მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შუმახერი ყველაზე მეტად ცოლზე რეაგირებს!
შუმახერი ყველაზე მეტად ცოლზე რეაგირებს!

"მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რი კო­მა­ში აღა­რაა!" - ოთხი სი­ტყვა, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე მო­უთ­მენ­ლად ელო­და . ფორ­მუ­ლა 1-ის 45 წლის ლე­გენ­და სი­ცო­ცხლეს უბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს და ჯერ­ჯე­რო­ბით და­ბე­ჯი­თე­ბით ვე­რა­ვინ ამ­ბობს, რა დო­ნე­ზე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა შუმი.

ფაქ­ტი ის არის, რომ შუმი ფხი­ზელ ფა­ზებ­ში რე­ა­გი­რებს და რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ექი­მებ­თან გარ­კვე­ულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­საც ახერ­ხებს - თვა­ლე­ბით!

"მი­ხა­ელ­მა გრე­ნობ­ლის კლი­ნი­კა და­ტო­ვა. ახლა იწყე­ბა მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი," - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ შუ­მა­ხე­რის მე­ნე­ჯერ­მა სა­ბი­ნე კემ­მა. რო­გორც გა­ირ­კვა, შუმი შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ლო­ზა­ნა­ში, კლი­ნი­კა Chuv-ში ("Centre hospitalier universitaire vaudois") გა­და­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც მი­ხა­ე­ლის სახ­ლი­დან (ჟე­ნე­ვის ტბას­თან) 40 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

ექი­მე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან: ის ფაქ­ტი, რომ შუ­მა­ხე­რი ცო­ცხა­ლია და კო­მი­დან გა­მო­ვი­და, მეტ­წი­ლად მისი ორ­გა­ნიზ­მის, იდე­ა­ლუ­რი ფი­ზი­კუ­რი ფორ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. შუ­მის ოჯა­ხის წევ­რებს, 45 წლის მე­უღ­ლეს, კო­რი­ნას და შვი­ლებს, ჯინა მა­რი­ას (17) და მიკს (15) ახალ კლი­ნი­კა­ში ცალ­კე ოთა­ხი გა­მო­უყ­ვეს. კო­რი­ნა მი­ხა­ელს უკვე 169 დღეა, გვერ­დი­დან თით­ქმის არ შორ­დე­ბა. და ახლა, როცა შუმი კო­მი­დან გა­მო­ვი­და, ჩვე­ნი გერ­მა­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის ცნო­ბით, ფხი­ზელ ფა­ზებ­ში თვა­ლე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ კო­რი­ნას და­ნახ­ვა­ზე რე­ა­გი­რებს!

იხი­ლეთ ვრცლად

შუმახერი ყველაზე მეტად ცოლზე რეაგირებს!

შუმახერი ყველაზე მეტად ცოლზე რეაგირებს!

"მიხაელ შუმახერი კომაში აღარაა!" - ოთხი სიტყვა, რომელსაც მთელი მსოფლიო თვეების მანძილზე მოუთმენლად ელოდა . ფორმულა 1-ის 45 წლის ლეგენდა სიცოცხლეს უბრუნდება, თუმცა ეს პროცესი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და ჯერჯერობით დაბეჯითებით ვერავინ ამბობს, რა დონეზე გამოჯანმრთელდება შუმი.

ფაქტი ის არის, რომ შუმი ფხიზელ ფაზებში რეაგირებს და როგორც ექიმები ამბობენ, თავისი ოჯახის წევრებთან და ექიმებთან გარკვეულ კომუნიკაციასაც ახერხებს - თვალებით!

"მიხაელმა გრენობლის კლინიკა დატოვა. ახლა იწყება მისი რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი," - განაცხადა გუშინ შუმახერის მენეჯერმა საბინე კემმა. როგორც გაირკვა, შუმი შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, კლინიკა Chuv-ში („Centre hospitalier universitaire vaudois") გადაიყვანეს, რომელიც მიხაელის სახლიდან (ჟენევის ტბასთან) 40 კილომეტრში მდებარეობს.

ექიმები დარწმუნებულები არიან: ის ფაქტი, რომ შუმახერი ცოცხალია და კომიდან გამოვიდა, მეტწილად მისი ორგანიზმის, იდეალური ფიზიკური ფორმის დამსახურებაა. შუმის ოჯახის წევრებს, 45 წლის მეუღლეს, კორინას და შვილებს, ჯინა მარიას (17) და მიკს (15) ახალ კლინიკაში ცალკე ოთახი გამოუყვეს. კორინა მიხაელს უკვე 169 დღეა, გვერდიდან თითქმის არ შორდება. და ახლა, როცა შუმი კომიდან გამოვიდა, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფხიზელ ფაზებში თვალებით ყველაზე მეტად სწორედ კორინას დანახვაზე რეაგირებს!

იხილეთ ვრცლად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა