საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ - 8 ეფექტური რჩევა
როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ - 8  ეფექტური რჩევა

მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, შე­საძ­ლოა, მა­ინც ვერ ახერ­ხებ­დეთ უსაფრ­თხოდ გა­რუ­ჯვას. ჩვენ გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს ლა­მა­ზად და უსაფრ­თხოდ გა­სა­რუ­ჯად.

1. გა­ი­რუ­ჯეთ ეტა­პობ­რი­ვად

თუკი გსურთ უსაფრ­თხოდ გა­ი­რუ­ჯოთ, მი­ი­ღეთ ნამ­ზე­უ­რი ეტა­პობ­რი­ვად. პირ­ვე­ლი დღე და­ი­წყეთ 10-15 წუ­თით. მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში კი გა­ზარ­დეთ ეს დრო 20%-ით. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ქოლ­გის ქვეშ პირ­ველ დღეს 2 სა­ათ­ზე მეტ ხანს ნუ დაჯ­დე­ბით.

2. აარ­ჩი­ეთ სწო­რი დრო.

გა­ი­რუ­ჯეთ მზის ნაკ­ლე­ბი აქ­ტი­ვო­ბის დროს, ანუ დი­ლის 11:00 სა­ა­თამ­დე ან სა­ღა­მოს 16:00 სთ-ის შემ­დეგ. გახ­სოვ­დეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა ნამ­ზე­უ­რი მოღ­რუბ­ლულ ამინ­დშიც მი­ი­ღოთ, რად­გან ღრუ­ბე­ლი არ წარ­მო­ად­გენს ზღუ­დეს ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის­თვის. გახ­სოვ­დეთ, ვერც წყალ­ში ყოფ­ნით და­ი­ცავთ თავს დამ­წვრო­ბის­გან, თუკი დიდ­ხანს გა­ა­ტა­რებთ წყალ­ში.

3. არ და­გა­ვი­წყდეთ დამ­ცა­ვი კრე­მი

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბის დროს დამ­ცა­ვი კრე­მი გა­მო­ი­ყე­ნოთ. SPF სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ ერთი ტი­პის გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან გვი­ცავს და ის ვერ იცავს კანს A დი­ა­პა­ზო­ნის ( UVA) გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან, რო­მე­ლიც მე­ლა­ნო­მას იწ­ვევს. იმის­თვის, რომ კანი ორი­ვე სა­ხის გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან და­იც­ვათ, გა­მო­ი­ყე­ნეთ ე.წ. sunblock -ი. აუ­ცი­ლებ­ლად მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა შე­ფუთ­ვას, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რის­გან გვი­ცავს ეს კრე­მი.

დამ­ცა­ვი კრე­მი ყო­ველ 2 სა­ათ­ში უნდა წა­ის­ვათ, ხოლო თუკი იბა­ნა­ვებთ, უფრო ხში­რად. სხვა­თა შო­რის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტუ­ჩე­ბის დაც­ვაც.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა უნდა ვჭა­მოთ, რომ სწრა­ფი და თა­ნა­ბა­რი ნამ­ზე­უ­რი გვქონ­დეს?

4. და­ი­ტე­ნი­ა­ნეთ კანი

რაც მე­ტად იღებთ რუჯს, მით უფრო შრე­ბა თქვე­ნი კანი. ამი­ტომ, ყო­ველ­თვის თან იქო­ნი­ეთ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და ის დილა-სა­ღა­მოს გა­მო­ი­ყე­ნეთ. მი­ი­ღეთ ბევ­რი სი­თხე. და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლამ­დე, ოღონდ არა წინა დღეს, გა­ი­კე­თეთ სა­ხის პი­ლინ­გი, ეს კანს მკვდარ უჯრე­დებს მო­ა­ცი­ლებს და რუ­ჯიც უფრო თა­ნა­ბა­რი გექ­ნე­ბათ.

