მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ყველაზე თვითმყოფადი და წრფელი პოეზიაში ვარ''
''ყველაზე თვითმყოფადი და წრფელი პოეზიაში ვარ''

ნინო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი პო­ე­ტი, პრო­ზა­ი­კო­სი, დრა­მა­ტურ­გი.

და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი: 1980 წლის 3 იან­ვა­რი.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში, ლი­ტე­რა­ტუ­რის და­ოს­ტა­ტე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით, სა­ხე­ლოს­ნოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი.

ამ­ბობს, რომ მისი ნა­წე­რე­ბი­სა და ზო­გა­დად შე­მოქ­მე­დე­ბის ერ­თგუ­ლი მას­ზე მე­ტად დე­და­მი­სია. შვი­ლის პირ­ველ ნა­ჯღაბ­ნებს სულ ინა­ხავ­და, დაჰ­ფო­ფი­ნებ­და და დღემ­დე ასეა. ახლა ცალ­კე ცხოვ­რობს და თა­ვი­სი ნა­წე­რე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. დღემ­დე ფურ­ცლებ­ზე კალ­მით წერს, ვე­რაფ­რით და­უ­მე­გობ­რდა კომ­პი­უ­ტერს, თან სის­ტე­მა­ტუ­რად.

ძვირ­ფა­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ბავ­შვო­ბი­დან...

- რაც უფრო მეტი დრო გა­დის და ასა­კი მე­მა­ტე­ბა, სულ უფრო ხში­რად ვფიქ­რობ ბავ­შვო­ბა­ზე. ისე­თი გან­ცდა მაქვს, თით­ქოს ბავ­შვო­ბას კი არ ვშორ­დე­ბი, არა­მედ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, წრე­ზე მივ­დი­ვარ და ისევ იქ ვბრუნ­დე­ბი, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბო­და. ჩემ­მა ბავ­შვო­ბამ, ისე­ვე, რო­გორც ჩემი თა­ო­ბის პა­ტა­რა­ო­ბამ, მძი­მედ და ნაც­რის­ფრად გა­ი­ა­რა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას შე­მორ­ჩა მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი, სა­უ­კე­თე­სო, კაშ­კა­შა დღე­ე­ბი. თით­ქოს იმ მო­გო­ნე­ბებს ჩა­ვე­ჭი­დე და ბავ­შვო­ბას მხო­ლოდ ის წავ­გლი­ჯე. ასე­თი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი კი უკავ­შირ­დე­ბა ჩემს სო­ფელს, სა­ჩხე­რეს, სა­ი­და­ნაც ვარ და ბე­ბია-ბა­ბუ­ას. დე­დის მხრი­დან კი ფშავ­ში ბებო და პაპა მყავ­და. ჩემი წი­ნაპ­რე­ბის უშუ­ა­ლო დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმ 90-იანი წლე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, მა­ინც მქონ­და ისე­თი ბავ­შვო­ბა, რო­მე­ლიც მიყ­ვარს, სულ თან და­ვა­ტა­რებ და მინ­და ხოლ­მე, რომ იგი­ვე გა­ნი­ცა­დოს ჩემ­მა შვილ­მაც, როცა ის გაჩ­ნდე­ბა ამ სამ­ყა­რო­ში...

წიგნ­თან და­ახ­ლო­ე­ბა

- კულ­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, აღარ არ­სე­ბობს და ახლა იმ შე­ნო­ბა­ში თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კორ­პუ­სია. გა­მი­მარ­თლა, რომ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ხე­ლოს­ნო ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. შვი­დი გო­გო­ნა ვი­ყა­ვით. ბა­ტონ­მა ვა­ხუშ­ტიმ პირ­ვე­ლი­ვე დღეს გვი­თხრა, ნუ იფიქ­რებთ, რომ ვინ­მე ოდეს­მე წე­რას გას­წავ­ლით, ეს ღვთის სა­ჩუ­ქა­რია, უბ­რა­ლოდ, მე შე­მიძ­ლია, გაქ­ცი­ოთ კარგ მკი­თხვე­ლე­ბა­დო და ეს მან ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად შეძ­ლო. შვი­დი ადა­მი­ა­ნი­დან მხო­ლოდ მე გან­ვაგ­რძე წერა. და­ნარ­ჩე­ნე­ბი, ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით ნი­ჭი­ე­რე­ბი, არი­ან კარ­გი მკი­თხვე­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლის პე­და­გო­გია და მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებს ემ­სა­ხუ­რე­ბა...

მე პე­და­გო­გად ცოტა ხანს, ვმუ­შა­ობ­დი. ჩე­მი­ვე სკო­ლა­ში მივ­ბრუნ­დი. ვას­წავ­ლი­დი სა­ზღვარ­გა­რე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რას. პროგ­რა­მა თა­ვად შე­ვად­გი­ნე. დი­რექ­ტორ­მა სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მომ­ცა. ვერ ვი­ტყვი, რომ იმ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა და­ვა­ინ­ტე­რე­სე მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­თა და ზო­გა­დად კი­თხვით, მაგ­რამ ერთი რომ მა­ინც და­ინ­ტე­რეს­და, ეს ჩემ­თვის უკვე დიდი გა­მარ­ჯვე­ბა იყო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

''ყველაზე თვითმყოფადი და წრფელი პოეზიაში ვარ''

''ყველაზე თვითმყოფადი და წრფელი პოეზიაში ვარ''

ნინო სადღობელაშვილი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი.

დაბადების თარიღი: 1980 წლის 3 იანვარი.

უმაღლესი განათლება მიიღო კულტურის ინსტიტუტში, ლიტერატურის დაოსტატების სპეციალობით, სახელოსნოს ხელმძღვანელი ვახუშტი კოტეტიშვილი.

ამბობს, რომ მისი ნაწერებისა და ზოგადად შემოქმედების ერთგული მასზე მეტად დედამისია. შვილის პირველ ნაჯღაბნებს სულ ინახავდა, დაჰფოფინებდა და დღემდე ასეა. ახლა ცალკე ცხოვრობს და თავისი ნაწერების მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. დღემდე ფურცლებზე კალმით წერს, ვერაფრით დაუმეგობრდა კომპიუტერს, თან სისტემატურად.

ძვირფასი შთაბეჭდილებები ბავშვობიდან...

- რაც უფრო მეტი დრო გადის და ასაკი მემატება, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ ბავშვობაზე. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ბავშვობას კი არ ვშორდები, არამედ ვუახლოვდები, წრეზე მივდივარ და ისევ იქ ვბრუნდები, საიდანაც ყველაფერი იწყებოდა. ჩემმა ბავშვობამ, ისევე, როგორც ჩემი თაობის პატარაობამ, მძიმედ და ნაცრისფრად გაიარა. ამის მიუხედავად, ჩემს მეხსიერებას შემორჩა მხოლოდ ყველაზე ფერადი, საუკეთესო, კაშკაშა დღეები. თითქოს იმ მოგონებებს ჩავეჭიდე და ბავშვობას მხოლოდ ის წავგლიჯე. ასეთი ნათელი დღეები კი უკავშირდება ჩემს სოფელს, საჩხერეს, საიდანაც ვარ და ბებია-ბაბუას. დედის მხრიდან კი ფშავში ბებო და პაპა მყავდა. ჩემი წინაპრების უშუალო დამსახურებაა, რომ მიუხედავად იმ 90-იანი წლების სირთულეებისა, მაინც მქონდა ისეთი ბავშვობა, რომელიც მიყვარს, სულ თან დავატარებ და მინდა ხოლმე, რომ იგივე განიცადოს ჩემმა შვილმაც, როცა ის გაჩნდება ამ სამყაროში...

წიგნთან დაახლოება

- კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ არსებობს და ახლა იმ შენობაში თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსია. გამიმართლა, რომ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელოსნო ჯგუფში მოვხვდი. შვიდი გოგონა ვიყავით. ბატონმა ვახუშტიმ პირველივე დღეს გვითხრა, ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე ოდესმე წერას გასწავლით, ეს ღვთის საჩუქარია, უბრალოდ, მე შემიძლია, გაქციოთ კარგ მკითხველებადო და ეს მან ზედმიწევნით კარგად შეძლო. შვიდი ადამიანიდან მხოლოდ მე განვაგრძე წერა. დანარჩენები, ჩემზე გაცილებით ნიჭიერები, არიან კარგი მკითხველები, რამდენიმე ქართულის პედაგოგია და მნიშვნელოვან საქმეებს ემსახურება...

მე პედაგოგად ცოტა ხანს, ვმუშაობდი. ჩემივე სკოლაში მივბრუნდი. ვასწავლიდი საზღვარგარეთის ლიტერატურას. პროგრამა თავად შევადგინე. დირექტორმა სრული თავისუფლება მომცა. ვერ ვიტყვი, რომ იმ ორი წლის განმავლობაში ყველა დავაინტერესე მხატვრული ლიტერატურითა და ზოგადად კითხვით, მაგრამ ერთი რომ მაინც დაინტერესდა, ეს ჩემთვის უკვე დიდი გამარჯვება იყო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება