პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ატარებენ "უიქენდებს" ცნობილი ქართველები
სად ატარებენ "უიქენდებს" ცნობილი ქართველები

ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, სად ატა­რე­ბენ შა­ბათ-კვი­რას ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი.

ია ფა­რუ­ლა­ვა, მსა­ხი­ო­ბი:

- ხში­რად ახერ­ხებთ შა­ბათ-კვი­რას ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას?

- ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა. უფრო ხში­რად უნდა გა­ვი­დეთ ქა­ლა­ქი­დან, ვიდ­რე ახლა ვა­კე­თებთ. დღე­ვან­დე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა იძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. არის პა­ტა­რა-პა­ტა­რა სას­ტუმ­რო­ე­ბი და ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლია მშვი­დად და­ის­ვე­ნო. ჩვენ მთე­ლი დღით გავ­დი­ვართ. მა­გა­ლი­თად გორ­ში გვიყ­ვარს წას­ვლა, მცხე­თა­ში, შე­საძ­ლოა კა­ხე­თის­კენ ავი­ღოთ გეზი.

- ზღვის­პი­რა რე­გი­ონს ხში­რად სტუმ­რობთ?

- ზღვა არ მიყ­ვარს, მა­გას მთი­ა­ნი და ტყი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი მირ­ჩევ­ნია. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ტა­რი­ელ­საც არ უყ­ვარს ზღვა, ცურ­ვა არ იცის. შე­სა­ბა­მი­სად, არას­დროს ვგეგ­მავთ ზღვა­ზე წას­ვლას.

თაკო ჩხე­ი­ძე, მო­დე­ლი:

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შა­ბათ-კვი­რას დას­ვე­ნე­ბა. ყო­ველ კვი­რას ვერ ვა­ხერ­ხებთ ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლას, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ, დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი ოჯახ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო. ხან აგა­რაკ­ზე მივ­დი­ვართ, ხან სხვა­გან, ზოგ­ჯერ სა­ერ­თოდ არ გავ­დი­ვართ ქა­ლაქ­გა­რეთ. პა­ტა­რე­ბი მყავს და სახ­ლში გა­ჩე­რე­ბა რთუ­ლია, ზოგ­ჯერ პარკში მიგ­ვყავს მე­გობ­რებს შვი­ლე­ბი. ყო­ველ­თვის ერ­თნა­ი­რად არ ვის­ვე­ნებთ.

- აგა­რა­კი სად გაქვთ?

- კი­კეთ­ში მაქვს აგა­რა­კი. მიყ­ვარს ოჯახ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა, გუ­და­ურ­შიც გვაქვს სახ­ლი, სა­დაც ზამ­თარ­ში დავ­დი­ვართ, ვსრი­ა­ლებთ, ზა­ფხუ­ლო­ბით კი ზღვა­ზე მივ­დი­ვარ ოჯახ­თან ერ­თად.

ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე, მო­დე­ლი:

- ლე­ნუ­კა, სად ატა­რებს თქვე­ნი ოჯა­ხი დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს?

- და­გეგ­მი­ლი არ მაქვს, სად გა­ვა­ტა­რებ კვი­რის ბო­ლოს, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია გა­რე­მო და ვცდი­ლობ ჩემს შვილ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად მო­ვა­ხერ­ხო ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა და დას­ვე­ნე­ბა. მათ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა ხდე­ბა ისე, რომ ზოგ­ჯერ ჩემი შვი­ლი მა­მას­თან არის. მე კი ჩემს მე­გობ­რებ­თან. ეს წელი ძა­ლი­ან მძი­მედ და­ი­წყო ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის. მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. ყო­ველ დი­ლით ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდით ვიღ­ვი­ძებ და ღმერ­თს მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი ყვე­ლაფ­რის­თვის. უფრო და­ვა­ფა­სე თი­თო­ე­უ­ლი დღე და ცხოვ­რე­ბა. ორ­შა­ბა­თი­დან კვი­რის ჩათ­ვლით ყვე­ლა დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ხა­რუ­ლოა ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის.

- აგა­რა­კი გაქვთ?

- მა­მამ 2 წლის წინ იყი­და ბირ­თვის­ში აგა­რა­კი, მაგ­რამ გა­სა­კე­თე­ბე­ლია და ჯერ ვერ შევ­დი­ვართ. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ად­გი­ლია, სახ­ლი დგას ტყე­ში, პირ­და­პირ არის მთა, იქვე არის ალ­გე­თის წყალ­სა­ცა­ვი, სა­დაც როცა ჩა­დი­ხარ, კალ­მა­ხებს წვა­ვენ ად­გილ­ზე. მაგ­რამ ჯერ ვერ ვა­ხერ­ხებთ და­სას­ვე­ნებ­ლად იმ სახ­ლში შეს­ვლას, მა­მამ გა­კე­თე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა, ამა­ზე ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული. მა­მა­ჩემს ოც­ნე­ბა რომ აქვს, სა­კუ­თა­რი აგა­რა­კის გა­კე­თე­ბა, სა­მარ­ცხვი­ნო და სა­სა­ცი­ლოა.

სოფო ფა­ი­ლო­ძე (ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე):

- თუ გი­ორ­გის თა­მა­ში არ აქვს, შა­ბათ-კვი­რას ჩვე­ნი ოჯა­ხი ერ­თად ატა­რებს. ხან აგა­რაკ­ზე ავ­დი­ვართ, ხან ბავ­შვს ვა­სე­ირ­ნებთ. ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ად­გი­ლი არ გვაქვს, გა­აჩ­ნია რა გან­წყო­ბა­ზე ვართ. ამის მი­ხედ­ვით ვის­ვე­ნებთ მთე­ლი ოჯა­ხი.

- სად გაქვთ აგა­რა­კი?

- გი­ორ­გი წარ­მო­შო­ბით არის წი­ნა­რე­ხი­დან, სა­დაც აქვს ლა­მა­ზი სახ­ლი, ბა­ღით და ვე­ნა­ხით. ხში­რად მივ­დი­ვართ იქ და თუ გი­ორ­გი ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი არ არის, ზოგ­ჯერ ვე­ნა­ხის მოვ­ლა­შიც ეხ­მა­რე­ბა ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ambebi.ge

სად ატარებენ "უიქენდებს" ცნობილი ქართველები

სად ატარებენ "უიქენდებს" ცნობილი ქართველები

ambebi.ge შეეცადა გაერკვია, სად ატარებენ შაბათ-კვირას ცნობილი ქართველები.

ია ფარულავა, მსახიობი:

- ხშირად ახერხებთ შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლას?

- ნამდვილად საჭიროა ქალაქიდან გასვლა. უფრო ხშირად უნდა გავიდეთ ქალაქიდან, ვიდრე ახლა ვაკეთებთ. დღევანდელი ინფრასტრუქტურა იძლევა ამის საშუალებას. არის პატარა-პატარა სასტუმროები და ლამაზი ადგილები, სადაც შეგიძლია მშვიდად დაისვენო. ჩვენ მთელი დღით გავდივართ. მაგალითად გორში გვიყვარს წასვლა, მცხეთაში, შესაძლოა კახეთისკენ ავიღოთ გეზი.

- ზღვისპირა რეგიონს ხშირად სტუმრობთ?

- ზღვა არ მიყვარს, მაგას მთიანი და ტყიანი ადგილები მირჩევნია. მადლობა ღმერთს, ტარიელსაც არ უყვარს ზღვა, ცურვა არ იცის. შესაბამისად, არასდროს ვგეგმავთ ზღვაზე წასვლას.

თაკო ჩხეიძე, მოდელი:

- ძალიან მნიშვნელოვანია შაბათ-კვირას დასვენება. ყოველ კვირას ვერ ვახერხებთ ქალაქგარეთ გასვლას, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, დასვენების დღეები ოჯახთან ერთად გავატარო. ხან აგარაკზე მივდივართ, ხან სხვაგან, ზოგჯერ საერთოდ არ გავდივართ ქალაქგარეთ. პატარები მყავს და სახლში გაჩერება რთულია, ზოგჯერ პარკში მიგვყავს მეგობრებს შვილები. ყოველთვის ერთნაირად არ ვისვენებთ.

- აგარაკი სად გაქვთ?

- კიკეთში მაქვს აგარაკი. მიყვარს ოჯახთან ერთად დასვენება, გუდაურშიც გვაქვს სახლი, სადაც ზამთარში დავდივართ, ვსრიალებთ, ზაფხულობით კი ზღვაზე მივდივარ ოჯახთან ერთად.

ლენუკა ყიფშიძე, მოდელი:

- ლენუკა, სად ატარებს თქვენი ოჯახი დასვენების დღეებს?

- დაგეგმილი არ მაქვს, სად გავატარებ კვირის ბოლოს, მაგრამ ძალიან დაძაბულია გარემო და ვცდილობ ჩემს შვილთან და მეგობრებთან ერთად მოვახერხო ქალაქიდან გასვლა და დასვენება. მათთან ერთად დასვენება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხდება ისე, რომ ზოგჯერ ჩემი შვილი მამასთან არის. მე კი ჩემს მეგობრებთან. ეს წელი ძალიან მძიმედ დაიწყო ჩვენი ოჯახისთვის. მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. ყოველ დილით ბედნიერების განცდით ვიღვიძებ და ღმერთს მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის. უფრო დავაფასე თითოეული დღე და ცხოვრება. ორშაბათიდან კვირის ჩათვლით ყველა დღე განსაკუთრებულად სასიხარულოა ჩვენი ოჯახისთვის.

- აგარაკი გაქვთ?

- მამამ 2 წლის წინ იყიდა ბირთვისში აგარაკი, მაგრამ გასაკეთებელია და ჯერ ვერ შევდივართ. ძალიან ლამაზი ადგილია, სახლი დგას ტყეში, პირდაპირ არის მთა, იქვე არის ალგეთის წყალსაცავი, სადაც როცა ჩადიხარ, კალმახებს წვავენ ადგილზე. მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებთ დასასვენებლად იმ სახლში შესვლას, მამამ გაკეთება ვერ მოახერხა, ამაზე ძალიან მწყდება გული. მამაჩემს ოცნება რომ აქვს, საკუთარი აგარაკის გაკეთება, სამარცხვინო და სასაცილოა.

სოფო ფაილოძე (ფეხბურთელ გიორგი მერებაშვილის მეუღლე):

- თუ გიორგის თამაში არ აქვს, შაბათ-კვირას ჩვენი ოჯახი ერთად ატარებს. ხან აგარაკზე ავდივართ, ხან ბავშვს ვასეირნებთ. ამოჩემებული ადგილი არ გვაქვს, გააჩნია რა განწყობაზე ვართ. ამის მიხედვით ვისვენებთ მთელი ოჯახი.

- სად გაქვთ აგარაკი?

- გიორგი წარმოშობით არის წინარეხიდან, სადაც აქვს ლამაზი სახლი, ბაღით და ვენახით. ხშირად მივდივართ იქ და თუ გიორგი ძალიან დაღლილი არ არის, ზოგჯერ ვენახის მოვლაშიც ეხმარება ბებიას და ბაბუას.

თამარ ბოჭორიშვილი, ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება