მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთის ახლად გახსნილ თეატრში წყალი ჩავიდა
ფოთის ახლად გახსნილ თეატრში წყალი ჩავიდა

ძლი­ე­რი ნა­ლე­ქის გამო ფო­თის თე­ატ­რში, წყალ­მა ინ­ტე­რი­ერ­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას შე­აღ­წია, მათ შო­რის ფო­ი­ე­ში, სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში, სამ­ხატ­ვრო ოთახ­სა და სცე­ნა­ზეც.

"ძა­ლი­ან ძლი­ე­რი წვი­მა იყო, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ჩა­მო­ვი­და წყა­ლი. ჩვენ­თვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფაქ­ტი იყო", - აღ­ნიშ­ნა ფო­თის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით მღებ­რიშ­ვილ­მა.

"რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შენ­დე­ბო­და თე­ატ­რი და ვფიქ­რობ, ხა­რის­ხი­ა­ნად უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი", - აცხა­დებს ფო­თის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ომ­გერ როხ­ვა­ძე.

ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თე­ლო­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ვი­თა­რე­ბა მათ­თვის ცნო­ბი­ლია, ქა­ლა­ქის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო.

"უხვი ნა­ლე­ქი მო­ვი­და, ასე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში არ ყო­ფი­ლა ფოთ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა. ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბა­ში შექ­მნი­ლია კო­მი­სია, რო­მე­ლიც ახ­ლად აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებს სწავ­ლობს და მათი გა­მოს­წო­რე­ბა მშე­ნე­ბელ ფირ­მას სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით მო­უ­წევს", - გა­ნა­ცახ­და ფო­თის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ვა­სილ თო­დუ­ამ.

ფო­თის ახა­ლი თე­ატ­რი 31 მა­ისს პომ­პე­ზუ­რად გა­იხ­სნა და მას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ეს­წრე­ბო­და. ფო­თის თე­ატ­რი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შენ­დე­ბო­და და ამის­თვის 11 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა. სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შპს "კუნ­ძულ­მა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

livepress.ge-ის ფო­ტო­ე­ბი

ფოთის ახლად გახსნილ თეატრში წყალი ჩავიდა

ფოთის ახლად გახსნილ თეატრში წყალი ჩავიდა

ძლიერი ნალექის გამო ფოთის თეატრში, წყალმა ინტერიერში რამდენიმე ადგილას შეაღწია, მათ შორის ფოიეში, სარეპეტიციო დარბაზში, სამხატვრო ოთახსა და სცენაზეც.

"ძალიან ძლიერი წვიმა იყო, რამდენიმე ადგილას ჩამოვიდა წყალი. ჩვენთვის ეს მოულოდნელი ფაქტი იყო", - აღნიშნა ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მღებრიშვილმა.

"რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა თეატრი და ვფიქრობ, ხარისხიანად უნდა შესრულებულიყო სამუშაოები", - აცხადებს ფოთის თეატრის მსახიობი ომგერ როხვაძე.

ადგილობრივ თვითმმართელობაში ამბობენ, რომ ვითარება მათთვის ცნობილია, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

"უხვი ნალექი მოვიდა, ასეთი ინტენსივობით ბოლო პერიოდში არ ყოფილა ფოთში, შესაბამისად, მივიღეთ ძალიან სავალალო მდგომარეობა. ადგილობრივ მთავრობაში შექმნილია კომისია, რომელიც ახლად აშენებულ შენობაში არსებულ ხარვეზებს სწავლობს და მათი გამოსწორება მშენებელ ფირმას საკუთარი ხარჯებით მოუწევს", - განაცახდა ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თოდუამ.

ფოთის ახალი თეატრი 31 მაისს პომპეზურად გაიხსნა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. ფოთის თეატრი 9 წლის განმავლობაში შენდებოდა და ამისთვის 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები შპს "კუნძულმა" განახორციელა.

livepress.ge-ის ფოტოები

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა