სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო: მერი მხოლოდ ოთხმა ქალაქმა აირჩია
ცესკო: მერი მხოლოდ ოთხმა ქალაქმა აირჩია

ცეს­კო-ს ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­გი­ო­ნებ­ში მე­რის არ­ჩე­ვა მხო­ლოდ ოთხმა ქა­ლაქ­მა - ახალ­ცი­ხემ, ამ­ბრო­ლა­ურ­მა ქუ­თა­ის­მა და ზუგ­დიდ­მა შეძ­ლო. ოთხი­ვე ქა­ლაქ­ში მე­რის სა­ვარ­ძელს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი და­ი­კა­ვებს. მათ შო­რის არი­ან: ახალ­ცი­ხე­ში - გი­ორ­გი კო­პა­ძე, ამ­ბრო­ლა­ურ­ში - რატი ნამ­გა­ლა­ძე, ქუ­თა­ის­ში - შოთა მურ­ღუ­ლია, ზუგ­დიდ­ში - ირაკ­ლი გო­გო­ხია.

მე­რის ასარ­ჩე­ვად მე­ო­რე ტური თბი­ლი­სის გარ­და კი­დევ შვიდ ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან - თე­ლავ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი, პლა­ტონ კალ­მა­ხე­ლი­ძე და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი, ალექ­სი ძუ­ლი­აშ­ვი­ლი; რუს­თავ­ში - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი, და­ვით ჯი­ქია და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან", მა­მუ­კა ჩი­ქო­ვა­ნი; მცხე­თა - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ავ­თან­დილ ნემ­სიწ­ვე­რი­ძე და "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი­დან", და­ვით მა­ჩხა­ნე­ლი; გორ­ში - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი, ზუ­რაბ ჯირ­კვე­ლიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ი­დან" კა­ხა­ბერ ერ­გემ­ლი­ძე; ოზურ­გეთ­ში - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი, ბეგ­ლარ სი­ო­რი­ძე და "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოთ­თა ალი­ან­სი­დან", შოთა გო­გი­ბე­რი­ძე; ფოთ­ში - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი, ირაკ­ლი კა­კუ­ლია და "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოთ­თა ალი­ან­სი­დან", უშან­გი გე­გე­ნა­ვა; ბა­თუმ­ში - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი, გი­ორ­გი ერ­მა­კო­ვი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან", გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა გამ­გებ­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს 46 თვით­მმარ­თველ თემ­ში გამ­გე­ბე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ხდე­ბა, თუმ­ცა 13 თემ­ში მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო, რად­გან ყვა­რელ­ში, თე­ლავ­ში, ახ­მე­ტა­ში, თი­ა­ნეთ­ში, გორ­ში, თერ­ჯო­ლა­ში, ბაღ­დათ­ში, ხონ­ში, ტყი­ბულ­ში, ლან­ჩხუთ­ში, მარ­ტვილ­ში, ქო­ბუ­ლეთ­სა და ხუ­ლო­ში ხმე­ბის 50% გამ­გებ­ლო­ბის ვერც ერ­თმა კან­დი­დატ­მა ვერ მო­აგ­რო­ვა. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 13-ვე თემ­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტე­ბი ლი­დე­რობ­დნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით აქაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ლი­დე­რობს და ხმე­ბის 50.97% აქვს, მე­ო­რე ად­გილ­ზე - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 22.22%-ით, მე­სა­მე­ზე - "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე-ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცია" 10.23%-ით, "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" - 4.72%. და­ნარ­ჩენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა ვერ შეძ­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ცესკო: მერი მხოლოდ ოთხმა ქალაქმა აირჩია

ცესკო: მერი მხოლოდ ოთხმა ქალაქმა აირჩია

ცესკო-ს ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რეგიონებში მერის არჩევა მხოლოდ ოთხმა ქალაქმა - ახალციხემ, ამბროლაურმა ქუთაისმა და ზუგდიდმა შეძლო. ოთხივე ქალაქში მერის სავარძელს "ქართული ოცნების" კანდიდატი დაიკავებს. მათ შორის არიან: ახალციხეში - გიორგი კოპაძე, ამბროლაურში - რატი ნამგალაძე, ქუთაისში - შოთა მურღულია, ზუგდიდში - ირაკლი გოგოხია.

მერის ასარჩევად მეორე ტური თბილისის გარდა კიდევ შვიდ ქალაქში გაიმართება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან - თელავში "ქართული ოცნების" კანდიდატი, პლატონ კალმახელიძე და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ალექსი ძულიაშვილი; რუსთავში - "ქართული ოცნების" კანდიდატი, დავით ჯიქია და "ნაციონალური მოძრაობიდან", მამუკა ჩიქოვანი; მცხეთა - "ქართული ოცნების" კანდიდატი ავთანდილ ნემსიწვერიძე და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან", დავით მაჩხანელი; გორში - "ქართული ოცნების" კანდიდატი, ზურაბ ჯირკველიშვილი და "ქართული პარტიიდან" კახაბერ ერგემლიძე; ოზურგეთში - "ქართული ოცნების" კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე და "საქართველოს პატრიოთთა ალიანსიდან", შოთა გოგიბერიძე; ფოთში - "ქართული ოცნების" კანდიდატი, ირაკლი კაკულია და "საქართველოს პატრიოთთა ალიანსიდან", უშანგი გეგენავა; ბათუმში - "ქართული ოცნების" კანდიდატი, გიორგი ერმაკოვი და "ნაციონალური მოძრაობიდან", გიორგი დიასამიძე.

რაც შეეხება გამგებლებს, საქართველოს 46 თვითმმართველ თემში გამგებელი "ქართული ოცნების" კანდიდატი ხდება, თუმცა 13 თემში მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, რადგან ყვარელში, თელავში, ახმეტაში, თიანეთში, გორში, თერჯოლაში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, მარტვილში, ქობულეთსა და ხულოში ხმების 50% გამგებლობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 13-ვე თემში "ქართულ ოცნების" კანდიდატები ლიდერობდნენ.

რაც შეეხება პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებს, საქართველოს მასშტაბით აქაც "ქართული ოცნება" ლიდერობს და ხმების 50.97% აქვს, მეორე ადგილზე - "ნაციონალური მოძრაობა" 22.22%-ით, მესამეზე - "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" 10.23%-ით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 4.72%. დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა