სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ძალიანაც რომ მოვინდომო, თამთა გოდუაძეს ვერ მივბაძავ''
''ძალიანაც რომ მოვინდომო, თამთა გოდუაძეს ვერ მივბაძავ''

სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ი­დან" გა­იც­ნო. შემ­დეგ იყო "ელდრა­ი­ნი", "ევ­რო­ვი­ზია", "ემ-ტი-ვის" ბა­თუ­მუ­რი შოუ. 23 წლის ასაკ­ში სოფო "რუს­თა­ვი 2"-ის მუ­სი­კა­ლურ ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა. მა­ნამ­დე "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი გახ­ლდათ. ახლა "X ფაქ­ტო­რის" მენ­ტო­რია, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ერთ-ერთი ლო­ი­ა­ლუ­რი.

- სოფო, მახ­სოვს, როცა "X ფაქ­ტორს" იწყებ­დით, მა­შინ სა­კუ­თარ თავს ჟი­უ­რი­ში არ მო­ი­აზ­რებ­დი, ამ­ბობ­დი, რომ ფრთხი­ლად უნდა შე­გერ­ჩი­ათ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი. ვისი იდეა იყო, პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი ამ კონ­კურ­სის ერთ-ერთი მენ­ტო­რი ყო­ფი­ლი­ყო?

- თა­ვი­დან პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი ვი­ყა­ვი. მენ­ტო­რი თუ ვიქ­ნე­ბო­დი, ამის შე­სა­ხებ არ ვი­ცო­დი. რო­გორც ჩანს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­წყვი­ტეს და შე­მომ­თა­ვა­ზეს. დავ­თან­ხმდი ამ მო­უ­ლოდ­ნელ წი­ნა­და­დე­ბას. ოღონდ ახლა პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი მე არ ვარ, ამ ფუნ­ქცი­ას დღეს მა­ნა­ნა მორ­ჩი­ლა­ძე ას­რუ­ლებს.

- მახ­სოვს, ამ­ბობ­დი, პრო­ექტს ისე­თი მენ­ტო­რე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ­ლებ­საც მუ­სი­კა­ლუ­რო­ბას­თან ერ­თად ქა­რიზ­მაც უნდა ჰქონ­დე­თო...

- მე არ მაქვს ქა­რიზ­მა?

- არა, სხვა კი­თხვას ვსვამ­დი, ვის მი­იჩ­ნევ ყვე­ლა­ზე ქა­რიზ­მა­ტულ მენ­ტო­რად თქვენს ოთხე­ულ­ში?

- მე მა­ინც იმა­ვე კი­თხვას და­გის­ვამ, მე არ მაქვს ქა­რიზ­მა?

- ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბას მე უფრო გა­ბუ­ნი­ა­ში ვხე­დავ.

- გა­ბუ­ნი­ას არ აქვს ქა­რიზ­მა. სხვა იმი­ჯი აქვს, რო­მე­ლიც მარ­ტო მი­სია. ამას ქა­რიზ­მას ვერ და­ვარ­ქმევ. ქა­რიზ­მა­ტუ­ლე­ბი რა­ღაც დო­ზით ყვე­ლა­ნი ვართ და ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ლა­პა­რა­კობს ყვე­ლა "X ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რი­ზე.

- შენ და თამ­თას უფრო ლო­ი­ა­ლურ მენ­ტო­რე­ბად მო­გი­აზ­რებთ მა­ყუ­რე­ბე­ლი, ვიდ­რე სტე­ფა­ნე­სა და გი­ორ­გის. რო­გორ გგო­ნია, რა­ტომ?

- ალ­ბათ, გო­გო­ნე­ბი რომ ვართ, მა­გი­ტომ. თუმ­ცა მე მა­ინც ვერ ვი­ტყო­დი ამას, სკა­მე­ბის ტურ­ზე იმ­დე­ნი კრი­ტი­კა მი­ვი­ღე, მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო...…

- გაკ­რი­ტი­კებ­დნენ იმის გამო, რომ ბი­ჭე­ბის ჯგუ­ფი და­ტო­ვე სა­უ­კე­თე­სო ოთხე­ულ­ში...

- ვინც უნდა გა­მეშ­ვა პრო­ექ­ტი­დან, კრი­ტი­კა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლას თა­ვი­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს. მათ მოს­წონთ თა­ვი­ან­თი რჩე­უ­ლე­ბი, იცა­ვენ, მათ მენ­ტო­რებს აკ­რი­ტი­კე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა, ვო­კა­ლუ­რად სხვე­ბი უკე­თე­სე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ამ ბი­ჭებს ჰქონ­დათ ის, რომ ერ­თა­დერ­თი ბო­ი­ბენ­დი იყო პრო­ექ­ტში და თან ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რე­ბი. ახ­ლაც არც ერთი წუ­თით არ ვნა­ნობ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

- მა­რი­ნა ბე­რი­ძე ვნა­ხე ბოლო ლა­ივ­კონ­ცერ­ტზე დარ­ბაზ­ში, შემ­დეგ კუ­ლის­ში გნა­ხეთ, სა­უბ­რობ­დით, რო­გორც გა­მოც­დილ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა პრო­დი­უ­სერ­მა, რამე ხომ არ გირ­ჩია ან შე­ნიშ­ვნე­ბი ხომ არ მოგ­ცა?

- თა­ვი­დან­ვე მინ­და გი­თხრათ, რომ მე და მა­რი­ნას ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ცხოვ­რე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე არ ყო­ფი­ლა სხვა­ნა­ი­რად. მი­ვე­სალ­მეთ ერ­თმა­ნეთს და პირ­ვე­ლი, რაც მი­თხრა, იყო - გული აღარ მიძ­ლებს, სახ­ლი­დან გი­გულ­შე­მატ­კივ­როთ, დარ­ბაზ­ში მინ­და ყოფ­ნაო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

''ძალიანაც რომ მოვინდომო, თამთა გოდუაძეს ვერ მივბაძავ''

''ძალიანაც რომ მოვინდომო, თამთა გოდუაძეს ვერ მივბაძავ''

სოფო ტოროშელიძე საზოგადოებამ ''ვარსკვლავების აკადემიიდან'' გაიცნო. შემდეგ იყო ''ელდრაინი'', ''ევროვიზია'', ''ემ-ტი-ვის'' ბათუმური შოუ. 23 წლის ასაკში სოფო ''რუსთავი 2''-ის მუსიკალურ ხელმძღვანელად დაინიშნა. მანამდე ''საქართველოს ვარსკვლავის'' მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ. ახლა ''X ფაქტორის'' მენტორია, როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ლოიალური.

- სოფო, მახსოვს, როცა ''X ფაქტორს'' იწყებდით, მაშინ საკუთარ თავს ჟიურიში არ მოიაზრებდი, ამბობდი, რომ ფრთხილად უნდა შეგერჩიათ ჟიურის წევრები. ვისი იდეა იყო, პროექტის მუსიკალური პროდიუსერი ამ კონკურსის ერთ-ერთი მენტორი ყოფილიყო?

- თავიდან პროექტის მუსიკალური პროდიუსერი ვიყავი. მენტორი თუ ვიქნებოდი, ამის შესახებ არ ვიცოდი. როგორც ჩანს, მოგვიანებით გადაწყვიტეს და შემომთავაზეს. დავთანხმდი ამ მოულოდნელ წინადადებას. ოღონდ ახლა პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი მე არ ვარ, ამ ფუნქციას დღეს მანანა მორჩილაძე ასრულებს.

- მახსოვს, ამბობდი, პროექტს ისეთი მენტორები სჭირდება, რომლებსაც მუსიკალურობასთან ერთად ქარიზმაც უნდა ჰქონდეთო...

- მე არ მაქვს ქარიზმა?

- არა, სხვა კითხვას ვსვამდი, ვის მიიჩნევ ყველაზე ქარიზმატულ მენტორად თქვენს ოთხეულში?

- მე მაინც იმავე კითხვას დაგისვამ, მე არ მაქვს ქარიზმა?

- ქარიზმატულობას მე უფრო გაბუნიაში ვხედავ.

- გაბუნიას არ აქვს ქარიზმა. სხვა იმიჯი აქვს, რომელიც მარტო მისია. ამას ქარიზმას ვერ დავარქმევ. ქარიზმატულები რაღაც დოზით ყველანი ვართ და ალბათ, ამიტომაც ლაპარაკობს ყველა ''X ფაქტორის'' ჟიურიზე.

- შენ და თამთას უფრო ლოიალურ მენტორებად მოგიაზრებთ მაყურებელი, ვიდრე სტეფანესა და გიორგის. როგორ გგონია, რატომ?

- ალბათ, გოგონები რომ ვართ, მაგიტომ. თუმცა მე მაინც ვერ ვიტყოდი ამას, სკამების ტურზე იმდენი კრიტიკა მივიღე, მოულოდნელი გადაწყვეტილებების გამო...…

- გაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ბიჭების ჯგუფი დატოვე საუკეთესო ოთხეულში...

- ვინც უნდა გამეშვა პროექტიდან, კრიტიკა ყველა შემთხვევაში იქნებოდა. ყველას თავისი გულშემატკივარი ჰყავს. მათ მოსწონთ თავიანთი რჩეულები, იცავენ, მათ მენტორებს აკრიტიკებენ. შეიძლება, ვოკალურად სხვები უკეთესები იყვნენ, მაგრამ ამ ბიჭებს ჰქონდათ ის, რომ ერთადერთი ბოიბენდი იყო პროექტში და თან ძალიან სიმპათიურები. ახლაც არც ერთი წუთით არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას.

- მარინა ბერიძე ვნახე ბოლო ლაივკონცერტზე დარბაზში, შემდეგ კულისში გნახეთ, საუბრობდით, როგორც გამოცდილმა მუსიკალურმა პროდიუსერმა, რამე ხომ არ გირჩია ან შენიშვნები ხომ არ მოგცა?

- თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მე და მარინას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა სხვანაირად. მივესალმეთ ერთმანეთს და პირველი, რაც მითხრა, იყო - გული აღარ მიძლებს, სახლიდან გიგულშემატკივროთ, დარბაზში მინდა ყოფნაო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება