საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიდი სვეტიცხოვლის წინამძღვარს ბრალს სდებს - "მედავითნე და სტიქაროსანი მარბევდნენ!"
გიდი სვეტიცხოვლის წინამძღვარს ბრალს სდებს - "მედავითნე და სტიქაროსანი მარბევდნენ!"

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა" სვე­ტი­ცხოვ­ლის და­მო­უ­კი­დე­ბელ გიდ­თან, ცი­ცი­ნო ზივ­ზი­ვა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ერ-მუ­შა­კი სვე­ტი­ცხოვ­ლის წი­ნამ­ძღვარს ბრალს სდებს.

"ვარ გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რი პირი და გი­დის თან­ხა მეძ­ლე­ვა ხელ­ზე. თან­ხა, ცხა­დია, მოჭ­რი­ლი არ არის და გა­აჩ­ნია, რა თან­ხა­ზე შევ­თან­ხმდე­ბი ტუ­რის­ტებ­თან, ყვე­ლა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხაა ოცი ლარი, მაგ­რამ მი­სა­უბ­რია ათ ლა­რა­დაც, ხუთ ლა­რა­დაც, ხომ გე­უბ­ნე­ბით, გა­აჩ­ნია... რუ­სუ­ლა­დაც შე­მიძ­ლია სა­უ­ბა­რი და ინ­ლი­სუ­რა­დაც და, მოკ­ლედ, მე და ტუ­რის­ტი ვთან­ხმდე­ბით. ჩემი თან­ხა ეკ­ლე­სი­ას არა­ნა­ი­რად არ ეხე­ბა. ჩემი უბე­დუ­რე­ბა და­ი­წყო, როცა ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრად და­ნიშ­ნეს მამა სე­რა­ფი­მე. ესაა 2010 წელი, როცა ჩემ­თან მო­ვი­და ორი ბერი და გად­მომ­ცა, მამა სე­რა­ფი­მე გი­ბა­რებ­სო. მცხე­თა­ში ან­ტონ კა­თა­ლი­კო­სის სა­სახ­ლეა და იქ ბრძან­დე­ბო­და სე­რა­ფი­მე და, რომ მი­ვე­დი, პირ­და­პირ მი­თხრა, თქვენ დღე­ი­დან აღარ იქ­ნე­ბით გი­დიო. ვუ­პა­სუ­ხე, რომ სხვა წი­ნამ­ძღვრე­ბიც იყ­ვნენ სვე­ტი­ცხო­ველ­ში, მა­ნამ­დე არა­ვის­თვის შე­მიშ­ლია ხელი და ჩემ­თვის არა­ვის და­უშ­ლია გი­დო­ბა. და უცებ მეს­მის: თქვენ სად მი­გაქვთ ფული? - ეს მი­თხრა მამა სე­რა­ფი­მემ. ვა­ი­მე, და­ვი­ბე­ნი, სად უნდა წა­მე­ღო...

პრინ­ციპ­ში, რო­გორც მივ­ხვდი, მან თან­ხის გა­და­სახ­დე­ლად მი­მიწ­ვია, მაგ­რამ მეც ისე და­ვუ­დე­ქი. ჩემი ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი ესაა, ხუთ სულს ვარ­ჩენ ჩემი კა­პი­კე­ბით და რა მექ­ნა? მაგ­დებთ ტაძ­რი­დან-მეთ­ქი? - ვკი­თხე და არა, გაგ­დე­ბით არა, ილო­ცე, თუ გინ­და, მაგ­რამ თქვენ გიდი არ იქ­ნე­ბი­თო. მერე, ეს ქალ­ბა­ტო­ნი გა­იყ­ვა­ნეთ გა­რე­თო, - ბე­რებს უთხრა. მოკ­ლედ, კონ­კრე­ტულ თან­ხა­ზე ვე­ღარ შევ­თან­ხმდით, თუმ­ცა, მერე ძა­ლი­ან ვი­ნა­ნე ჩემი უარი. ამის შემ­დეგ ხდე­ბა მეტი სა­ში­ნე­ლე­ბა: როცა ვა­ტა­რებ­დი სა­უ­ბარს, მო­ვი­დო­და ან მე­და­ვით­ნე, ან სტი­ქა­რო­სა­ნი და და­მარ­ბევ­დნენ!

დარ­ბე­ვა­ში ის იგუ­ლის­ხმე­ბო­და, რომ ჩემს, ასე ვთქვათ, კლი­ენტს, ეტყოდ­ნენ, რომ ეს არ არის გიდი, ეს თაღ­ლი­თია, ეს რას მო­გიყ­ვე­ბათ, არ ვიცი, პა­სუხს ტა­ძა­რი არ აგებ­სო და ამ სი­ტყვე­ბის შემ­დეგ ტუ­რის­ტი გარ­ბო­და, მე კი ვრჩე­ბო­დი ცო­ცხალ-მკვდა­რი. ეს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ოთხი წლის მან­ძილ­ზე. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ბე­რებს გა­მო­ვუთ­რე­ვი­ვარ ეკ­ლე­სი­ი­დან. რო­გორც კი და­მარ­ბევ­დნენ, მა­შინ­ვე ვი­ძა­ხებ­დი პო­ლი­ცი­ას და ასი ამო­ძა­ხე­ბა მა­ინც მაქვს, მაგ­რამ რად გინ­და? პო­ლი­ცია რომ მო­დი­ო­და და­კი­თხვა­ზე, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა დუმ­და, პო­ლი­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენ არ გვე­ხე­ბაო", - ყვე­ბა გა­მო­ცე­მას­თან ცი­ცი­ნო ზივ­ზი­ვა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გიდი სვეტიცხოვლის წინამძღვარს ბრალს სდებს - "მედავითნე და სტიქაროსანი მარბევდნენ!"

გიდი სვეტიცხოვლის წინამძღვარს ბრალს სდებს - "მედავითნე და სტიქაროსანი მარბევდნენ!"

გაზეთი "ქრონიკა" სვეტიცხოვლის დამოუკიდებელ გიდთან, ციცინო ზივზივაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ისტორიის მეცნიერ-მუშაკი სვეტიცხოვლის წინამძღვარს ბრალს სდებს.

"ვარ გაფორმებული, როგორც დამოუკიდებელი ფიზიკური პირი და გიდის თანხა მეძლევა ხელზე. თანხა, ცხადია, მოჭრილი არ არის და გააჩნია, რა თანხაზე შევთანხმდები ტურისტებთან, ყველაზე მაქსიმალური თანხაა ოცი ლარი, მაგრამ მისაუბრია ათ ლარადაც, ხუთ ლარადაც, ხომ გეუბნებით, გააჩნია... რუსულადაც შემიძლია საუბარი და ინლისურადაც და, მოკლედ, მე და ტურისტი ვთანხმდებით. ჩემი თანხა ეკლესიას არანაირად არ ეხება. ჩემი უბედურება დაიწყო, როცა ტაძრის წინამძღვრად დანიშნეს მამა სერაფიმე. ესაა 2010 წელი, როცა ჩემთან მოვიდა ორი ბერი და გადმომცა, მამა სერაფიმე გიბარებსო. მცხეთაში ანტონ კათალიკოსის სასახლეა და იქ ბრძანდებოდა სერაფიმე და, რომ მივედი, პირდაპირ მითხრა, თქვენ დღეიდან აღარ იქნებით გიდიო. ვუპასუხე, რომ სხვა წინამძღვრებიც იყვნენ სვეტიცხოველში, მანამდე არავისთვის შემიშლია ხელი და ჩემთვის არავის დაუშლია გიდობა. და უცებ მესმის: თქვენ სად მიგაქვთ ფული? - ეს მითხრა მამა სერაფიმემ. ვაიმე, დავიბენი, სად უნდა წამეღო...

პრინციპში, როგორც მივხვდი, მან თანხის გადასახდელად მიმიწვია, მაგრამ მეც ისე დავუდექი. ჩემი ერთადერთი შემოსავალი ესაა, ხუთ სულს ვარჩენ ჩემი კაპიკებით და რა მექნა? მაგდებთ ტაძრიდან-მეთქი? - ვკითხე და არა, გაგდებით არა, ილოცე, თუ გინდა, მაგრამ თქვენ გიდი არ იქნებითო. მერე, ეს ქალბატონი გაიყვანეთ გარეთო, - ბერებს უთხრა. მოკლედ, კონკრეტულ თანხაზე ვეღარ შევთანხმდით, თუმცა, მერე ძალიან ვინანე ჩემი უარი. ამის შემდეგ ხდება მეტი საშინელება: როცა ვატარებდი საუბარს, მოვიდოდა ან მედავითნე, ან სტიქაროსანი და დამარბევდნენ!

დარბევაში ის იგულისხმებოდა, რომ ჩემს, ასე ვთქვათ, კლიენტს, ეტყოდნენ, რომ ეს არ არის გიდი, ეს თაღლითია, ეს რას მოგიყვებათ, არ ვიცი, პასუხს ტაძარი არ აგებსო და ამ სიტყვების შემდეგ ტურისტი გარბოდა, მე კი ვრჩებოდი ცოცხალ-მკვდარი. ეს მიმდინარეობდა ოთხი წლის მანძილზე. ყოფილა შემთხვევა, ბერებს გამოვუთრევივარ ეკლესიიდან. როგორც კი დამარბევდნენ, მაშინვე ვიძახებდი პოლიციას და ასი ამოძახება მაინც მაქვს, მაგრამ რად გინდა? პოლიცია რომ მოდიოდა დაკითხვაზე, სამღვდელოება დუმდა, პოლიციასთან ურთიერთობა ჩვენ არ გვეხებაო", - ყვება გამოცემასთან ციცინო ზივზივაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია