თურქეთი სულ უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს თავის საზღვაო კურორტებზე. ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი კუშადასია. ნამდვილი დასვენებისთვის აქ ყველა პირობაა. ეგეოსის ზღვის სანაპიროს ძირითადად ევროპელი დამსვენებლები სტუმრობენ. წელს კი კუშადასი ქართველი ტურისტების მოლოდინშია.
ეგეოსის ზღვის მზიან სანაპიროზე დასვენებას და კუშადასის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს საერთაშორისო ტუროპერატორი "პეგას ტურისტიკი" გთავაზობთ. დასვენების მსურველებს მზიანი დღეების გატარება და კომფორტის მოწყობა 3, 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროემბში შეეძლება. პირველი ჩარტერული რეისი კუშადასის მიმართულებით 5 ივნისს შესრულდა. ეგეოსის ზღვის სანაპიროს უკვე 164 ტურისტი ეწვია.
სალომე ბერაია - "პეგას ტურისტიკის" გაყიდვების სამსახურის უფროსი:
"პეგას ტურისტიკი" უკვე მეორე წელია საუკეთესო დასვენების პირობებს სთავაზობს ქართველ ტურისტებს. გასულ წელს შემოვედით ქართულ ბაზარზე, ანტალიის რეგიონით დავიწყეთ, შემდგომ დუბაი და ეგვიპტე დავამატეთ. წელს კი ანტალიის, დუბაის, ხურგადის და შარმ-ელ შეიხის გარდა თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტზე გამგზავრების საშუალებას ვაძლევთ ქართველ დამსვენებლებს.
პირდაპირი რეისები კუშადასის მიმართულებით 5 ივნისიდან ხორციელდება.ფრენებს კვირაში ერთხელ თურქეთის ავიახაზები ასრულებს. დამსვენებლებს საშუალება აქვთ აირჩიონ 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები. ჩვენ ვთავაზობთ სრულ პაკეტს, რომელშიც შედის პირდაპირი ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება 7 ღამე-8 დღე (ან 14 ღამე 15 დღე), კვება, ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა. ჩვენი გამარტივებული ონლაინ-სისტემის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შუძლია თავად შეარჩიოს სასტუმრო ბიუჯეტის მიხედვით.
კუშადასი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. ის თავის საზღვაო კურორტზე გთავაზობთ შესანიშნავ გარემოსა და დაუვიწყარ დასვენებას. ქვიშიანი სანაპირო, თბილი და სუფთა წყლები, რაც მშვიდ ატმოსფეროს უქმნის იქ ჩასულ ტურისტებს. აქ მრავალფეროვანი არჩევანია წყლის გასართობ საშუალებებზე: წყლის თხილამურები, ვინდ სერფინგი, ნაოსნობა; ასევე აქტიური დასვენებისთვის, ბარები, დისკოთეკები, სადაც შეგიძლიათ მოილხინოთ და იცეკვოთ გათენებამდე. რესტორნებში კი გთავაზობენ უგემრიელეს თურქულ და ევროპულ საჭმელს. ისტორიული სიძველეების დათვალიერების მსურველებს შეუძლიათ მოინახულონ ეფესი, წმინდა ღვთისმშობლის სახლი, დიდიმი, ფამუქალე, შირინჯე, ალაჩათი რომლებიც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენენ.
მზე, ზღვა და მაქსიმალური კომფორტი დამსვენებლებისთვის - ეგეოსის ზღვის სანაპირო დამსვენებლების მოლოდინშია.
ტურისტული პაკეტების შესარჩევად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს www.pegast.ge ან დაუკავშირდით ქალაქის ტურისტურ სააგენტოებს.
დაგეგმეთ თქვენი დასვენება ჩვენთან ერთად!
R