5. ფრთხი­ლად საკ­ვებ­თან და წამ­ლებ­თან

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ჭა­მის შემ­დეგ რუ­ჯის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, თუკი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სა და პლაჟ­ზე გას­ვლამ­დე 1 სა­ა­თი გავა. ხოლო სა­ნა­პი­რო­ზე, წყურ­ვი­ლი არა­გა­ზი­რე­ბუ­ლი სას­მე­ლე­ბით მო­ი­კა­ლით, უმ­ჯო­ბე­სია, თუკი სას­მელს მომ­ჟაო გემო ექ­ნე­ბა.

6. ჩა­იც­ვით ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლი

შე­ი­ძი­ნეთ ფარ­თე­ფარ­ფლე­ბი­ა­ნი შლა­პა, ისე რომ მხრებს რაც შე­იძ­ლე­ბა უკეთ გი­ფა­რავ­დეთ. შემ­დეგ შე­არ­ჩი­ეთ ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის­გა­ნაა შე­კე­რი­ლი.

7. გა­და­ხუ­რე­ბის შემ­დეგ ნუ ჩახ­ვალთ წყალ­ში

თუკი გრძნობთ, რომ ძა­ლი­ან გა­და­ხურ­დით, ნუ იჩ­ქა­რებთ წყალ­ში ჩას­ვლას. უმ­ჯო­ბე­სია ჯერ ჩრდილ­ში გა­და­ი­ნაც­ვლოთ და იქ გაგ­რილ­დეთ. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ წყალ­ში ჩას­ვლა. წყლი­დან ამოს­ვლი­სას გა­იმ­შრა­ლეთ ხოლ­მე ტანი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სხე­ულ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი წვე­თე­ბი მზის სხი­ვე­ბის­თვის "ლუ­პის" ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს და აძ­ლი­ე­რებს რუ­ჯის მი­ღე­ბის პრო­ცესს.

8. არ იკი­თხოთ და არ და­ი­ძი­ნოთ

პლაჟ­ზე კი­თხვა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია მათ შო­რის, ვი­საც დრო­ის უქ­მად და­კარ­გვა არ უყ­ვარს. თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს საქ­ვეყ­ნოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქცე­ვა არ­ცთუ სა­სარ­გებ­ლოა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ შე­საძ­ლოა ამ დროს გა­ვერ­თოთ და კა­ნის დამ­წვრო­ბა მი­ვი­ღოთ. სა­ზი­ა­ნოა ასე­ვე პლაჟ­ზე ძილი. უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, იზ­რუ­ნეთ იმა­ზე, რომ თქვენს გვერ­დით ვინ­მე იყოს, ვინც გა­მო­გა­ფხიზ­ლებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ - 8 ეფექტური რჩევა

როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ - 8  ეფექტური რჩევა

მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, შესაძლოა, მაინც ვერ ახერხებდეთ უსაფრთხოდ გარუჯვას. ჩვენ გთავაზობთ რჩევებს ლამაზად და უსაფრთხოდ გასარუჯად.

1. გაირუჯეთ ეტაპობრივად

თუკი გსურთ უსაფრთხოდ გაირუჯოთ, მიიღეთ ნამზეური ეტაპობრივად. პირველი დღე დაიწყეთ 10-15 წუთით. მომდევნო დღეებში კი გაზარდეთ ეს დრო 20%-ით. მთლიანობაში, ქოლგის ქვეშ პირველ დღეს 2 საათზე მეტ ხანს ნუ დაჯდებით.

2. აარჩიეთ სწორი დრო.

გაირუჯეთ მზის ნაკლები აქტივობის დროს, ანუ დილის 11:00  საათამდე ან საღამოს 16:00 სთ-ის შემდეგ. გახსოვდეთ, რომ შეიძლება ნამზეური მოღრუბლულ ამინდშიც მიიღოთ, რადგან ღრუბელი არ წარმოადგენს ზღუდეს ულტრაიისფერი გამოსხივებისთვის. გახსოვდეთ, ვერც წყალში ყოფნით დაიცავთ თავს დამწვრობისგან, თუკი დიდხანს გაატარებთ წყალში.

3. არ დაგავიწყდეთ დამცავი კრემი

აუცილებელია, რომ ნამზეურის მიღების დროს დამცავი კრემი გამოიყენოთ. SPF საშუალებები მხოლოდ ერთი ტიპის გამოსხივებისგან გვიცავს და ის ვერ იცავს კანს A დიაპაზონის ( UVA) გამოსხივებისგან, რომელიც მელანომას იწვევს. იმისთვის, რომ კანი ორივე სახის გამოსხივებისგან დაიცვათ, გამოიყენეთ ე.წ. sunblock -ი. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შეფუთვას, თუ კონკრეტულად რისგან გვიცავს ეს კრემი.

დამცავი კრემი ყოველ 2 საათში უნდა წაისვათ, ხოლო თუკი იბანავებთ, უფრო ხშირად. სხვათა შორის, აუცილებელია ტუჩების დაცვაც.

ასევე დაგაინტერესებთ: რა უნდა ვჭამოთ, რომ სწრაფი და თანაბარი ნამზეური გვქონდეს?

4. დაიტენიანეთ კანი

რაც მეტად იღებთ რუჯს, მით უფრო შრება თქვენი კანი. ამიტომ, ყოველთვის თან იქონიეთ დამატენიანებელი საშუალება და ის დილა-საღამოს გამოიყენეთ. მიიღეთ ბევრი სითხე. დასასვენებლად წასვლამდე, ოღონდ არა წინა დღეს, გაიკეთეთ სახის პილინგი, ეს კანს მკვდარ უჯრედებს მოაცილებს და რუჯიც უფრო თანაბარი გექნებათ.

5. ფრთხილად საკვებთან და წამლებთან

გაითვალისწინეთ, რომ ჭამის შემდეგ რუჯის მიღება რეკომენდებული არ არის. საუკეთესო ვარიანტია, თუკი საკვების მიღებისა და პლაჟზე გასვლამდე 1 საათი გავა. ხოლო სანაპიროზე, წყურვილი არაგაზირებული სასმელებით მოიკალით, უმჯობესია, თუკი  სასმელს მომჟაო გემო ექნება.

6. ჩაიცვით ნატურალური ქსოვილი

შეიძინეთ ფართეფარფლებიანი შლაპა, ისე რომ მხრებს რაც შეიძლება უკეთ გიფარავდეთ. შემდეგ შეარჩიეთ ტანსაცმელი, რომელიც ნატურალური ქსოვილისგანაა შეკერილი.

7. გადახურების შემდეგ ნუ ჩახვალთ წყალში

თუკი გრძნობთ, რომ ძალიან გადახურდით, ნუ იჩქარებთ წყალში ჩასვლას. უმჯობესია ჯერ ჩრდილში გადაინაცვლოთ და იქ გაგრილდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ წყალში ჩასვლა. წყლიდან ამოსვლისას გაიმშრალეთ ხოლმე ტანი, წინააღმდეგ შემთხვევაში სხეულზე დარჩენილი წვეთები მზის სხივებისთვის ”ლუპის” ფუნქციას ასრულებს და აძლიერებს რუჯის მიღების პროცესს.

8. არ იკითხოთ და არ დაიძინოთ

პლაჟზე კითხვა ძალიან პოპულარულია მათ შორის, ვისაც დროის უქმად დაკარგვა არ უყვარს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს საქვეყნოდ გავრცელებული ქცევა არცთუ სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა ამ დროს გავერთოთ და კანის დამწვრობა მივიღოთ. საზიანოა ასევე პლაჟზე ძილი. უკიდურეს შემთხვევაში, იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს გვერდით ვინმე იყოს, ვინც გამოგაფხიზლებთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს