სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა დიდუბისა და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას შეეხება.
დიდუბის რაიონში, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიღმის სასწავლო მეურნეობის და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრის (ნაწილობრივ) 654 აბონენტს.
გლდანის რაიონში, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჭედიას, შუშის, წყალსადენის, სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩების 326 აბონენტს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.