პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ გვერდწითელი აშშ-ში ისტორიული კონცერტის ჩატარებისთვის დააჯილდოვეს
თამარ გვერდწითელი აშშ-ში ისტორიული კონცერტის ჩატარებისთვის დააჯილდოვეს

ცნო­ბილ ქარ­თველ მომ­ღე­რალს, თა­მარ გვერდწი­თელს ქა­ლაქ ნიუ-იორ­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ "ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბის­თვის" სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო გა­დას­ცა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

ეს სა­პა­ტიო სა­ჩუ­ქა­რი გვერდწი­თელ­მა პრეს­ტი­ჟულ დარ­ბაზ­ში, Carnegie Hall-ში ანშლა­გი­სა და ოვა­ცი­ე­ბის ფონ­ზე გა­მარ­თუ­ლი სოლო კონ­ცერ­ტის შემ­დეგ მი­ი­ღო.

თა­მარ გვერდწი­თელ­მა სიმ­ღე­რე­ბი რამ­დე­ნი­მე ენა­ზე შე­ას­რუ­ლა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი სიმ­ღე­რა ქარ­თუ­ლი იყო. "სა­ქარ­თვე­ლო", "ჰე­რიო ბი­ჭე­ბო", "თბი­ლი­სუ­რი ბა­ლა­და", "თბი­ლი­სო", "ის აქ არის" და "არგო", - ასე­თი გახ­ლდათ რე­პერ­ტუ­ა­რი, რომ­ლებ­საც და­ე­მა­ტა სიმ­ღე­რე­ბი ედიტ პი­ა­ფის, ელლა ფი­ცჯე­რალ­დის, მი­შელ ლეგ­რა­ნი­სა და ფრენკ სი­ნატ­რას რე­პერ­ტუ­ა­რე­ბი­დან.

კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თა­მარ გვერდწი­თე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბის­ზე მღე­რო­და.

ნა­ხეთ ვი­დეო

თამარ გვერდწითელი აშშ-ში ისტორიული კონცერტის ჩატარებისთვის დააჯილდოვეს

თამარ გვერდწითელი აშშ-ში ისტორიული კონცერტის ჩატარებისთვის დააჯილდოვეს

ცნობილ ქართველ მომღერალს, თამარ გვერდწითელს ქალაქ ნიუ-იორკის ხელმძღვანელობამ  "ისტორიული კონცერტის ჩატარებისთვის" სპეციალური ჯილდო გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერლის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ეს საპატიო საჩუქარი გვერდწითელმა პრესტიჟულ დარბაზში, Carnegie Hall-ში ანშლაგისა და ოვაციების ფონზე გამართული სოლო კონცერტის შემდეგ მიიღო.

თამარ გვერდწითელმა სიმღერები რამდენიმე ენაზე შეასრულა, მათ შორის ყველაზე მეტი სიმღერა ქართული იყო. "საქართველო", "ჰერიო ბიჭებო", "თბილისური ბალადა", "თბილისო", "ის აქ არის" და "არგო", -  ასეთი გახლდათ რეპერტუარი, რომლებსაც დაემატა სიმღერები ედიტ პიაფის, ელლა ფიცჯერალდის, მიშელ ლეგრანისა და ფრენკ სინატრას რეპერტუარებიდან.

კონცერტის დასრულების შემდეგ  თამარ გვერდწითელი ნახევარი საათის განმავლობაში ბისზე მღეროდა.

ნახეთ ვიდეო