აქ­ვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის, ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ ფა­სე­ბის ზრდა­ზე ერა­ყის მოვ­ლე­ნე­ბი მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, რად­გან ესაა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უდი­დე­სი ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბე­ლი და ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კი ერაყ­ში ვი­თა­რე­ბა იძა­ბე­ბა და კრი­ზი­სი იწყე­ბა, ნავ­თო­ბის ფა­სიც ავ­ტო­მა­ტუ­რად იმა­ტებს.

ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ვანო მთვრა­ლაშ­ვილ­მა "ვერ­სი­ას­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე თვე­ში, მსოფ­ლი­ოს სა­სა­ქონ­ლო ბირ­ჟებ­ზე ნავ­თო­ბის ფასი გა­ი­ზარ­და. ივ­ნი­სის და­სა­წყი­სი­დან, ნავ­თო­ბის ფასი 5%-იანი მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­და, რაც ბოლო ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. კერ­ძოდ, ივ­ნი­სის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე, ლონ­დონ­ში 1 ბა­რე­ლი Brent-ნავ­თო­ბის ფასი - 108.83-დან 114.81 დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და, ხოლო ნიუ იორკში, 1 ბა­რე­ლი Light Sweet-ნავ­თო­ბის ფასი 102.47-დან 107.26 დო­ლა­რამ­დე ავი­და: "ნავ­თო­ბის ფა­სის ზრდა, ძი­რი­თა­დად, ერაყ­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი, უმ­სხვი­ლე­სი ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბე­ლი და ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნაა. ყო­ველ­დღი­უ­რად, ერა­ყი­დან 2 800 000 ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც ნავ­თო­ბის მსოფ­ლიო მი­წო­დე­ბის 3%-ს შე­ად­გენს. სულ უფრო მეტი სა­შიშ­რო­ე­ბაა, რომ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ერაყ­ში, ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბელ და სა­ექ­სპორ­ტო მიმ­წო­დე­ბელ რე­გი­ო­ნებს მო­ი­ცავს, რაც თა­ვის მხრივ, ერა­ყი­დან ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტის შემ­ცი­რე­ბის საფრ­თხეს ქმნის. მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, ერაყ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის ფა­სის ტენ­დენ­ცი­ას გან­სა­ზღვრავს".

რუბრიკის სხვა სიახლეები

საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდება

საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდება

ერაყში განვითარებული საომარი მოვლენების გამო, საქართველოში საწვავი გაძვირდება, - ამ სახელწოდებით სტატიას გაზეთი "ვერსია" აქვეყნებს. გამოცემა  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფასების ზრდაზე ერაყის მოვლენები მოახდენს გავლენას, რადგან ესაა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა. შესაბამისად, როგორც კი ერაყში ვითარება იძაბება და კრიზისი იწყება, ნავთობის ფასიც ავტომატურად იმატებს.

ნავთობპროდუქტის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა "ვერსიასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე თვეში, მსოფლიოს სასაქონლო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ივნისის დასაწყისიდან, ნავთობის ფასი 5%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც ბოლო ათი თვის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია. კერძოდ, ივნისის დასაწყისიდან დღემდე, ლონდონში 1 ბარელი Brent-ნავთობის ფასი - 108.83-დან 114.81 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ნიუ იორკში, 1 ბარელი Light Sweet-ნავთობის ფასი 102.47-დან 107.26 დოლარამდე ავიდა: "ნავთობის ფასის ზრდა, ძირითადად, ერაყში არსებული კრიზისითაა განპირობებული, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი, უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა. ყოველდღიურად, ერაყიდან 2 800 000 ბარელი ნავთობის ექსპორტი ხორციელდება, რაც ნავთობის მსოფლიო მიწოდების 3%-ს შეადგენს. სულ უფრო მეტი საშიშროებაა, რომ საომარი მოქმედებები ერაყში, ნავთობმომპოვებელ და საექსპორტო მიმწოდებელ რეგიონებს მოიცავს, რაც თავის მხრივ, ერაყიდან ნავთობის ექსპორტის შემცირების საფრთხეს ქმნის. მიმდინარე ეტაპზე, ერაყში განვითარებული მოვლენები მსოფლიოში ნავთობის ფასის ტენდენციას განსაზღვრავს".

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?