მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი ხვრელები" სახელმწიფო ტენდერებში
"შავი ხვრელები" სახელმწიფო ტენდერებში

ის რა­შიც მოქ­მე­დი მთავ­რო­ბა წი­ნა­მორ­ბედს სდებ­და ბრალს, დღე­საც აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მად რჩე­ბა...

გა­უმჭვირ­ვა­ლე და კო­რუფ­ცი­უ­ლი ტენ­დერე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს საკ­მა­ოდ ნა­ცა­დი ხერ­ხი იყო სა­სურ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მნე­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უამ­რა­ვი საქ­მეა შე­სუ­ლი, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბით წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე - სა­ჯა­როდ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ან სხვა სა­ხის ტენ­დერე­ბის სა­ფარ­ქვეშ. ზო­გა­დი სქე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ტენ­დერებს აცხა­დებ­დნენ, ასე­თი იყო: ტენ­დე­რი სა­ჯა­როდ მხო­ლოდ მა­შინ ცხად­დე­ბო­და, როცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო. ეს კეთ­დე­ბო­და მხო­ლოდ იმის­თვის, რომ შემ­დეგ ეთ­ქვათ: ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­და და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლას ჰქონ­დაო. კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტენ­დერ­ში იმარ­ჯვებ­დნენ, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს ეკუთ­ვნო­და, ან სა­გან­გე­ბოდ ამ ტენ­დე­რის­თვის მათ მი­ერ­ვე ფუძნ­დე­ბო­და.

თუმ­ცა, ის რა­შიც მოქ­მე­დი მთავ­რო­ბა წი­ნა­მორ­ბედს სდებ­და ბრალს, დღე­საც აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს და BPN-თან რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც ჩანს, "შავი ხვრე­ლე­ბი" სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ინც დარ­ჩა.

"სა­ტენ­დერო პი­რო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ჩა­წე­რი­ლი იყოს ისე­თი პი­რო­ბა, რო­მე­ლიც მორ­გე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებ­ზე. მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა აცხა­დებს ტენ­დერს სა­ბუ­რა­ვე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე, რო­მე­ლიც წარ­მო­ე­ბუ­ლია ია­პო­ნუ­რი და­ნად­გა­რით. არა­და, იგი­ვე სა­ბუ­რა­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ე­ბუ­ლი იყოს მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნუ­ლი ან ამე­რი­კუ­ლი და­ნად­გა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და ამ პრო­დუქ­ცი­ის მიმ­წო­დე­ბე­ლი, სა­ხელ­მწი­ფო შემ­სყიდ­ველს ბევ­რად უფრო ხელ­საყ­რელ ფასს სთა­ვა­ზობ­დეს. ასე­თი სა­ტენ­დერო პი­რო­ბის ჩა­წე­რა სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს და აჩენს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, რომ სა­ტენ­დერო პი­რო­ბებს რო­მე­ლი­ღაც ერთ კომ­პა­ნი­ას არ­გე­ბენ.

არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბი გან­გებ, მცი­რე ცდო­მი­ლე­ბით არის შედ­გე­ნი­ლი. მა­გა­ლი­თად, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ტენ­დე­რი 1000 კვ.მ. ფარ­თის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. ტენ­დერ­ში რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს და ის, ვინც შემ­სყიდ­ველს უკე­თესს ფას­სა და პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობს, წე­სით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად უნდა გა­მო­ცხად­დეს. თუმ­ცა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ სა­ტენ­დერო პი­რო­ბებ­ში არ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ასა­შე­ნე­ბელ 1000 კვ.მ-ში არ იგუ­ლის­ხმე­ბო­და შე­ნო­ბის სარ­და­ფი ან მან­სარ­და, რომ­ლის აშე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ასე­ვე ეკის­რე­ბა თურ­მე ტენ­დერ­ში გმარ­ჯვე­ბულ სუ­ბი­ექტს. ეს კი ბუ­ნებ­რი­ვია ზრდის ხარ­ჯებს და სუ­ბი­ექ­ტი, რო­მელ­მაც ტენ­დერ­ში სა­უ­კე­თე­სო ფასი წარ­მო­ად­გი­ნა, ამ თან­ხა­ში და­მა­ტე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ვერ შე­ას­რუ­ლებს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ტენ­დე­რი კი არ იშ­ლე­ბა, არა­მედ ამ სუ­ბი­ექტს, რო­მე­ლიც წე­სით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ, დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია ეძ­ლე­ვა და ის ეთი­შე­ბა ტენ­დერს. სა­ხელ­მწი­ფო შეკ­ვე­თა სხვა კომ­პა­ნი­ის ხელ­ში გა­და­დის, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა, წი­ნას­წარ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია და თა­ვი­დან­ვე შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ფასი და­ა­ფიქ­სი­რა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

"შავი ხვრელები" სახელმწიფო ტენდერებში

"შავი ხვრელები" სახელმწიფო ტენდერებში

ის რაშიც მოქმედი მთავრობა წინამორბედს სდებდა ბრალს, დღესაც აქტუალურ პრობლემად რჩება...

გაუმჭვირვალე და კორუფციული ტენდერები წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ ნაცადი ხერხი იყო სასურველი კომპანიებისთვის სასათბურე პირობების შესაქმნელად. საქართველოს პროკურატურაში უამრავი საქმეა შესული, ყოფილი ხელისუფლების დროს, პრივილეგირებული კომპანიების საბიუჯეტო თანხებით წახალისებაზე - საჯაროდ გამოცხადებული ელექტრონული ან სხვა სახის ტენდერების საფარქვეშ. ზოგადი სქემა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებები ტენდერებს აცხადებდნენ, ასეთი იყო: ტენდერი საჯაროდ მხოლოდ მაშინ ცხადდებოდა, როცა გამარჯვებულის ვინაობა უკვე გადაწყვეტილი იყო. ეს კეთდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ეთქვათ: ტენდერი გამოცხადდა და მასში მონაწილეობის უფლება ყველას ჰქონდაო. კომპანიები, რომლებიც ტენდერში იმარჯვებდნენ, ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნოდა, ან საგანგებოდ ამ ტენდერისთვის მათ მიერვე ფუძნდებოდა.

თუმცა, ის რაშიც მოქმედი მთავრობა წინამორბედს სდებდა ბრალს, დღესაც აქტუალურ პრობლემად რჩება. სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს და BPN-თან რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, "შავი ხვრელები" სახელმწიფო ტენდერების მიმართულებით მაინც დარჩა.

”სატენდერო პირობაში შეიძლება ჩაწერილი იყოს ისეთი პირობა, რომელიც მორგებულია მხოლოდ ერთი კომპანიის ინტერესებზე. მაგალითად, რომელიმე სახელმწიფო უწყება აცხადებს ტენდერს საბურავების შესყიდვაზე, რომელიც წარმოებულია იაპონური დანადგარით. არადა, იგივე საბურავები შეიძლება წარმოებული იყოს მაგალითად, გერმანული ან ამერიკული დანადგარების გამოყენებით და ამ პროდუქციის მიმწოდებელი, სახელმწიფო შემსყიდველს ბევრად უფრო ხელსაყრელ ფასს სთავაზობდეს. ასეთი სატენდერო პირობის ჩაწერა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სატენდერო პირობებს რომელიღაც ერთ კომპანიას არგებენ.

არის შემთხვევები, როცა სატენდერო პირობები განგებ, მცირე ცდომილებით არის შედგენილი. მაგალითად, გამოცხადებულია ტენდერი 1000 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. ტენდერში რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ის, ვინც შემსყიდველს უკეთესს ფასსა და პირობებს სთავაზობს, წესით გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს. თუმცა, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ სატენდერო პირობებში არ იყო მითითებული, რომ ასაშენებელ 1000 კვ.მ-ში არ იგულისხმებოდა შენობის სარდაფი ან მანსარდა, რომლის აშენების ვალდებულება ასევე ეკისრება თურმე ტენდერში გმარჯვებულ სუბიექტს. ეს კი ბუნებრივია ზრდის ხარჯებს და სუბიექტი, რომელმაც ტენდერში საუკეთესო ფასი წარმოადგინა, ამ თანხაში დამატებით სამუშაოებს ბუნებრივია, რომ ვერ შეასრულებს. ასეთ შემთხვევაში ტენდერი კი არ იშლება, არამედ ამ სუბიექტს, რომელიც წესით გამარჯვებულად უნდა გამოეცხადებინათ, დისკვალიფიკაცია ეძლევა და ის ეთიშება ტენდერს. სახელმწიფო შეკვეთა სხვა კომპანიის ხელში გადადის, რომელსაც შესაძლოა, წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია და თავიდანვე შედარებით მაღალი ფასი დააფიქსირა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია